Batumelebi | ქალაქში 50 ძველი მოსაცდელი ახლით ჩანაცვლდება – ბათუმის მერია ქალაქში 50 ძველი მოსაცდელი ახლით ჩანაცვლდება – ბათუმის მერია – Batumelebi
RU | GE  

ქალაქში 50 ძველი მოსაცდელი ახლით ჩანაცვლდება – ბათუმის მერია

ბათუმში, რამდენიმე ადგილზე, მოსაცდელი კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით დაიდგა 50 ახალი მოსაცდელი, ხოლო ამდენივე ძველი და ამორტიზებული მოსაცდელის ახალი კონსტრუქციით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ასევე იგეგმება 20 ახალი მოსაცდელის დამონტაჟება იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაა, მაგრამ არ დგას მოსაცდელი.

ბათუმში, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მუნიციპალური ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზე იყო განთავსებული.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება გორგილაძის ქუჩაზე ბათუმში / აქ, როგორც მერიაში აცხადებენ, მოსაცდელის ახალი კონსტრუქცია უნდა დამონტაჟდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com