დიდყვავილიანი მაგნოლიას გზა ამერიკიდან ევროპამდე

საფრანგეთის ეროვნული მემცენარეობის ბიბლიოთეკის დირექტორი, დანიელ ლეჟენი,  ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს დიდი, თეთრყვავილიანი მაგნოლიას ისტორიას უამბობს, რომელიც ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან გავრცელდა XVIII საუკუნეში. 1703 წელს, იმ პერიოდში განთქმულმა ბოტანიკოსმა, მამა ჟაკ პლუმიერმა, ლუიზიანაში ექსპედიციის დროს აღწერა პრიალა, გამძლეფოთლებიანი ხე დიდი, თეთრი და სურნელოვანი ყვავილებით. ჟაკ პლუმიერმა მოყვავილე ხეს „მაგნოლია“  ცნობილი ბოტანიკოსის, პიერ მაგნოლის (1638-1715) პატივსაცემად …

თუ სწრაფად და იაფად აშენებულ „ხრუშოვკაში“ ცხოვრობთ

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers international-ის კვლევის მიხედვით ხრუშჩოვის პროექტის ბინებს დედაქალაქში 4 % უჭირავს. ასეთი სახლები საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში 1960-80-იან წლებში შენდებოდა მასიურად. ნიკიტა ხრუშჩოვის პერიოდის ბინების პროექტი არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნოდა. თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამგვარ სახლებს დღემდე „ხრუშჩოვკებს“ უწოდებენ. 1950 წელს მოსკოვში არქიტექტორთა ყრილობა მოეწყო, რომელზეც სწრაფად და მარტივად ასაშენებელი …

1 ფსიქიატრი 2000 პატიმარს: ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა ციხეებში 

პენიტენციურ სისტემაში სოცმუშაკებსა და ფსიქიატრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოფილი პატიმრების უმრავლესობა კადრების სიმცირესა და სერვისების არახელმისაწვდომობაზე საუბრობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას, #8 დაწესებულების ერთი ფსიქიატრი კი 2000 პატიმარს ემსახურებოდა. რიგ შემთხვევებში, დამატებით მოწვეული ფსიქიატრები დღეში …

კულტურის სამინისტრო სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – „დილა“, ლიტერატურული ჟურნალები: „არილი“ და „ახალი საუნჯე“ – სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს. მწერალთა სახლმა ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. კონკურსზე სულ 5 ჟურნალი იყო წარდგენილი: „დილა“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ცისკარი“, „ახალი საუნჯე“ და „არილი“. კონკურსში გამარჯვებული გამოცემები 21 თებერვალს მწერალთა სახლის სამეთვალყურეო …

შეიარაღებული მასწავლებლები სკოლებში – ტრამპის იდეა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეიარაღებულ მასწავლებლებს შეუძლიათ სკოლაში ისეთი ფაქტების აღკვეთა, როგორსაც ფლორიდაში წინა კვირას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეიარაღებული მასწავლებლები შეძლებენ თავიდანვე სწრაფად აღკვეთონ სკოლებში თავდასხმები. ინფორმაცია BBC-მ ოთხი საათის წინ გაავრცელა. ტრაგედიას გადარჩენილები კი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ ფლორიდის კანონმდებლებისგან. „ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს იარაღზე და მივაქცევთ ყურადღებას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას“, – …

ერთი ოჯახის სამი პატიმარი – ცხოვრება თავისუფლების შემდეგ

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში 700-მდე კომლი ცხოვრობს. ამავე სოფელში ჯიქიების ოჯახს (გვარი შეცვლილია) რკინის საამქრო აქვს, სადაც ოჯახიდან სამი მამაკაცი – მამა და ორი შვილი მუშაობს. „რკინაზე მუშაობა რთულია, მძიმე მასალაა და დასამუშავებლადაც არ არის მარტივი, მამაჩემი დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს: თითქმის მთელი სოფლის ღობეები, ღუმელები და წყლის ავზები მისი გაკეთებულია. ხელობა ჩვენც გვასწავლა …

ვისთან ატარებთ დიდ დროს? – ამერიკელი ნეირობიოლოგის რჩევები

აქვს თუ არა ჩვენს ტვინს უნარი, დაუკავშირდეს გვერდით მყოფი ადამიანის ტვინს ისე, რომ ჩვენ ეს ვერ შევნიშნოთ? შესაძლებელია, თუკი დავუჯერებთ სხვადასხვა ადამიანის ტვინის სინქრონული ნეიროიმპულსების შესახებ კვლევის შედეგებს. მკვლევარი, ილინოისის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირობიოლოგი მორან სერფია, რომელმაც კვლევის შედეგებზე  BBC-სთან ისაუბრა. მორან სერფმა ტვინის სკანირების მეთოდი გამოიყენა, რომლის დროსაც ეკრანზე ინთებოდა ტვინის სხვადასხვა ნაწილი …

„კაცი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“- 20 თებერვალი კურტ კობეინის დაბადების დღეა

„კურტ კობეინი 51 წლის გახდებოდა. კაცი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო,“ – 20 თებერვლის დადგომისთანავე გამოაქვეყნა პოსტი „ნირვანას“ ბასისტმა, კრის ნოვოსელიჩმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. პოსტის ქვეშ ფანების უამრავი კომენტარი გაჩნდა: „დაბადების დღეს გილოცავთ კურტ!“, „სიეტლში ვარ, ველოდები სად აღნიშნავენ დღეს კობეინის დაბადების დღეს“, „გვიყვარხარ კურტ!“, „გვენატრები, ვერავინ დაიკავებს შენს ადგილს ჩვენს გულებში!“. მსოფლიო აღიარების და მსმენელების საყოველთაო სიყვარულის …

შენ, რა იცი ფაროსანას შესახებ? [ტესტი]

ვნახოთ რა იცი მავნე მწერის, ფაროსანას შესახებ. ტესტში მის ფოტოს ვერსად შეხვდები, მალე გაიღვიძებს და ისეც ხშირად ნახავ ხოლმე აპრილიდან. ამავე თემაზე: ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ? მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსზე 2018 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი ბრიტანეთში ყოველ წელს ტარდება, 2018 წლის გამარჯვებულები 14 თებერვალს დააჯილდოვეს. კონკურსში 5000 ფოტოგრაფი მონაწილეობდა, საუკეთესო ფოტოები 11 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინეს. ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი წელს გერმანელ ფოტოგრაფს, ტობიას ფრიდრიხს გადასცეს და ის 2018 წლის საუკეთესო წყალქვეშა ფოტოგრაფად დაასახელეს. 2018 წლის საუკეთესო ბრიტანელი წყალქვეშა ფოტოგრაფის ტიტული კი შოტლანდიელ გრანტ ტომასს ერგო. 1. ომის ციკლი …

ჰაერს 50%-ით საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები აბინძურებს – ამერიკული კვლევა

გამწმენდი სითხეები, საღებავები, აეროზოლები, თმის ლაკი, იატაკის, ავეჯის საწმენდი სითხეები, წებო, დეოდორანტები – ამ და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტის ჰაერთან შერევა თვალისთვის უხილავია, ავტომობილების გამონაბოლქვთან შედარებით. აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო, ქიმიური პროდუქტები ქალაქებში ჰაერის დამაბინძურებელ ერთ-ერთ მთავარ წყაროდაა ქცეული. კვლევები ადასტურებს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტებისგან მოტანილი ზიანი ავტომობილების გამონაბოლქვისას უტოლდება. ინფორმაციას BBC …

ყოფილი პატიმარი: რომანს ვწერ ციხის წლებზე

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

გამოიცანი სხვისი ხელფასი [არაეთიკური ტესტი]

„რამდენი გაქვს ხელფასი?” – ეს ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური კითხვაა სხვა მრავალს შორის. თუმცა ჩინოვნიკებისა და საჯარო პირების ხელფასი, ვისაც შენ აფინანსებ, საიდუმლო არ არის და თუ ინტერესი გკლავს, ვის რამდენი აქვს ანაზღაურება, სულაც არ ხარ უტაქტო. რამდენი ადამიანის ანაზღაურების გამოცნობა შეგიძლია?  ტესტის საშუალებით გაიგე, ვის შეიძლება ჰქონდეს  მითითებული ანაზღაურება თვეში და მონიშნე ფოტოებზე სწორი პასუხი. თანხა …

ზამთარი ჩერნობილში

ამ ფოტოების ავტორი კადრების გადასაღებად უკაცრიელ ჩერნობილში გაემგზავრა და ინფრაწითელი კამერით გადაიღო ატომური ელექტროსადგურის შემოგარენი. ადგილიდან, სადაც 30 წლის წინ კატასტროფული აფეთქება მოხდა, ხალხი ცდილობს შორს დასახლდეს, თუმცა მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მიტოვებულ ქალაქში ისევ ცოცხლობს. კამერის ეფექტი ფოტოებს მელანქოლიურ ელფერს სძენს და წლების წინ მომხდარ ტრაგედიას გვახსენებს. წყარო: mymodernmet.com

ნიჟარებისა და ბამბუკის სუვენირების ოსტატი ციხისძირიდან

 

ვინ ავრცელებს ბეჭდურ პრესას ბათუმში

პრესა, ძირითადად, წიგნის მაღაზიებსა და ჯიხურებში იყიდება, თუმცა წვიმაში, ქარსა და თოვლში, ღია ცის ქვეშ გამოფენილი ჟურნალ-გაზეთების დახლებსაც ხშირად წააწყდებით ქუჩაში. ლელა სოსელიას პრესის დახლი ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაშია, ვარდების ბაღთან ახლოს. 14 წელია ამ ადგილზე დგას და გაზეთებს ყიდის. ახალ ამბებს ლელას გაზეთებიდან ისინი იგებენ, ვინც ჯერ ინტერნეტს კარგად ვერ „დაუმეგობრდა“ …

გამოიცანი საკვები და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი

რამდენად კარგად იცნობ პროდუქტების სტრუქტურას? შეგიძლია იდეალურ, ერთი ზომის კუბებად დაჭრილ პროდუქტებში ლიმონი ფორთოხლისგან გაარჩიო ან დაინახო განსხვავება საქონლისა და ღორის ხორცის კუბებს შორის? მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი. წყარო:  www.playbuzz.com ასევე ნახეთ: ეთამაშე მინისტრს – ტესტი

მსოფლიოს ყველაზე მახინჯი შენობები

აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს განსაკუთრებულად ლამაზი და მახინჯი შენობები, რაზეც ადამიანების უმრევლესობას ერთი აზრი აქვს. იშვიათად შეხვდებით ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უშნოა, თუმცა არც ასეთის არსებობაა გამორიცხული. ასევე იშვიათად იპოვით ვინმეს, ვისაც ქვემოთ მოცემულ რომელიმე შენობას მოაწონებთ და ათქმევინებთ, რომ ლამაზია. ვნახოთ როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე უშნო და უგემოვნო შენობები. წყარო: telegraph.co.uk 

10 ფილმი ბულინგზე სკოლაში

ყოფილხართ ოდესმე სკოლაში ბულინგის მსხვერპლი? შეიძლება „ძალადობა” გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დაცინვა, კონტაქტის გაწყვეტა, ათვალწუნებაც კი, როგორც ირიბი ჩაგვრის ფორმა – ბულინგია, გაგახსენდებათ, რომ რაღაც ფორმით ეს თქვენც შეგხებიათ. ძალადობა სკოლაში მთელი მსოფლიოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის აქტუალური თემაა, გირჩევთ ბულინგზე გადაღებულ ათ ყველაზე რეიტინგულ ფილმს.

როგორ გამოიგონეს წვიმის ფეხსაცმელი

უამინდობისთვის ბევრს აქვს შინ გადანახული ბოტები. ზღვისპირა, წვიმიანი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ბოტები შეუცვლელი ფეხსაცმელია. მის შექმნას ვულკანიზაციის პროცესს უნდა ვუმადლოდეთ, რომლის შედეგადაც 1839 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა, ჩარლზ გუდიარმა, ელასტიკური კაუჩუკის ტემპერატურული სტაბილიზაციით, გოგირდის დამუშავებითა და გაცხელებით  რეზინი მიიღო. ბოტების დასამზადებლად რეზინს აპრიალებენ, ლაქავენ და წყალგამძლეობისთვის ბენზინში გახსნილი კაუჩუკით ამუშავებენ. სოფლებში ბოტები ღირებულ და ძვირფას ფეხსაცმლად მიიჩნეოდა. …

სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე სისტემაში ბიძაშვილ-მამიდაშვილების დასაქმების პრობლემაზე

ყოფილი პატიმრები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არაერთ პრობლემას აწყდებიან. უმუშევრობასთან, გარემოსთან ადაპტაციასა და ფსიქორეაბილიტაციასთან ერთად, ზოგიერთ ყოფილ პატიმარს თავშესაფრის პრობლემაც აქვს. ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა ბენეფიციართა რაოდენობასთან შედარებით ცოტაა. არც ის არის განსაზღვრული, საშუალოდ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება ერთი სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი. გ.დ. ციხიდან ახლა გაათავისუფლეს. სახლი არ აქვს და ღამის გასათევი …

ყოფილი პატიმარი: მეც ჩამიდეს ნარკოტიკი, მაგრამ ვინ ვარ? „პეშკა!”

ამირან ცეცხლაძე ქობულეთიდან მოშორებით, სოფელ აჭში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 2008 წელს ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და მოხმარებისთვის შვიდ-ნახევარი წელი მიუსაჯეს. 2 სექტემბერს ამირანი დაიჭირეს, სამ დღეში მისი შვილიც, რომელიც, ახლაც საპატიმროშია და სასჯელს იხდის მეათე წელია. ყოფილი პატიმარი, ამირან ცეცხლაძე: „ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე დიდი ამბებია, ეს დღეებია აქციებიც ტარდება და როცა ხალხს რეაქცია და პროტესტი აქვს, ეს პროტესტი …

კლიმტის, ბოსხისა და ბრეიგელის სამგანზომილებიანი რეალობა – მომავლის ციფრული შოუ

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ნახატების ტრადიციული გამოფენები თანამედროვე ადამიანისთვის შესაძლოა თანდათან მოსაწყენი და უინტერესო გახდეს. ვიზუალური ეფექტების ხანაში ხელოვნების „მომხმარებელიც“ სიახლეებს ითხოვს. მხატვრობისა და ციფრული ტექნოლოგიების შერწყმით ხელოვანთა გაერთიანება „Culturespaces“-ი გამოფენების ტრადიციული ფორმების რევოლუციას ახდენს. უნიკალური მულტიმედია ტექნიკითა და მოწყობილობებით კომპანია აწყობს კლასიკოსი მხატვრების ციფრულ შოუებს, რაც შედევრებს დინამიზმს მატებს, აძლიერებს ემოციას დამთვალიერებელზე და შედეგად შოუ …

„სტალინის სიკვდილი” – რუსეთში აკრძალულ ფილმს საქართველოში აჩვენებენ

შოტლანდიელი რეჟისორის, არმანდო იანუჩის კომედიის – „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება რუსეთში კულტურის სამინისტრომ აკრძალა. საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდზე, სტალინის სიკვდილზე, გადაღებული ფილმი  პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. ფილმი შოტლანდიელმა რეჟისორმა, არმანდო იანუჩიმ, ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შექმნა, რომელიც სტალინის მოულოდნელ სიკვდილს და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს. სტალინის …

ქართული დამწერლობა იუნესკოს ახალ პუბლიკაციაში

Writing Peace იუნესკოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით გამოცემული ახალი პუბლიკაციაა, რომელიც მსოფლიო დამწერლობების შესასწავლი ერთგვარი დაწყებითი სახელმძღვანელოცაა. სარჩევში ქართული დამწერლობა წარმოდგენილია ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობების შემდეგ. წიგნში სულ 22 უძველეს დამწერლობაზეა მოცემული როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე ასოთა მოხაზულობების შესასწავლი სავარჯიშოები. წყარო: unesco.ge  

შანელის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

23 იანვარს შანელის მოდის სახლის დიზაინერმა, კარლ ლაგერფილდმა, ჰამბურგში 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. სამოსი და აქსესუარები ძირითადად ხელნაკეთი ელემენტებისგან შედგება და მონოქრომული ფერებითაა წარმოდგენილი. უახლესი კოლექციის სამოსი მაღაზიებში მარტიდან გაიყიდება. წყარო: chanel.com 

ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ყავა შენახული მინის ჭურჭელში, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს დამახასიათებელ, მძაფრ სურნელსა და არომატს. ქარხნული წესით დაფქული ყავის ვაკუუმიან შეფუთვაში მოთავსებაც არ არის იმის გარანტია, რომ დახლებზე ეს პროდუქტი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გემოს. ახალდაფქული, გემრიელი და არომატული ყავის მირთმევა ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებში იშვიათ ფუფუნებად იქცა, კაფეებსა და ბარებში თუნდაც ქვიშაზე ადუღებული …

უცნაური სკულპტურები მსოფლიოს ქალაქებიდან

უსარგებლო პისტოლეტის სკულპტურა ნიუ იორკში ომის აბსურდულობის სიმბოლოდ, მუსტანგებისა და საქონლის ჯოგის ქანდაკებები ტეხასში, ოდესღაც განადგურებული ველური ბუნების შესახსენებლად – მსოფლიო სხვადასხვა ქალაქში ბევრი უცნაური სკულპტურაა, რომლებსაც ძირითადად მოსაწყენ გარეუბნებში დგამენ გარემოს გასამრავალფეროვნებლად. ქვემოთ მოცემული ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურმა ადამიანებმა გადაიღეს და შეკრიბეს. თითოეულ სკულპტურას თავისი ისტორია აქვს.   1. „უცნობი ჩინოვნიკი”, რეიკიავიკი, ისლანდია   …

100-ლარიანი პენსია, ეტლი და ფეხის პროთეზი – ყოფილი პატიმრის ოცნება და რეალობა

ორივე ფეხის ამპუტაცია, შემდეგ ათწლიანი პატიმრობა მეგობრის მკვლელობის ბრალდებით, ციხეში ყოველდღიურობად ქცეული ცემა, დაკარგული ბინა, დანგრეული ოჯახი, მხოლოდ ცალი პროთეზი ამპუტირებული ფეხისთვის, ოცნება მეორე პროთეზსა და ეტლზე – ეს ყოფილი პატიმრის, კახაბერ ლომთაძის თავსგადამხდარი ამბებია, რომლებზეც არ სდუმს და გვთხოვს ყველაფერი დავწეროთ, რასაც გვიამბობს. ის შარშან, 2017 წლის ივნისში, გათავისუფლდა ათწლიანი პატიმრობის შემდეგ. „ქუთაისში ვცხოვრობდი, …

დასაქმება კანადაში – კომპანია მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფის შესახებ აფრთხილებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირებულია გვერდი „სამუშაო ვიზები, დასაქმება“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ვანკუვერში სამუშაო ვიზებს და შესაბამისად, დასაქმებას სთავაზობს. კანადური კომპანია კი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობენ, თავის ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს თაღლითური ჯგუფების ყალბი შეთავაზების შესახებ. „თბილისში, წერეთლის #12-ში, პოლიციის შენობის უკან ვიყავით. ჩემს მეგობარს ვახლდი. შეგვხვდა 35-წლამდე კაცი, რომელმაც გვითხრა, რომ დასაქმების სანაცვლოდ თავდაპირველად 200 დოლარი უნდა გადაგვეხადა“, – …

ცნობილი მწერლების უცნობი ბავშვობა

როგორები იყვნენ მწერლები ბავშვობაში, რა ცხოვრება გაიარეს და ჩანს თუ არა ხშირად წიგნებში ავტორის ბავშვობა, როგორც მნიშვნელოვანი პერიოდი? როგორი ბავშვი იყო მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი, რამ მოახდინა გავლენა მარკესის მაგიურ რეალიზმზე ან რა გაიარა რეი ბრედბერიმ ისეთი, რამაც „ბაბუაწვერას ღვინო“ შთააგონა? 1. რეი ბრედბერი ბრედბერის წიგნი „ბაბუაწვერას ღვინო“ ვრცელი ამბავია იმაზე, თუ როგორი …

12 კარი ძველ ბათუმში, რომლებიც უნდა ნახოთ

2014 წელს ძველ ბათუმში, 16 ქუჩაზე, ჭიშკრები და სადარბაზო კარები გამოცვალეს, ზოგი შეაკეთეს, რესტავრაცია გაუკეთეს, ზოგიც მთლიანად შეცვალეს ახლით. ბათუმის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტისთვის მაშინ 500 000 ლარი იყო გამოყოფილი. დავათვალიეროთ ძველი ბათუმის რამდენიმე კარი, რომლებთანაც აუცილებლად უნდა შეჩერდეთ, თუნდაც ცოტა ხნით.             1.კონსტანტინე გამსახურდიას 29        …

შეცვლილი როლები მეოცე საუკუნის სექსისტურ პოსტერებში

დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ, თუ სექსისტური რეკლამების ძებნას შეუდგებით სატელევიზიო ეთერსა და ბეჭდურ პრესაში. მე-20 საუკუნის შუა წლებში ასეთი რეკლამები ჩვეულებრივად აღიქმებოდა და ნორმალურ, მეტიც მიმზიდველ სარეკლამო პროდუქტად მიიჩნეოდა. ქვემოთ მოცემული, მეოცე საუკუნის შუაპერიოდისდროინდელი სარეკლამო პოსტერები არა მხოლოდ  მოძველებული და გამაღიზიანებელი, არამედ ძალადობრივი ელემენტების შემცველიცაა. ბევრ პოსტერზე ქალთმოძულეობის აშკარა და პირდაპირ მინიშნებებსაც აღმოაჩენთ. გენდერული სტერეოტიპები …

Exit mobile version