ბათუმის „დინამომ” მარტვილის „მერანი” 1:0 დაამარცხა [ფოტო]

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, დინამოს სპორტულ ბაზაზე ბათუმის „დინამო” მარტვილის „მერანს” დაუპირისპირდა და გაიმარჯვა კიდეც. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე „დინამოს“ ფორვარდმა, ამირან აბუსერიძემ გაიტანა. საფეხბურთო მატჩი ანგისის ახალი სპორტული ბაზის მოედანზე გაიმართა, სადაც შეხვედრის დაწყებამდე სპორტული ბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიალზე „ნიკოლშოუმ“ ბათუმისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნი შეასრულა. მატჩის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები საყვირებით …

როგორ იბრძოდა მსოფლიო 8-საათიანი სამუშაო დღისთვის

პირველ მაისს მსოფლიოში მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დაკანონებული რვასაათიანი სამუშაო დღე მუშათა დიდი ხნის წინანდელი გაფიცვებისა და პროტესტის შედეგია, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა მშრომელები პირველად დაფიქრდნენ საკუთარ შრომით უფლებებზე და 11, 13-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეუსაბამობაზე ადამიანისთვის. თავიდან ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, როცა პროფკავშირებში გაერთიანებულმა მშრომელებმა 1865 წელს დღეში 11 …

დაკარგული წლებისთვის ბრძოლა: პირუტყვს მოვაშენებ, რძეს, ხორცსა და ყველს გავყიდი 

39 წლის არჩილ ქაქუთიამ 6 რთული წელი გაატარა საპატიმროში. როგორც ამბობს, ზუგდიდის ციხეში არაერთგზის ცემის შედეგად ცალი თირკმელი დაკარგა და სამუდამოდ შშმ პირად იქცა. საპატიმროშივე დაინფიცირდა C ჰეპატიტით. გათავისუფლების მერე დროულად ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში და ამ ვირუსისგან განიკურნა. ციხის თანამშრომელი, რომელიც მას და ბევრ სხვა პატიმარს სისტემურად სცემდა წლების განმავლობაში, ზუგდიდის ციხეში, ახლა თავადაა პატიმარი. …

ევროპული მიდგომები საპატიმრო სისტემაში – რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა?

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი პენიტენციური სისტემის განვითარების საქმეში საქართველოში მსჯავრდებულთა მომსახურებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, გათავისუფლების შემდეგ კი მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში დანაშაულების პრევენციის ცენტრი ერთვება. პენიტენციური სისტემის განვითარებაში დიდია არასამთავრობო სექტორის როლი, რომლებიც სთავაზობენ ყოფილ პატიმრებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამას, ატარებენ კვლევებს, რეკომენდაციებს სთავაზობენ სახელმწიფოს და ეხმარებიან სისტემის ხარვეზების გამოვლენაში. სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობა …

თამბაქოს რეკლამა და ანტირეკლამა საბჭოთა პოსტერებზე

საბჭოთა პოსტერებზე წააწყდებით როგორც თამბაქოს აკრძალვას, ასევე მისი წარმოების გაზრდისკენ მოწოდებებსა და წახალისებებს. ეს საბჭოთა პოსტერები ძირითადად 1950-80-იან წლებშია შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ეპოქაში მრავლად მოიპოვებოდა როგორც თამბაქოს რეკლამა ასევე ანტირეკლამაც, შეუძლებელია შედეგების გაანალიზება რა შედეგები მოჰქონდა რეალურად აკრძალვის პროპაგანდას.           ამავე თემაზე:    პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის …

წიგნები ბუკერის 2018 წლის მოკლე სიიდან – პრემიის მფლობელს 60 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა

აპრილის შუა რიცხვებში ბუკერის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის 2018 წლის მოკლე სია გამოქვეყნდა. სიაში ფრანგი, სამხრეთ კორეელი, ესპანელი, ირანელი, პოლონელი და უნგრელი ავტორების  6  ინგლისურენოვანი წიგნი მოხვდა. „ვერნონ სუბუტექს 1“ («Vernon Subutex 1») – ვირჯინი დეპანტი (საფრანგეთი) „თეთრი წიგნი“ («The White Book») – ჰან განი (სამხრეთ კორეა) „ცხოვრება გრძელდება” («The World Goes On») – ლასლო კრასნაჰორკაი (უნგრეთი) „გაცრეცილი ჩრდილივით“ …

როგორ ხატავენ ომს სირიელი ბავშვები

სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოება (Sams) სირიელ ბავშვებთან მუშაობს. ისინი უკვე 7 წელია ომში ცხოვრობენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები Sams-ი და Save The children-ი ომგამოვლილი ბავშვების ნახატებს აგროვებენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ბავშვების რეაბილიტაციისას არტთერაპიასაც იყენებენ, რაც უარყოფითი გამოცდილებისგან, ემოციებისგან დაცლას გულისხმობს. „რომ მოვკვდებით, იქნებ მერე მაინც შევძლოთ თამაში“, – ასე ამბობენ ხშირად ომგამოვლილი ბავშვები, როგორც BBC-თან Sams-ის ექიმი, მოჰამედ …

10 რჩევა მათთვის, ვინც მოწევისთვის თავის დანებება გადაწყვიტა

რა შეიძლება ვურჩიოთ მწეველებს, რომლებსაც თაბაქოსთვის თავის დანებება აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ფიქრობენ, რომ საამისოდ საკმარისი ნებისყოფა არ აქვთ, შესაძლებელია თუ არა მოწევის შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში, რა რისკებთანაა დაკავშირებული მწეველობა და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტთ, რომ თამბაქო დავივიწყოთ? ამ და სხვა კითხვებით საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ივანე ჩხაიძეს მივმართეთ, რომელიც საინტერესო …

როცა ორი წლის შვილი და მოხუცი ბებია გყავს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობ

მარიამ კ. (სახელი შეცვლილია) 34 წლის მარტოხელა დედაა და ორი წლის პატარას მარტო ზრდის. მის მეუღლეს 3 წელი აქვს მისჯილი და მარიამს ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება. უვლის ქმრის ასაკოვან ბებიას და ბავშვს. მუშაობას ვერსად იწყებს, რადგან ბავშვი ბაღში დაჰყავს, სადაც მას დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე იტოვებენ. დედაც ამ გრაფიკზეა დამოკიდებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად …

„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

ყოფილ პატიმარს, 61 წლის ამირან იობიძეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. საპატიმროში სულ 7 თვე დაჰყო: წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეიწყალეს. მანამდე იყო მძიმე გამოცდილებით სავსე წლები: 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო რუსეთში გადახვეწა, მუშაობა და ოჯახის რჩენა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სოციალური პრობლემების …

საოჯახო რესტორანი მტირალაზე

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ლაშქრობების დასაგეგმად და დროის ბუნებაში გასატარებლად. ბათუმთან ახლოს მდებარე მტირალას პარკი ერთ-ერთი ადგილია, რომლის სიკეთეებითაც სარგებლობა არც ძალიან ძვირი ღირს და არც შორსაა. ბათუმის ავტოსადგურიდან ზუსტად მტირალას პარკის შესასვლელამდე კვირაში ორჯერ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი: ორშაბათსა და პარასკევს. ტრანსპორტი ბათუმიდან 7:50-ზე გადის და პარკიდან იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება უკან. მტირალას პარკი საუკეთესო …

ველოსიპედით ევროპაში – ქართველი წყვილის ცხრაწლიანი მოგზაურობა

ველოსიპედი, გიტარა და ჰარმონიკა 9 წლის წინ, თაფლობის თვეში ზღვაზე ჩამოსულ ცოლ-ქმარს, ნინო ხუნდაძეს და პაატა ბერიკიშვილს, ბათუმიდან თბილისში დაბრუნება აღარ მოუნდათ. მათ მოულოდნელად გადაწყვიტეს, ველოსიპედებით წასულიყვნენ სამოგზაუროდ. ერთი ველოსიპედი ბათუმში სთხოვეს მეგობარს, საკუთარიც გამოაგზავნინეს თბილისიდან ახლობელს და მოგზაურობა თურქეთიდან დაიწყეს. წინასწარ დაუგეგმავი გზა ევროპამდე გაგრძელდა და წყვილი უკვე ცხრა წელია მოგზაურობს. დაბრუნდნენ, როცა მათი …

გამოიცანი სვანური სიტყვები [ტესტი]

სვანური ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. სვანურად მოსაუბრეთა რაოდენობა თანდათან  იკლებს და ეს ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას.სვანურ ენას სხვადასხვა დიალექტი აქვს: ზემოსვანურს მიეკუთვნება: ბალსზემოური და ბალსქვემოური, ქვემოსვანურს, კი – ლაშხური, ლენტეხური და ჩოლურული. შეავსეთ ტესტი და გამოიცანით, რას ნიშნავს ქვემოთ მოცემული სვანური სიტყვები. მოისმინეთ, როგორ ჟღერს სვანური ენა:   მეტი სვანეთის შესახებ „დეცე ლახვრა” …

20 წლის ბიჭი თბილისიდან დაცლილ თუშეთს უბრუნდება

გიორგი სეხნიაიძე 20 წლის თუშია, წლების წინ დაინტერესდა თუშეთის მცენარეების სამკურნალო თვისებებით. შეიტყო, რომ გვირილას, ბეგქონადარას, თავშავას, დეკასა და სხვებს სასიამოვნო გემოს გარდა ადამიანისთვის ჯანმრთელობაც მოაქვს. გადაწყვიტა შეეგროვებინა ყველა მცენარე, რომლებისგანაც  თუშეთში ყოველდღიურად ამზადებენ ნაყენს და ბარის ადამიანებამდე ცხელი სასმლის სახით მიეტანა თუშეთის მთების არომატი. თავიდან მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, შენაქოში, მის სახლში მოსულ უცხოელ ტურისტებს …

როგორ შეიცვალა ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 155 ლარია, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 412 ლარი. ერთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 22 ლარითაა გაზრდილი, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახების კი – 57 ლარით. ინფოგრაფიკაზე მოცემულია ყოველი წლის პირველი, იანვრის …

ყოფილი პატიმარი – ახალბედა მეფუტკრე

ბეჟან თოდუა ახალბედა მეფუტკრეა. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ მცირე საოჯახო მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარა, გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი, გაეცნო სიახლეებს მეფუტკრეობაში და შეუდგა საქმიანობას, რომელიც ახლა უყვარს კიდეც. მისი ყოველი დილა ფუტკრებთან ურთიერთობით იწყება. ამ სასარგებლო მწერს ხშირი ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება. თუმცა ბეჟან თოდუასთვის მეფუტკრეობა დამღლელი საქმე არ არის, პირიქით, ფუტკრებს ოჯახის …

„სამურაის ხმალი ამილესავს”- ბათუმელი მლესავები თბილისის მოედნიდან

თბილისის მოედანზე, საცხობების რიგსა და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას შორის სახელდახელოდ მოწყობილი ორი დახლია: ერთი ღია, ერთიც ფარდულის მსგავსი, ბრეზენტით შეფუთული. ამ მიდამოებში 28 წელია თითქმის ყოველდღე ჩარხის ხმა ისმის და ორი კაცი თავჩახრილი ლესავს ბათუმელების დაბლაგვულ დანებს, მაკრატლებს, ხორცსაკეპი მანქანების ნაწილებს, ძველებურ ხანჯლებს და ხანდახან სამურაის ხმალსაც კი. პატარა დანებს, მაკრატლებს აქ 20 თეთრად ლესავენ, …

შრომის პროპაგანდა საბჭოთა პლაკატებზე

ქართულ საბჭოთა პროპაგანდისტულ პლაკატებს ხშირად ცნობილი მხატვრები ქმნიდნენ და ეს მათ საპატიო საქმედ მიიჩნეოდა. პლაკატების მოწოდებებსა და ლოზუნგებს საბჭოთა პერიოდში „საზოგადოებრივ-მეთოდური“ დანიშნულება ჰქონდა. საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყისში და შემოდგომაზე -მოსავლის აღებისას, აუცილებლად უნდა მიემართათ მუშებისა და გლეხებისთვის გამამხნევებელი, შრომის წამახალისებელი ტექსტებით. აქ შეხვდებით მოწოდებას, რომ დაკლული ღორი აუცილებლად უნდა გაატყავოთ, რადგან ღორის ტყავი ძვირფასი ნედლეულია, პლაკატზევეა …

ციხეში დაწერილი 8 წიგნი

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნია, რომელიც ციხეში დაიწერა, მათ შორის ბევრია ისეთი, ყველას თუ არ წაუკითხავს – გაუგია მაინც. დონ კიხოტი – მიგელ დე სერვანტესი ესპანელი მწერალი, მიგელ დე სერვანტესი სამეფო არმიაში ინტერდანტად მსახურობდა, რაც ჯარის ნაწილების სურსათით, ტანისამოსითა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებას გულისხმობდა. ამ ყველაფრის შესაძენი ფული მან ბანკირს ანდო, რომელიც ჯარისთვის განკუთვნილ ფულთან …

შეამოწმე, როგორ გახსოვს „ვეფხისტყაოსანი” [ტესტი]

დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული ქართული ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი” შუასაუკუნეებში ანტიქრისტიანულ, სპარსულ პოემად მიიჩნეოდა და ხშირად დევნიდა ეკლესიაც. ჩვენამდე „ვეფხისტყოსნის” 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნია მოღწეული და თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. შეავსე ტესტი და შეამოწმე, რა გახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან” ამავე თემაზე:  როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი” სკოლაში

„ორ რამეს ვერ აიძულებ ადამიანს: სიყვარულს და კითხვას” – მაკა ლდოკონენი

„მკითხველს, როგორც დანიელ პენაკი ამბობს, საკუთარი უფლებები აქვს და ყველას აქვს უფლება არაფერიც არ წაიკითხოს, ან არ წაიკითხოს რაიმე ბოლომდე. ასევე ყველას შეუძლია საიდანაც უნდა იქიდან დაიწყოს კითხვა, წიგნის შუიდან, დასაწყისიდან და ბოლოდანაც კი. ორ რამეს ვერ აიძულებ ადამიანს: სიყვარულს და კითხვას,“ – ასე დაიწყო სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, მწერალმა მაკა ლდოკონენმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისადმი …

ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული წიგნი ცოტა ხნის წინ იანს ანდერსენმა გამოსცა სახელწოდებით „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა“ საბავშვო ავტორის დამაფიქრებელი ბიოგრაფია, მისი შეურიგებელი, ძლიერი ხასიათის შტრიხებს ავლენს. ასტრიდ ლინდგრენმა, რომლის სახალისო, საბავშვო წიგნებიც სხვადასხვა თაობის ბავშვებისთვის დღემდე ყველაზე საყვარელი ტექსტების სიაშია, ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი ტრაგედია გადაიტანა, ასტრიდის ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი ხალისიანი, როგორც ბიულერბიუელი …

ხუთი ეზო ძველ ბათუმში

ბათუმური ეზოები ქალაქის იერსახეა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ეზოიანი სახლი დაანგრიეს და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსები ჩადგეს, ძველ ბათუმში მყუდრო ეზოები ნაწილობრივ შემორჩენილია, მათმა მეპატრონეებმა კარგად იციან სუფთა ჰაერის, ყოველდღიური ურთიერთობების და ეზოში საკუთარი ძალისხმევით გახარებული მცენარეების ფასი. [red_box]გორგასლის 46[/red_box] მანანა ბერიძე მუსიკის მასწავლებელია და აქ ცხოვრობს. უყვარს მცენარეები და ყველაფერს ტოტებით …

კუზიანი და გრენლანდიური ვეშაპები მღერიან

მეცნიერები ამბობენ, რომ ჩრდილოყინულოვან ოკეანეში მობინადრე ვეშაპები გრენლანდიის მახლობლად, პოლარული ღამეების დროს მღერიან და ეს მათი საყვარელი საქმიანობაა. კუზიანი ვეშაპების სიმღერის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ გრენლანდიის პოლარულ ვეშაპებს უფრო მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვთ. შპიცბერგენის არქიპელაგთან ახლოს მობინადრე ვეშაპებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მუსიკალური ხმები, რომლებსაც ისინი გამოსცემენ, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მგალობელი ჩიტების ხმები. მიიჩნევა, …

ლონდონის კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს აჩვენებენ

1-8 მაისს ლონდონში  ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. ფესტივალზე ძირითადად ბოლოს გადაღებულ ქართულ ფილმებს  აჩვენებენ: ნანა ექვთიმიშვილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“, ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და სხვა. გარდა კინოჩვენებებისა, ფესტივალზე დაგეგმილია დისკუსიები ფილმების რეჟისორებთან, მუსიკალური საღამოები, ეროვნული არქივის ქართული კინოაფიშების გამოფენა და …

ბიზნესი, რომელიც მსხვერპლად ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს

ქვანახშირის მოპოვება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საქმიანობად მიიჩნევა, ისევე როგორც პოლიციელობა, ჟურნალისტობა, მეზღვაურობა და მფრინავობა. უსაფრთხო შახტი არ არსებობს, არსებობს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები, თუმცა თუ ადამიანი შახტში მუშაობას თანხმდება, თანხმდება მოულოდნელი სიკვდილის დიდ ალბათობასაც. ბრიტანული გამოცემა Guardian -ი ქვანახშირის მოპოვებას „ბინძურ ბიზნესს“ უწოდებს, რომელიც მსხვერპლად მთელ მსოფლიოში ადამიანების სიცოცხლეს ითხოვს. ბოლო რვა წლის განმავლობაში …

უსინათლობის შუქი – 23 წლის გოგოს უჩინარი გზა წარმატებისკენ

  „ვეძებ სმენის უნარის არმქონეებს, რომლებიც ამავე დროს უსინათლოებიც არიან, თუმცა ჯერ ვერავის მივაკვლიე. დარწმუნებული ვარ, არიან ასეთები საქართველოში და მათ განსაკუთებული მონდომებით მალავენ, წარმოგიდგენიათ როგორი მდგომარეობაა, როცა კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს ადამიანს? თუმცა არსებობს მეთოდები, რითაც მათთან კავშირის დამყარება შესაძლებელია,”- გვეუბნება ინტერვიუს ჩაწერისას 23 წლის იურისტი, ესმა გუმბერიძე, რომელიც საკუთარ და სხვების უფლებებს …

წიგნების მიხედვით შექმნილი 5 სერიალი, რომლებიც უნდა ნახოთ

2017 წელი სერიალების მოყვარულებისთვის კარგი წელი იყო, ამ წელს ხუთი საკულტო წიგნის ეკრანიზაცია ვიხილეთ, რომლებმაც გამოსვლისთანავე უამრავი მაყურებელი მიიზიდა. [red_box]ამერიკელი ღმერთები[/red_box] სერიალი „მხევლის წიგნი“ კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. წიგნი 1985 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ, ანტიუტოპიურ ტექსტად მიიჩნევა. „მხევლის წიგნი“ 2017 წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს და პრემია „ემი“ გადასცეს. …

ბათუმის თოჯინების თეატრი ლონდონში მიემგზავრება

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ცხრა წარმომადგენელი 5-12 აპრილს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. დელეგატები ერთკვირიან პროფესიულ ვორქშოპში მიიღებენ მონაწილეობას და მოინახულებენ ლონდონის ცნობილ დიდ და პატარა თოჯინების თეატრებს: Little Angel-ს, Puppet-ს და Theatre Barge-ს. პროექტის ფარგლებში თეატრის წარმომადგენლები Liceum Theatre-ში დისნეის ლეგენდარულ სპექტაკლს „Lion King“-ს დაესწრებიან. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის სამხატვრო …

დიდი მწერლების საქორწინო ფოტოები

არსებობს სელინჯერის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ჯეიმს ჯოისის, ფრანცუაზა საგანისა და სხვა მწერლების საქორწინო ფოტოების კოლექციები, რომლებზეც შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ავტორები სულ სხვა ამპლუაში: ქორწინების დღეს ნახოთ. მართალია, ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ასახული წყვილების უმრავლესობა მალევე დაშორდა, მაგრამ საინტერესო კადრების დათვალიერებისას ეს ფაქტი ხელს არ გვიშლის.      1920 წლის გაზაფხული, ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდები 3 …

25 საზოგადოებრივი ტუალეტი, როგორსაც საქართველოში ვერ ნახავთ

საზოგადოებრივი ტუალეტების  მდგომარეობა  ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელია. იაპონელი ფოტოგრაფი, ჰიდეფუმი ნაკამურა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ბევრს მოგზაურობს და საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოკოლექციას აგროვებს. ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს ფოტოგრაფს: toilets a go go , რომელზეც მოგზაურობისას გადაღებული იაპონური საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოებს აქვეყნებს პერიოდულად. . 児童遊園 children’s playground ・ 『杉並バタフライ』その3 ver.鳥と子供とシャボン玉 白屋根 ・ #下高井戸児童遊園 #杉並バタフライ #suginami_butterfly …

გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები

არქიტექტურის ძველი საოცრებები, როგორიც ათენას პართენონი  და ლუქსორის სასახლეa ეგვიპტეში, ძველი კულტურების დიდებას გვახსენებენ. თუმცა ძველი არქიტექტურული ძეგლები იმდენადაა განადგურებული, რომ ჭირს წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი თავდაპირველი სახე. ინტერნეტში არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელთა  საშუალებითაც ნებისმიერი იდეის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. Expedia, NeoMam-ი და This is Render-ი ასეთი პლატფორმებია, რომლებზეც მსოფლიო საოცრებების არქიტექტურულ სიძველეებს გიფების საშუალებით დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.   …

რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული. პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა …

გადაიხედე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში [ტესტი]

ევკალიპტი, ამბრი, სექვოია, ხეტიტა, ჭაობის კიპარისი, ჭადარი, მაგნოლია, მუხა, წიფელი – ეს იმ ხეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადააქვს. ზღვაში მოცურავე და მოსიარულე ხეები უკვე კარგა ხანია ახალი ამბების ჩვეულებრივ თემად იქცა. ადევნებ თვალ-ყურს გიგანტური ხეების გადატანის პროცესს? შეავსე ტესტი და გაიგე რა ცოდნა დაგიგროვდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ.   ტესტის …

რას ჭამთ სამსახურში? – უპასუხე და გაიგე რას ჭამენ სხვებიც [გამოკითხვა]

კვების რაციონი სოციალური ფონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაჩვენებელია. სწორედ კვება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას დიდწილად. გაინტერესებს ვინ რას მიირთმევს შესვენებაზე? მწვანე ღილაკით ფოტოებზე მონიშნეთ სწრაფი კვების ის პროდუქტები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ, წითლით კი ისინი, რომლებსაც არ სწყალობთ. გამოკითხვის დასასრულს ტესტი გიჩვენებთ სტატისტიკურ შედეგს, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია შესვენებაზე ყოველდღიურად კაფესა და რესტორნებში ჯანსაღად კვება და …

Exit mobile version