ყოფილი პატიმრების სამედიცინო დახმარების პროგრამა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის გამოვლენილ დაავადებათა საერთო რაოდენობა 9 842-ს გაუტოლდა. სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებულ დაავადებებს შორის, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ფსიქიკურ და ქცევით აშლილობას ვხვდებით. კვლევაში წარმოდგენილ დიაგრამაზე  ნაჩვენებია პენიტენციურ სისტემაში გავრცელებულ დაავადებათა ხვედრითი წილი: ამავე ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გაუარესებული …

„სამეფო კარის თამაშების”ფანები ახალმა პოსტერმა გამოაცოცხლა

HBO-ს პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების” ბოლო, მერვე სეზონი 2019 წელს გამოვა. ფანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ერთწლიანი წყვეტა ძალიან დიდი ინტერვალია ბოლო სეზონამდე, რომელსაც მთელ მსოფლიოში სულმოუთქმელად ელოდებიან. „სამეფო კარის თამაშების” მაყურებლებისთვის სერიალის სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი და ზოგჯერ შოკისმომგვრელი განვითარება უცხო არ არის, ბოლო სეზონისგან ტრადიციულ „ჰეფი ენდს” არავინ ელის წინა სეზონებში მომხდარი ამბების გათვალისწინებით. …

შეწყალება, ვადამდელი გათავისუფლება და პირობითი მსჯავრი – რეკომენდაციები

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

სპილო, რომელიც „ეწევა”

ინდოეთში გადაღებულმა ველური სპილოს ვიდეომ, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს და თითქოს ეწევა, ველური ბუნების დამცველი მთელი მსოფლიოს ექსპერტები განაცვიფრა. ველური ბუნების დამცველი საზოგადოების წევრმა, ინდოელმა მეცნიერმა, ვინაი კუმარმა, 48-წამიანი  ვიდეო გადაიღო ინდოეთში, ნაგარჰოლას ტყეში. მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, როგორ უშვებს ცხოველი პირიდან კვამლს. BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის ველური ბუნების დამცველი საზოგადოების ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ეს …

საკურას ყვავილობა იაპონიაში

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა. იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. იაპონიაში დღესასწაულია საკურას ყვავილობის დასაწყისიდან ბოლო ყვავილების დაცვენამდე. პირველი ყვავილობის დღეს ინიშნავენ, როცა ხის …

ქუჩის მოდა ბათუმში [ფოტო]

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის შერჩევას ანდომებს. როგორია ბათუმის ქუჩის მოდა, როგორ აცვიათ ახალგაზრდებს გაზაფხულზე? იცვლება თუ არა ნელ-ნელა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ? ვნახოთ. ლიკა რინკავოი, 27 წლის „საკუთარი სტილი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუხამო, წინდებიც …

90-იანელების გაცოცხლებული ბავშვობა თოჯინების თეატრში [ფოტო]

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში გადაწყვიტეს ქალაქის მცხოვრებლებს ბავშვობა დაუბრუნონ და თეატრის მეორე სართულზე 20-25 წლის წინანდელი, დიდი ხნის გადანახული და და მოქმედი თოჯინების გამოფენა ერთად მოაწყვეს. თუკი თქვენი ბავშვობა 80-90-იან წლებს დაემთხვა და ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლები გინახავთ, ამ პერსონაჟებიდან რომელიმე მაინც გეხსომებათ: პატარა უფლისწული და კონკიას დედინაცვალი, ნიანგი, ჩიბურაშკა ბომბორა და სხვა უამრავი. …

ბრიტანელი ქალები დიეტის წინააღმდეგ

Anti Diet Riot Club-ი  დიეტის წინააღმდეგ მიმართული ინგლისური კამპანიაა,  რომელიც დიეტის კულტურას ებრძვის და  სხეულით უკმაყოფილო ადამიანებს თავიანთი გარეგნობის დადებითად და რეალურად აღქმაში ეხმარება. ქრონიკული დიეტების მიმდევრებს შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად არ აწუხებთ კილოგრამები, თუმცა პრობლემად მხოლოდ იმას მიიჩნევენ, რომ არ გვანან ცნობილ მსახიობებსა და ამა თუ იმ სარეკლამო სახეს. დიეტის საწინააღმდეგო კამპანიაში …

რა ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ? [ტესტი]

გაინტერესებთ რომელი ძაღლი შეგეფერებათ? შეავსეთ ტესტი და გაიცანით თქვენი შესაფერისი ოთხფეხა მეგობარი. ტესტი ძაღლის ხასიათის, მოვლის წესების, ტემპერამენტისა და სპეციფიური მახასიათებლების მიხედვითაა შედგენილი. თუ ძაღლი უკვე გყავთ, მას უბრალოდ არ გაუმხილოთ, რომ ტესტს ავსებთ და ახალ მეგობრებს ეძებთ. არ აწყენინოთ.

საქართველო და წყლის დეფიციტი

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში, სადაც ამ ბუნებრივი რესურსის ფასი საკმაოდ დაბალია და რაოდენობაც დიდია, წყლის დაზოგვის საკითხი ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა წყალი ერთ-ერთი ყველაზე განლევადი ბუნებრივი რესურსია და მისი აღდგენა მარტივად და სწრაფად არ ხდება. როგორ იცავენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყლის რესურსს და არსებობს თუ არა წყლის დეფიციტის …

„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში

„ყველაზე ძვირფასი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, წიგნია. წიგნებში ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს, კითხვისას თვითონ ხარ მხატვარი, გმირი, მკითხველი და ყველაფერი ერთად,“ – გვეუბნება მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი, რომელსაც ვეკითხებით, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია. „დედაჩემი, ავრორა ჩხაიძე, ბიბლიოთეკარი იყო. თავიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, პირველკლასელები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი და, როცა …

დღეს მსოფლიოს მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 21 მარტს, მსოფლიოში მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსების იდეა ირანელ მეთოჯინეს, ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის და ინიციატივა მან 2000 წელს მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მე-18 კონგრესზე შეიტანა პირველად განსახილველად. მეთოჯინეთა დღე მსოფლიოში და მათ შორის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში,  წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება. თამარ კახიძე თეატრის მხატვარ-მძერწავია, წელიწადნახევარია რაც თოჯინებზე მუშაობს და მათი …

უფასო იურიდიული დახმარება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის

  მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.  

ძველი ბათუმის ჩუქურთმები

ძველი ბათუმის XIX-XX საუკუნის სახლები და შენობები გამორჩეული არქიტექტურითა და დეკორით გამოირჩევა. ახლოდან დავათვალიეროთ ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმები და დეტალები. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ნაჩვენები ზოგიერთი შენობა რესტავრირებულია, ზოგიერთი კი შეკეთებას საჭიროებს და შესაძლოა ავთენტური ფორმით, როგორც კადრებზე ჩანს, აღარც შემორჩეს ქალაქს, თუკი ძალისხმევას დროულად არ გამოვიჩენთ. ბათუმში უამრავი სხვა ჩუქურთმიანი შენობაა, რომელიც კადრში ვერ მოხვდა, მაგრამ მათ …

ცრემლები, ოფლი, მენსტრუალური სისხლი – უჩვეულო გამოფენა ლონდონში

ლონდონელ მხატვარს, ემი შაროქსს, უცნაური იდეა მოუვიდა, 2013  წლიდან მოგზაურობა დაიწყო და წყლის მუზეუმის შესაქმნელად ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში არც მეტი, არ ნაკლები, უბრალოდ სითხეების შეგროვება დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, მაგალითად, წარმოდგენილია წყალი, რომელიც დამდნარი თოვლის ბაბუასგან დარჩა, ე.წ. წმინდა – ნაკურთხი წყლები, დონორებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ცრემლები, ოფლი და დახურულ სივრცეში სუნთქვისას წარმოქმნილი …

შენი ფოტო ბრიტანული გამოცემის გვერდზე – Guardian-ი ფოტოკონკურსს აცხადებს

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აცხადებს ყოველკვირეულ ფოტოკონკურსს თემების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს დამწყებ, მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ – ყველას, ვისაც გადაღება უყვარს და მიიჩნევს, რომ საქმე კარგად გამოსდის. კონკურსის ამ კვირის თემაა „სივიწროვე“. ამ კვირის ფოტოკონკურსის მონაწილეებმა „სივიწროვის“ თემაზე უნდა გადაიღონ ფოტო, სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში აღწერონ, სად არის კადრი გადაღებული, სად ჩანს ფოტოზე „სივიწროვის“ თემა, …

ქვეყნებში, სადაც მეტ დროს ანდომებენ ჭამას, ჭარბი წონა ნაკლებად  აწუხებთ – კვლევის შედეგები 

30 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფრანგები ყველაზე მეტ დროს, საშუალოდ 2 საათსა და 13 წუთს, ატარებენ სუფრასთან დღის განმავლობაში. კვლევა  5 მარტს გამოაქვეყნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-მა. კვლევისას 15 და 64 წლამდე ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების წესს დააკვირდნენ, სამუშაო დროის გამოკლებით. ფრანგების შემდეგ სიაში იტალიელები არიან, ისინი სუფრასთან დღეში საშუალოდ 2 …

ფრაგმენტები სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის ისტორიიდან

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების პარალელურად ამავე პროდუქტის უამრავი რეკლამა მზადდება. ჯიმ ჰეინის ახალ წიგნში „alcohol and tobacco“ ალკოჰოლისა და სიგარეტის  რეკლამის 100-წლიანი ისტორიაა ასახული, თუ როგორ იზიდავდნენ ცნობილი და დიდი კომპანიები ერთი საუკუნის განმავლობაში მომხმარებლებს და რა სტრატეგიებს იყენებდნენ „მავნე ჩვევების“ ხელშემწყობი პროდუქტების პოპულარობისთვის. წიგნი ვრცლად ვებგვერდ taschen-ზეა ხელმისაწვდომი. „Marlboro”-ს 1973 წლის ეს …

ქუჩა-ილუზორული ფოტოგრაფიის გასართობი მოედანი

ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო ფოტოებზე  სასურველი ეფექტის მიღებას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით ახერხებს. ბუსკატო ბოლო ოთხი წელია ქუჩის ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძირითადად ილუზორულ კადრებს იღებს, რაც ტექნიკურად ორი სხვადასხვა სიტუაციის დამთხვევითაა შესაძლებელი. ფოტოგრაფს ხანდახან საათობით უწევს ცდა, სანამ საჭირო მომენტს დააფიქსირებს. ბუსკატო ამბობს, რომ შემთხვევითობების ძებნით დიდ სიამოვნებას იღებს. გადაღება მისთვის გართობაა, ქუჩა კი დიდი, …

მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლე

170-ლარიანი სოციალური დახმარებით ცოტა შეშა იყიდა, თავად დაჩეხა. როცა სითბო შემოაკლდათ, თხილი გასხლა და წვრილი ტოტებით ათბობდა ღუმელს მთელი ზამთარი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორე სართულზე წვიმასა და თოვლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის. ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, პატარებმა ანთება დაძლიეს, მაგრამ დედას ნესტისგან მუდმივად სტკივა ფეხები. ასე …

„ჩაგრული“ ქათმების აღდგენილი ღირსება

რთული დასაჯერებელია, რომ ქათამი ვინმეს პლანეტის ყველაზე ლამაზ ფრინველად მიაჩნია, თუმცა იტალიელი ფოტოგრაფები -მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი სწორედ ასე ფიქრობენ. მათ 100 სხვადასხვა ჯიშის ქათამი გადაიღეს და უზარმაზარ ფოტოალბოში 200 ფრინველის პორტრეტი შეიტანეს. ფოტოგრაფების უცნაურ პროექტს „Chic! Ken“ ჰქვია. მორენო მონტისა და მატეო ტრანჩელინის ფერმერი მეგობარი ჰყავთ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ჯიშის ქათამს უვლის და ამრავლებს. …

ფლორიდის შტატის სკოლებში მასწავლებლები იარაღით ივლიან

ფლორიდის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება ექნებათ. მასწავლებლებისთვის სკოლებში იარაღის დარიგების იდეა დონალდ ტრამპს ეკუთვნის. აშშ-ის პრეზიდენტს სკოლებში მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგების იდეა ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოუვიდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი დაიღუპა. ფლორიდის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ასაკობრივ  შეზღუდვას. კანონმდებლობის მიხედვით მასწავლებლებს უფლება აქვთ, სკოლაში …

უმდიდრესი ქალების მსოფლიო სიაში ჩინელები ლიდერობენ

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამოუკიდებლად გამდიდრებული ქალების მსოფლიო სიაში 50 ქალია, მათ შორის 28 ჩინელი. სიის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მილიარდერი ჩჟოუ კუნფია, რომელმაც სმარტფონების ეკრანის დამცავების საწარმოებლად დააარსა კომპანია „Lens Technology“. ფირმის მთავარი კლიენტები არიან კომპანიები „Apple“ და „Samsung“-ი. ჩჟოუ კუნფი $ 9,8  მილიარდის მფლობელია, რაც  7,1 მილიარდ ევროს შეადგენს. ღარიბულ სოფელში …

გამოცემა „Le Monde“ КГБ-ს აგენტ პუტინის შესახებ სტატიების ციკლს იწყებს

ფრანგული გამოცემა „Le Monde“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 18 მარტს უნდა ჩატარდეს, ვლადიმირ პუტინის შესახებ მომზადებული სტატიების ციკლს გამოაქვეყნებს. „ქალაქები, რომლებმაც პუტინი ჩამოაყალიბეს“- ამ სათაურის ქვეშ გაერთიანდება სტატიების ციკლი, რომლის პირველ წერილსაც ფრანგული გამოცემა პუტინის ყოფილ გდრ-ში ცხოვრების პერიოდს აღწერს. კრემლის ლიდერი 1985-1900-იან წლებში აქ КГБ-ს ოფიცრად მიავლინეს. КГБ-ს სახლი დრეზდენში ახლაც არსებობს, ქალაქის ცენტრთან …

ცნობილი ქალების შთაგონებით შექმნილი ახალი თოჯინები „ბარბისგან“

„ბარბი” ქალთა დღის აღსანიშნად ცნობილი ქალების მსგავს 17 ახალ თოჯინას დაამზადებს. კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ თოჯინების ცოცხალი ასლების მიხედვით დამზადება მათთვის გამოწვევა და საინტერესო სიახლეა. ნამდვილი ქალების შთაგონებით შექმნილი ბარბის ახალი სერიის ყველა თოჯინა ერთმანეთისგან განსხვავებულია და თვითმყოფადი, კომპანიას უნდოდა ეჩვენებინა დამოუკიდებელი ქალების მრავალფეროვანი სახეები, რომლებმაც ბევრ სხვადასხვა სფეროზე მოახდინეს გავლენა. თოჯინებს შორის ნახავთ როგორც …

ქართულ ენაზე 14 უცხოელი მწერლის წიგნი გამოიცემა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში, „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ 14 უცხოელი ავტორის ტექსტი გამოიცემა. წიგნის ეროვნული ცენტრის ეს პროგრამა ქართველი გამომცემლებისთვისაა, რომლებსაც უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა სურთ. პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და გამომცემლობებსა და ქართველ მთარგმნელებს ყოველ წელს ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შერჩეულ უცხოელ ავტორთა ეს ტექსტები ქართულ …

ვინ მოიპარა 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევრები?

საფრანგეთის სასამართლო აუქმებს ბრალდებას ელექტრიკოსისა და მისი ცოლის მიმართ, რომლებსაც პაბლო პიკასოს დაკარგული ნახატები აღმოაჩნდათ. პიკასოს ყოფილი ელექტრიკოსი და მისი ცოლი, პიერ და დანიელ ლე გუენეკები, 2016 წელს დამნაშავეებად ცნეს მხატვრის მამულიდან 271 ნამუშევრის მოპარვისთვის. სასამართლომ განაჩენი წინა კვირას, 28 თებერვალს გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლე გუენეკების საქმე ახალ ეტაპზე გადავა. სასამართლო საკითხს თავიდან …

ბილ გეითსი: “კრიპტოვალუტა კლავს ადამიანებს”

„კრიპტოვალუტა პირდაპირი მნიშვნელობით კლავს ადამიანებს“,- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ ციფრულ ვალუტას, კერძოდ კი ბიტკოინს, აქტიურად იყენებენ ფენტალინის – ქიმიური სინთეზით მიღებული ნარკოტიკის საყიდლად. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ინტერვიუში ბილ გეითსი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის ანონიმურობა ნიშნავს მის უშუალო ფინანსურ კავშირს ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან. „კრიპტოვალუტის მთავარი მახასიათებელი …

ავტობუსის დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში – როგორ მოვიქცეთ?

ბათუმში, ავტობუსის 27-ე გაჩერება, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #47-ში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარეობს, მთლიანად დაბზარულია. შემინული გაჩერების მასიური, დაბზარული მინა ერთი შეხედვით საფრთხეს უქმნის მგზავრებს, რომლებსაც აქ ლოდინი უწევთ. გაჩერებაზე მუდმივად ხალხმრავლობაა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა სანაპირო ზოლს მიუყვება და ძლიერი ქარი ამ ადგილზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბათუმის ავტოსატრანსპორტო კომპანიის შესყიდვების მენეჯერი, ამირან შაქარაძე აცხადებს, რომ დაზიანებულ …

შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]

გესმის აჭარული დიალექტი? შეავსე ტესტი და გაიგე, რომელი სიტყვა იცი და რომელი არა, შეიძლება ბევრი სიტყვა არ იცოდე ზუსტად, მაგრამ ჟღერადობამ მნიშვნელობა გამოგაცნობინოს, დაიწყე!  მთავარ ფოტოზე: შოთა გუჯაბიძის ფოტო, გომარდული

ფეისბუქი შიშველი ვენერას წინააღმდეგ

ცენზურა 30 000 წლის ვილენდორფის ვენერას „პორნოგრაფიულ“ ქანდაკებასაც შეეხო. შიშველი  ქანდაკების ფოტო ფეისბუქმა სოცქსელისთვის შეუფერებელი პორნოგრაფიული შინაარსის გამო დაბლოკა. გამოცემა „artnewspaper“-ის ცნობით, ხელოვნების ნიმუშებზე ფეისბუქცენზურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. „პორნოგრაფიად“ მიჩნეული  „ვილენდორფის ვენერა“ ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია (Naturhistorisches Museum) დაცული. თერთმეტსანტიმეტრიანი ქანდაკება დაახლოებით 30 000 წლისაა. ლორა გჰიანდას მიერ ატვირთული ქანდაკების ფოტო ფეისბუქცენზორებმა მალევე …

მოდილიანის ცნობილი ტილოს ქვეშ მხატვრის საყვარლის ფარული პორტრეტი აღმოაჩინეს

„ტეიტ გალერეის“ რენტგენოლოგიური ტესტის საშუალებით მოდილიანის ცნობილი ნახატის ქვეშ სხვა, დაფარული პორტრეტი აღმოაჩინეს, რომელზეც მხატვრის საყვარელი და მუზა, ინგლისელი მწერალი, ბეატრის ჰასტინგსია გამოსახული. ჰასტინგსის პორტრეტი მხატვარმა საღებავით დაფარა და 1917 წელს სხვა ქალის პორტრეტი გადაახატა. ტილო ლონდონის „ტეიტ გალერეაშია“ დაცული. მოდილიანისა და ბეატრის ჰასტინგსის ორწლიანი რომანი 1916 წელს დასრულდა. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ჰასტინგსის პორტრეტის დაფარვით …

მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება

გოგი გელაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა პირობით სასჯელს დღემდე იხდის და კვირაში ერთხელ ვალდებულია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ფიქსირებული ტერიტორია არ დაუტოვებია. საპატიმროში მოხვედრამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, გოგიც თურქეთში დადიოდა ზაფხულობით თხილისა და ჩაის საკრეფად. შრომა ადვილი არ იყო, თუმცა გამომუშავებული თანხა ხუთსულიან ოჯახს მთელი წლის …

„იუთუბზე” 17 წლის ემი ვაინჰაუსის უცნობი ჩანაწერი გავრცელდა

კომპოზიტორი და მუსიკოსი გილ კანგი ინტერნეტში ემი ვაინჰაუზის უცნობ დემოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მომღერალმა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაწერა ხმის ჩამწერი ლეიბლებისთვის საჩვენებლად. მომღერლის ჩანაწერების დემოვერსიები ძირითადად 2011 წლის შემდეგ, მისი გარდაცვალებისთანავე გაანადგურეს, თუმცა კომპოზიტორსა და მუსიკოსს გილ კანგს ვაინჰაუსის სიმღერის – „My Own Way“-ს დემოვერსიის ასლი აღმოაჩნდა. ინფორმაცია 26 თებერვალს „გარდიანმა” გაავრცელა. 17 წლის …

ბრაზიანი ჩიტები ფინელი ფოტოგრაფის ობიექტივში

„ბრაზიანი ჩიტები“ მხოლოდ ცნობილი კომპიუტერული თამაშისა და მულტფილმის გმირები არ არიან, როგორც ფოტოების საშუალებით გაირკვა, ჩიტებს გარკვეულ მომენტებში მართლა აქვთ ბრაზიანი გამომეტყველება. ამ დეტალებს ფინელი ფოტოგრაფი, ოსი სარინენი დააკვირდა. ფოტოგრაფი ფინეთში ველურ ბუნებას იღებს. სარინენი  ზამთარშიც, -20 გრადუს ყინვაშიც დადის ტყეში ცხოველების გადასაღებად და დიდხანს ელოდება კამერით შესაფერის მომენტებს. იგი მიიჩნევს, რომ ველური ბუნების ფოტოებზე …

რა იცი მარიხუანაზე? [ტესტი]

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ბევრ დეტალს გულისხმობს, ზუსტად იცი რა დოზის ტარება როგორ ისჯება? დაშვებულია თუ არა შენახვა-კულტივაცია? რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში? გაეცანი ტესტს და გაიგე რა იცი მარიხუანაზე.

Exit mobile version