ბათუმის 8 უბანზე არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ოქმების ატვირთვა მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვებგვერდზე ატვირთულია 5 ოქმი. ოქმების მიხედვით, არჩევნები ამ უბნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე მოიგო. ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 249 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა – 177. #57 საარჩევნო უბანზე ვაშაძეს 271-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, სალომე ზურაბიშვილს – 217-მა. ბათუმის #72 საარჩევნო უბანზე გრიგოლ …

საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 %-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში – 36.47 %. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4 %-ს.

ბათუმის #88 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეჩერდა – 89 წლის უსინათლო პენსიონერის პროტესტი

ბათუმში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერების მიზეზი მოქალაქის პროტესტი გახდა. უსინათლო პენსიონერი, 89 წლის ნოდარ კვიჭიძე კართან დადგა და უბანზე არავის უშვებდა. იგი ამბობდა, რომ მას გადასატანი ყუთით სურდა ხმის მიცემა, ყუთი არ მიუტანეს და ამიტომაც, სხვების დახმარებით მოვიდა საარჩევნო უბანზე. იგი აცხადებდა, რომ ახლა პროტესტის ნიშნად არ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ადგილზე იმყოფებოდა ოლქის თავმჯდომარეც. მისი …

ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებმა და დამკვირვებლებმა შენიშნეს სიებით აღჭურვილი პირები, რომლებიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან გაჩერებულ მანქანებში სხედან და ხალხის ნაკადს აკვირდებიან. კითხვას, რომელ კანდიდატს წარმოადგენენ და რას საქმიანობენ საარჩევნო უბანთან, ისინი ან არ, ან კიდევ აგრესიით პასუხობენ. ბარცხანის დასახლებაში მდებარე #41 საარჩევნო უბანთან დღეს TV 25-ის გადამღებ ჯგუფს უცნობმა …

პრეზიდენტის არჩევნებზე აჭარაში 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარაში მდებარე ექვს საარჩევნო ოლქში სულ 311 149 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში – სულ 143 372 ამომრჩეველი. სხვა მუნიციპალიტეტებში კი ამომრჩეველთა რაოდენობა ასე ნაწილდება: [checklist] ქობულეთი – 68 017 ამომრჩეველი  ხელვაჩაური – 44 898 ამომრჩეველი ხულო – 24 097 ამომრჩეველი  ქედა – 15 668 ამომრჩეველი  შუახევი – 15 …

ოპოზიცია ამბობს, რომ მოიპოვეს სია, სადაც ამომრჩევლისთვის გადახდილი თანხაა მითითებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხელვაჩაურში, ქვედა სამებაში #18 და #19 საარჩევნო უბნებზე მათმა დამკვირვებელმა კოორდინატორების მიერ მომზადებული სიები მოიპოვა, სადაც კონკრეტული სახელებისა და გვარების გასწვრივ, სადაც მითითებულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც, მიწერილია გაცემული თანხის ოდენობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დილიდან მუშაობდნენ ამ უბანზე მანქანებში, ეს სიები მანქანაზე უყურადღებოდ დატოვეს, ამომრჩევლებმა კი …

არჩევნებს 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი და 2 ათასამდე ჟურნალისტი აკვირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. ასევე, ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს აშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-მდე ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედიაორგანიზაციაა. ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო …

შსს: ბათუმში კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, პირველ საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა. მოქალაქე ლამარა კენჭაძის განცხადებით, მას ჯელალ ქიქავამ შეურაცხყოფა მიაყენა და მოქალაქემ პოლიციას მიმართა. „ფეხი მომარტყა, [მანქანის] კარი მომიჯახუნა და შემაგინა ჯელალ ქიქავამ, თქვენი სალომე ასე და ისეო. ხალხმა რომ დამიცვა, იმათ ცალკე აგინა, “ – უთხრა პოლიციას ლამარა კენჭაძემ. შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქის მიერ …

ნაციონალური მოძრაობა: ბათუმის ორ უბანზე ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ ფულს ურიგებდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბათუმში, #9 საარჩევნო უბანზე, გარე პერიმეტრზე მიმდინარეობდა ფულის დარიგების პროცესი. „მაჟორიტარი დეპუტატი ნაკაიძე არის აქ. ფულს არიგებდნენ, ხუთ-ხუთ ლარს გვირიგებსო, ამბობენ. ჰონდას მარკის მანქანა დგას საარჩევნო უბანთან და ახლაც აქაა, არ მიდის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. ენმ-ის განცხადებით, იგივე ხდება ბათუმის #58 უბანზე. „უბანთან მარშუკტკა დგას და …

რა გახდა ქობულეთში კენჭისყრის შეფერხების მიზეზი

დღეს, 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაგვიანებით გაიხსნა ქობულეთის #32 საარჩევნო უბანი სოფელ წყავროკაში. შეფერხების მიზეზი, ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა: „ტექნიკური ხარვეზი იყო. ბიულეტენში #5 და #51 მკრთალად ჩანს. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამომრჩეველი რომ მოვა, საარჩევნო კაბინებში გამოკრულია, რომ არის ასეთი ხარვეზი და მითითებულია კანდიდატების ვინაობა, რეგისტრატორებიც აფრთხილებენ ამომრჩევლებს.“ ამ …

დღეს საქართველო ექვსი წლით ირჩევს პრეზიდენტს

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: [checklist] მიხეილ ანთაძე – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან-დემოკრატიული …

ბათუმის კინოფესტივალი დარტყმის ქვეშ – მერია დაფინანსების მოდელს ცვლის

ბათუმის მერია საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსებას ახალი მოდელით იწყებს. ხვალ, 26 ოქტომბერს, საერთაშორისო ფესტივალების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, გარდა საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა. ერთი ფესტივალის მიერ მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჯამში კი, მერია საერთაშორისო ფესტივალებს 500 000 ლარით დააფინანსებს. ბათუმში …

თურქული მედია: ტრაპიზონში ლავასოღლი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით დღეს, 25 ოქტომბერს, თურქმა სამართალდამცავებმა ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი [მან გვარი – გორაძე ცოტა ხნის წინ შეიცვალა] დააკავეს. წელს, 18 ივლისს, შს სამინისტრომ მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმელები“ მინდია ლავასოღლის ადვოკატსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ …

სექტემბერში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 26 პროცენტით გაიზარდა

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 26 პროცენტითაა გაზრდილი. სექტემბერში საქართველოში სულ 814 871 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა, მათგან 428 633 ადამიანი საქართველოში 24 საათზე მეტ ხანს ხანს დარჩა, 197 885 კი ტრანზიტით იმყოფებოდა. სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 198 453 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ვიზიტორთა რაოდენობით …

ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია თურქეთიდან და ისრაელიდან ხდება

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის სექტემბერში სხვადასხვა უცხო ქვეყნიდან საქართველოს 280 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, სულ 126 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა თურქეთიდან, ისრაელიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 40 მოქალაქე, გერმანიიდან კი – 31. ასევე, სექტემბერში, საქართველოს 12 მოქალაქე იქნა დეპორტირებული საფრანგეთიდან, 11 – რუსეთიდან და ცხრა – შვედეთიდან. როგორც გასული, აგვისტოს თვის …

ზუკა ფაღავასა და 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეები – რას ამბობენ რეგულირების სააგენტოში 

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა და ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალები ახლა სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს და დაასტუროს ან უარყოს ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის გარდაცვალების საქმეში. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო …

ხმაურისთვის 16-ჯერ დაჯარიმებული ღამის კლუბი ბათუმში

გადაჭარბებული ხმაურის გამო ბათუმში მდებარე ღამის კლუბი UP TO YOU მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის სამსახურმა 16-ჯერ დააჯარიმა .ტურისტული სეზონის დასრულების გამო ღამის კლუბის კონსტრუქციას მფლობელი უკვე შლის. „კლუბი „ჰილტონის“ წინ მდებარეობს, იქ აპარტამენტებიც არის და სასტუმროც და ხან ერთი სტუმარი იძახებდა ჩვენს სამსახურს, ხან – მეორე. ხალხს აწუხებდა იქედან გამომავალი ხმაური. არ გაჭრა …

პირველი კუნძული, სადაც სიგარეტს არ მოწევენ

ეგეოსის ზღვაში მდებარე ასტიპალეა პირველი კუნძულია მსოფლიოში, სადაც სიგარეტის მოწევის აკრძალვა იგეგმება. ბერძნული მედიის ცნობით, ამის შესახებ კუნძულზე 5 ოქტომბერს განაცხადეს და კუნძულზე ბანერებიც გამოჩნდა წარწერით – ასტიპალეა სიგარეტის გარეშე. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ასტიპალეა იყოს პირველი ბერძნული კუნძული სიგარეტის გარეშე,“ – განაცხადა ასტიპალეას მერმა. იგი იმედოვნებს, რომ სიგარეტის მოწევის აკრძალვას კუნძულზე პოლიციის ჩარევის გარეშეც …

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი სკამების შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1000-მდე სკამის შეკეთებაზე აცხადებს ტენდერს. ტენდერის თანახმად, 1000 ცალამდე საოფისე სკამს ტენდერში გამარჯვებულმა უნდა გამოუცვალოს ღრუბლი და ქსოვილი გადააკრას (ფერი შეთანხმებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს დაზიანებული ფირფიცარი, განაახლოს საღებავი და ა.შ. მიმწოდებელმა შესაკეთებელი სკამები უნდა წაიღოს უნივერსიტეტიდან, შეაკეთოს და დააბრუნოს უკან, უნივერსიტეტში, ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადაში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 …

სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იემენის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. შს სამინსიტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მიმართულებით გადაკვეთას. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე …

„ღამე ამის ატანა შეუძლებელია“ – შანიძის ქუჩაზე ხმაურის დონის გაკონტროლებას ითხოვენ

ბათუმში, აკაკი შანიძის 12 ნომერში ღამის პირველ-ორ საათზე ხმაური, სატვირთო მანქანების გადაადგილება და მანქანების ქვა-ღორღისგან დაცლა ჩვეულებრივი ამბავია. ამ მისამართზე, საცხოვრებელი სახლის წინ საამქროებია, სადაც სამშენებლო მასალებს ამზადებენ და მუშაობა ღამითაც არ წყდება. „ამ სახლში ყველა მეზობელს ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს – გაუსაძლისი ხმაური ღამით. საშინელი ხმაურია, მანქანების ხმა, მუშების შეძახილები… გეგონება, რომ სახლში …

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აჭარის მთავრობას ერთკვირიან ვადას აძლევენ

ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას განზრახ აჭიანურებს. ექიმები ამ მოსაზრების ერთ-ერთ არგუმენტად აჭარის მომავალი ბიუჯეტის პროექტს ასახელებენ, სადაც, მათივე თქმით, საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. საავადმყოფოს თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა განზრახ იქცევა ასე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო მოგვიანებით კერძო სამედიცინო კორპორაციაზე გაასხვისოს. დღეს, 5 ოქტომბერს, ამ …

ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო გადაიდო

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც დღეს, 5 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო ბათუმში, ევროპის მოედანზე,  კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გვითხრეს, ფესტივალი ხვალ, 6 ოქტომბერს, 16 საათზე გაიხსნება ევროპის მოედანზე და ორი დღის განმავლობაში, 6-7 ოქტომბერს გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, …

პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 89-ე კონგრესზე ცნობილი გახდა „ფიდეს“ ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციას არკადი დვორკოვიჩი [რუსეთი] უხელმძღვანელებს. „ფიდეს“ ხელმძღვანელი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს – 185  ხმიდან 103 ხმით. „ფიდეს“ პრეზიდენტობის პოსტისთვის კიდევ  ორი კანდიდატი იბრძოდა: გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი, თუმცა ამ უკანასკნელმა კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მაკროპულოსმა …

აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს

საზოგადოება „ბათომი“ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ პრესრელიზის ტექსტს, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა: „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც …

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისსა და წალკაში 6 პირი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთში, ე.წ. “კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავასოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების …

ბათუმში 22 წლის ბიჭი დედის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

28 სექტემბერს, ღამით, ბათუმში 55 წლის ქალს ყელის არეში მიაყენეს ჭრილობა. მოკლე ხანში პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული, დაჭრილის შვილი, 22 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. …

მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა. სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი   მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი. დღეს, 28 სექტემბერს, რიგებია საქართველოს იუსტიციის სახლებში, სადაც დარეგისტირებას ის პირები ცდილობდნენ, რომელთაც კანონი შეეხებათ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს …

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში. „მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ …

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

27 სექტემბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს. „სამი ბავშვია, ბიჭები, ერთი ხუთი წლისაა, ორი – ოთხის, ტყუპები არიან. ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული, ორი კი – ქირურგიულ დეპარტამენტში. სამივეს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითრეს პრესსამსახურში. …

ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა

27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში გარდაცვლილის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …

კომისია 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბათუმში ბინების გადაცემის საკითხს შეისწავლის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. სამინისტროს ცნობით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო …

ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო

გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან დღემდე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე 330-მდე შეტყობინება შევიდა. „ამ დროისათვის 51 იურიდიული პირია დაჯარიმებული და არც ერთი კერძო პირი. 500 ლარით დაჯარიმებული გვყავს დაახლოებით 14 ორგანიზაცია, დანარჩენი არის 1000-ლარიანი ჯარიმები. ჩვენ გამოვწერეთ საჯარიმო ქვითარი და მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი მიზანი არ არის აუცილებლად დაჯარიმება, პირველი ეტაპია გაფრთხილება …

საგანგებო: გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ბათუმში, მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის მოქალაქეა, გუშინ ჭოროხზე თევზაობდა და მდინარეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გრანპრი, ერთი ფილმის სამი პრიზი და სხვა გამარჯვებულები – ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა

საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა და უკვე ცნობილია კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმების შესახებ. ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი – „რეი და ლიზი“, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი [დიდი ბრიტანეთი] საუკეთესო რეჟისურა – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი  [იტალია] საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო, ფილმი „ბედნიერი ლაზარო“ საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი, ფილმი „რეი და ლიზი“ …

სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დღეს, 23 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქული სანომრენიშნიანი მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს  11 მოქალაქე. საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში,  სადაც მიიღეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, …

Exit mobile version