დღეს, 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაგვიანებით გაიხსნა ქობულეთის #32 საარჩევნო უბანი სოფელ წყავროკაში. შეფერხების მიზეზი, ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის, გელა ხახნელიძის ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში არსებული ხარვეზი აღმოჩნდა:
„ტექნიკური ხარვეზი იყო. ბიულეტენში #5 და #51 მკრთალად ჩანს. კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ამომრჩეველი რომ მოვა, საარჩევნო კაბინებში გამოკრულია, რომ არის ასეთი ხარვეზი და მითითებულია კანდიდატების ვინაობა, რეგისტრატორებიც აფრთხილებენ ამომრჩევლებს.“
ამ დროისათვის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა განახლებულია.