ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი. აჭარაში ამომრჩევლთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით: ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.3-მა პროცენტმა ქედაში – 7-მა პროცენტმა ქობულეთში – 8.2- მა პროცენტმა შუახევში – 7.6-მა პროცენტმა ხელვაჩაურში – 8.9-მა პროცენტმა ხულოში – 6.2-მა პროცენტმა ცესკოს ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
აჭარაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე 326 837 ამომრჩეველია
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკოს ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით: ბათუმი – 143 925 ქედა – 15 701 ქობულეთი – 68 065 შუახევი – 15 145 ხელვაჩაური – 44 944 ხულო – 24 128 არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. თუ პირველ …
Continue reading “აჭარაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე 326 837 ამომრჩეველია”
ბათუმის პორტში 11 თვის განმავლობაში მყოფ გემის ეკიპაჟს სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემ „ალიქან კარტალის“ ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს. გემი 2018 წლის ივლისიდან ბათუმის ნავსადგურში დგას. ეკიპაჟის წევრები ხელფასს თვეების განმავლობაში არ იღებდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირის ITF და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდნენ ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება …
სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობები აჭარაში, არჩევნების წინ
26 ნოემბერს, ღამით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სახელწიფოს კუთვნილ შენობაში ოცამდე ოჯახი უკანონოდ ცდილობდა შესახლებას. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში უკანონოდ შესახლების მცდელობა იყო რამდენიმე დღის წინ ქობულეთშიც, სადაც, აჭარის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ხუთი ოჯახი ცდილობდა შენობის უკანონოდ დაკავებას. მათგან ერთი – ხულოდან, ერთი – სოფელ ნასაკირალიდან, …
Continue reading “სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობები აჭარაში, არჩევნების წინ”
11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა
დღეს, 25 ნოემბერს, ხიჭაურში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო. „ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, …
Continue reading “11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა”
ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა
დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ეწვია მთავრობის წევრებთან ერთად და მსახიობებსაც შეხვდა. ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი დღეს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა და შეხვედრა მსახიობებთან მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ …
Continue reading “ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა”
ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დურსუნ კონცელიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან.
„არა ნაცებს“ – ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები იკრიბებიან [ფოტო]
დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას მართავს. აქციის გზავნილია „არა-ნაცებს! არა – წარსულში დაბრუნებას!“. მსგავსი აქციის გამართვას „პატრიოტთა ალიანსი“ თბილისშიც გეგმავს. ამავე თემაზე: შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა
ნეკერჩხლები და დეკორატიული ტყემლის ხეები – ბათუმის ბულვარი ახალ მცენარეებს შეიძენს
ბათუმის ბულვარი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შესასყიდად ტენდერს აცხადებს. ბულვარი ამჯერად უთხოვარის ორი ჯიშის, მტირალა კედარის, კვიპაროსის, წითელი ნეკერჩხლის, სოფორას, დეკორატიული ტყემლისა და ჯუჯა ვარდების ნერგებს შეიძენს. ახალი ნარგავების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 164 150 ლარია. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მოწოდებული ხე-მცენარეები და ბუჩქები მოთავსებული უნდა იყოს კონტეინერებში, ხე-მცენარეების და ბუჩქების ფესვთა სისტემა …
აჭარის ტელევიზია: გარდაცვლილი ზუკა ფაღავას ექიმს სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელევიზიის გარდაცვლილი თანამშრომლის, 26 წლის ზუკა ფაღავას ექიმს, ბეჟან ხოზრევანიძეს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საექიმო საქმიანობის სერტიფიკაცი ერთი თვით შეუჩერა. 26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა ყოფილიყო. …
Continue reading “აჭარის ტელევიზია: გარდაცვლილი ზუკა ფაღავას ექიმს სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს”
რიგები სარფის საბაჟოზე – თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია
დღეს, 18 ნოემბერს, სარფის საბაჟოზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მოქალაქეები ხალხმრავალ რიგში აღმოჩნდნენ. „ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავიჭედეთ, ძალიან ბევრი ხალხია. ამბობენ, სისტემაა გათიშული თურქულ მხარესო“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც თავადაც ამ რიგში იმყოფება. ბათუმში თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რიგის მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია, წარმოიქნა შეფერხება და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა კონკრეტულად რა დროში აღმოიფხვრება …
ბათუმში 15 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოშია …
Continue reading “ბათუმში 15 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს”
ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში
შაბათს, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მწერალ ანა კორძაია- სამადაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე – „ჰერმან ჰესეს რომანების სამყარო“. ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექციათა ციკლი „ლიტოდისეის“ სტუდენტური კონკურსის – „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ ფარგლებში იმართება. კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული პრობლემების წარმოჩენა, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდების ხელშეწყობა. „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ საჯარო ლექციების ორგანიზებასთან ერთად …
Continue reading “ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში”
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ბათუმის ექვს მისამართზე
შაბათ-კვირას, 17-18 ნოემბერს, ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. „მისამართი“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომლის ფარგლებში, ჩანაფიქრის თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი კორპუსები საგამოფენო სივრცეებად უნდა გარდაიქმნას. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა მისამართს, სადაც სადარბაზო, ლიფტი, საძინებელი, აბაზანა, ხელოვანების სამუშაო სივრცედ და პერფორმანსების შესრულების ადგილად იქცევა. ფესტივალის ორი დღე – 15 და 16 ნოემბერი, ხელოვანებს ეთმობა, რათა მათ შეძლონ საცხოვრებელ და …
Continue reading “თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ბათუმის ექვს მისამართზე”
ბათუმში სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბილბორდზე ირაკლი კობახიძის ფოტოა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია ახალი სლოგანით მიმდინარეობს: „სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი“ და შეიცვალა ფოტოებიც – პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად მისსავე სარეკლამო ბილბორდებზე თბილისში ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ბათუმში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა გამოსახული. „არა დიქტატურას აირჩიე თავისუფლება“ – წერია სარეკლამო ბილბორდზე, რომელზეც ირაკლი …
Continue reading “ბათუმში სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბილბორდზე ირაკლი კობახიძის ფოტოა”
მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა და ე.წ. ყვითელი და ლურჯი ავტობუსებით ბევრი მოქალაქე სარგებლობს, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით, რომელიც ბათუმის მერიის შპს-ეა, ისმის არაერთი საყვედურიც. ამჯერად „ბათუმელებმა“ მოქალაქეების რამდენიმე პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება. [checklist] გადატვირთული ავტობუსები პიკის საათებში [/checklist] საღამოს საათებში რამდენიმე მარშრუტზე გადატვირთული ავტობუსები, განსაკუთრებით პიკის საათებში, მგზავრებისთვის სერიოზული პრობლემაა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ …
რატომ მოჭრეს ევკალიპტი კახაბრის ქუჩაზე [ფოტოამბავი]
ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე კიდევ ერთი ევკალიპტი მოჭრეს. როგორც „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, ევკალიპტის მოჭრაზე მათ გასცეს ნებართვა. „მერიაში მოსახლეობიდან არაერთი წერილი შევიდა, რომ ხეს ტოტები მოტყდა და ამის გამო ავტომანქანები დაზიანდა. ამიტომ იქნა მიღებული ხის მოჭრის გადაწყვეტილება,“ – გვითხრეს გამწვანების სამსახურში. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ხე დიდი ხნის იყო და ჩამოვარდნილი ტოტების გამო მანქანებიც …
Continue reading “რატომ მოჭრეს ევკალიპტი კახაბრის ქუჩაზე [ფოტოამბავი]”
ბათუმის შემოსასვლელში, ესტაკადაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შესასვლელში ესტაკადაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 8 ნოემბრის საღამოდან 9 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე, ბათუმის მიმართულებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.
პაციენტის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კიბეზე
სტატია წაშლილია აქციაში მონაწილე პირის მოთხოვნით. თავად ეს პირი თვლის, რომ მას აქცია არ გაუმართავს ჟურნალისტებისთვის, იმის მიუხედავად, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მისულმა თავად ჩართო ფეისბუქლაივი.
პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს
დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა – ამ თემაზე მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და …
Continue reading “პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს”
„ჩვენი შემოსავალი გასამმაგდა“ – რა შეიცვალა ბათუმის თოჯინების თეატრში
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს თემურ მახარაძე წელიწადი და ორი თვეა რაც ხელმძღვანელობს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ჩხაიძეა. რა შეიცვალა ბოლო წლის განმავლობაში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში? – ამის შესახებ „ბათუმელები“ თეატრის დირექტორს, თემურ მახარაძეს ესაუბრა. თემურ, რა შეიცვალა თეატრში თქვენი მოსვლის შემდეგ? ბევრი რამ შეიცვალა. გახმოვანების აპარატურა არ ვარგოდა და …
Continue reading “„ჩვენი შემოსავალი გასამმაგდა“ – რა შეიცვალა ბათუმის თოჯინების თეატრში”
პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში მცხოვრებ 33 წლის გიორგი ცეცხლაძეს რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგი, რომელიც სოფელში დედასთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის რჩენას აქამდე თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე მიღებული ანაზღაურებით ახერხებდა, ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. იგი ცდილობს თანხა შეაგროვოს და თურქეთში ჩაიტაროს გამოკვლევები. გიორგი ცეცხლაძე ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, კისერზე დაჩირქების გამო ბათუმის …
ფოტოსერია, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობაში გვაჩვენებს
ამერიკელი ფოტოგრაფის, ტომ ჰასის ფოტოსერიას „ანარეკლები“ ეწოდება. ფოტოგრაფი სარკეში არეკლილ ადამიანებს გვაჩვენებს ახალგაზრდობაში და ხანდაზმულ ასაკში. როგორც ამერიკული მედია წერს, პროექტის ინსპირაციის წყარო ტომ ჰასისთვის ომის ვეტერანთან შეხვედრა გახდა, „არ მჯერა, რომ 80 წლის ვხდები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ომიდან ახლა დავბრუნდი. მერე სარკეში ვიხედები და ვხედავ ამ ბებერ ბიჭს“ – უთხრა მან ფოტოგრაფს. ფოტოსერია …
Continue reading “ფოტოსერია, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობაში გვაჩვენებს”
დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე “ბათუმელებთან” კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ბატონო დავით, დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მესამე აქცია იმართება. ექიმები ითხოვენ, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდეს, საავადმყოფო ამოქმედდეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თანხა ამისათვის …
Continue reading “დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე”
ეკომიგრანტებისთვის ორთაბათუმში სახლი აშენდება – ხელვაჩაურის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს
ხელვაჩაურის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 335 145 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლი უნდა აშენდეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარეობს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს 39 საცხოვრებელ ბინას (მათ შორის 10 ოროთახიანი უნდა იყოს – თითოეულის ფართობი …
ბათუმის პორტში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი]. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს. ბათუმის ნავმისადგომში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო …
Continue reading “ბათუმის პორტში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ”
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია ბსუ-ში
დღეს, 2 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 509-ე აუდიტორიაში გაიმართება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები. ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2017 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. აქამდე, 2015 წლის აპრილიდან იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო …
Continue reading “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია ბსუ-ში”
ავტოავარია ქედაში: დაიღუპა ბავშვი და ქალი, რომელსაც წინა დღეს ქორწილი ჰქონდა
დღეს, პირველ ნოემბერს, ქედაში, სოფელ დოლოგანთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და ბავშვი დაიღუპა. ავარიის დეტალებზე „ბათუმელები“ ქედის მერის პირველ მოადგილეს, როლანდ ბერიძეს ესაუბრა, რომელიც ავარიიდან მოკლე ხანში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას: „მოხდა საშინელი ავარია. მანქანაში, ჩემი ინფორმაციით, იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, მათ შორის იყო ახალშეუღლებული წყვილი, გუშინ ჰქონდათ ქორწილი. დაიღუპა პატარძალი და მისი დისშვილი, …
Continue reading “ავტოავარია ქედაში: დაიღუპა ბავშვი და ქალი, რომელსაც წინა დღეს ქორწილი ჰქონდა”
ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ახლოს, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მილს შეეჯახა. გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი. ქედაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როგორც ჩანს, ავტომანქანა არა გაზის მილს, არამედ მილთან მდებარე, დამცავ პარაპეტს დაეჯახა. გაზის მილი დაზიანებული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით …
Continue reading “ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა”
სად და რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა ბათუმში
„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა!“ – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვებგვერდზე. სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად ვაქცინაციისკენ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც მოუწოდა 23 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლო კვირა და შემდეგი დღეები არის საუკეთესო პერიოდი სეზონური გრიპის აცრის გასაკეთებლად. გრიპის ვაქცინა უფასოდ არის ხელმისაწვდომი გარკვეული რისკჯგუფის პირთათვის [დიაბეტით დაავადებული 18-წლამდე პირები; დიალიზზე მყოფი პირები და …
Continue reading “სად და რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა ბათუმში”
ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება უფასოდ პირველ იანვრამდე
პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან: [checklist] საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) …
Continue reading “ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება უფასოდ პირველ იანვრამდე”
BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება
ჩიკაგოში, 9-12 ნოემბერს, პოლონური კინოს ფესტივალის ფარგლებში, ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან – Society for Arts თანამშრომლობით. ქართული კინოს დღეები ითვალისწინებს ქართული კინოს მცირე რეტროსპექტივას ჩიკაგოში. თანამედროვე ქართული კინო წარმოდგენილი იქნება ფილმებით: „სხვისი სახლი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „საშიში დედა“- რეჟისორი ანა ურუშაძე და „ბრმა …
Continue reading “BIAFF-ის ორგანიზებით ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება”
გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში არჩევნები მოიგო
ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან შემოსული ხმების გადათვლა თითქმის დასრულებულია. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ ერთი უბნიდან ელოდება მონაცემებს. ოლქის პირველადი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში პრეზიდენტის არჩევნები ხმათა უმრავლესობით – 24, 30 პროცენტით მოიგო. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი – 19, 22 პროცენტი. 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებზე ბათუმში სულ 143 372 …
ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში
ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, შვიდიდან ხუთ უბანზე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს. #40 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 114 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა #36 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 157 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 110 ხმა #41 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 158 ხმა; გრიგოლ ვაშაძე …
Continue reading “ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში”
8 უბნის მონაცემების თანახმად ქედაში არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს
ქედის #80 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ქედაში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე რვა უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული, ყველა უბანზე არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. #11 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 138 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 65 ხმა #13 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 164 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 84 ხმა #17 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 198 …
Continue reading “8 უბნის მონაცემების თანახმად ქედაში არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს”
ხულოში ათიდან 9 უბანს სალომე ზურაბიშვილი იგებს
ხულოს #84 ოლქში ათი უბნის პირველადი მონაცემების თანახმად არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხმები ასე ნაწილდება: [checklist] #24 საარჩევნო უბანი [დანისპარაული]: სალომე ზურაბიშვილი – 142 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 134 ხმა #1 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 248 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 223 ხმა #37 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 60 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 131 ხმა #22 საარჩევნო …
Continue reading “ხულოში ათიდან 9 უბანს სალომე ზურაბიშვილი იგებს”