ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეწყერმა ერთ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა ჩაკეტა და ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი ხიდი, რომელიც თავის დროზე მეწყერმა დააზიანა, კიდევ უფრო ჩაიტანა ხევში. „ეს ხიდი 15-20 წელია უფუქციოა, სოფელს აქვს სხვა გზაც. ახლა მეწყერმა ხიდი კიდევ უფრო ქვევით ჩაიტანა. აქედან 50-60 მეტრია სახლებამდე, ჯერჯერობით საფრთხე …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
ხანძრის შედეგად სოფელ წაბლანაში სახლი მთლიანად დაიწვა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დღეს, 25 დეკემბერს, ხანძრის შედეგად შაინიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები, თუმცა ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ დაიწვა 180 კვ მეტრი საცხოვრებელი სახლი და 30 კვ.მ სახლის გვერდით არსებული დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შაინიძეების ოთხსულიან ოჯახს …
Continue reading “ხანძრის შედეგად სოფელ წაბლანაში სახლი მთლიანად დაიწვა”
კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ორი წლის წინ დაანონსებული ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება – კურორტ გოდერძის დირექტორი მალხაზ მახარაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს. „არის შეხვედრები სხვადასხვა კომპანიასთან, რაღაც თემები გასავლელი გვაქვს. ადგილები გოდერძიზე ჯერ ცოტაა, სულ ასი ადგილია და ვერტმფრენის საჭიროებასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მაგრამ განვიხილავთ ამ საკითხს“, …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენი არც ამ სეზონზე დაინიშნება”
გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით აჭარაში 125 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 24 დეკემბრის მონაცემებით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე შეადგენს 166-ს (657 შემთხვევა), 44 შემთხვევით მეტს, ვიდრე გასულ კვირას (122 შემთხვევა). ცენტრის ცნობით, დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება გასული სამი წლის სეზონურ მაჩვენებლებს. „ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-15%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს კი 20 …
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ
თუ ბათუმში ღამით ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანს შენიშნავთ, შეგიძლიათ საპატრულო პოლიციას მიმართოთ, რომელიც მას თავშესაფარში გადაიყვანს. ბათუმში ღამის ორი თავშესაფარია, სადაც მიუსაფარ ადამიანებს ღამის გათევა შეუძლიათ, – მუნიციპალური და საქველმოქმედო, რომელსაც ფონდი „კარიტასი“ აფინანსებს. ორივე თავშესაფარში არის გათბობა, ცხელი წყალი და აქ მისულ ადამიანებს ვახშამს სთავაზობენ ერთი პირობით – დილას, საუზმის შემდეგ, მათ თავშესაფარი უნდა …
Continue reading “რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ”
აჭარაში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ქალი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, დღეს, 24 დეკემბერს, გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს: „17 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში, შემოსვლისთანავე იყო მძიმე მდგომარეობაში, ეგრევე დავაწვინეთ რეანიმაციაში და ავიყვანეთ აპარატზე. ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გრიპის შესახებ ვიცით ოჯახის წევრებიდან, …
Continue reading “აჭარაში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ქალი გარდაიცვალა”
მოქალაქეებმა ზღვიდან მთვრალი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს
18 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმის სანაპიროზე მოქალაქეებმა ზღვიდან ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს. „საღამოს მეგობრები პლაჟზე გადავედით და დავინახეთ, რომ ადამიანი შევიდა ზღვაში. იქვე, სანაპიროზე, იყო ორი ადამიანი, თავიდან გვეგონა, რომ ერთად იყვნენ და ეს ცურავდა, მაგრამ ახლოს რომ მივედით, მივხვდით, რომ ნაპირზე შემთხვევით მყოფი ადამიანები იყვნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, ზღვაში შესული კი წინ მიიწევდა …
Continue reading “მოქალაქეებმა ზღვიდან მთვრალი ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს”
შსს აღარ იძიებს არჩევნების დღეს ბათუმში „ოცნების“ წარმომადგენლებზე ძალადობის სამ ფაქტს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. მათ შორისაა ბათუმში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორი ფაქტი #29 და #39 საარჩევნო უბნებთან და ასევე, #35 საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. შს სამინისტროს განცხადებით, ამ საქმეებზე გამოძიება შეწყდა, „სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა …
ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
17 დეკემბერს, ღამით, ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სოფელ ჭინკაძეებში, თემურ თებიძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის დროს ოჯახის 3 წევრთაგან სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავარიის შედეგად ბათუმში მოტოციკლისტი დაიღუპა
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავარიის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოტოციკლეტი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. მოტოციკლეტის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ნოემბერში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი შემოვიდა
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში უცხოეთიდან 558 576 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, მათგან 24 საათზე მეტ ხანს დარჩა 239 011 პირი, ტრანზიტით კი იმყოფებოდა 118 434 ადამიანი. ყველაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ნოემბერში სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა – სულ 226 547 ადამიანი, 141 829 პირი შემოვიდა წითელი ხიდის გავლით, 13 6709 – სადახლოს …
Continue reading “ნოემბერში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი შემოვიდა”
ხუთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიდიან
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში ყველაზე პოპულარული მიმართულება გერმანია იყო. 2018 წლის ნოემბერში საქართველოს 6 353 მოქალაქე გაემგზავრა გერმანიაში, მათგან 19-ს კი უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. სტატისტიკის თანახმად, შენგენის ზონის მიმართულებით ყველაზე მეტი, საქართველოს 7 646 მოქალაქე, გერმანიაში გაემგზავრა ოქტომბერში და სექტემბერშიც – ოქტომბერი – 7 646 [მათგან 19-ს …
Continue reading “ხუთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიდიან”
რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები იღებდნენ. ქვეყნების მიხედვით, ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარის შემთხვევები ასე ნაწილდება: ირანი – საქართველოში შემოსვლაზე 434 მოქალაქეს უთხრეს უარი ინდოეთი -საქართველოში შემოსვლაზე 370 მოქალაქეს უთხრეს უარი თურქეთი – საქართველოში შემოსვლაზე 46 მოქალაქეს უთხრეს უარი რუსეთი – საქართველოში შემოსვლაზე 44 …
Continue reading “რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში”
„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა
დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. „ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, …
Continue reading “„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა”
როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს
დღე ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც საკმაოდ მარტივად შეიძლება გახსნან ისეთი ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის შემცველი ვიდეო ან ფოტომასალაა გამოქვეყნებული. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფსიქოლოგ თინანო ჯავახიშვილს ესაუბრა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოვიდეოებს უყურებს? როგორი უნდა იყოს ამ დროს …
Continue reading “როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს”
თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე
აჭარის მთავრობის პრესსამსახური მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოკლე კომენტარს ავრცელებს ბათუმის პორტთან დაკავშირებით, სადაც დღეს, 14 დეკემბერს, აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა მთავრობას სთხოვეს, არ დაუშვას ბათუმის პორტში ტერმინალის აშენება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტერმინალის გავლით ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე”
ქედის მერია: სოფელ აბუქეთაში საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, სოფელ აბუქეთაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილ შიდა საუბნო გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის აღდგენილია. მეწყერმა დღეს, 14 დეკემბერს, დილით 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. ქედის მერიის ცნობით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ნამონასტრევშიც. __________ მთავარი ფოტო: ქედის მერია ამავე თემაზე: შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება
შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დღეს შედარებით გამოიდარა, თუმცა რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხულოს მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრია, დაბაში კი – 5-20 სმ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ამ დროისათვის ხულოში სხალთის თემის ორ სოფელს – წაბლანასა და ფაჩხას არ მიწოდება ელექტროენერგია და მთლიანად გამორთულია თხილვანას თემი. …
Continue reading “შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება”
ველობილიკიდან ამოღებული ქვაფენილი ტენტის დასამაგრებლად ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარში გასაქირავებელ ველოსიპედებზე გადაფარებული ტენტი ველობილიკიდან ამოღებული ქვაფენილითაა დამაგრებული. ვიდეო, რომელიც ამ ფაქტს ასახავს, 12 დეკემბერს, დილით, ლაშა ცქიტიშვილმა გადაიღო და ფეისბუქით გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ტენტგადაფარებული ტექნიკა პლაჟთან ახლოსაა, სადაც უამრავი ქვაა, რითაც ტენტის დამაგრება იყო შესაძლებელი, თუმცა ამისათვის მაინც ველობილიკის ქვაფენილია გამოყენებული. ბათუმის ბულვარში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე გასულია მონიტორინგის სამსახური, …
Continue reading “ველობილიკიდან ამოღებული ქვაფენილი ტენტის დასამაგრებლად ბათუმის ბულვარში”
არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი ხდება
პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს. საქართველოს პარლამენტში უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვას დაარეგულირებს. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის, დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია, იურიდიული პირი კი – 200 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება, …
Continue reading “არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი ხდება”
რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ-გაზეთების შესასყიდად ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 2019 წელს შს სამინისტრო ბეჭდური მედიის შესაძენად დაახლოებით 17 117 ლარს დახარჯავს – ეს არის ტენდერში მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალებაც, სადაც ჩამოთვლილი იმ ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებები და ეგზემპლარების სავარაუდო რაოდენობა, რომელთა შეძენასაც შსს გეგმავს. გაზეთებს შორის არის: „კვირის პალიტრა“, „პრაიმ-თაიმი“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „საქართველო და …
Continue reading “რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში”
აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთათვის მედიკამენტების დაფინანსება იზრდება
2019 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები შედის. მართალია, ჯერჯერობით პროგრამის ბიუჯეტი არ იცვლება და კვლავ 2 მილიონი ლარია, მაგრამ იზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი. პროგრამაში ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, მანანა ფაღავას ესაუბრა. ქალბატონო მანანა, კონკრეტულად რა შეიცვლება 2019 წლიდან ამ პროგრამაში? ჩვენ ვაფინანსებთ იმ …
აჭარაში გრიპის უფასო ვაქცინაცია 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით აჭარაში გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ უკვე გადასცეს გრიპის ვაქცინა იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ამაზე იყო მოთხოვნა. გრიპის უფასო ვაქცინის გაკეთება აჭარაში შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N 7 N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 საზღვაო ჰოსპიტალი, მის: მელიქიშვილის ქ.N102 საოჯახო მედიცინის …
Continue reading “აჭარაში გრიპის უფასო ვაქცინაცია 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდირებულ საწვიმარ ლაბადებს და ფეხსაცმლის დამცავს შეიძენს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბრენდირებული საწვიმარი ლაბადებისა და ფეხსაცმლის დამცავის შესაძენად ტენდერს აცხადებს. დეპარტამენტი 1500 ცალ ლაბადას და 1200 დამცავ, საწვიმარ ფეხსაცმელს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია. საწვიმარ ლაბადაზე, ზურგზე დატანილი უნდა იყოს დეპარტამენტის ვებგვერდის მისამართი, მკერდზე კი -დეპარტამენტის ლოგო. ლაბადები უნდა იყოს ინდივიდუალური შეფუთვით, ესკიზის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და …
როგორ მუშაობს ბათუმში სოციალური კარადა: „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ – აიღეთ“
ბათუმში, ჭავჭავაძის #111-ში, ქუჩაში კარადა დგას, რომელშიც ტანსაცმელი ალაგია. კარადაზე წარწერაა: „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“. ეს ე.წ. სოციალური კარადაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში – „გააზიარე სითბო“ საქართველოს ქალაქებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა. კამპანია საქველმოქმედოა და მისი მიზანია იმ ადამიანებს მიაწოდოს თბილი ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. ბათუმში სოციალური კარადა გუშინ, 2 დეკემბერს, …
მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება
ამუშავდება თუ არა წელს, ზამთრის ტურისტულ სეზონზე შუახევში, გომარდულში მდებარე სასტუმრო-სახლები, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ქონებას, რომელიც ამ კურორტს მართავს, ჯერ ისევ ყადაღა ადევს. თუმცა, საუბარია საგადასახადო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ზამთრის კურორტი გომარდულში შესაძლოა ისევ ამუშავდეს. საგადასახადო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, …
Continue reading “მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება”
ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო
არჩევნების პირველი ტურისგან გასხვავებით, არჩევნების მეორე ტური ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ზურაბიშვილს ხმა ბათუმში 43 630-მა ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 34 656-მა ამომრჩეველმა. ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საარჩევნო ოლქის 104 უბნიდან არჩევნები 94 უბანზე მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – მხოლოდ 10 უბანზე. „ბათუმელებმა“ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს გადახედა, სადაც ჩანს, რომ განსხვავება ხმებს შორის …
Continue reading “ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო”
როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან პირველ ტურთან შედარებით 46 103 ხმით მეტი მიიღო და გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში ხმების საერთო რაოდენობით გამარჯვებული ვაშაძე იყო და ასევე, პირველ ტურში არჩევნებში ვაშაძემ ყველა კანდიდატზე მეტი ხმა დააგროვა ბათუმსა და ქობულეთში. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, …
Continue reading “როგორ გადანაწილდა ხმები ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის აჭარაში”
ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი. შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა. ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო …
Continue reading “ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო “
ხელვაჩაურის 14 უბნიდან 13 ზურაბიშვილმა მოიგო
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის 83-ე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დოისთვის [12:40 საათი] 14 უბნიდან 13 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი ერთი – 36-ე უბანი. ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი ცხოვრობს და მათგან 27 347-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო …
Continue reading “ხელვაჩაურის 14 უბნიდან 13 ზურაბიშვილმა მოიგო”
ხულოს 16 უბნიდან 15 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დროისთვის 16 უბნიდან 15 უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ერთი – მე-11 საარჩევნო უბანი კი – გრიგოლ ვაშაძემ. ამ უბანზე ხმები ასე გადანაწილდა: ვაშაძე – 219 ხმა, ზურაბიშვილი – 194 ხმა. ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანია. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 24 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული, …
Continue reading “ხულოს 16 უბნიდან 15 სალომე ზურაბიშვილმა მოიგო”
შსს: ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი თურქეთში დააკავეს
შს სამინსიტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი. „ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, …
Continue reading “შსს: ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი თურქეთში დააკავეს”
„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“
მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა პირველი კომენტარი გააკეთეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები: „ბოლო წუთამდე აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მიუხედავად ძალიან დიდი პატივისცემისა „ედისონ რისერჩის“ მიმართ, ხუთი საათის შემდეგ სამი საათი …
Continue reading “„ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ხმა დავიცვათ“”
შსს: მკვლელობა ქობულეთში წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება
ქობულეთში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს. „გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ …
Continue reading “შსს: მკვლელობა ქობულეთში წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება”
ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში 29-ე უბანზე დღეს „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ დროს ჰქონდა ადგილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 162 პრიმა მუხლით – კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. ამავე თემაზე: ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ …
Continue reading “ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო”
ქობულეთში 45-წლამდე კაცი მოკლეს
დღეს, 28 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 45-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. „მკვლელობა მოხდა ჩაისუბნის ცენტრალურ გზაზე. გარდაცვლილია 44-45 წლის კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მეზობლებმა გაიგონეს სროლის ხმა და მივიდნენ. მანქანა მიხეთქებული ნახეს ხეზე. თოფით არის მოკლული. ჯერ არავინ დაუკავებიათ, როგორც ვიცით. არც ის ვიცით, ვინ მოკლა და ჰყავდა თუ არა მტრები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ …