27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში გარდაცვლილის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.