დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმობას, საპატიო ბათუმელისა და საპატიო მოქალაქის წოდებით სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ოთხი პირი დააჯილდოვეს. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილს, რომელიც აჭარის დამსახურებული პედაგოგი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი, ღირსების ორდენის კავალერია. საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭა მხატვარ ჯიმსონ გურგენიძეს და პოეტ შოთა ზოიძეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. საპატიო მოქალაქის …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
ხუთი პოპულარული სიმღერა ბათუმზე – რომელი მოგწონთ? [გამოკითხვა]
მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში ყველა ეს სიმღერა ბათუმზეა. მათგან ყველაზე ძველი 1962 წელსაა ჩაწერილი, ყველაზე ახალი – 2017 წელს. რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? მოუსმინეთ და ხმა მიეცით თქვენს საყვარელ სიმღერას ბათუმზე. „ბათუმს ქათქათას“ – ნანული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე ნანული აბესაძისა და სულიკო კოროშინაძის შესრულებით ეს სიმღერა ყველაზე კარგად უფროს თაობას ახსოვს, თუმცა „ბათუმს ქათქათას“ დღემდე ერთ-ერთი …
Continue reading “ხუთი პოპულარული სიმღერა ბათუმზე – რომელი მოგწონთ? [გამოკითხვა]”
„ბათუმობა“ – დღეს რამდენიმე ქუჩაზე ძველი ბათუმი გაცოცხლდება [ფოტო]
ძველებური აბრები, ხის ნავი, კაკლის ძველი კარადა, ტორშერი და ტელეფონი, საბეჭდი მანქანა, თითქოს ჰაერში გამოკიდული, ყაისნაღით ნაქსოვი აბაჟურები… ამ ყველაფრის ნახვა დღეს შეგიძლიათ ძველი ბათუმის ქუჩებში. „ბათუმობა“ წელს ძველი ბათუმის „გაცოცხლებით“ აღინიშნება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე დღის ორ საათზე დაიწყება და საღამოს შვიდ საათამდე გასტანს, მანამდე კი ქალაქის დღესასწაულის …
Continue reading “„ბათუმობა“ – დღეს რამდენიმე ქუჩაზე ძველი ბათუმი გაცოცხლდება [ფოტო]”
დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე
„ბათუმობა 2018“ დილის ათი საათიდან დაიწყო. ევროპის მოედანზე ქალაქის მერიის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები შეიკრიბნენ და მათ ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქალაქზე ზრუნვისთვის. ბათუმის მერიას 23 მუნიციპალური ორგანიზაცია აქვს. „ბათუმობა“ დღეს, პირველ სექტემბერს უკვე დღის ორი საათიდან გაგრძელდება ძველი ბათუმის ქუჩებში – 14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, …
Continue reading “დღეს „ბათუმობაა“ – ქალაქის მერი და მუნიციპალური სამსახურები ევროპის მოედანზე”
უფასო სამედიცინო კონსულტაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბათუმში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გეგმავს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1 სექტემბერი – ბათუმი, თამარის დასახლება, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, დილის 10 საათიდან. მისამართი: ტბეთის ქ. N4. 2 სექტემბერი – ქობულეთი, პირველადი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრი „მედჰაუსი“. დილის 10 საათიდან. …
Continue reading “უფასო სამედიცინო კონსულტაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბათუმში”
საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს
საქართველოს კინოცენტრში შექმნილმა საგანგებო კომისიამ გადაწყვიტა, რომ „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატი ფილმი ზაზა ხალვაშის „ნამე“ იქნება. გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე დღეს, 31 აგვისტოს, იქნა მიღებული. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს. „ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი …
Continue reading “საქართველო „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმს, „ნამეს“ წარადგენს”
ხანძარი ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში
ხანძარია ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალბინიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. ______________ განახლება: ხანძარი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსის მე-6 სართულზე დაიწვა 70 კვ.მ სასხვენო გადახურვა და კორპუსის სხვენზე დაშენებული ოთახი – 40 კვ.მ. …
მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა, რომლებიც წელს თხილის მოუსავლიანობის გამო დაზარალდნენ, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისვლას და კომპენსაციის დაპირებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დაშლას არ აპირებენ: „ ჩვენ გვაქვს გზა გადაკეტილი, სანამ მთავრობის თავმჯდომარე არ მოვა, მოსახლეობას …
Continue reading “მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს”
უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლისას სტუდენტი გამოცდას ჩააბარებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას. სამინისტროს განცხადებით, სისტემის მოწესრიგების მიზნით, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში. „უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის …
Continue reading “უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლისას სტუდენტი გამოცდას ჩააბარებს”
ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია
დღეს, 30 აგვისტოს, ავარია მოხდა ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად რვა მგზავრი დაშავდა, ოთხი საქართველოს მოქალაქე და ოთხი უცხოელი. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის …
Continue reading “ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია”
ზურაბ პატარაძე ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ზურაბ პატარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო …
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ჩამოხსნა“ – ბათუმის მერიის მოხელე პლაკატების ჩამოხსნაზე
პლაკატები ინგლისურენოვანი წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“ ბათუმში 24 აგვისტოს გააკრეს სამოქალაქო აქციის ფარგლებში. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ ქალაქში, სადაც ბევრი რუსი ტურისტია, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ყველასთვის, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ბათუმის ქუჩებში გაკრული პლაკატების დიდი ნაწილი იმავე დღეს გაქრა, სამი დღის შემდეგ კი ქალაქში არც ერთი პლაკატი არაა დარჩენილი და ეს მაშინ, როცა ბათუმის …
როგორი იქნება „ბათუმობა 2018“ – პროგრამა
სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ შაბათს, პირველ სექტემბერს გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, „ბათუმობა“ წელს წინა წლებისაგან განსხვავებული იქნება – გაცოცხლდება მე-19 საუკუნის მიწურულის ბათუმი, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩა სპეციალურად მოირთვება 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი აბრებით, აფიშებითა და ბილბორდებით. ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე სპექტაკლები და კოსტიუმირებული წარმოდგენები გაიმართება. „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. 14:00-დან …
ბათუმში ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა
დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა საავადმყოფოში შემთხვევის ადგილიდან. ავარიის გამო თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, 29 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება აზერბაიჯანში – შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 27 აგვისტოს, მოაწერა. ზურაბ პატარაძე ორი წლის განმავლობაში იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მან თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. ბრიფინგზე, სადაც მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, პატარაძემ ხაზი გაუსვა, რომ პოსტის დატოვების მიუხედავად …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დანიშნეს”
უცნობი ნივთიერებით სავსე ბიდონი შავ ზღვაში – დაწყებულია გამოძიება
26 აგვისტოს, საღამოს, შეკვეთილში „ნეტგაზეთის“ რედაქტორმა, თაზო კუპრეიშვილმა ზღვაში მოტივტივე ლურჯი ფერის ბიდონი შენიშნა და ნაპირზე გამოიტანა. „ბიდონი სავსე იყო და მასზე ეწერა, რომ მასში იყო ჟანგის მოსაშორებელი, საშიში სითხე. მეგობარმა, რომელიც მახლდა, თქვა, რომ ეს იყო ტოქსიკური სითხე, რომელსაც გემზე იყენებენ სპეცაღჭურვილობით, რადგან მისი შეყნოსვა და კანზე მოხვედრა არ შეიძლება. 112-ს დავუკავშირდით,“ – ყვება …
Continue reading “უცნობი ნივთიერებით სავსე ბიდონი შავ ზღვაში – დაწყებულია გამოძიება”
კაპიტანი: PANTELENA-ს თავს დაესხნენ – გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა ტოგოს რესპუბლიკაში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უსაფრთხოდ დაბრუნდა ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 აგვისტოდან 23 აგვისტომდე იყო გაუჩინარებული და ეკიპაჟთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა. “გემის კაპიტნის ინფორმაციით, ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. …
Continue reading “კაპიტანი: PANTELENA-ს თავს დაესხნენ – გემი უსაფრთხოდ დაბრუნდა ტოგოს რესპუბლიკაში”
თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი ტანკერ Pantelena-ზე მყოფ მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კვირაზე მეტ ხანს დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი ნაპოვნია და ამ დროისათვის ლომეს პორტისკენ (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება. გემის ეკიპაჟში 17 ქართველი მეზღვაურია. „სახელმწიფო უწყებები კოოდინირებულად მუშაობენ, რათა მფარველობა გაუწიონ ჩვენ …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის დასადგენად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს იკვლევს, მათ შორის 120 – განთავსების და 80 – კვების ობიექტია. დეპარტამენტის ცნობით, კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება. კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს”
„რუსეთი ოკუპანტია“ – სამოქალაქო აქცია ბათუმში და გზავნილი ტურისტებს [ფოტო]
დღეს, 24 აგვისტოს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში აქცია გამართეს. მათ ქალაქის ქუჩებში გააკრეს პლაკატები ინგლისური წარწერით – რუსეთი ოკუპანტია, ევროპის მოედანზე კი დიდი ბანერები გადმოფინეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რუსი ტურისტია, კიდევ ერთხელ შეახსენონ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია. „ჩვენ ახლა ჩამოვყალიბდით სამოქალაქო აქტივისტებად. ფეისბუქზე შევხვდით საერთო ჯგუფში „რუსეთი ოკუპანტია“. პირველი აქცია …
Continue reading “„რუსეთი ოკუპანტია“ – სამოქალაქო აქცია ბათუმში და გზავნილი ტურისტებს [ფოტო]”
ამინდის პროგნოზი ბათუმში შაბათ-კვირას
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 19 – 24 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია. ტალღის …
ეკონომიკის სამინისტრო: ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული გემი ნაპოვნია
აფრიკული მედიის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელიც 14 აგვისტოდან კავშირზე აღარ გამოდიოდა, ნაპოვნია. საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ინფორმაციას გემის ეკიპაჟის კონტაქტზე გამოსვლის შესახებ არ ადასტურებენ, თუმცა განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოები: “სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ Pantelena IMO N …
Continue reading “ეკონომიკის სამინისტრო: ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგული გემი ნაპოვნია”
გერმანიის მთავრობა აჭარის წყალმომარაგებისთვის გრანტს და სესხს – 43 მილიონ ევროს გამოყოფს
24 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა. აღნიშნული პროექტისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის …
III-IV კლასებში ახალი საგნის სწავლება იწყება
21 აგვისტოს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, ხელი მოაწერა ბრძანებას საგნის – „მე და საზოგადოება“ სახელმძღვანელოს გრიფირების შესახებ. სახელმძღვანელოს ავტორი ნინო ტალახაძეა, გამომცემელი – „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“. საგანი „მე და საზოგადოება“ სავალდებულოა და იგი ორი წლის განმავლობაში, III-IV კლასებში ისწავლება. 2018 წლის ივლისში შემუშავებულ საგნობრივ ბადეში საგანი უკვე შეტანილია. …
Continue reading “III-IV კლასებში ახალი საგნის სწავლება იწყება”
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების შეტანა 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა. ცენტრის ცნობით, პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით. „აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს, გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი. პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის …
25 აგვისტოდან მტირალასთან მისასვლელი გზა მანქანებისთვის ჩაიკეტება
25 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტება. მტირალას პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტებს, რომელთაც ამ დღეებში სურთ ეროვნული პარკის მონახულება, დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ ჩაქვიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სოფელ ხალას გავლით. „პარკი ღია იქნება, მაგრამ მანქანით ამოსვლა არ იქნება შესაძლებელი. ეს პარკთან მისასვლელი ერთადერთი გზაა, უკვე გავაფრთხილეთ ტურისტული სააგენტოები. ვარაუდობენ, რომ 10 დღეში მორჩებიან, თუმცა …
Continue reading “25 აგვისტოდან მტირალასთან მისასვლელი გზა მანქანებისთვის ჩაიკეტება”
10 მხატვრული ფილმი, რომლებსაც წელს ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში ნახავთ
უკვე ცნობილია ფილმები, რომლებსაც წელს, საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. წელს ამ სექციაში სულ ათი ფილმი იქნება ნაჩვენები. საერთო ჯამში კი კინოფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება ბათუმში. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „ბათუმელები“ …
ბათუმში ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა – დაშავებულია 9 ადამიანი
დღეს, 22 აგვისტოს, დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, აეროპორტის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან …
ბათუმსა და თბილისში 1618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ბათუმში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს …
Continue reading “ბათუმსა და თბილისში 1618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს”
კარდიოქირურგის მოგონებები აგვისტოს ომზე
გულ-სისხლძარღვთა ქირურგი მახირ ბალაქიშიევი უკვე რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. მახირი ეთნიკური აზერბაიჯანელია, მარნეულში გაიზარდა და მე-9 კლასის შემდეგ გააგრძელა სწავლა თბილისში, ჯერ სამედიცინო კოლეჯში, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მარნეულში ძირითადად აზერბაიჯანულად და რუსულად საუბრობენ, მახირმა ქართულ ენაში მომზადება კოლეჯში ჩაბარების წინ დაიწყო და ახლა თავისუფლად საუბრობს ქართულად. 33 წლის ქირურგისთვის …
ნისლში გახვეული გომისმთა [ფოტორეპორტაჟი]
გურიაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარე გომისმთას ზაფხულის ცხელ დღეებს გამოქცეული დამსვენებლები აფარებენ თავს. 2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთა ხშირად ნისლშია გახვეული და თბილი ტანსაცმელი აქ აუცილებელია, თუმცა როცა ნისლი გადაიწმინდება, მწველი მზე აცხუნებს. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ამბობენ, რომ გომისმთა …
სასტუმრო „ველმონდი“ დაილუქა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო “ველმონდის” [ყოფილი „ლეოგრანდის“] შენობა დალუქა. სამსახურის ცნობით, 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. სასტუმრო „ველმონდი“ მუშაობას აჩერებს იმ დრომდე, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ. ამავე თემაზე: „ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე …
ბათუმის აკვატორიაში გამოჩნდა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორი – Monstrilla sp-ი
ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ -Monstrilla sp-ი გამოჩნდა ბათუმი-მწვანე კონცხის აკვატორიაში Monstrilla sp-ი გამოჩნდა – გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2017-2018 წლებში საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში პირველად გამოჩნდა მონსტრილას გვარის კიბოსნაირი (Monstrilla sp.), რომელიც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ინდიკატორ სახეობად მიიჩნევა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ჯგუფი შავ ზღვაში პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში …
„ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე დასაქმებულს კი ხელფასს უნარჩუნებს
დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე, სასტუმრო „ველმონდი“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა დრო დასჭირდება რეკომენდაციების შესრულებას – ამას ვერც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ და ვერც სასტუმრო „ველმონდში“. თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ სასტუმროში დასაქმებულებს …
Continue reading “„ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე დასაქმებულს კი ხელფასს უნარჩუნებს”
სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს
სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. „ველმონდს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არ შეუსრულებია რეკომენდაციები, რომლებიც ამ სამსახურმა გასცა სახანძრო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით: „რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს,“ – აღნიშნული განცხადება საგანგებო …
Continue reading “სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს”
შსს-ში აცხადებენ, რომ ახალშობილის 1000 ლარად გაყიდვის ფაქტზე დედა-შვილი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი …
Continue reading “შსს-ში აცხადებენ, რომ ახალშობილის 1000 ლარად გაყიდვის ფაქტზე დედა-შვილი დააკავეს”