თურქული მედიის ცნობით დღეს, 25 ოქტომბერს, თურქმა სამართალდამცავებმა ტრაპიზონში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი [მან გვარი – გორაძე ცოტა ხნის წინ შეიცვალა] დააკავეს.
წელს, 18 ივლისს, შს სამინისტრომ მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით. ეს დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბათუმელები“ მინდია ლავასოღლის ადვოკატსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ინფორმაციას ამ წუთებში არკვევს.
ამავე თემაზე:
ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა