საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა. სამინისტროს ცნობით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო …
Author Archives: ნანა კვაჭაძე
ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო
გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან დღემდე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე 330-მდე შეტყობინება შევიდა. „ამ დროისათვის 51 იურიდიული პირია დაჯარიმებული და არც ერთი კერძო პირი. 500 ლარით დაჯარიმებული გვყავს დაახლოებით 14 ორგანიზაცია, დანარჩენი არის 1000-ლარიანი ჯარიმები. ჩვენ გამოვწერეთ საჯარიმო ქვითარი და მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი მიზანი არ არის აუცილებლად დაჯარიმება, პირველი ეტაპია გაფრთხილება …
Continue reading “ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო”
საგანგებო: გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი ზღვამ გამორიყა
ბათუმში, მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის მოქალაქეა, გუშინ ჭოროხზე თევზაობდა და მდინარეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გრანპრი, ერთი ფილმის სამი პრიზი და სხვა გამარჯვებულები – ბათუმის კინოფესტივალი დასრულდა
საავტორო კინოს ბათუმის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დღეს, 23 სექტემბერს დასრულდა და უკვე ცნობილია კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმების შესახებ. ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი – „რეი და ლიზი“, რეჟისორი რიჩარდ ბილინგემი [დიდი ბრიტანეთი] საუკეთესო რეჟისურა – „ბედნიერი ლაზარო“, რეჟისორი ელის როუოჩერი [იტალია] საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ადრიანო ტარდიოლო, ფილმი „ბედნიერი ლაზარო“ საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმიტი, ფილმი „რეი და ლიზი“ …
სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა
ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, დღეს, 23 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქული სანომრენიშნიანი მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფისა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მიიღეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, …
Continue reading “სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა”
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეა. ფესტივალი ხვალ, 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, რეჟისორი: სვეტლანა სტაცენკო ეს არის უცნაური მეგობრობის ამბავი ტუველ შამანსა და ამერიკელ ფსიქოლოგს შორის, რომელიც ტუვაში ჩადის შამანური პრაქტიკის შესასწავლად. 14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]”
როცა უნივერსიტეტი 100 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ სტუდენტი სწავლას მაინც ვერ აგრძელებს
19 სექტემბერს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სან დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში მივიდა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინჟინრების, ტექნოლოგების და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, სადაც თქვენ, სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გეკისრებათ! “ – ასე მიმართა მინისტრმა სტუდენტებს. ამ სტუდენტებს შორის იყო 17 წლის ბათუმელი …
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა
დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „დროის ხიდები“, რეჟისორი: ოდრიუს სტონისი „დროის ხიდები“ ლატვიელი რეჟისორების, ოდრიუს სტონისა და ქრისტინა ბრიდეს 2017 წელს გადაღებული ფილმია ბალტიისპირა ქვეყნების დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. ფილმი წელს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე აჩვენეს. 14 საათზე: „წყნარი ქუჩა“, რეჟისორი: ალექსანდა მარკოვა; „მოკლე“, რეჟისორი: რუსლან აღაზადე; „სუპერპრიზი“, …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე – 21 სექტემბრის აფიშა”
ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებას გეგმავს. პროგრამით სარგებლობას მომავალი წლიდან აჭარაში რეგისტრირებული ის დედებიც შეძლებენ, რომელთაც მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვთ, თუმცა რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან: არ აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი და საჭირო თანადგომა. „სამინისტროს მომართავდნენ ქალები არასრულწლოვანი შვილებით, რომლებიც არ იყვნენ მარტოხელა დედები, თუმცა იყვნენ მიუსაფრები, არ ჰყავდათ თანამდგომი …
Continue reading “ვის შეეძლება დედების თავშესაფრით სარგებლობა აჭარაში – პროგრამა ფართოვდება”
ლარს ფონ ტრიერის და პაველ პავლიკოვსკის ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე
დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „ბათუმის ერთი დღე“, რეჟისორი: თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელოვნებო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი. „ნიკო მარის კვალდაკვალ“ რეჟისორი: ვასო ჩავლეიშვილი. „დევნილობის ცხრა წელი“ რეჟისორი: თორნიკე კოპლატაძე ქართველი რეჟისორებისა და სტუდენტების ფილმები სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება წარმოდგენილი. „ბათუმის ერთი დღე“ …
ერთი დღე ავტომობილის გარეშე – ბათუმში შაბათს ველომსვლელობა გაიმართება
22 სექტემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება. ბათუმის მერიის ცნობით, მსვლელობა სტარტს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და ბათუმის ზღვისპირა პარკის გავლით ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრთან დასრულდება, სადაც ღონისძიების მონაწილეებს ელექტრონული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ველომსვლელობაში ბათუმის მერიის თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ველომსვლელობას ნებისმიერი მსურველი შეიძლება შეურთდეს. „საერთაშორისო დღე ავტომობილის …
Continue reading “ერთი დღე ავტომობილის გარეშე – ბათუმში შაბათს ველომსვლელობა გაიმართება”
ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]
დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. 12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“ [დოკუმენტური] რეჟისორი: ტალალ დერკი ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა. 14 საათზე: „ზღვარს მიღმა“ [დოკუმენტური] რეჟისორი: მარტა პრუსი პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 …
Continue reading “ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]”
რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ 12 საათზე: „მშიერი აჩრდილების კუნძული“ [დოკუმენტური] რეჟისორი: გაბრიელ ბრადი გერმანელი რეჟისორის, გაბრიელ ბრადის დოკუმენტური ფილმი ავსტრალიაში, შობის კუნძულზეა გადაღებული. წელს ფილმმა რამდენიმე კინოფესტივალზე მოიპოვა ჯილდო, მათ შორის ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ რეჟისორს სპეციალური პრიზი გადასცა „ახალი, რადიკალური ხედვისთვის დევნილების კრიზისზე“. 14 საათზე: „ალავერდობა“ [მხატვრული] რეჟისორი: გიორგი შენგელაია …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალზე დღეს [18 სექტემბრის აფიშა]”
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]
დღეს, 17 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: კინოთეატრი „აპოლო“ [checklist] 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი: მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. [/checklist] ირლანდიელი რეჟისორის მარკ კუსინსის ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი – „ოქროს თვალი“ მიიღო. [checklist] 14 საათზე: „ჯარა“. დოკუმენტური ფილმი. ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. [/checklist] ფილმი გადაღებულია აჭარაში, მერისში, …
Continue reading “რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [17 სექტემბრის აფიშა]”
ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. გახსნის ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმი – “ჩემი ბებია”. დღეს კინოფესტივალმა ცნობილ ქართველ ოპერატორს, ლომერ ახვლედიანს გადასცა კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კინოფესტივალზე დასწრება უფასოა. ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთი“ (რაც დაჯავშნისა და კონტროლისთვის გამოიყენება), რომლის აღებაც კინოთეატრ …
Continue reading “ბათუმში საავტორო კინოს XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა”
ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება
16 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს გახსნის ქართული ფილმი, რომელსაც ათწლეულების მანძილზე არ აჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში. რეჟისორ კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმი, „ჩემი ბებია“, 1929 წელსაა გადაღებული. „ჩემი ბებია“ სატირული კომედიაა. ფილმი საბჭოთა საქართველოში აიკრძალა, რადგან რეჟისორს ბრალი დასდეს ფორმალიზმსა და ანტისაბჭოთა განწყობაში. ფილმი 1976 წელს აღადგინეს. ფილმის მუსიკალურ აკომპანიმენტს გააკეთებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. 2017 …
Continue reading “ბათუმის კინოფესტივალი საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ქართული ფილმით გაიხსნება”
ავარია ქობულეთში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
დღეს, 14 სექტემბერს, ავტოავარიის შედეგად ქობულეთში 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა, ორს კი – საშუალო სიმძიმის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-2 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც …
Continue reading “ავარია ქობულეთში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი”
სწავლა საზღვარგარეთ – კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისთვის
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2018 წლის „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში. სამინისტროს ცნობით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო …
Continue reading “სწავლა საზღვარგარეთ – კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისთვის”
მშენებარე სტადიონიდან ჩამოვარდნილი კაცი რეანიმაციაშია
ახალგაზრდა კაცს, რომელიც გუშინ, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში იმყოფება. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, დაშავებულს გუშინ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მას სამი ნეკნი აქვს გატეხილი, დაზიანებული აქვს ფილტვი და სხვა ორგანოები. „საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, თუმცა პაციენტი კონტაქტურია“ – ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, …
Continue reading “მშენებარე სტადიონიდან ჩამოვარდნილი კაცი რეანიმაციაშია”
ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“
უკვე ცნობილია საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოჩვენებების განრიგი. ფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება ოფიციალურად, 17 სექტემბრიდან კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგ ფილმებს ნახავთ: 17 სექტემბერი 12 საათზე: „ორსონ უელსის თვალები“, მარკ კუზინსი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ. 14 საათზე: „ჯარა“, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017; 52 წთ. 15 საათზე: „მტვრით მოწამლულები“, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ. …
Continue reading “ფილმების ჩვენების განრიგი ბათუმის კინოფესტივალზე – რას ნახავთ „აპოლოში“”
ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ჩამოვა
14 სექტემბერს ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმზე, რომელზეც ჩეხური მხრიდან 21 კომპანია იქნება წარმოდგენილი, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი ჩამოდიან. მარტა ნოვაკოვა საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვა, სადაც ის ჩეხური ინვესტიციების მხარდასაჭერად იმყოფება. ბათუმში ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ეკონომიკურ სფეროში საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი აჭარისა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო …
Continue reading “ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ჩამოვა”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას დააფინანსებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლიდან სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას – 80 000 ლარით და ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას -150 000 ლარით. ასევე, სამინისტროს ცნობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება და ნაცვლად 50 000 ლარისა, გახდება 65 000 ლარი. სამინისტროს …
რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება
დღეს, 12 სექტემბერს, სამინისტროში 2019 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართა. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში ცვლილებები იგეგმება. სამინისტრო ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში ქვეპროგრამის ფარგლებში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაცის …
Continue reading “რა პროგრამებს გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს – ბიუჯეტი იზრდება”
ხულოში, სოფელ ბეღლეთში, მეჩეთი გაქურდეს
ხულოში, სოფელ ბეღლეთში მდებარე მეჩეთში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. „დღეს მეათე დღეა, რაც ეს მოხდა. ღამის ლოცვა 10-ის 15 წუთზე იყო იმ საღამოს. ლოცვის მერე კარი არ იკეტება, იქნებ ვინმე იყოს გამვლელ-გამომვლელი. დილის ლოცვაზე რომ მივედი, კარი ღია იყო, შესასვლელში, სადაც ხალიჩაა, ნაკვალევი იყო, შესაწირ ყუთთან, ჯორკოზე მავთული იდო, …
ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კახაბერ გუჩმანიძე უხელმძღვანელებს. ბათუმის მერიის ცნობით, კახაბერ გუჩმანიძე დღეს, 10 სექტემბერს, ღია კენჭისყრით აირჩიეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დამსწრე წევრებმა. საბჭოს ასევე ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომლებსაც მორიგ სხდომაზე აირჩევენ. კახაბერ გუჩმანიძე ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CENN- ის კოორდინატორია აჭარის რეგიონში, ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების …
Continue reading “ბათუმის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს”
ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წელს 20-ზე მეტი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები ფესტივალის სხვადასხვა სექციაში. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ერთი ქართული ფილმია – თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია …
Continue reading “ქართული ფილმები ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე”
კვარიათში მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან – ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 8 სექტემბერს, მაშველებმა კვარიათში, ზღვიდან, სამი მოქალაქე გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს დილიდან აფრთხილებს, რომ ზღვაზე შტორმია, დამსვენებლები ზღვაში მაინც შედიან. საგანგებოს ცნობით, დღეს მაშველებმა ზღვიდან 15 მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, …
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმის #1 სამმართველოს და #6 სასაზღვრო სექტორის (ჩირუხი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 და საქართველოს 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ …
Continue reading “საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს”
საგანგებო: ზღვაში ბანაობა აკრძალულია, მოსალოდნელია შტორმი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფეისბუქგვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე პერიოდულად 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული …
Continue reading “საგანგებო: ზღვაში ბანაობა აკრძალულია, მოსალოდნელია შტორმი”
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპოტირების სტატისტიკაში აჭარა მეორე ადგილზეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, აჭარაში 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 29 ფაქტი, გურიაში – 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში …
Continue reading “ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპოტირების სტატისტიკაში აჭარა მეორე ადგილზეა”
„მტირალას“ პარკისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაიხსნა
მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია და ვიზიტორებს პარკამდე უკვე შეუძლიათ ავტომანქანით გადადგილება. აჭარის მთავრობის ცნობით, ამჯერად ასფალტის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო. გზის რეაბილიტაცია გრძელდება და საბოლოო ჯამში პროექტი 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, გზისა მოასფალტების გარდა, მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი ხიდის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის …
Continue reading “„მტირალას“ პარკისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაიხსნა”
ქობულეთში მეათეკლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაიღუპა
დღეს, 7 სექტემბერს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მე-10 კლასელი გოგო ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩისთვის სახელის შეცვლას კიდევ ერთხელ ითხოვენ
ელექტრონული პეტიცია – „ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევა“- ბათუმის მინიციპალიტეტის პეტიციების გვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნდა და მას უკვე 481 ხელმომწერი ჰყავს. მოქალაქე დავით ფარტენაძე პეტიციით ითხოვს სახელი გადაერქვას რუსთაველის და გორგილაძის ქუჩების შემაერთებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას და მას ქართველი ჯარისკაცის ქუჩა ეწოდოს. წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის სახელი ქუჩას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს …
ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ფოტოამბავი]
დღეს, 7 სექტემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე არასაკონკურსო სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“ ყოველ წელს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ სექციაში, ტრადიციულად, ცნობილი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს აჩვენებენ. კინოფესტივალი ბათუმში 16-23 სექტემბერს გაიმართება და კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. წელს „დიდოსტატთა კოლექციაში“ 7 ფილმი იქნება ნაჩვენები. [checklist] „ექსტაზი“ რეჟისორი: გასპარ ნოე [/checklist] ორიგინალში ფილმის სახელწოდებაა Climax-ი. მიმოხილვების თანახმად, ფილმი მოცეკვავეთა დასზე გვიამბობს. რეჟისორმა ფილმისთვის …
Continue reading “ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები ბათუმის კინოფესტივალზე – 16 სექტემბრიდან”
სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან
ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ავტობანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ. ამ ადგილას ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. „ჩემი სახლი ავტობანიდან ორ მეტრშია. მოვიდნენ სამი თვის წინ, მას შემდეგ, რაც მედიით გაშუქდა ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები …
Continue reading “სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან”