რობერტ პლანტის ფანი ქუთაისიდან

19 ივლისს ემზარ ჯინჭარაძე ქუთაისიდან შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. თან Led Zeppelin-ის ვინილის ფირფიტები წაიღო და იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეზე რობერტ პლანტის ავტოგრაფი გაჩნდებოდა. ემზარმა ლეგენდარულ მუსიკოსს ცოცხლად მოუსმინა, თუმცა მისი ავტოგრაფის მიღება ვერ შეძლო. ემზარმა დახმარება გიორგი კერესელიძეს „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორსაც სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. „საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი ავტოგრაფის  …

შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს  მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური შეუთავსებლობა დაასახელა. „ჩემო მეგობრებო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობის გამო, ვტოვებ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანმდებობას. უდიდესი მადლობა ჩემს გუნდს, თქვენს გარეშე არანაირი წარმატება არ მიიღწეოდა. ჩვენ ერთად უდიდესი სიმაღლეები …

ქვაომხაზე – კლდე ზღვაში

სარფის პლაჟი შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებიდან ყველაზე მოკლეა და სულ რაღაც 500 მეტრს შეადგენს. ყოველწლიურად ასობით ტურისტი ირჩევს ამ ადგილს დასასვენებლად. მიზეზი სუფთა ზღვა და ზღვის პირას აღმართული კლდეებია. ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია „ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც  ტურისტებისთვის, …

ავარია ჩაქვში – დაიღუპა მამაკაცი და ორი ჩვილი

სამი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის დროს, რომელიც  დღეს, 14 ივლისს, ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი ტყუპი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბავშვების დედა, რომელიც ამავე ავტომობილში იმყოფებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

„მე მას უნდა შევხვდე“ – პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეზე

„ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე მას უნდა შევხვდე, აქ ვარ და, ბუნებრივია, შევხვდები, მას არ ვიცნობ. ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებული იქნა იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში და, ბუნებრივია, უნდა გავესაუბრო ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია. ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნებიან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ასევე …

უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ: „ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ივანიშვილის შემოთავაზებული სისტემა მიუღებელია და ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება ჩვენს მოსახლეობასთან. ის გაითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის …

პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს დაასახელა. შეხვედრა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან უკვე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი მათ მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. „პრეზიდენტმა დასვა კითხვები, ამომწურავი პასუხები მიიღო. ვისაუბრეთ …

მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ – მათ უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც დღეს, 13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარე საკითხზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ უნდათ. „ჩემზე საშვი დაშვებულია, თუმცა ჩათვალეს, რომ მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კარებს გარეთ უნდა …

შეზღუდვები ტრაილერებისთვის თურქეთში შესვლაზე, საპასუხოდ მძღოლები სარფში გზას ჩაკეტავენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ტრაილერის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლები თურქეთის ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. „წლების მანძილზე მრავალჯერადი შესვლის უფლება გვქონდა. 960 ლარს ვიხდიდით წელიწადში ერთხელ და შეუზღუდავად შევდიოდით თურქეთში. საერთაშორისო გადაზიდვებში ვართ ჩართული. ეს მრავალჯერადი შესვლის უფლება გაგვიუქმეს იანვრიდან. ვაკეთებდით ერთჯერად ნებართვას. ბოლო ოცი დღეა ერთჯერადი ნებართვის აღებაც გართულებულია და პრაქტიკულად აღარ …

დღეს, ღამის 12-მდე საზაფხულო თეატრთან ლუდის ფესტივალი გელით

ბათუმის საზაფხულო თეატრთან ლუდის ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, ღამის 12 საათამდე აქ ლუდი, მუსიკა და საინტერესო თამაშები დაგხვდებათ. ფესტივალი ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი. ბავშვებისთვის გამოყოფილია ცალკე სივრცე, სადაც მათ სხვადასხვა თამაშში შეუძლიათ ჩართვა. გაიმართება შეჯიბრი ლუდის სმაში, გამარჯვებულებს კი საჩუქრად ლუდი გადაეცემათ.  ფეხბურთის გულშემატკივრებს კი საშუალება ექნებათ  მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის მატჩებს დიდ ეკრანზე უყურონ. ლუდის ფესტივალი …

თურქული კლინიკის ქართველი მრჩეველი: არ მითქვამს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა კიბოს იწვევს

რადიო „ფორტუნას“ მიერ გავრცელებული ინტერვიუს შესახებ, რომლის ერთი ნაწილი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის  მკურნალობას ეხებოდა, მეორე დღეა განმარტებები კეთდება. საქართველოში მოქმედმა სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ პროგრამასთან, გაავრცელეს დეტალური განმარტება, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის პროგრამით მკურნალობა კიბოს არ იწვევს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა თურქეთში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულ ქართველს, მალინა ბერეკაშვილს და პრესაში მისი სახელით გავრცელებულ კომენტართან დაკავშირებით …

43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი დაწყებიდან დღემდე 43 011 ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. „2002 წლის მონაცემი გვქონდა ასეთი, მოსახლეობის დაახლოებით 6,9 % იყო დაავადებული C ჰეპატიტით. ადამიანები ყიდდნენ სახლებს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მკურნალობა. 2015 წელს, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩატარდა განახლებული კვლევა, …

ფერადი კონცერტები ბათუმში [ანონსი]

20-22 ივლისს ბათუმში, საოცრებათა პარკში, ფერადი კონცერტები გაიმართება, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და სოლოშემსრულებლები გამოვლენ. კონცერტების სერია 20 ივლისს, საღამოს რვა საათიდან დაიწყება. მსმენელს საშუალება ექნება, Sound lab-ს, Killages -სა da Lasha Guruli-ს მოუსმინოს. 21 ივლისს, კონცერტის დაწყებამდე, საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ ფერების ფესტივალში. 21-22 ივლისს მსმენელს საშუალება ექნება შემდეგ შემსრულებლებს მოუსმინოს: Lasha Babuadze, Road Radio, Groovephonics,  The Black …

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც სოფლებში გადის, ავტომანქანებთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის. მძღოლებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობენ, პირუტყვი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ის, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საავტომობილო გზაზე არ ავიდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკონტროლოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან შემოვლითი გზა ახალგახსნილია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისი …

სასჯელი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის – გაიგე როგორ არ უნდა მოიქცე ბუნებაში 

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკით, წლის მანძილზე საქართველოში საშუალოდ 40-60 ხანძარი ჩნდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ადამიანთა დაუდევრობა. არასწორ ადგილას დანთებული კოცონი ან ნახევრად ჩამქრალის დატოვება ტყეში შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყეში გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან. რატომ ჩნდება …

სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის გამო სარფი-ტრაპიზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია. “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, …

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

„2017 წელს ბათუმისა და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ზე მეტია.  მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ენერგოკომპანიის განცხადებით, იმისთვის, რომ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხერხდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ხაზის სარეკონსტრუქციო …

ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ გემ „კადეტთან“ დაკავშირებით, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, შეკითხვები ისევ არსებობს. ჰქონდა თუ არა გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება? – „ბათუმელები“ დღეს ამ საკითხს არკვევდა. „საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული …

რას აკეთებს შორეულ ნაოსნობაში წასული საზღვაო აკადემიის გემი გონიოსთან ახლოს – განმარტება

25 ივნისს ბათუმის ნავსადგურში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიალზე გამომსვლელმა თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრმაც, ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლეს – რომ აკადემიის კუთვნილი გემი, პირველად გაემგზავრებოდა საერთაშორისო ნაოსნობაში. ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე, დაახლოებით დღის 12:30 საათისთვის, საზღვაო აკადემიის კუთვნილმა გემმა „კადეტი“ ბათუმის საზღვაო ნავსადგური დატოვა. 25 …

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ – მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ოფიციალური ცერემონია ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიმართა.  მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. საპატიო ჯილდოები გადასცეს იმ კაპიტნებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს. განსაკუთრებული გამძლეობისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს …

გახდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი – კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება 30 ივნისამდე შეუძლიათ. პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის …

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 5 წლით გასხვისდა

დღეს, 22 ივნისს, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აუქციონის წესით 5 წლით გასხვისდა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები აუქციონზე 14 ივნისს გამოიტანა. აუქციონზე საწყისი ფასი 9 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ვიზიტორთა ცენტრი 22 ათას ლარად გასხვისდა. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ქირა 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს. …

მეზღვაურებს მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გაუადვილდებათ

პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ,  სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა. კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად …

„ქიმიური შეტევა ბათუმზე“ – რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად

ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი. „გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო …

ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

7 ივლისს ბათუმში “ბათუმის ლუდის ფესტივალი” გაიმართება. წლევანდელი ლუდის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალზე შემოსული თანხა  ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება. ლუდის ფესტივალი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 12 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე მისვლა და დასწრება  ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გვანცა დიასამიძის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 24 წლის გვანცა დიასამიძეს დახმარება სჭირდება  

ავარია – ბუკნარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 21 ივნისს, დილით ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ მიკროავტობუსს ჩაქვიდან ბათუმში მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდა.

სოფელ თხილვანაში მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

სულ 10 წუთი წვიმდა – ამბობენ სოფელ თხილვანაში, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა. ამ დროისთვის [20 ივნისი – 15:00 საათი] გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი. თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარი კომპენსაცია გადაუხადა. See more სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ …

რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის …

კონკურსი საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ლექტორ – მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსი საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის  და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინაზეა გამოცხადებული. კანდიდატს, რომელსაც სურს საზღვაო აკადემიაში სალექციო კურსი წაიკითხოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი/საკვლევი ნაშრომი ან სერტიფიკატი იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანასაც აპირებს. ან უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო …

გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით, გონიო-კვარიათში მცხოვრებმა 75-მა მოქალაქემ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა: ადგილობრივები ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას,  ავტობუსის  გაჩერებების გამართვას და გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ. “ათასობით დამსვენებლის პირობებში საჭიროა სანაპიროსკენ მიმავალ გზებზე დაიდგას ბიოტუალეტები ან კაპიტალურად მოეწყოს საპირფარეშოები. არაერთი უხერხულობაა დაკავშირებული მათ არარსებობასთან. ეს, რა თქმა უნდა, …

რატომ ვეღარ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლტოლვილის სტატუსს

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქე იყო. საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს სირიის, ავღანეთის და ერაყის გვერდით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა, შესაბამისად ლტოლვილის სტატუსის მიღება თითქმის შეუძლებელია. საქართველოში …

სირია, ავღანეთი… და საქართველო – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ათეული

2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქეა. სწორედ ამიტომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. სირია 13%, ერაყი 6%, ავღანეთი 6% – ასეთია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა პირველი სამეული. შემდეგ მოდის ვენესუელა 5%, ნიგერია 4%, პაკისტანი 4%,  ერიტრეა 4%, ალბანეთი 3% და …

ტრაპიზონის კლინიკის ბათუმელი ექიმი: კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტების უმეტესობა ქართველია

ნანა ძაგნიძე ექიმი ფიზიოთერაპევტია და 12 წელია სამედიცინო საქმიანობას თურქეთში ეწევა. ამჟამად ტრაპიზონის „ილდიზი მედიქალ პარკში“ მუშაობს, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამსაუბრებელი ექიმია. ბათუმში ოფისიც აქვს, რომელიც პაციენტებს თურქეთში კლინიკების მოძებნაში ეხმარება. ნანა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მარტო მისი ოფისიდან გასულ თვეში 140-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამკურნალოდ თურქეთში წასულიყო. ქალბატონო ნანა, უმეტესად …

უმცროსი ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება – შოტლანდია 31-39 საქართველო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩი საქართველო შოტლანდიას შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის U20 39:31 დაამარცხეს. U20 -ის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს ნაკრების უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს. 6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები …

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად ითარგმნა

“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”,”გველისმჭამელი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ვერხვი”და “ჩხიკვთა ქორწილი” – ეს ის არის ნაწარმოებებია, რომელთა წაკითხვაც უკვე იაპონურ ენაზეა შესაძლებელი. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად საქართველოში იაპონიის კულტურის ატაშემ  იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. იასუჰირო კოჯიმა ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარია. ვაჟა-ფშაველას გარდა  იასუჰირო კოჯიმას ნათარგმნი აქვს ნოდარ დუმბაძის და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. მასვე …

ბათუმში ზებრაზე გადასვლისას ქალს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მოპედი დაეჯახა. “ასფალტზე იწვა დაშავებული ქალი და  მოძრაობა არ შეეძლო. სასწრაფო მალე მოვიდა, მერე პოლიციაც მოყვა. მოპედი, რომელიც დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – უთხრა ბათუმელებს ერთ-ერთმა  თვითმხილველმა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 281-ე მუხლითაა დაწყებული. რაც …

Exit mobile version