43 ათასი სრულად განკურნებული პაციენტი – C ჰეპატიტის პროგრამის სამი წლის შედეგები

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი დაწყებიდან დღემდე 43 011 ადამიანი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. „2002 წლის მონაცემი გვქონდა ასეთი, მოსახლეობის დაახლოებით 6,9 % იყო დაავადებული C ჰეპატიტით. ადამიანები ყიდდნენ სახლებს იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მკურნალობა. 2015 წელს, როდესაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩატარდა განახლებული კვლევა, …

ფერადი კონცერტები ბათუმში [ანონსი]

20-22 ივლისს ბათუმში, საოცრებათა პარკში, ფერადი კონცერტები გაიმართება, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და სოლოშემსრულებლები გამოვლენ. კონცერტების სერია 20 ივლისს, საღამოს რვა საათიდან დაიწყება. მსმენელს საშუალება ექნება, Sound lab-ს, Killages -სა da Lasha Guruli-ს მოუსმინოს. 21 ივლისს, კონცერტის დაწყებამდე, საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ ფერების ფესტივალში. 21-22 ივლისს მსმენელს საშუალება ექნება შემდეგ შემსრულებლებს მოუსმინოს: Lasha Babuadze, Road Radio, Groovephonics,  The Black …

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც სოფლებში გადის, ავტომანქანებთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის. მძღოლებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობენ, პირუტყვი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ის, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საავტომობილო გზაზე არ ავიდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკონტროლოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან შემოვლითი გზა ახალგახსნილია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისი …

სასჯელი ტყეში ხანძრის გაჩენისთვის – გაიგე როგორ არ უნდა მოიქცე ბუნებაში 

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკით, წლის მანძილზე საქართველოში საშუალოდ 40-60 ხანძარი ჩნდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ადამიანთა დაუდევრობა. არასწორ ადგილას დანთებული კოცონი ან ნახევრად ჩამქრალის დატოვება ტყეში შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყეში გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან. რატომ ჩნდება …

სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის გამო სარფი-ტრაპიზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია. “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, …

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

„2017 წელს ბათუმისა და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ზე მეტია.  მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ენერგოკომპანიის განცხადებით, იმისთვის, რომ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხერხდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ხაზის სარეკონსტრუქციო …

ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ გემ „კადეტთან“ დაკავშირებით, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, შეკითხვები ისევ არსებობს. ჰქონდა თუ არა გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება? – „ბათუმელები“ დღეს ამ საკითხს არკვევდა. „საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული …

რას აკეთებს შორეულ ნაოსნობაში წასული საზღვაო აკადემიის გემი გონიოსთან ახლოს – განმარტება

25 ივნისს ბათუმის ნავსადგურში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიალზე გამომსვლელმა თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრმაც, ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლეს – რომ აკადემიის კუთვნილი გემი, პირველად გაემგზავრებოდა საერთაშორისო ნაოსნობაში. ოფიციალური ცერემონიის დასრულებისთანავე, დაახლოებით დღის 12:30 საათისთვის, საზღვაო აკადემიის კუთვნილმა გემმა „კადეტი“ ბათუმის საზღვაო ნავსადგური დატოვა. 25 …

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ – მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ოფიციალური ცერემონია ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიმართა.  მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. საპატიო ჯილდოები გადასცეს იმ კაპიტნებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს. განსაკუთრებული გამძლეობისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს …

გახდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი – კონკურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება 30 ივნისამდე შეუძლიათ. პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის …

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 5 წლით გასხვისდა

დღეს, 22 ივნისს, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აუქციონის წესით 5 წლით გასხვისდა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები აუქციონზე 14 ივნისს გამოიტანა. აუქციონზე საწყისი ფასი 9 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ვიზიტორთა ცენტრი 22 ათას ლარად გასხვისდა. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ქირა 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს. …

მეზღვაურებს მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გაუადვილდებათ

პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ,  სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა. კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად …

„ქიმიური შეტევა ბათუმზე“ – რა გამოვლინდა შემოწმების შედეგად

ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი. „გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო …

ბათუმში ლუდის ფესტივალი გაიმართება

7 ივლისს ბათუმში “ბათუმის ლუდის ფესტივალი” გაიმართება. წლევანდელი ლუდის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალზე შემოსული თანხა  ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება. ლუდის ფესტივალი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 12 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე მისვლა და დასწრება  ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გვანცა დიასამიძის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 24 წლის გვანცა დიასამიძეს დახმარება სჭირდება  

ავარია – ბუკნარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 21 ივნისს, დილით ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ მიკროავტობუსს ჩაქვიდან ბათუმში მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდა.

სოფელ თხილვანაში მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა

სულ 10 წუთი წვიმდა – ამბობენ სოფელ თხილვანაში, სადაც მოულოდნელად მოვარდნილმა მდინარემ გზა დააზიანა. ამ დროისთვის [20 ივნისი – 15:00 საათი] გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი. თხილვანა მეწყერსაშიში ზონაა, ამიტომ სახელმწიფომ აქ მცხოვრებ 60 ოჯახს 25 ათასი ლარი კომპენსაცია გადაუხადა. See more სახელმწიფო პროგრამა სოფლის დაცლას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, სოფლის დატოვება ყველა მცხოვრებმა ჯერ კიდევ ვერ …

რვაფეხას მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო

ბათუმის ბულვარში კაფე „ფანტაზიას“ [„რვაფეხას“] მოზაიკით მოპირკეთება დაიწყო. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ფიგურაა მოზაიკით მოპირკეთებული. „რვაფეხაზე“ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. „რვაფეხას“ რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის …

კონკურსი საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ლექტორ – მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსი საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის  და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინაზეა გამოცხადებული. კანდიდატს, რომელსაც სურს საზღვაო აკადემიაში სალექციო კურსი წაიკითხოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი/საკვლევი ნაშრომი ან სერტიფიკატი იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანასაც აპირებს. ან უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო …

გონიო-კვარიათის მცხოვრებლები ზღვისპირა ზოლში ბიოტუალეტებს ითხოვენ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით, გონიო-კვარიათში მცხოვრებმა 75-მა მოქალაქემ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა: ადგილობრივები ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას,  ავტობუსის  გაჩერებების გამართვას და გონიო-აფსაროსის ციხე-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ. “ათასობით დამსვენებლის პირობებში საჭიროა სანაპიროსკენ მიმავალ გზებზე დაიდგას ბიოტუალეტები ან კაპიტალურად მოეწყოს საპირფარეშოები. არაერთი უხერხულობაა დაკავშირებული მათ არარსებობასთან. ეს, რა თქმა უნდა, …

რატომ ვეღარ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლტოლვილის სტატუსს

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქე იყო. საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს სირიის, ავღანეთის და ერაყის გვერდით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიგში შეიყვანა, შესაბამისად ლტოლვილის სტატუსის მიღება თითქმის შეუძლებელია. საქართველოში …

სირია, ავღანეთი… და საქართველო – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ათეული

2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქეა. სწორედ ამიტომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. სირია 13%, ერაყი 6%, ავღანეთი 6% – ასეთია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა პირველი სამეული. შემდეგ მოდის ვენესუელა 5%, ნიგერია 4%, პაკისტანი 4%,  ერიტრეა 4%, ალბანეთი 3% და …

ტრაპიზონის კლინიკის ბათუმელი ექიმი: კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტების უმეტესობა ქართველია

ნანა ძაგნიძე ექიმი ფიზიოთერაპევტია და 12 წელია სამედიცინო საქმიანობას თურქეთში ეწევა. ამჟამად ტრაპიზონის „ილდიზი მედიქალ პარკში“ მუშაობს, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამსაუბრებელი ექიმია. ბათუმში ოფისიც აქვს, რომელიც პაციენტებს თურქეთში კლინიკების მოძებნაში ეხმარება. ნანა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მარტო მისი ოფისიდან გასულ თვეში 140-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამკურნალოდ თურქეთში წასულიყო. ქალბატონო ნანა, უმეტესად …

უმცროსი ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება – შოტლანდია 31-39 საქართველო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩი საქართველო შოტლანდიას შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის U20 39:31 დაამარცხეს. U20 -ის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს ნაკრების უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს. 6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები …

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად ითარგმნა

“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”,”გველისმჭამელი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ვერხვი”და “ჩხიკვთა ქორწილი” – ეს ის არის ნაწარმოებებია, რომელთა წაკითხვაც უკვე იაპონურ ენაზეა შესაძლებელი. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად საქართველოში იაპონიის კულტურის ატაშემ  იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. იასუჰირო კოჯიმა ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარია. ვაჟა-ფშაველას გარდა  იასუჰირო კოჯიმას ნათარგმნი აქვს ნოდარ დუმბაძის და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. მასვე …

ბათუმში ზებრაზე გადასვლისას ქალს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მოპედი დაეჯახა. “ასფალტზე იწვა დაშავებული ქალი და  მოძრაობა არ შეეძლო. სასწრაფო მალე მოვიდა, მერე პოლიციაც მოყვა. მოპედი, რომელიც დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – უთხრა ბათუმელებს ერთ-ერთმა  თვითმხილველმა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 281-ე მუხლითაა დაწყებული. რაც …

დღეს აპოლოში “არაჩვეულებრივი გამოფენა” იხსნება

დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იხსნება გამოფენა სახელწოდებით “ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ . ეს იქნება ბათუმში გადაღებული ფილმების პერმანენტული ექსპოზიცია კინოთეატრის სივრცეში. “აპოლო” ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილ მოვლენებს გადაურჩა და რესტავრაციის შემდეგ ფუნქციონირება განაგრძო. “დღეს გაიხსნება ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ბათუმში გადაღებული ფილმების შესახებ ფოტოგამოფენას.  იხსნება ასევე მედიათეკა, …

ღამის კლუბებში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.   “ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, …

ჩაქვში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 16 ივნისს, ჩაქვში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან …

დატოვა თუ არა ენმ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ – ლევან ვარშალომიძის განმარტება 

ზოგიერთი ონლაინ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ვარშალომიძემ პარტია დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, – უთხრა “ბათუმელებს” ლევან ვარშალომიძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი ლიდერის ენმ-იდან წასვლის შესახებ, ხელისუფლებამ გაავრცელა. “ხელისუფლებას მეტი რომ არაფერი დარჩა …

ბათუმში მოსახლეობამ გენერალ აბაშიძის ქუჩა ავტომობილებისთვის თვითნებურად ჩაკეტა

ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის ერთი მონაკვეთი მოსახლეობამ თვითნებურად სამ ადგილას გადაკეტა. ქვები, ნაგვის ურნები და ელექტროენერგიის ბოძები – ამ დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, თუკი მანქანით გადაწყვეტთ გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გადაადგილებას. გზის გადაკეტვის მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. აბაშიძის ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, რომ თითოეული მანქანის გავლაზე ქუჩაზე მტვრის ბუღი დგება და სუნთქვა შეუძლებელია. ხშირად ხდება კონფლიქტი ადგილობრივებსა და …

ზურაბ პატარაძე თავის გადადგომაზე

“დამერწმუნეთ, საიდუმლოს გეტყვით… პირველ რიგში, თქვენს სააგენტოს მივცემ კომენტარს, თუ რამეს დავაპირებ”, – უთხრა დღეს “ბათუმელებს”  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, საქართველოს მთავრობაში მიმდინარე  ცვლილებების პარალელურად ხომ არ იგეგმებოდა ცვლილება აჭარის მთავრობაშიც. მით უფრო, რომ ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა. 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი …

ზურაბ პატარაძე: შეთანხმებული ვართ, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს

დღეს, 15 ივნისს, რამადან ბაირამის ლოცვა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ ჩაატარეს. ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას კი, ხელისუფლება მუსლიმებს ამ დრომდე არ აძლევს. ბათუმის ძველ მეჩეთში რამადანი დღეს მუსლიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ისე, როგორც გასულ წელს, ზურაბ პატარაძეს”ბათუმელებმა” ჰკითხა, აპირებდა თუ არა ახალ მეჩეთში მისვლას და …

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს – ერთთვიანი მარხვის დასასრულს  ზეიმობს. ბათუმის ორ მეჩეთში დღეს რამადანის ლოცვა ერთდროულად მიმდინარეობდა. ქუთაისის ქუჩაზე მისული მუსლიმების ნაწილი ტრადიციულად ქუჩაში ლოცულობდა, რადგან ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. ღია ცის ქვეშ ილოცეს მუსლიმებმა გენერალ აბაშიძის ქუჩაზეც. იქ, სადაც მეჩეთის აშენება სურთ, დღემდე მხოლოდ ბრეზენტით გადახურული ხის კონსტრუქციაა. ხელისუფლება მათ მეჩეთის აშენების ნებართვას …

მთავრობა გადადგა – ვინ გამოვა ხვალ საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში

ხვალ, 14 ივნისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპულ გზა“ იხსნება. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი უნდა გამოსულიყო. იმის გამო, რომ კვირიკაშვილი დღეს, 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით ის აღარ გამოვა. პროგრამის მიხედვით საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნდა გახსნას. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა …

სად შეგიძლია ხვალ სისხლის დონორი გახდე – აქცია ბათუმში

14 ივნისს  სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამ დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქციას აწყობს. აქციაში სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სისხლის ჩასაბარებლად მსურველები ხვალ, 14 ივნისს, 11:00 საათზე, სისხლის ბანკ „ჰემა 2012“-ში (მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N159ბ) უნდა მივიდნენ. ?სისხლის ჩაბარება ყველას შეუძლია, თუ კი: დონორობის მსურველის ასაკი …

„წყლის მაგივრად ალკოჰოლს სვამენ“ – მითები თურქეთში საქართველოზე

საქართველოში მეზობელი თურქეთის შესახებ არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ თურქეთში ყველა ქალი თავსაფრით დადის და რომ მრავალცოლიანობა მიღებული ნორმაა. სინამდვილეში თურქეთში ქალებს თავსაფრითაც შეხვდებით და უთავსაფროდაც, რაც შეეხება მრავალცოლიანობას, დღეს არსებული კანონმდებლობით პოლიგინია აკრძალულია. კიდევ ერთი მითის მიხედვით, თურქეთს ბათუმისა და აჭარის ხელში ჩაგდება სურს. რეალურად თურქეთი ერთადერთი მეზობელი …

Exit mobile version