მთავარი,სიახლეები

მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ – მათ უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

13.07.2018
მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ – მათ უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც დღეს, 13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარე საკითხზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ უნდათ. „ჩემზე საშვი დაშვებულია, თუმცა ჩათვალეს, რომ მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კარებს გარეთ უნდა დარჩნენ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან.

„რაღაც მოჭარბებულ საშიშროებას ხედავენ, როგორც ჩანს. მე მინდა პრეზიდენტს ვუთხრა, რაც მაქვს სათქმელი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადო. მე ვფიქრობ, რომ მან დამინახა. თუ არ დამინახა, მიაწოდეთ ხმა, რომ ჩვენ გვინდა მასთან შეხვედრა“, – განაცხადა მედეა ვასაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა.

მურმან დუმბაძე 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, იგი ბათუმის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, თუმცა მან „ოცნება“ 2014 წელს დატოვა. 

„ქართული ოცნების“ წევრი იყო მედეა ვასაძეც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მან პარტია 2015 წელს დატოვა. 2016 წელს მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: