მთავარი,სიახლეები

ფერადი კონცერტები ბათუმში [ანონსი]

05.07.2018 • 2040
ფერადი კონცერტები ბათუმში [ანონსი]

20-22 ივლისს ბათუმში, საოცრებათა პარკში, ფერადი კონცერტები გაიმართება, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური ბენდები და სოლოშემსრულებლები გამოვლენ.

კონცერტების სერია 20 ივლისს, საღამოს რვა საათიდან დაიწყება. მსმენელს საშუალება ექნება, Sound lab-ს, Killages -სა da Lasha Guruli-ს მოუსმინოს.

21 ივლისს, კონცერტის დაწყებამდე, საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ ფერების ფესტივალში.

21-22 ივლისს მსმენელს საშუალება ექნება შემდეგ შემსრულებლებს მოუსმინოს: Lasha Babuadze, Road Radio, Groovephonics,  The Black Marrows, A2k, Melomaniakk,  ASEA SOOL, MokuMoku, Zaza.

პროექტის ორგანიზატორები არიან: EREDELI  და Festival Of Colors • ფერების ფესტივალი.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia.

 

გადაბეჭდვის წესი