მთავარი,სიახლეები

კონკურსი საზღვაო აკადემიაში

20.06.2018 • 2276
კონკურსი საზღვაო აკადემიაში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ლექტორ – მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსი საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის  და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინაზეა გამოცხადებული.

კანდიდატს, რომელსაც სურს საზღვაო აკადემიაში სალექციო კურსი წაიკითხოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი/საკვლევი ნაშრომი ან სერტიფიკატი იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანასაც აპირებს. ან უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო კურსი. საჭირო საბუთების შესახებ ინფორმაციის მოძიება  საზღვაო აკადემიის ვებგვერდზეა  შესაძლებელი.

უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატებს, ვისაც შეუძლიათ ლექციის უცხო ენაზე ჩატარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია  18 ივნისიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებებს 9-20 ივლისის პერიოდში ჩაატარებს. შედეგები 20 სექტემბრამდე გამოქვეყნდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: