მთავარი,სიახლეები

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 5 წლით გასხვისდა

22.06.2018 • 4262
მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 5 წლით გასხვისდა

დღეს, 22 ივნისს, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აუქციონის წესით 5 წლით გასხვისდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები აუქციონზე 14 ივნისს გამოიტანა.

აუქციონზე საწყისი ფასი 9 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ვიზიტორთა ცენტრი 22 ათას ლარად გასხვისდა. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ქირა 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს.

პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების მომსახურება სასტუმროს ნომრებით და კვებით. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის  მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ასევე ვალდებულია ვიზიტორთა ცენტრში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: