„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს, „მთის ამბების“ პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა რომ ხდებოდეს და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები. მისი თქმით, 2020 წელს, შოვში, იმავე ადგილზე და დაახლოებით იგივე დროს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა …

ადგილობრივები შოვიდან მიცვალებულების გადასასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ

შოვიდან მიცვალებულების გადმოსასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ. „დილის საათებში ამოვიყვანეთ მაშველებთან ერთად, 6 დაღუპული ასვენია აქ დილის მერე. გაგანია სიცხეში პარკებში გახვეული არიან უპატრონოდ, მაშინ, როცა 9 ათასჯერ გამოიარა ვერტმფრენმა. ღარიბაშვილიც კი გადმოიყვანეს, იმისთვის ეცალათ და ამ ხალხისთვის არა? ხომ უნდა გადაასვენონ, რომ ამოიცნონ ვინ არიან. ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას, რომ გადაიყვანონ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადგილობრივი …

რაჭაში ზაზა მესხის 5-სულიან ოჯახს ეძებენ -„ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ დასასვენებლად“

ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ბათუმელები“ ავთო ყავლაშვილს ესაუბრა, სწორედ მან გამოაქვეყნა ინფორმაცია დაკარგულ ოჯახზე. მან გვითხრა, რომ შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა. „ავტომანქანით …

შოვის ტრაგედიის გამო აჭარაში შუამთობა გადაიდო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, რომელიც ხვალ, 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო. „განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ. დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას“ …

ეტლით საფრანგეთში, ემიგრაციაში – საქართველოში ფული არ მქონდა, აქ უფასოდ მმკურნალობენ

მეგი გონჩაროვამ საქართველო 2021 წლის სექტემბერში დატოვა და ერთი წლის შვილთან ერთად, ეტლში მჯდომმა, ჯერ საქართველოდან თურქეთში იფრინა, შემდეგ კი საფრანგეთამდე ავტობუსით იმგზავრა. ერთი კვირა ტულუზას აეროპორტში ეძინა შვილთან ერთად, შემდეგ კი საფრანგეთის მთავრობას ლტოლვილად ჩაბარდა. მეგი რამდენიმე წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მხოლოდ ეტლით შეეძლო გადაადგილება, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ოპერაციის …

უკრაინაში, ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლების სახელობის სკვერი მოეწყობა

უკრაინაში, ქალაქ ირპენში,  ქართველი მებრძოლების სახელობის მემორიალურ სკვერს მოაწყობენ. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მემორიალური სკვერისთვის ირპენის მერიამ უკვე გამოყო ადგილი და პროექტიც დაამტკიცა. „სკვერის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ ირპენის ბრძოლების დროს, შარშან, ქართველ მებრძოლებს გაუჩნდათ, მაშინ, როცა იქ პირველი მებრძოლები მოგვიკლეს. უკვე გადაწყდა, რომ პუშკინის სახელობის სკვერის ადგილას მემორიალურ სკვერს მოვაწყობთ …

პოლიციელები მიჭერდნენ, ირაკლი დგებუაძე კი მცემდა, წიხლი ჩამარტყა თვალის არეში – გენრი დოლიძე

რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ იძალადა მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და როგორ აგინა უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. კიდევ ერთი დაკავებული, ხათუნა ბერიძეც აცხადებს, რომ [ირაკლი] დგებუაძემ მასაც აგინა დედის მისამართით. აქ ნახეთ: ბათუმის პოლიციის უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა გენრი დოლიძე ასევე საუბრობს ერთ-ერთ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულებს ეუბნებოდა, …

გამოცდების ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს – ეს დანაშაულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი აბიტურიენტის, სანდრო ბაჩიაშვილის განმეორებით გამოცდაზე გასვლას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს დააკმაყოფილა აბიტურიენტის მოთხოვნა განმეორებითი გამოცდის უფლებაზე. თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. ეს დასტურდება წერილით, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, გაუგზავნა ცენტრმა აბიტურიენტს. „… რაც …

ბათუმის აქციის მონაწილეებს სასამართლო ხელწერილით ათავისუფლებს – პროცესები გადაიდო

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები იმართება. ყველა მათგანის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უძღვებოდა. დღეს, 17:00 საათზე 8 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. სულ 23 პირია დაკავებული. პროცესების უმრავლესობა 7 აგვისტოსთვის გადაიდო. 31 ივლისს აქციაზე დაკავებული 20 წლის ილია ანთაძის სასამართლო პროცესი, ადვოკატის მოთხოვნით, …

34 წლის კაცმა მოზარდი გააუპატიურა, მას ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილეს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში არასრულწლოვან დაზარალებულს საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელებისა და გახმაურების მუქარით ჩასვა …

19:00 საათზე ბათუმის პორტში აქცია ისევ გაიმართება – „არა საქართველოს რუსიფიკაციას“

„არა რუსულ გემს!“, „არა საქართველოს რუსიფიკაციას!“ – ამ სლოგანით იგეგმება ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“. საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში გაიმართება, იქ, სადაც ამჟამად რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერი, „ასტორია გრანდე“ დგას. საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში დღეს, 31 ივლისს, მეორედ გააპროტესტეს რუსეთიდან გემის შემოსვლა, რადგან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპანტი, …

შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტება – საია ბათუმში მოქალაქეების დაკავებაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების დაკავების პროცესში შესაძლოა იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. „პოლიციამ 23 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქე. დაკავების პროცესში, შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ“ – აცხადებს საია. საია …

23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისს, ბათუმში 23 ადამიანი დააკავეს რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე. „ასტორია გრანდე“ უკვე მეორედ შემოვიდა ბათუმის პორტში, გემზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. საპროტესტო აქცია გუშინ, საღამოს 12 საათზე იყო დაანონსებული, ამიტომ პოლიციამ გუშინვე გადაკეტა ნავმისადგომის მიმდებარე ტერიტორია და პოლიციის გაძლიერებული კორდონი დაახვედრა მოქალაქეებს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება ღამით დაიწყო. …

ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილ დირექტორს 7 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტის საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე უწყების ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა სხვადასხვა დროს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა …

როცა ახალშობილი მიატოვეს – რატომ არ ვსვამთ კითხვას, სად არის მამა?

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი დატოვეს. ეს ამბავი კლინიკის ექიმმა გააგებინა საზოგადოებას ფეისბუქით და თან დედის დასჯა მოითხოვა შვილის დატოვების გამო. ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა საზოგადოებაც. თუმცა ეს ხმა, ქალს ნაკლებად თანაუგრძნობდა. არცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მიტოვებული ბავშვის ირგვლივ დაისვა, არ უკავშირდებოდა მამას, ანუ კაცს. რა კითხვები უნდა დავსვათ, როცა მსგავსი შემთხვევა ხდება და ვისი …

ბათუმში რუსულ EXPO-ზე არ ვმონაწილეობთ – ქართული სამშენებლო კომპანიები

ბათუმში, „პორტა თაუერში“, ანბანის კოშკის მახლობლად, 29-30 ივლისს EXPO-2023 გაიმართება, სადაც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს წარმოადგენენ. გამოფენის შესახებ ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდება. ინფორმაციაში, რომელიც ექსპოს ვებგვერდზეა განთავსებული, ვკითხულობთ: „საქართველო სთავაზობს უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვის ფართო შესაძლებლობებს. თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის დამოუკიდებლად გარკვევა. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People, გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო …

მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა. მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია. „ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს. რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო …

ხელისუფლება ამ რუსული გემით უნდა გავამგზავროთ რუსეთში – ელგუჯა ბაგრატიონი

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ შემოვიდა, რომლის ბორტზე მყოფი რუსი ტურისტები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან „გაათავისუფლა“. „მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ მას დარღვეული აქვს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა …

დედისა და ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი – „ლელოს“ ბრიფინგი ხულოში სამშობიაროს გახსნაზე

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში „ლელოს“ წარმომადგენლებმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიარო განყოფილებების გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ექიმი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამშობიაროების დახურვა კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც შემცირებულ შობადობას და გაზრდის მიგრაციას სოფლებიდან. „ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლეზე, დედისა და ბავშვის სიცოცხლეზე. ჩემზე უკეთ იცნობთ მაღალმთიან აჭარას და იცით, თუ როგორი რთულია მაღალმთიანი სოფლებიდან ბათუმში ჩამოსვლა. ზოგჯერ …

„დედა და ჩვილი ძლივს გადავარჩინეთ“ – ექიმი ხულოში სამშობიარო სერვისის გაუქმებაზე

მაღალმთიან აჭარაში არ არის ხელმისაწვდომი გინეკოლოგიური სერვისები, რაც გართულებებისა და მძიმე შემთხვევების საფუძველი ხდება – ამბობს ბათუმელი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც ხულოდან ჩამოყვანილი ახალნამშობიარევი ქალისა და ჩვილის სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა „მედინაში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც კლინიკის ექიმი, ინდირა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კლინიკაში შეყვანისას ქალისა და ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ბათუმში ხულოდან ჩამოყვანილი 20 …

რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

რა ფასებია წელს ბათუმთან ახლოს მდებარე მთის კურორტებზე? – „ბათუმელები“ ბეშუმში, ბახმაროსა და გომის მთაზე ესაუბრა კოტეჯების მეპატრონეებს. ბათუმის მსგავსად ტურისტების ნაკლებობაზე მთის კურორტებზეც ჩივიან. აქ ამბობენ, რომ ბოლო იმედი აგვისტოა. ბახმარო  ნინა ჩხაიძე კოტეჯს ბახმაროში აქირავებს. კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი და 350-400 ლარი ღირს დღეში. ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის …

ბათუმში ავტომანქანა მოსაცდელს შეეჯახა

დღეს, 26 ივლისს, ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა შევარდა ავტობუსის მოსაცდელში. თვითმხილველის თქმით, მოსაცდელში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომელიც მსუბუქად დაზიანდა. მას შუშის ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა არც მას და არც ავტომანაქანებში მყოფებს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ. ავარიაში მოყოლილი ერთ-ერთი ავტომანქანა მონიტორინგისა და …

რუსეთიდან, სოჭიდან საკრუიზო ლაინერის ბათუმში შემოსვლას სააგენტო ადასტურებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ 27 ივლისს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს  შემოსვლა იგეგმება, რომელიც რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან იწყებს კრუიზს. სააგენტო აცხადებს, რომ საკრუიზო გემი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში და სანქცირებული არ არის. „აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited“-ის …

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434 მლნ ევროს გამოყოფს

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ  2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი. კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა. ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ. …

ისეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, სადაც თავისუფლად შევძლებ აზრის გამოხატვას – მასწავლებელი

„თუ მე აზრის გამოხატვას დამიშლი, ამიკრძალავ რაღაც საკითხებზე არ ვილაპარაკო და თავი ჩავქინდრო, რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა“ – ამბობს თიკა ალადაშვილი, რომელიც პროფესიით განათლების ფსიქოლოგია, მაგრამ ამჟამად თელავის მე-4 საჯარო სკოლაში ფიზიკურ აღზრდას და სპორტს ასწავლის. „ბათუმელები“ მას სკოლასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ქალბატონო თიკა, როგორია თქვენი სპორტის გაკვეთილები? მარტო …

4 წლის იყო, როცა ლაშქრობაში პირველად წავიყვანე – ბავშვები მთაში

8 წლის ანდრია მჭედლიშვილმა ერთ დღეში მწვერვალი როშკახოხი დალაშქრა, რომელიც ზღვის დონიდან 3562 მეტრია. გაიარა 24 კმ-ი. ეს ანდრიას პირველი რთული ლაშქრობა იყო. თუმცა, როგორც ანდრია დედას, თეონა ჯახუტაშვილი „ბათუმელებს“ უყვება, ანდრია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა პირველად წაიყვანა ლაშქრობაში, ატენის ხეობაში, სადაც წეროს ხევი დალაშქრა. მაშინ ანდრიამ დამოუკიდებლად 6 კილომეტრი გაიარა. მეორედ უკვე …

ტურისტები 50%-ით შეგვიმცირდა, არც რუსები ქირაობენ ბინას – ბინის მეპატრონეები ბათუმში

ბათუმში, კერძო ბინებისა და პატარა სასტუმროების მფლობელები დამსვენებლების ნაკლებობაზე ჩივიან. მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად იაფია დღიურად გასაქირავებელი ბინები, თუმცა ტურისტების რაოდენობა მაინც ნაკლებია. მაგალითად, საბა დობორჯგინიძე ბინას ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქირავებს დღიურად. გასულ წელს, სეზონზე 150 ლარად ქირავდებოდა მისი ბინა, წელს კი, როგორც გვეუბნება, 90 ლარშიც უჭირს გაქირავება. ამ ბინაში 3 ადამიანის …

ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევენ – მშობელი

მოქალაქე ინგა ბაშიროვი ამბობს, რომ მის შვილს, რომელსაც ეროვნული გამოცდის წინა დღეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ერთიანი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა განმეორებით გამოცდაზე. გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კანონის მიხედვით, განმეორებით გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ იმ აბიტურიენტს აქვს, ვინც არანაკლებ ერთი დღე-ღამე დაჰყო სამედიცინო დაწესებულებაში, ან ოჯახის რომელიმე წევრი გარდაეცვალა. ინგა ბაშიროვი ვიდეოში, რომელიც გუშინ, …

„რუსეთის მოქალაქემ ბინის კარზე გაკრული სტიკერები ჩამომიხია“ – მოქალაქე

ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა. კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“. გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის …

2 ექიმი პაციენტის გაუფრთხილებლობით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით, პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი …

თურქეთში დატბორილ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება. წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა. „მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე. წყალი დაახლოებით …

2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ – სოფელი დაბაძველი

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი  მათ დედა დათვი დაესხა თავს. „გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა …

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს. იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ. ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა …

ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ევროპაში ვხედავ – მოსწავლე

ქეთევან ფუტკარაძე ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-12-ე კლასის მოსწავლეა, ის აშშს-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი კონკურსის – „როგორ წარმომიდგენია საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, გამარჯვებული გახდა. ქეთევანის ესსე-ს სათაური იყო „დემოკრატია ხალხისთვის და დემოკრატია ხალხით“. როგორც ქეთევანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანას, საზოგადოებას ჰქონდეს დემოკრატიული ღირებულებები, ამისთვის განათლებაა საჭირო, რომ უკერთ გვესმოდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებებიც. „განათლების …

ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა. Listeria monocytogenes-ი არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კარაქის ნიმუში ქუთაისში, შპს „ათინათის“ კუთვნილ საწარმოდან  აიღეს. „ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 1 ნიმუშის 25 …

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით. 21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა. გამოძიება მას ედავება …

Exit mobile version