როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა. ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, …

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს …

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა. –  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას? – 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება. …

ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის, ინგა შამილიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას გვიდასტურებს ინგა შამილიშვილიც. „კი განიხილება ჩემი კანდიდატურა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განხილვის პროცესშია“. განიხილება თუ არა მისი კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატურებიც, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამოც მოუხდა …

შსს: პირი რომელმაც თურქეთის მოქალაქე დაჭრა, დაკავებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ამა წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა თურქეთის მოქალაქეს, 1967 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.მ.-ს ჯანმრთელობის …

რეზო ხარაზი: ამ ობიექტებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დაწყებულ სამ ობიექტზე სამუშაოები არასათანადოდ შესრულდა, თანხები კი გადახდილია. მისი თქმით, ამ სამუშაოებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. „ჩვენ საკრებულოს წევრებთან ერთად გამოვითხოვეთ 2016 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტაცია, რომელიც ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის უნდა იყოს დასრულებული. სამი მსხვილი ობიექტის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს …

ქობულეთში ოჯახი დააყაჩაღეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ჯემალ დადიანის ოჯახი დააყაჩაღეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. სახლში ჯემალ დადიანი, მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდა. წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა.

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …

TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“  მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „2016 წლის 1 დეკემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“  დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს …

მოსწავლეები სკოლის გარეშე, კერძო სახლში

დაწყებითი საფეხურის 16 მოსწავლე, რომლებიც ზემო დაგვაში ცხოვრობენ, სკოლის გარეშე არიან დარჩენილნი. ამორტიზებულია შენობა, ანუ მათი ყოფილი სკოლა, რომელიც 1978 წელს აიგო. ამ სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ შენობაში ბავშვების გაჩერება სახიფათოა, ამიტომ კლასები კერძო მშენებარე სახლის პირველ სართულზე განათავსეს. პედაგოგებიცა და ბავშვებიც მოკლებულნი არიან არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ თითქმის ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის …

რა შემთხვევაში უწყვეტს სახელმწიფო მოსწავლეს ვაუჩერულ დაფინანსებას

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ბათუმის საჯარო სკოლებში  დაახლოებით 150 მოსწავლე ჩარჩა კლასში. გაცილებით მეტი – 273 მოსწავლე ჩარჩა იმავე კლასში გასულ წელს. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ მოსწავლე კლასში ჩარჩება, მას სახელმწიფო ვაუჩერულ დაფინანსებას უწყვეტს. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური თავად მოსწავლემ უნდ გადაიხადოს. „ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა მოსწავლე გათხოვილი იყო, ყოველ წელს …

ოთხი ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩელტის ყოფილი  სკოლის შენობაში 2008  წლიდან  დღემდე სხვადასხვა დროს  სტიქიით დაზარალებული და შვიდი უსახლკარო ოჯახი შეასახლეს. 2016 წლის 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობამ 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცა. მათგან სამი ოჯახი, ჩელტის ყოფილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.  სკოლაში ამჟამად  4 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი საცხოვრისის გამოყოფას სთხოვენ. გივი …

ზურაბ პატარაძე მთავრობის თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს

დღეს 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, კენჭი უყარეს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე წარდგენილი. ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ჯერ მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინა, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ფარული იყო. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხუთი წევრითაა წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ …

ზურაბ პატარაძე: „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მისი კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, განაცხადა რომ  ე.წ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, მე წინასაარჩევნო პერიოდში თავი შევიკავე და არ მივედი ამ ლოკაციაში რადგან კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჩაგვეთვლებოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში. ჩვენ არ …

ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს 5 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. „ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია ბულვარი რომ იქ ასსართულიანი სახლები ჩავდგათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს საზოგადოებას სურს. ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე და აუცილებლად შევინარჩუნებთ ბულვარს იმ სახით, როგორც აქამდე გვქონდა“. ზურაბ პატარაძის განცხადებით, …

აჭარის მაღალმთიანეთში 1 200-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია რა მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „გუშინ გაითიშა დიდაჭარა, ირემაძეებში შუქი, ასევე ოქრუაშვილებში თუმცა, დღეს მიდის აღდგენითი სამუშაოები“-აცხადებს გამგებელი. მისი თქმით დაახლოებით 200-მდე აბონენტია გათიშული შუახევის გამგებლის ტარიელ  ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 1000-მდე აბონენტია გათიშული. „დილიდანვე გასულია ბრიგადები და მუშაობენ აღდგენაზე“-აცხადებს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, …

უმაღლესი საბჭო ზურაბ პატარაძის თავმჯდომარედ დამტკიცების საკითხს განიხილავს

დღეს, 5 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელიც განიხილავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის , ზურაბ პატარაძის კანდიდატურას ამავე თანამდებობის დასაკავებლად. სხდომაზე  კანდიდატურა უნდა განიხილონ შემდეგ კი კენჭი უნდა უყარონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურის დამტკიცებას. უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა 11:30 წუთზე დაიწყება. უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის [მეორე ტური ჩატარდა 30 ოქტომბერს] არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის …

იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ

პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი  თ.ო. ბრალდებულია …

მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ მიერ გაკეთებელ განცხადებას პასუხობს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობას სთხოვენ, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „ბათომის“ განცხადებით, „არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე  შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართის მანიპულირებით“. სააგენტოს უფროსი მირანდა ჩარკვიანი  „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ …

2 388 ათოსანი საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის 2 388 მოსწავლეს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ათი, დამრგვალების გარეშე. აჭარის სკოლებიდან კომპიუტერი 260-მა ათოსანმა მოსწავლემ მიიღო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, რადგან თუ გასულ წელს კომპიუტერი 1984-მა მოსწავლემ მიიღო, წელს ეს ციფრი ორი ათასზე მეტია. …

14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ  „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“. „სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა …

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად მერაბ კარანაძე აირჩიეს

ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ კარანაძე 14 ხმით აირჩიეს. უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის ასარჩევად კენჭისყრისთვის 18-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. მერაბ კარანაძე ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“.  2012 წლის არჩევნებზე მერაბ კარანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობდა. 2011 წელს იგი „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე იყო, როცა ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს და ციხეში …

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აიჩია. გაბაიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. გაბაიძის კანდიდატურა ერთადერთი იყო ამ პოსტზე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს 5-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე თითო დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე აჭარის მთავრობის …

აჭარის უმაღლეს საბჭოში 4 ფრაქცია შეიქმნა

  აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა: „ქართული ოცნება“ – თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი; „ქართული ოცნება – აჭარა“ – თავმჯდომარე დავით ბაციკაძე; „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ – თავმჯდომარე ილია ვერძაძე; „ნაციონალური მოძრაობა“  – თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 28 ნოემბერს, 12 საათზე დაიწყო. უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში მინიმუმ …

დავით გაბაიძე: „ახალი უმაღლესი საბჭო შეძლებს უკეთესად იმუშაოს“

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით გაბაიძე ამბობს, რომ „ეს უმაღლესი საბჭო განსხვავებული იქნება წინა მოწვევის საბჭოებისგან და შეძლებს უკეთესად იმუშაოს… ამის საფუძველს მაძლევს საბჭოს შემადგენლობა“. გაბაიძის აზრით, უმაღლესმა საბჭომ პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზებზე უნდა იმუშაოს, რომელმაც თავი იჩინა უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დაკომპლექტების, ასევე მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების დროს. დღეს, 28 ნოემბერს, 12 …

რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“ როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა. ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა …

ქობულეთში პატრულის მანქანა ავარიაში მოყვა

ცოტა ხნის წინ  ქობულეთში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. „საავადმყოფოში არავინ არ არის გადაყვანილი,“- განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბავშვები უფროსების დრამაში

„აქტივობები ბაღში უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარად, არამედ ბავშვისთვის“. საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვზე ორიენტირებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ბაღებში ბავშვებს იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. ეს შეფასება ეკუთვნის როგორც სახალხო დამცველს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს. ახალი დებულების თანახმად, რომელიც მთავრობამ 2017 წლის აპრილამდე უნდა დაამტკიცოს, სასწავლო პროცესი ბაღებში …

გადაიხდით, მაგრამ ვერ გააჩერებთ

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის დღეში ხან 500-ზე მეტი მძღოლი ჯარიმდება. მაგალითად, 11 ოქტომბერს, ბათუმში 700-მდე მძღოლი დააჯარიმეს. მათ შორის, 547 მძღოლი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 18 – ტროტუარზე დგომისთვის და ა.შ. პრეტენზიები მღოლებსაც აქვთ, ისინი ამბობენ, რომ პარკირების საფასურის გადახდის მიუხედავად ავტომანქანას ვერ აჩერებენ, რადგან ავტოპარკინგისთვის განკუთვნილი ადგილი საკმარისი არ არის. მერიის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის …

ხილის გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

2016 წლის 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ზედა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ხილის გამოფენა გაიმართება. ინფორმაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი, 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე ხეხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში მოეწყობა როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.

რა იცვლება ნავსადგურის ტერიტორიაზე

ბულვარში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდა, მწვანე საფარი გაიწმინდა უსახური ჯიხურებისა და მცურავი სატრანსპორტო საშუალებებისგან, „რომლებიც აღნიშნულ ადგილას ნებართვის გარეშე იყო განთავსებული“. ამავე ინფორმაციით, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანების, კორდის დაგების, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოები მოკლე …

რა აღარ დაევალება პედაგოგს? – კარიერული სქემის ბუნდოვანი დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემიდან უკვე ამოღებულია ფრაზა  – „პედაგოგი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას ტოვებს და მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება“. სამინისტროში არ აქვთ პასუხი კითხვებზე: როგორ მოხდება პედაგოგთა კარიერული წინსვლისთვის განსაზღვრული კრედიტების დაგროვება და რა აქტივობაში რამდენ კრედიტს მიიღებს პედაგოგი? შეუძლია …

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეზე: პარლამენტს უკეთესი თავმჯდომარე მოუხდებოდა

ირაკლი კობახიძე, რომელიც 2015 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. რატომ შეაჩერა მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძეზე არჩევანი და რა გამოწვევების წინ შეიძლება დადგეს სახელმწიფო ახალი პარლამენტის პირობებში? ამ თემაზე „ბათუმელებს“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ და ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილი …

კაბა როგორც დროშა – საპროტესტო მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მოძრაობა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს,  პუშკინის სკვერში 13:00 საათზე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  საპროტესტო მსვლელობას იწყებს.  აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან, შემდეგ კი შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება პოლიციის შენობისკენ. „ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს. ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელით ჩვენ დროშებად აღვმართავთ კაბებს და დავიძრებით პოლიციისკენ. კაბა, რომელიც ექსკლუზიურად …

ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ქართულ-ბრიტანული სპექტაკლი – „ცხოვრება გრძელდება“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ- ქართული კოპროდუქციის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“– ის პარტნიორობის პირველი შედეგია. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა …

Exit mobile version