ლიტერატურული ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან“  უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება. ლიტერატურული ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით,  2013 წელს დაფუძნდა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის მიზანი თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და პოპულარიზაციის გაზრდაა. 2013 წელს ფესტივალი აჭარის განათლებისა და  სამინისტრომ დააფინანსა. იმ წლის გამარჯვებული …

ჩაჭრილი პედაგოგები და ახალი ეროვნული სტრატეგია სკოლაში

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სკოლებში 2017 წელს ამოქმედდება. საბაზო სწავლების ეროვნული გეგმა კი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, აქცენტი კეთდება შედეგების მიღწევაზე და „მოსწავლეებისთვის საჭირო ღირებულებებზე“. ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდებზე დაწყებითი საფეხურის 3941 პედაგოგიდან საგამოცდო ბარიერი მხოლოდ 31-მა პედაგოგმა დაძლია, 917 მასწავლებელი კი გამოცდაზე …

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით მატულობს. თუ 2008 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით განქორწინებულთა რაოდენობა 3 189 იყო, 2014 წლის მონაცემებით, განქორწინებულთა რაოდენობამ 9 119 მიაღწია. თითქმის იგივე რაოდენობა – 9 112 განქორწინება დარეგისტრირდა გასულ წელსაც. 2015 წელს რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, – 3 601 წყვილი განქორწინდა,  შემდეგ …

თხილნარის მოსახლეობა გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი გამო საშიშროება ემუქრება 12 ოჯახს. „სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და გაჩნდა ახალი კერებიც. მთელი სოფელი რთულ მდგომარეობაშია. გზა არ გაუწმენდიათ, მეწყერი მომდგარია ორსართულიან კორპუსთან და არც გეოლოგები მოსულან და არც არანაირი ყურადღება არ …

კონკურსი უსკოში

აჭარის  უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე. უსკოს  საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: …

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდეა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ. სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.

საია, ჩერნოვეცკის კანდიდატურის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის  კანდიდატობის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლას სთხოვს. კიევის ყოფილი მერი, რომელიც რამდენიმე წელია ქობულეთში ცხოვრობს,  2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დეტალურად შეისწავლა პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ლეონიდ …

ზურაბ პატარაძე თურქ ინვესტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.

ბათუმის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

„საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი ბათუმის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ოცდაათი მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან, სარემონტო სამუშაოები 20 საბავშვო ბაღში  (№2, №3, №4, №6, №7, №9, №10, №11, №14, №15, №16, №20, №22, №23, №24, №25, №26, №27, №28) მიმდინარეობს. „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბაღები აღჭურვილია საოჯახო ტექნიკით, …

ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი განმეორდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სწავლობენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იწმინდება სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები „ახალსოფელში შტაბი მუშაობს, სადაც არის პრობლემა და გზებია ჩაკეტილი, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, წმინდება გზები. თხილნარში ჩაკეტილი იყო და გაიხსნა გზები, ახალსოფელში მუშაობენ და მალე გაიხსნება“. გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები განმეორდა მახვილაურში, ახალსოფელში ავგიის დამაკავშირებელ გზაზე და სოფელ …

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

დღეს 3 სექტემბერს, ბათუმში მემედ აბაშიძის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რომელიც  ხულიგნობას გულისხმობს. „წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს, ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ წესრიგს“- აცხადებენ შს სამინისტროში.  

ბათუმში „მონოპიესების ფესტივალი“ იწყება

6 სექტემბრიდან ბათუმში, მონოპოიესების ფესტივალი იწყება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაატა ციკოლიას სპექტაკლი – „მე მქვია ლალი“, რომელსაც მსახიობი მეგი კობალაძე წარმოდგენს.  სპექტაკლი  საზაფხულო თეატრში 22:00 საათზე გაიმართება. 7 სექტემბერს ნაჩვენები იქნება დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის სპექტაკლი – „პატარა“. სპექტაკლი რეჟისორი თემურ კუპრავაა, მსახიობი კი სოფი ჩალაშვილი. სპექტაკლი 20:30 წუთზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე  „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია: „ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია,  აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და …

„ბათუმობა“ [ვიდეო]

წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული. „ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.

„ბათუმობა 2016“ დაიწყო

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.  მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა …

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება. „ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის …

დავით თარხან-მოურავი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სიის პირველი ნომერი იქნება. თუ რატომ გადაწყვიტა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა,  ამ კითხვით დავით თარხან-მოურავს მივმართეთ. „ორში იქნება პრესკონფერენცია, ყველაფერს ვიტყვი იქ, რა გადავწყვიტე, რატომ გადავწყვიტე, ყველაფერს ორში გაიგებთ“- აცხადებს დავით თარხან-მოურავი. პოლიტიკური პარტია კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას 2 სექტემბერს გეგმავს. …

30 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებს და დაბა ჩაქვს, წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება  დაბა ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტების მოცულობა განისაზღვრა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა,  2 133 000 ლარით განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის 24 აგვისტოს დადგენილებით, მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური  ოდენობა 2250 ლარია, მინიმალური კი 1850 ლარი. გრანტების მოცულობა თითოეული პროფესიის მიხედვით:

საქართველოს ხუთ ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნება

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგას 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. ამ დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ხუთ ქალაქში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ. „ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა …

2016 წლის ინვესტიციების მოცულობა აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ინვესტიციების შესახებ პრეზენტაცია მინისტრმა დღეს, 29 აგვისტოს სასტუმრო „რედისონ ბლუში“ გააკეთა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 208 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 154 მილიონი დოლარი უცხოურ ინვესტიციებზე მოდის, 54 მილიონი დოლარი კი ადგილობრივ ინვესტიციებზე. „ინვესტიციების დინამიკა არის მზარდი წლების მიხედვით, თუ …

„მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა“

რა ცვლილებებს გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი  ლაშა კომახიძე და რა მიაჩნია წარმატების საზომად, რა სფეროებს აქვს მომავალი  აჭარის სოფლის მეურნეობაში და რის დეფიციტს განიცდიან ფერმერები? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“  ლაშა კომახიძეს ესაუბრა. ბატონო ლაშა, წინა მინისტრის მუშაობას უმაღლესი საბჭო არაეფექტურად მიიჩნევდა. რას შეცვლით თქვენ სოფლის მეურნეობაში? მოლოდინი ჩემ მიმართ იმხელაა, რომ მე …

 „რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“

რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ქორწინებისა და ოჯახის ცნება და დაუჭერს თუ არა სექსუალური უმცირესობების პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო დონეზე გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ბერაძემ ისაუბრა. ნინო ბერაძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია. მესამე წელია, რაც ბათუმის საკრებულოს წევრი ხართ, ამ დროის მანძილზე რა …

იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. …

„დახატე შენი გმირი“ – ბავშვების თვალით დანახული გმირები (ვიდეო)

დღეს 8 აგვისტოს,  ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“,  აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სახელწოდებით – „დახატე შენი გმირი“.  სხვადასხვა ასაკის ბავშვები თავიანთ საყვარელ გმირებს, ხელოვნების ცენტრის კედლებზე ხატავდნენ. კედლებზე გამოსახური ბავშვების საყვარელი გმირები ჯარისკაცებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვების თქმით, იმიტომ არიან გმირები, რომ თავიანთ  სამშობლოს იცავენ. კედლებზე ბავშვებმა მათი საყვარელი ნაწარმოების გმირებიც გამოსახეს.  აქცია – „დახატე შენი …

3 ათასი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს

აჭარიდან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს  3000 ლარი გადაეცა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თანხა 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში გამოიყო. ამავე ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ. „აქცია, 7 აგვისტოს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით  კლინიკა „მედცენტრში“ ჩატარდა“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს …

რა ნიშნით არჩევენ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატებს

„პროფესიონალი“, „სუფთა წარსულის მქონე“, „ავტორიტეტული უბანში“, „პარტიული“ – ეს არის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარობის კანდიდატების შესარჩევად ასახელებენ. კრიტერიუმები არსებობს, კანდიდატები კი – არა. „შერჩევის პროცესში ვართ“, „გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია,“-  გვპასუხობს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია. ამის მიუხედავად, თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში ისინი დარწმუნებულნი არიან. 2016 წლის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე პოლიტიკურ …

როგორ მუშაობს მოძრავი ამბულატორია ბულვარში

„დღეში მინიმუმ 15-20 გამოძახება გვაქვს პლაჟზე. ხშირია ალკოჰოლის მიღების, მზისგან დამწვრობისა და წნევის ფაქტები. დღის მეორე ნახევარში მატულობს ტრავმული შემთხვევებიც,“ – გვეუბნება სასწრაფოს ექიმი ნინო გურგენიძე, რომელიც ბათუმის ბულვარში მოძრავ ამბულატორიაში მუშაობს. რა სირთულეებს აწყდებიან სასწრაფოს ექიმები გამოძახებისას და რატომ არ ითვალისწინებენ მოქალაქეები ექიმის რეკომენდაციებს? თანამედროვე, მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში ერთი თვეა რაც განთავსდა. ამბულატორიის …

მზის ჩასვლა ბათუმში (ფოტო)

ბათუმში ცხელი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. დღეს 3 აგვისტოს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევდა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, თბილი ამინდები ბათუმში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება. 8 აგვისტოს კი, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა დღისით 34 გრადუსსაც მიაღწიოს.  

საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც ბაღის თანამშრომლებს არ აცნობეს

ბათუმის საკრებულოს წევრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ნინო ბერაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ სამი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის 50-პროცენტიან მგზავრობის შეღავათს ითვალისწინებს,  ამ დრომდე ადრესატამდე არ მისულა. საკრებულომ  საშეღავათო ტარიფით სარგებლობის შესახებ დადგენილება 2016  წლის 20 აპრილს მიიღო. „ეს ინიციატივა იყო „თავისუფალი დემოკარტების“, რომელიც გაითვალისწინა საკრებულომ და საბავშვო ბაღების  თანამშრომლებს  შესაძლებლობა მიეცათ, …

ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები ხულოსა და ქობულეთში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხულოდან ირაკლი ჯორბენაძე და ნუგზარ ამაღლობელი იქნებიან. მათი წარდგენა დღეს, პირველ აგვისტოს მოხდა.  ნუგზარ ამაღლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს, ირაკლი  ჯორბენაძე კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს,  საღამოს რვა საათზე,  მაჟორიტარობის კანდიდატებს ქობულეთშიც წარადგენს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯანიკო ჯინჭარაძე იქნება, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

დღეს 1 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა კოლინადებთან ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის FAB LAB BSU და „სტუდენტური ასოციაცია“  სტუდენტების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას აწყობს. გამოფენა საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ,,წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“.

მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო

„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ –  გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია.  „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ …

პოლიტიკური პარტიების ზეპირი საარჩევნო პროგრამა

არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, პოლიტიკური სუბიექტები კი თავიანთ პრიორიტეტებზე ჯერ მხოლოდ ზეპირად საუბრობენ. „პროგრამა იწერება და თვის ბოლომდე იქნება“ –  ასე გვიპასუხეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ვის რა მიაჩნია მნიშვნელოვნად რეგიონის და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში და რატომ ჰგავს პოლიტიკური პარტიების დაპირებები ერთმანეთს? ერთადერთი პოლიტიკური პარტია …

ენმ-მ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა „მოსალოდნელი უამინდობის“ გამო გადადო

„ნაციონალური მოძრაობმა“ დღეს, 30 ივლისს, 2016 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია გადადო. პარტიას დღეს ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა დაესახელებინა. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, პრეზენტაციის გადადების მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა გახდა. „კანდიდატების წარდგენა უნდა მომხდარიყო ღია ცის ქვეშ. მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო კი, ღონისძიება ხვალისთვის გადავდეთ“ – აცხადებენ პრესსამსახურში. …

გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად

„სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო და სტალინის და პუტინის რეჟიმის განდიდებით გაგრძელდა, წითელყესახვევიანი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როდის და რატომ იყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს პოლიტიკური ძალები პარტიულ ატრიბუტად და ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბავშვის უფლებების კონვენცია ირღვევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ბატონო გრიგოლ, პოლიტიკური მოძრაობის მხრიდან, რომელიც სტალინის და საბჭოთა კავშირის …

Exit mobile version