სად შეწყდება წყალი ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის მიწოდება ღამის ორ საათამდე შეწყდება განთიადში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ჩაისუბნის, ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობებზე  წყლის ამღვრევაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში ხვალაც იწვიმებს და 21 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

რას ამბობს ღარიბაშვილი არჩილ ჩიქოვანის „ნაციონალების დროს“ მუშაობაზე

„მერე რა, რომ მუშაობდა? ყველა ადამიანი მუშაობდა, წამოვიდა და წამოსულია…“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელიც მეგის ქარდავა იყო. ჟურნალისტებმა პრემიერ ღარიბაშვილს ჰკითხეს, ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, თუკი მეგის ქარდავა მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო? მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო …

„მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე

„აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე იგი არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. „მინდა გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ …

ვის შეხვდა 1000 მოტობლოკი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

1000 მოტობლოკის დარიგებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალი კვირიდან აპირებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ტექნიკა უკვე ადგილზეა, თუმცა უნდა დაზუსტდეს ფერმერების სია და გაირკვეს, ვის ერგება 1000 მოტობლოკი, როცა ეს გაზაფხულზე 1800-მა ფერმერმა მოითხოვა? „ვინაიდან დიდი რაოდენობით მოითხოვეს ფერმერებმა მინიკულტივატორები, ეს სამინისტრომ ცალკე კომპონენტად გამოყო და …

აჭარაში 5 მაჟორიტარს და 2 მერს ირჩევენ – მეორე ტურისგან ქობულეთსა და შუახევში ისვენებენ

არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, ბათუმელები მხოლოდ მერს აირჩევენ, ხელვაჩაურში – მერს და კიდევ ორ მაჟორიტარს საკრებულოში. საკრებულოს წევრების ასარჩევად არჩევნებზე მისვლა მოუწევთ ხულოშიც ორ მაჟორიტარულ ოლქში, ქედაში ერთი დეპუტატი დარჩა ასარჩევი. ქობულეთსა და შუახევში არჩევნების მეორე ტურისგან ისვენებენ. არჩევნების მეორე ტურზე იმ სამაჟორიტარო ოლქებში გაიმართება მეორე ტური, სადაც საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების …

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სპეციალურად ჩამოვიდა ბათუმში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. მანვე თქვა, რომ პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კი გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის …

ბათუმში 2 ძმის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული კაცი თბილისში დააკავეს

თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს, რომელიც იძებნებოდა. მას ბათუმში განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავებიან. საუბარია 8 ოქტომბერს ღამით ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რ.გ.-მ მის მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან …

აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ბოლო 24 სააათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. 17 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კლინიკაში მკურნალობს 485 პაციენტი, მათგან, მართვით სუნთქვაზეა 11. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდსასტუმროშია 256 ადამიანი, ონლაინკლინიკაში – 882. დღეს, 17 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4581 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 4581 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 28 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4581 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ჩატარდა სულ 46 123 ტესტი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2494 ადამიანი. აჭარის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 161 ადამიანს.

კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …

აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 159 ახალი შემთხვევა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 466 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 241, ხოლო ონლაინკლინიკებში – 868. ქვეყნის მასშტაბით 16 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

44 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5076 ახალი შემთხვევა – 16 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 5076. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1126 ადამიანი. აჭარის რეგიონში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად კიდევ 40 ოჯახია ევაკუირებული, მათ შორის მერი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში  მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც. ამ დრომდე 26 მაისის ქუჩიდან 15 ოჯახი იყო გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას. „დამატებით 40 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, ვინც მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ცხოვრობს, …

რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს

„შვილიშვილებიც გავასახლე უკვე, აღარ ვიტოვებ ჩემთან, იმხელა მტვერი ჩამოდის გზიდან და ხმაურია, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერი ტაკიძე. ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს და ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახლის აივნებთანაც ავტობანი გადის. გარდა იმისა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაბზარულ სახლებში ცხოვრება უწევთ და ვერ ადასტურებენ, რომ ეს ზიანი ავტობანის მშენებლობისგან მიადგათ, პრობლემაა …

„ოცნებას“ არ დაუჭიროთ მხარი – მესამე სექტორის რჩევა გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში

„საზოგადოების ეჭვები ზუსტად ამ პარტიის გადაწყვეტილებებმა უნდა გაგვიქარწყლოს და პირველ ეტაპზე ეს ეხება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას,“ – ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში თაკო მამეიშვილი. თაკო მამეიშვილმა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ოქტომბერს, პარტიას „საქართველოსთვის“ ლიდერებთან შეხვედრაზე თქვეს, რომ გახარიას პარტიამ ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის …

„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე

„ჩემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ღამით მოიპარეს ხრეში, დაახლოებით 30 ათასი კუბური მეტრია წაღებული ჩემი დათვლით, გამოძიება კი არაფერს აკეთებს“, – ამბობს შალვა აბესლამიძე, რომელიც ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. შალვა აბესლამიძის ოჯახს სახლიდან მოშორებით, ჭოროხის სანაპიროსთან, მიწის ნაკვეთი აქვს, რომელიც მესაკუთრეს 10 ოქტომბერს გადათხრილი დახვდა. „1500-1800 რეისი მაინც არის გაკეთებული ჩემი გათვლებით,“ –  ამბობს შალვა აბესლამიძე. …

რა ღირს კორპუსის უსაფრთხოების შემოწმება

თუკი საცხოვრებელ კორპუსში ბინები გადააკეთეს, კედლები დაშალეს, კორპუსს რამე დააშენეს ან მიაშენეს, ვინ შეამოწმებს და რა ფასად? – ეს კითხვა განსაკუთრებით ხშირად ისმის ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. „ბათუმელებმა“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იკითხა: რა პირობებით არის შესაძლებელი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური შემოწმება და რა ფასად? ექსპერტიზის ბიუროში განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შემთხვევაში ექსპერტიზის წინაშე …

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო. ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ აგროვებს. „მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება. სასამართლო იქცა ივანიშვილის ნოტარიუსად, უსაფრთხოების სამსახური – საბჭოთა „კაგებედ“, პროკურატურა – მთავრობის დანამატად; გაბატონდა რუსული სტილის შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ხელისუფლება ცდილობს თავის ნება-სურვილს დაუქვემდებაროს ამა თუ …

აჭარაში კორონავირუსი 225 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 225 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 384 ადამიანი,  კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 121 ადამიანი, ონლაინკლინიკაში კი – 740. ქვეყნის მასშტაბით, 12 ოქტომბერს კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 37.    

37 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1623. აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ბათუმში კორპუსების ჩამონგრევის საქმეზე“ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ოქტომბერს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი …

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – „გამოვკითხეთ მერიის თანამშრომლებიც“

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდება რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამოშლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს. „საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ამ …

„ყურადსაღებია“ – საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, ოღონდ არ იცის როდის

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თამარ ნერგაძის საჩივრის განხილვა გადაწყვიტა სასამართლო ჩარევის შემდეგ. 4 დღის წინ, 6 ოქტომბერს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე ოფიციალურად უარი თქვა. დღეს, 10 ოქტომბერს, ამ საქმეზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საოლქო კომისიას მოუწოდა, გადაწყვეტილება შეცვალოს. სასამართლო განხილვა საოლქო კომისიას დღევანდელ განკარგულებაში, რომელიც საღამოს 5 საათზე …

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა. ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. თუ საბოლოოდ საოლქო …

უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია

„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს. დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია …

როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები

ბათუმში, ნანგრევებიდან გამოყვანილ კაცს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება, ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. საუბარია 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაშავებულებზე. ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. ნანგრევებიდან გამოყვანილი 36 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ …

925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს

ბათუმის #7 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ლელოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა. „ლელო“ ყურადღებას ამახვილებს გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე – მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში სულ 13 საარჩევნო უბანია და ჯამში 925 ბიულეტენი გაბათილდა. „შეუსაბამოდ დიდი რაოდენობაა და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის …

ვინ მოაგვარებს პრობლემებს ბათუმში, თუ საკრებულო მერის ოპონენტი იქნება

„მოუწევთ დიალოგის სწავლა“ – ასეთია მოქალაქეების მოლოდინი ბათუმის ახალ საკრებულოზე, სადაც მანდატების უმრავლესობა ამჯერად ოპოზიციას ეკუთვნის. საკრებულოში 16 მანდატი „ოცნებას“ აქვს, ოპოზიციას – 19. რას მიიღებს ქალაქი, თუკი საკრებულო ოპოზიციური იქნება, ხოლო მერი „ოცნებიდან“? ან რამდენად გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მერი გიორგი კირთაძე გახდა, ხოლო საკრებულოში „ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მაინც შექმნა, როგორც ეს დღეს „ოცნების“ …

ცესკო ხმების დათვლის დროს გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს

2 ოქტომბრის არჩევნებზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერებს ცესკო აქვეყნებს. საუბარია ცესკოს მიერ 3200 საარჩევნო უბანზე ორგანიზებულ ვიდეოგადაღებაზე. საუბნო კომისიებმა ხმების დათვლის პროცესი საღამოს 8 საათიდან გადაიღეს. „დღევანდელი მონაცემებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი შედგა ძალიან წარმატებით, რაც ბევრ ადამიანს გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც საჩივარი ექნება ხმების დათვლის პროცესთან დაკავშირებით, ექნება უტყუარი …

„ოცნებას“ დაუჭერს მხარს საკრებულოში თუ ოპოზიციას – რას ამბობს გახარიას გუნდი ბათუმში 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებისთვის“, ან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვიყოთ ე.წ. მაშველი რგოლი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დამბალანსებლის როლი შევასრულოთ,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ვკითხეთ, რა როლს ითამაშებს გახარიას გუნდი ბათუმის საკრებულოში, როცა „ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ხმები ასე ნაწილდება – …

ქალის თქმით, მას ბათუმში დღისით ავტომანქანა მოჰპარეს და პოლიცია ვერ პოულობს

„მანქანა ბათუმში დღისით, მზისით მომპარეს. პოლიცია კი მანქანას ვერ პოულობს, თითქმის ერთი თვე გავიდა,“ – ამბობს ალისა ყუნჩიბაშევი. ის ბათუმში პოლიციის პირველ განყოფილებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ალისას თქმით, მან ავტომანქანა [Range Rover 2007 წლის] ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის წინ გააჩერა და დროებით აბასთუმანში წავიდა. „ეს იყო ივლისში, რადგან ორსულად ვიყავი, იქ წავედი. აბასთუმნიდან ვარ,“ …

„ოცნებამ“ ბათუმში საჩივრების წერა დაიწყო

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწია. საჩივარი ჯერ ბათუმის საოლქო კომისიას არ განუხილავს. მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საჩივარი 63-ე საარჩევნო უბნის კომისიის წინააღმდეგ დღეს, 4 ოქტომბერს დაწერეს. ამ უბანზე გაფორმებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმის პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. 63-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 347-მა ადამინმა …

დიპლომატების განცხადება უშიშროების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გამოვლენილ ფაქტებზე

„შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს, 2 ოქტომბერს, ე.წ. სუსის ფაილებსა და საარაუდოდ ელჩების მოსმენაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ავრცელებს. „შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო …

რამდენი ხმა მიიღო რიჩარდ ოგბუნუჯუმ თბილისის მერობის არჩევნებში

ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ ამომრჩეველთა ხმების 0.61 პროცენტი მიიღო [2903 ხმა]. ეს არჩევნების წინასწარი შედეგია. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ნიგერიიდანაა, იბოს ტომის მეფე. ის ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. არინზე პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იყო. ცესკოს მონაცემებით, თბილისში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და მეორე ტური გაიმართება. „ქართული …

რომელ უბნებზე გადათვლიან ხმებს ხელახლა ბათუმში

ბათუმში ხელახლა გადათვლიან 51-ე, 42-ე, 38-ე, 39-ე და 43-ე საარჩევნო უბნების ბიულეტენებს. ხმებს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ, 4 ოქტომბერს, გადათვლის. საოლქო კომისიამ 5 უბანი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და ე.წ. ლოტოტრონში ყველა საარჩევნო უბნის ნომერი იყო მოქცეული. უბნის შერჩევა დამოკიდებული არ არის დარღვევების კუთხით არსებულ პრეტენზიებზე. ეს ახალი მიდგომაა, რასაც საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო ცვლილება ითვალისწინებს. …

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას  ექნება. ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის [12 პარტიული სიიდან და 4 მაჟორიტარი], ხოლო ოპოზიციიდან 19. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიიდან საკრებულოში შედის: ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი] როსტომ ხალვაში [ექიმი] ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი] ზურაბ …

Exit mobile version