მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სანაპირო შტორმის შედეგად დაზიანდა

02.12.2021
ქობულეთის სანაპირო შტორმის შედეგად დაზიანდა

ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა ჯებირები და მოიშალა სანაპირო ინფრასტრუქტურა, საპარკე სკამები, დეკორატიული ფილები და გამწვანებული ადგილები.

ქობულეთის სანდასუფთავების თანამშრომლებმა დილიდან დაიწყეს სანაპიროს დასუფთავება.

„პირველ ეტაპზე საჭიროა სრულად გაიწმინდოს ტერიტორია, რათა ზუსტად ვიცოდეთ არსებული მდგომარეობა. ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას”- ამბობს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.

სინოპტიკოსების ცნობი, აჭარაში ხვალ, 3 დეკემბერს, გამოიდარებს.

ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ. ფოტო ქობულეთის მერიის ფეისბუქგვერდიდან

ქობულეთის სანაპირო

ქობულეთის სანაპირო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: