მთავარი,სიახლეები

63 გარდაცვლილი და კოვიდის 3562 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი

09.12.2021
63 გარდაცვლილი და კოვიდის 3562 ახალი შემთხვევა – 9 დეკემბერი

9 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარაში – 215, იმერეთში – 602, ქვემო ქართლში – 193, შიდა ქართლში – 300, გურიაში – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 253, კახეთში – 159, მცხეთა-მთიანეთში – 89, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 44 652 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 316. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული 1 559 მძიმე პაციენტია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: