„ოკუპანტებს დავხვდეთ ცოცხალი ჯაჭვით“ – ბათუმის ნავსადგურში ხვალ დილითაც შეიკრიბებიან

„რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის“ – აცხადებენ სტუდენტურ მოძრაობაში „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“. სტუდენტები ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ დახვდნენ საკრუიზო გემს, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და ხვალ, 31 ივლისს დილით უნდა შემოვიდეს ბათუმის ნავსადგურში. საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში სოჭის პორტიდან დაიწყო და ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გემის ვებგვერდზეა …

ღამის 12-დან ბათუმის ნავსადგურში აქცია დაიწყება – რუსეთიდან საკრუიზო გემი ისევ მოდის

ბათუმის ნავსადგურში ღამის 12 საათიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ – 31 ივლისს, დილის 6 საათზე, ბათუმის ნავსადგურში ისევ უნდა შემოვიდეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ . „ღამის 12 საათიდან გვექნება სხვადასხვა სახის აქტივობა, რომ დილის 6 საათზე ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ ე.წ. ტურისტებს და რეალურად რაშისტებს, რომლებიც ჩვენი …

ვინ დააკავეს სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე – ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „როინ შავაძის საქმეზე“ ბრალდებულ 10 ბრალდებულს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 29 ივლისს გამართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ. დაკავებული არიან: მამუკა ბერიძე [სპეცრაზმელი], დავით ზაქარაძე [სპეცრაზმელი], სულიკო ვარშანიძე [გამომძიებელი], მირზა კონცელიძე [სპეცრაზმელი], ზვიად ნურიძე [სპეცრაზმელი], ომარ ჭაღალიძე [სპეცრაზმელი], თემურ მგელაძე [სპეცრაზმელი], ალეკო ბალაძე [კუდ-ის უფროსისი მოადგილე აჭარაში], გიორგი არაბული, თეიმურაზ პატარიძე …

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები

იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე. დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია. 14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“. 3 არასრულწლოვანი …

რამდენად შეძლებს რუსეთი შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას? – ინტერვიუ გენერალთან

„გარღვევის შემთხვევაში, აქ შეიჭრება დიდი ძალები და რუსების მიერ მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგს უკან მოექცევიან უკრაინელები. ზურგის თავდაცვა ყოველთვის სუსტია, ის მომართულია წინა მხარეს,“ – გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა განმარტავს, რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, თუ ახლა უკრაინელები რუსების თავდაცვის ზოლის გარღვევას შეძლებენ. გადამდგარ გენერალს ვესაუბრეთ შავ ზღვაზეც, სადაც რუსეთი ახალი წესების დადგენას ცდილობს, „მაგრამ რუსეთი …

ძმები ჭელიძეები პრეზიდენტმა შეიწყალა, წულუკიძეები – არა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები შეიწყალა. ეს 2021 წლის საქმეა, როცა „ქართულ ოცნებასთან“ და უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებული, სოფელ დიდაჭარასა და ღორჯომში მცხოვრები 7 კაცი ერთდროულად დააკავეს. ამავე საქმეზე ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ელდარ ანთაძე და კიდევ ორი ბრალდებული – გელა და ირაკლი ჭელიძე პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან. …

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 8 პირი დააკავა – გამოძიება 15 წლის შემდეგ

„როინ შავაძის საქმეზე“ პროკურატურამ 8 პირი დააკავა, კიდევ 2 პირის მიმართ კი – ძებნა გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურამ დღეს, 28 ივლისს, გაავრცელა. 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე პროკურატურამ ბრალი კონკრეტულ პირებს 15 წლის შემდეგ წარუდგინა და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა. …

პოლიციელები არავის დაუსჯია – კაცის დაკავების საქმე ბათუმში, როცა მისი ვინაობა არ იცოდნენ

სამართალდამცავმა უწყებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს შემთხვევა ბათუმში, როცა პოლიციელებმა დააკავეს კაცი, ვისი ვინაობაც არ იცოდნენ. ეს ამბავი ბათუმში 2023 წლის 18 ივნისს მოხდა – ბათუმში, ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. გაირკვა, რომ პოლიციელებს სხვა პირი უნდა დაეკავებინათ. დაკავება ადვოკატმა თემურ ქავშბაიამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ბათუმელებს“ …

რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ დილის 5 საათზე შემოვა

რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ, 27 ივლისს, ადრე დილით შემოვა. ვებპორტალ Marine Traffic-ის მიხედვით, რომელზეც გემების მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში, ხვალ, დაახლოებით დილის ხუთ საათზე შემოვა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ბათუმის ნავსადგურშიც. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. ბათუმამდე ის იმყოფებოდა თურქეთის პორტ ამასრაში. ბათუმიდან გემი …

ბაღი ხულოში 33 ბავშვით და 20 თანამშრომლით – როგორ ასაქმებს სოცდაუცველებს „ოცნება“ | VIDEO

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, რომელიც როგორც სოციალურად დაუცველი, ხულოში, სოფელ დიდაჭარის საბავშვო ბაღში დაასაქმეს. თეონა სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში კი, სულ 33 ბავშვი და 20 თანამშრომელია – 15 მუდმივი, ხუთი კი, დამატებით დაასაქმეს სოცდაუცველების სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში. ივლისის დასაწყისში, როცა დიდაჭარის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ადგილზე ვესაუბრეთ, ბაღის გამგეს „ბათუმელებისთვის“ …

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად  11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი. 79 წლის …

დრონებით თავდასხმის შემდეგ ბათუმელი მეზღვაურები რუმინეთში მიდიან

ქართველი მეზღვაურებმა, რომლებიც უკრაინაში, რენის პორტში ბერძნულ გემზე იყვნენ პორტის დრონებით დაბომბვის დროს, გემი უკვე დატოვეს და რუმინეთში მიდიან. „უკრაინაში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა, როგორც ქართველ მეზღვაურებთან, ასევე გემის ხელმძღვანელობასთან. მეზღვაურები გამოემგზავრნენ უსაფრთხო ადგილას,“ – მოგვწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან, სადაც დღეს, 24 ივლისს, ქართველი მეზღვაურების შესახებ ვიკითხეთ. „ჩვენით მოვდივართ“ – მოგვწერა ერთ-ერთმა ბათუმელმა მეზღვაურმა, …

ბათუმელი მეზღვაური: გამთენიას დაგვბომბეს რუსებმა დრონებით, ვითხოვთ შველას – ვიდეო

„გამთენიას სიკვდილს ჩავხედე თვალებში, 7 ჭურვი ჩემგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა,“ – ამბობს ბათუმელი მეზღვაური. ის დროულად შველას და სამშვიდობოს გაყვანას ითხოვს. მეზღვაურის თქმით, ბერძნული კომპანიის გემი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს, უკვე სამი დღეა ოდესის ოლქში მდებარე რენის პორტშია გაჩერებული. გამთენიისას პორტს რუსები უპილოტო დრონებით თავს დაესხნენ. დრონებით შეტევის შედეგად, მეზღვაურების ინფორმაციით, რენის პორტში …

ორივე მხარეს 160-160-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს დონბასში – ინტერვიუ

„ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, თუ უკრაინელები წარმატებით გაივლიან რუსების მიერ დანაღმულ ველებს, შემდეგ ეშელონებს შორის კონტრშეტევის „ტემპი აჩქარდეს“. ვახტანგ კაპანაძე არც იმას გამორიცხავს, რომ აგვისტოში რუსები ხარკოვის მიმართულებით …

ქობულეთში მოკლული 19 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებული ბრიტანეთში დააკავეს – პროკურატურა

დღეს, 21 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ა.ბ.-ს გაერთიანებულ სამეფოში დაკავების ფაქტი. ქობულეთში მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედამ, მარინა მაძღარაშვილმა „ბათუმელებს“ 19 ივლისს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. 19 ივლისს „ბათუმელებს“ პროკურატურაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველომ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის …

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა სქემა“ – საქმე, რომელზეც ბათუმელი 2 ადვოკატიც დააკავეს

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა“, – განაცხადეს დღეს, 20 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ბრიფინგი მოაწყვეს. 19 ივლისს ბათუმში ამ საქმეზე ორი ადვოკატი დააკავეს. „გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, …

ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა

„ბათუმში 2023 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – ამ განახლებულ მონაცემებს Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს. ამავე ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ …

ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს – ბრალდება ნარკოდანაშაულია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 2 ადვოკატი დააკავეს. შემთხვევის შესახებ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არაფერს განმარტავენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ზვიად მარკოიძის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ადვოკატი კი, საქმის მასალებს არ გასცნობია. მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადვოკატს გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, …

19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელშიც სასულიერო პირიც ფიგურირებს

„შენ შენს საქმეს მიხედე,“ – გვითხრა ქობულეთში, ცხემვანის მონასტრის სასულიერო პირმა გელა ბაჟუნაიშვილმა, მამა იობიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ქობულეთში 19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე. ეს 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის …

ჩაქვში, სასტუმროს აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლის ბავშვი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს სასტუმროს ადმინისტრაციაში. „მე როგორც ვიცი, ქართველები იყვნენ, დედა-შვილი ჩაქვში ისვენებდა… რა მოხდა რეალურად, არ ვიცი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიის რწმუნებულმა ჩაქვში გიორგი ქებულაძემ. განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო “ოაზისიდან” …

„მტვერში ვიხრჩობით, მორწყონ მაინც!“ – მაგისტრალის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის აქცია

„მტვერში ვიხრჩობით, გაუსაძლისია ცხოვრება, დღეში ერთხელ მორწყონ მაინც! ზუსტად სამი თვეა, რაც არ მოურწყავთ, ზაფხულში მაინც მორწყონ,“ – ამბობს შოთა ბერიძე, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებარე მაგისტრალის ქვეშ ცხოვრობს. მოქალაქეებმა, რომლებსაც ცხოვრება სალიბაურში, მაგისტრალის ქვეშ უწევთ, დღეს, 18 ივლისს, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი აპროტესტებენ მაგისტრალზე მომუშავე მძიმე ტექნიკის გადაადგილების მაშინ, როცა გზა …

უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია

დღეს, 17 ივლისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პედოფილიის ბოლო შემთხვევებზე დაუსვეს: რას აკეთებს სახალხო დამცველი პედოფილიის პრევენციისთვის? „ეს არის ნამდვილად გამოწვევა და პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამარტო ისეთ შემთხვევებზე, რაც გახმაურებულია, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ ხმაურდება. ჩვენი ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი არის …

რატომ არ ახსენა ომბუდსმენმა „პრაიდი“, როცა პრაიდის ჩაშლას გამოეხმაურა – იოსელიანი განმარტავს

რატომ არ ახსენა სახალხო დამცველმა სიტყვა „პრაიდი“, როცა მან 8 ივლისს, ანუ პრაიდის ჩაშლის დღეს განცხადება გაავრცელა? „ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და შესაბამისი განცხადება გავავრცელეთ,“ – გვიპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ის დღეს, 17 ივლისს, ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „თქვენ ახლაც არ ახსენეთ სიტყვა „პრაიდი“ – ვუთხარით ომბუდსმენს. ლევან იოსელიანმა კითხვის პასუხად ამჯერად „პრაიდი“ …

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, ბრძოლის მაღალი ინტენსივობის პირობებში რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა გაუჭირდება და გამოიფიტება. „ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა …

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ …

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს

წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც პროკურატურა 13 წლის შვილის გაუპატიურებას ედავება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 14 ივლისს, განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 2023 წლის 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ …

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ბათუმში უკანონოდ აგებული შენობის დემონტაჟი შეაჩერეს

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ამ შეკითხვით მიმართა მინადორა დუმბაძემ დღეს, 13 ივლისს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს, რომლებიც უკანონოდ აგებული შენობის დასანგრევად მივიდნენ ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში, ავგიის ჩიხში. მოსახლეობასთან შეკამათების შემდეგ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს დემონტაჟის შეჩერება მოუხდათ. ადგილობრივებმა მათ ჩაბეტონებული ქალაქის ფონზე, რაც უნებართვოდ აგებული ქოხიდან თვალსაჩინოდ ჩანს, ბათუმის ცენტრში მრავალი უკანონოდ აშენებული და …

პატიმარმა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს, საკონსტიტუციოს მიმართა

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. პატიმარი იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, თუ ხედავს, რომ ვერდიქტი აშკარად უსაფუძვლოა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით: „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის …

ერდოღანის შემობრუნება ევროპისკენ – „თურქეთი თამაშობს და ცდილობს სარგებელი მიიღოს“

„თურქეთისთვის მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. ის განმარტავს, რატომ არჩია ერდოღანმა რადიკალურად დასავლეთისკენ შეტრიალება და რას ელის ამჯერად დასავლეთი თურქეთისგან. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოღანი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას: უმასპინძლა …

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ვინ ამოწმებს კატერებს, სკუტერებს, პარაშუტებს?

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ბათუმის სანაპიროზე საცურაო „ბანანის“ გაქირავებას 16 წლის ლუკას ტრაგედიის შემდეგ ერიდებიან. აქ საცურაო „ბანანს“ იშვიათად, ან კუთხეში გადანახულს თუ იპოვით და პირდაპირ შემოგთავაზებენ, რაც ღირს კატარღით გასეირნება: ერთი საათით გნებავთ, თუ ნახევარი საათით? იქ, სადაც კატერებს აქირავებენ – სანაპიროს მისადგომთან და იახტკლუბში, არ სურთ ისაუბრონ პრობლემებზე, რაც 16 წლის ბიჭის დაღუპვის …

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ TV25-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი გუშინ, 11 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

„Говорит Москва!“ – ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა 2023 წლის მაისის ბოლოს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერში საქართველოს პრემიერს, რომელმაც უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. „არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – ეს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა – მიჰაელ როტი პრემიერ ღარიბაშვილზე. პირდაპირ თუ ირიბად ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კრემლისას ემთხვევა. უკრაინაში …

„ბათუმის ზონდერი მერი“ – ამ წარწერისთვის დაჯარიმებული კაცი სააპელაციომ გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ვაჟა თავართქილაძე – ეს ის კაცია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლებით სარგებლობისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა და ბათილად მიიჩნია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული ოქმი, რომლითაც მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ის ვეღარ …

ქუჩები გადათხარეს და სეზონზეც კი არ მოაწესრიგეს – მოქალაქე გონიოდან მერიას მიმართავს

„დაგვპირდნენ, რომ ზღვის სეზონის დაწყებამდე მაინც მოაწესრიგებდნენ გზას, მაგრამ არავინ გამოჩნდა“, – ამბობს გონიოში მცხოვრები გიორგი ქოქოლაძე. ამ მოქალაქის თქმით, „ბათუმის წყალმა“ წყლის ახალი სისტემის მოსაწყობად გონიოს დასახლებაში ქუჩები რამდენიმე თვის წინ გადათხარა, თხრილში მილები ჩააწყო და წყალიც ჩაირთო, თუმცა რამდენიმე ქუჩა მოუწესრიგებელი დატოვეს, მაგალითად, მატათა მოციქულის ქუჩა და სიმონ კანანელის პირველი შესახვევი, ასევე, ანდრია …

რა გამოიძიეს მარტის აქციებზე, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალდა – მედიაომბუდსმენის ანგარიში

სახელმწიფოს ამ დრომდე არავინ დაუსჯია 2023 წლის მარტის ცნობილი აქციების შემდეგ, როცა შსს-მ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სამართალდამცველებმა იძალადეს აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებს კი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი. რა ეტაპზეა იმ საქმეების გამოძიება, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალებულად მიიჩნიეს? – „მედიაომბუდსმენის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. „მედიაომბუდსმენმა“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მიიღო მიმდინარე …

Exit mobile version