რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს, ნოდარ მამულაძეს და ლუკა მ.-ს. სამივე პირს „ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე“ დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 4 მოზარდი გასაბერი ბანანიდან 4 ივლისს ღია ზღვაში განზრახ გადააგდეს, მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს. მოზარდის ცხედარი გუშინ, 7 ივლისს იპოვეს ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია – 17 …

ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს 7 წელი მიუსაჯეს – 520 ათასის მითვისების საქმე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ  მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე …

ამბავი ბახმუტში დაღუპულ 29 წლის მებრძოლზე – „დათო კონსპექტებსაც ძველი ქართულით წერდა“

„მაშინვე მითიშავდა ტელეფონს, როგორც კი ვკითხავდი: როდის ბრუნდები ომიდან?“ – ნანა მადოსიანი იმ დღეებს იხსენებს, როცა უკრაინაში, ომში წასულ შვილთან, დავით ქუჩუკიანთან დალაპარაკება ჯერ კიდევ შეეძლო. 29 წლის ქართველი მებრძოლი 2023 წლის 4 აპრილს უკრაინაში, ბახმუტში დაიღუპა. „ჩემს შვილს ასე სჯეროდა: თუ უკრაინა ომს მოიგებს, საქართველოც გამთლიანდება და გაიმარჯვებსო. მე მჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ომს,“ …

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი …

„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს. სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას …

ბრალდებული ჰყვება, როგორ მიითვისეს 520 ათასი ლარი ხელვაჩაურში – ამბის გაგრძელება

„იდეა ჩემი იყო და ბატონ ჯუმბერს [ჯუმბერ ვარდმანიძე, ხელვაჩაურის ყოფილი მერი] შევუთანხმე. მან მითხრა, ყველა დოკუმენტი იდეალურად უნდა იყოსო. მერე მკითხა, როგორ არის ის საქმეო“, – თქვა ბრალდებულმა ვლადიმერ მიქელაძემ, რომელიც „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორია და პროკურატურა 520 ათასი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავება. „ჯგუფურად“ ჩადენილ დანაშაულზე ბრალდებული ამ დრომდე მხოლოდ ვლადიმერ მიქელაძეა. მან დღეს, 3 …

„თვეში 9 ათას ლარს ვაძლევდი ვარდმანიძეს“ – ბრალდებულის ჩვენება 520 ათასის მითვისებაზე

„ამ თანხის დაახლოებით 50 – 55 პროცენტს ვაძლევდი ჯუმბერ ვარდმანიძეს. 2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს – 8 ათას ლარს თვეში, 2021 წელს – 9 ათას ლარს თვეში“, – პირდაპირ აღწერა კორუფციის სქემა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვლადიმერ მიქელაძემ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ხელვაჩაურის წყლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. დღეს, 3 ივლისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას ჩვენება …

იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO

„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ. იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას? …

თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ

„უკრაინელებმა შეძლეს პიატიხატკაში კონტროლის მოპოვება და ახლა ჟერებრიანკისკენ იწევენ. თუ მათ ეს შეძლეს, ამით ფაქტობრივად კახოვკის წყალსაცავს უვლიან მარცხენა ნაპირიდან – ისინი დნეპრის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს რუსების გამოსვლა ზაპოროჟიეს სადგურიდან, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს როტაცია,“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, რუსეთში აპირებენ პუტინის შეცვლას, თუმცა უკრაინისთვის ამით არსებითად არაფერი …

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. „ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, …

კაცი აქციაზე 1988 წელს დააკავეს – ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს

„გვინდოდა სოხუმში ახალგაზრდებთან შეხვედრა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს – ჯერ მატარებელი გააჩერეს, მერე ავტობუსი მოვძებნეთ და ავტობუსით წავედით, მაგრამ მძღოლი მოგვპარეს,“ – გვიყვება თენგიზ ორჯონიკიძე, მისი სარჩელის განხილვა დღეს, 29 ივნისს დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ. თენგიზ ორჯონიკიძე თანამებრძოლებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქციაზე 1988 წელს დააკავეს. იგი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს. „სოხუმში უნდა გაგვემართა …

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო. „დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა …

„დასაქმებულები“ წყალსადენზე არასდროს მინახავს – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასის მითვისების საქმეზე

დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების გამოკითხვა დაასრულა ხელვაჩაურში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“ ამ საქმეზე დასაკითხი მხოლოდ ბრალდებული დარჩა – ხელვაჩაურის წყლის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ მიქელაძეს ჩვენების მიცემა სურს, თუმცა დღევანდელ პროცესზე, სამუშაო საათების ამოწურვის მოტივით, მისი მოსმენა გადაიდო. „მოხალისეები გვეხმარებოდნენ მხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობა“, – ერთ-ერთი ოპერატორ-დეზინფექტორის, ამირან ცინარიძის ჩვენება წაუკითხა დღევანდელ სხდომაზე პროკურომა …

დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია – უზენაესი სასამართლო ბათუმის ახალ მეჩეთზე

ორწლიანი ლოდინის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა და განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. „სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას, საცხოვრებელ ზონა 6-ში – ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ …

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას. „6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, …

„მნიშვნელოვანია, სად შეძლებენ უკრაინელები რუსების შეცდომაში შეყვანას“ – ინტერვიუ

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს: „…ეს ნაღმი არაფერს არ უზამს გემს, ან ნავს, მაგრამ საშიშია ადამიანისთვის – 5-დან 15 კილოგრამამდე დაწოლით ფეთქდება – არ დაღუპავს, მაგრამ დაასახიჩრებს,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი დაახლოებით 10 დღეში ელის სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას, თუმცა ნაკლებად მოელის ხელშესახებ შედეგს, ვიდრე უკრაინელებს თვითმფრინავებს და …

პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება

ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილ პოლიციელს, გიორგი აბდუშელიძეს, გამოძიება პოლიციის განყოფილებაში კურიერის ცემას ედავება – „ყვავილების ჩუქებისთვის პოლიციელის მხრიდან კურიერის ცემის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო. განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ მუხლების დარღვევაშია პოლიციელი ბრალდებული. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის – 20 ათასი ლარი გირაოს …

უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან: ყოველ ხუთშაბათს შევიკრიბებით

„ჩვენი მოთხოვნაა, აღარ იყოს უსახლკარო და მშიერი ადამიანი,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი. ის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედაა და 6 წელია ნაქირავებში ცხოვრობს 6 წლის შვილთან ერთად. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის მერიის წინ – ვარდების სკვერში უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ყოველკვირეულ აქციებს იწყებენ, ვიდრე მინიმუმ მათ პრობლემებს არ მოისმენენ ხელისუფლებაში: „ყოველი კვირის ხუთშაბათს აქ …

აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – …

ჯუმბერ ვარდმანიძე გაათავისუფლეს – ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველი იყო

ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ. ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის ყოფილი მერია. მან გუშინ, 21 ივნისს, მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს „ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. ჯუმბერ ვარდმანიძემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ აზარტული თამაშების მომხმარებელი იყო. მისი თქმით, ნახევარი მილიონი ლარის ბიუჯეტიდან მითვისებაზე მან მხოლოდ პროკურატურიდან …

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

„იაგოს ბავშვის ნათლია მე ვარ, მაგრამ სხვა ბევრი ნათლულიც მყავს,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, რომელსაც ვკითხეთ, არის თუ არა ნამდვილად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლია? ხელვაჩაურის მერმა დაგვიდასტურა, რომ ნათლულის ბაბუაც დასაქმდა ხელვაჩაურის მერიაში. ზაზა დიასამიძეს ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებზეც ვკითხეთ. იგი ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია – მერიაში გადასვლის შემდეგ კი, თანამდებობებზე უკვე …

კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა

ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. დღეს, 21 ივნისს, საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ტენდენციები შეაჯამეს. საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო …

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 20 ივნისს, 3 მოწმის ჩვენება მოისმინა „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. დღეს საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა – ის მოუყვა მოსამართლეს დეტალურად, რა სქემით იშოვა ფული თანამდებობის პირმა. ვლადიმერ [დავით] მიქელაძეს გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება. იგი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას ედავება. პროკურატურის …

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა. კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს …

რატომ არის საშიში სესხის ხელშეკრულება, როცა ბინაში „ასტუპნოით“ შედიხარ – ინტერვიუ იურისტთან

იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულება – დაზარალებული მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მიუხედავად, თანხას უკან ვეღარ იბრუნებენ. „შარშან ავიღე ბინა „ასტუპნოით“, იმდენს ვეძებდით ოჯახი და სანათესაო, ყველას გაგვიხარდა 4 ათას დოლარად რომ გამოჩნდა ბინა… ერთი წლით შევედი, თანხა მესაკუთრეს ნოტარიუსთან ჩავუთვალე. მალე აღმოჩნდა, რომ ეს ბინა მისი საკუთრება არ ყოფილა, უქირავებია, 5 თვე გვიხადა ქირის …

„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ

ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობა არ იცოდნენ. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ფეისბუქში ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელები ვერ ასახელებენ იმ პირის ვინაობას, ვისაც აკავებენ. პოლიციელებმა ადვოკატს ვერც სასამართლოს განჩინება აჩვენეს. ადვოკატის თქმით, უკანონო დაკავებაში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი ბორის [ბაჩო] ხაჟომიაც მონაწილეობდა, ვისი ხმაც ისმის ჩანაწერის ბოლოს: „ეს არაა მაგი“. თემურ …

„მათ არ აქვთ ხმა“ – მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობის შესაჩერებლად ბათუმში აქცია გამართეს

„ძაღლს რომ ადამიანი აწამებს, ის ხვალ ჩვენ მოგვკლავს,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი, აქციის „შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, 18 ივნისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა აქცია მიუსაფარი ცხოველების დასაცავად და მათზე ძალადობის შესაჩერებლად. თამარ ბოჭორიშვილი აქციაზე ლეკვით ხელში დაგვხვდა. იგი ამბობს, რომ ბათუმში კარგად იცნობენ, როგორც ცხოველების მოყვარულს და ხშირად ურეკავენ ქუჩაში მიტოვებული შინაური …

სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი

პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით. განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – …

„საბანკო ანგარიშზე შეღწევით 9 ათასი ლარი მიითვისეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა

„ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით“ თბილისსა და ბათუმში შსს-მ 3 პირი დააკავა. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულებმა – ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური …

„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა – ინტერვიუ

„ჩანაფიქრი მარტივია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფიზიკური თავდასხმების გახშირება „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე? პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ეს დასაწყისია“ და ძალადობის, ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური მეთოდების გამოყენების მასშტაბი …

„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი სარჩელი, …

„რა არის ლაჩრობა?“ – ომის ვეტერანები თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ

„რა არის ლაჩრობა?“ – იკითხეს დღეს, 17 ივნისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. მათ  თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს მისი ცნობილი განცხადებისთვის: „ლაჩრულად წაგებული ომი“. 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გაზრდილ მაჩვენებელზე დასმული კითხვის პასუხად თქვა: „…გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და …

გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი გირაო შეუფარდა ბრალდებულ დავით ბ.-ს. მას გამოძიება ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 17 ივნისს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 14 ივნისს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით …

„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ახლა ყველაზე რთული უკრაინელებს,“ – ორ ფაქტორს ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ: რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის? გადამდგარი გენერალიც ელის კონტრდარტყმას, თუმცა ეჭვობს, ზაფხულის დასრულებამდე მოხერხდეს უკრაინისთვის F 16-ების მიწოდება. გიორგი სურმავა სხვა გზებს გვისახელებს, რომლითაც შეიძლება უკრაინამ უპირატესობა შექმნას. …

„ომი არ დასრულებულა, ანწუხელიძე გმირია“ – ბათუმში რიჟვაძის განცხადების გამო აქცია გაიმართა

„ანწუხელიძე გმირია“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 16 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და „ალტერნატივამ“ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძის მიერ უმაღლეს საბჭოში გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურნენ: „…გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“-განაცხადა თორნიკე …

Exit mobile version