„ობიექტივის” სახეები „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში

ვინ არის „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში – უსკოს მიერ გამოქვენებული მონაცემებით გახდა ცნობილი. ალიანსს დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სია არ გაუსაჯაროვებია და არც კანდიდატები წარუდგენია. „პატრიოტთა ალიანსის“ პირველ ათეულში მედიაკავშირ „ობიექტივის“ ორი წამყვანი მოხვდა – მერაბ ბლადაძე და ნინო დავითაშვილი “ობიექტივის” ბათუმის სტუდიაში მუშაობენ. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა …

22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

22 წლის გიორგი ს.-ს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ჯერ სცემა, ხოლო შემდეგ დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ასევე 22 წლის ახალგაზრდას. დაზარალებულად ცნობილი ნიკა ბ. საავადმყოფოში მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ჯანმრთელია. ბრალდებული და დაზარალებული კლასელები იყვნენ. ორივე მათგანი ბათუმში, …

სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში

სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. “არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა. ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა …

მაჟორიტარი კანდიდატი: კანონპროექტებზე შემოდგომაზე უნდა ვიფიქროთ

ლევან ხინიკაძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაასახელა. ლევან ხინიკაძე ქობულეთის საკრებულოს წევრია 2010 წლიდან. საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” სიით შევიდა. 2013 წელს, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გახდა. რატომ გადახვედით „რესპუბლიკურ პარტიაში“ მაშინ, როცა პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა. ამას ცხოვრება ითხოვდა… კონკრეტულად რომ გვითხრათ? …

ფინანსური პოლიცია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას სწავლობს – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, საქმის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს სწავლობს ფინანსური პოლიცია. დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.  დარღვევების …

მაჟორიტარი კანდიდატი: ვიჯდე პარლამენტში და პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო, მაგის კაცი არ ვარ

სოსო ნოღაიდელი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის კანდიდატად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს. სოსო ნოღაიდელი პოლიტიკურ კარიერას პირდაპირ პარლამენტიდან იწყებს. გვითხრა, რომ აქამდე პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა. ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკურად გააქტიურება და რატომ „თავისუფალი დემოკრატები“? მე არ შემირჩევია, მეგობრების რეკომენდაციით შემხვდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები. ეს სადღაც ამ წლის ივლისში იყო. …

მაჟორიტარი კანდიდატი: მე იმის კაცი არ ვარ ახლა, რომ ხალხს წინასწარ რაღაცეები დავპირდე

ავთანდილ ხაბაზი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტიკურმა პარტიამ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ქობულეთის საკრებულოს წევრია. ბატონო ავთანდილ, რის გამო გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა „პატრიოტთა ალიანსიდან“? თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავხდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი. „ქართულმა ოცნებამ“ დამიწუნა და იმიტომ გადავწყვიტე ასე, ვითომ …

ხულოს საკრებულო მოქალაქეთა პეტიციას განიხილავს

ხულოს საკრებულო მოსახლეობის პეტიციას ხვალ, 13 სექტემბერს განიხილავს. “დემოკრატიის ინსტიტუტის” პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა 5 პეტიციით მიმართეს საკრებულოს: მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება; მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება; გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის …

ვინ როგორ მოხვდა საარჩევნო სიაში

პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოგებას ამჯერად ძირითადად ახალი სახეებით ცდილობენ. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოდან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ სიის ათეულში ვერავინ მოხვდა, „კონსერვატორ“ დავით ბაციკაძის გარდა. სიაში მოხვდნენ „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტები, ასევე სხვადასხვა გავლენიანი თანამდებობის პირების ნათესავები, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ დამფუძნებელ თარხან-მოურავის თანაგუნდელი დავით თედორაძე, რომლის სიძე ირაკლი ერისთავია, აჭარაში სუს-ის ხელმძღვანელი. „პროკურორი ხომ არ ხართ, …

ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია. ვაჟა-ფშაველას …

ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა. “შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” …

ბათუმის ყოფილი ფოსტის შენობაზე რამდენიმე დეკორატიული თაღი მუშებმა დააზიანეს

სასტუმრო “პრინცესას” რამდენიმე დეკორი მუშებმა პროტესტის ნიშნად დააზიანეს. საუბარია ყოფილი ფოსტის შენობაზე, სადაც სამუშაოებს ამჟამად კომპანია “მეტრო სითი” ახორციელებს. “დავანგრევ, ჩემი გაკეთებული რაცაა, ის უნდა გავანადგურო… აქედან არ ჩამოვალ, სანამ ხელფასს არ მომცემთ,” – ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა მუშამ სასტუმროს ეზოში მყოფ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. რამდენიმე მშენებელი მეორე სართულზე, შენობის გარე ფასადზე იმყოფებოდა და ხის ხელკეტით …

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩია. კონკურსში წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან 6 პირი უსკომ, როგორც კომისიაში განაცხადეს, ძირითადად საარჩევნო პროცესების გამოცდილების მიხედვით შეარჩია. გარდა ამისა, უსკოს წარმომადგენლობის მსურველს უნდა ჰქონოდა საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უსკოს წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების …

ვინ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ათეულის შემდეგ

პარტია “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მეორე ათეული ასე გამოიყურება. 11. თამაზ სალუქვაძე – ბათუმის მერია, წარმომადგენელი თამარის უბანში 12. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე 13. ნათია თხილაიშვილი – ქობულეთის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 14. ლევან კინწურაშვილი – ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 15. …

საკანონმდებლო ორგანო კანონების გარეშე

რა შეცვალა კანონმდებლობაში 4 წლის განმავლობაში აჭარის საკანონმდებლო ორგანომ – „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრა. „რა მივიღეთ და მთის კანონი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – გვითხრა მერაბ აბაშიძემ. ის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა „ეროვნული ფორუმიდან“.  შევახსენეთ, რომ „მთის კანონი“ პარლამენტმა მიიღო და ეს არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოში …

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა. კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან …

“აჭარის ტელევიზიის” სახეები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ცოტნე ანანიძეა – საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” დირექტორის მოადგილე, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. ინფორმაცია “ბათუმელებს” თავად ცოტნე ანანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის სიის რომელი ნომერი იქნება და დეტალებზე საღამოს 6 საათის შემდეგ ისაუბრებს. “თანამშრომლების ნაწილს უკვე დავემშვიდობე. დღეს გავიგე, რომ “ქართული ოცნების” სიაში ვიქნებოდი, …

5 რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელის მოთხოვნა კანონში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ იმ ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ვერ გადაეცემა ვერც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა. „სახელმწიფოს არ სურს, ხელიდან გაუშვას რელიგიური ორგანიზაციების მართვის ბერკეტები, – მიიჩნევს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. ის ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო …

შიდა აუდიტის დასკვნა “აჭარის ტელევიზიაში”

“მაუწყებელში არსებული საბიუჯეტო კონტროლის სისტემები არაეფექტურია” – წერია დასკვნაში, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს” შიდა აუდიტმა დადო. ახალ დასკვნაში აქცენტირებულია მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჯერ კიდევ მუხლობრივად იწერება და არ არსებობს მისი პროგრამული ნაწილი. გარდა ამისა, გამიჯნული არ არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ბიუჯეტი. აუდიტი ხაზს უსვამს ზოგად პრინციპს, რომ მუხლობრივი ბიუჯეტით ძირითადად ხარჯების …

იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულის საქმე

იარაღის უკანონო შენახვა-ტარების საქმეზე დაკავებული მინდია ოჯახიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის გუშინ, 6 სექტემბერს, ღამით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. იზოლატორიდან გამოსული სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს იმის გასარკვევად, გადაამატეს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას პოლიციელებმა. “მოქალაქე აცხადებს, რომ მას დაკავების დროს …

გამოხმაურება არმაზ ახვლედიანის განცხადებაზე

ბათუმის 69-ე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ძველი ბულვარის” ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე გამოეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო შტაბში მუშაობა. არმაზ ახვლედიანის თქმით, შტაბი რამდენიმე წევრმა ზეწოლის შედეგად დატოვა, მათ შორის, ნანა მეგრელიძემ. „არმაზ ახვლედიანის სურვილი იყო, ვყოფილიყავი მის გუნდში, მაგრამ მისთვის ამის თანხმობა არ მიმიცია. არმაზს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობდი …

რატომ ვერ სრულდება ლერმონტოვის ქუჩის რეაბილიტაცია

ლერმონტოვის ქუჩა ნაწილ-ნაწილ ისევ გადათხრილია, მათ შორის, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ. საუბარია იმ მონაკვეთებზე, სადაც ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს, მაგრამ იქ არ მუშაობენ სპეციალისტები, არც მძიმე ტექნიკა. “ბათუმელები” ამ თემაზე მიმდინარე წლის ივნისში წერდა. მაშინ ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში, ჯაბა ტუღუშმა  უთხრა, რომ მიმდინარეობდა უკვე რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემის ტესტირება და თუკი ხარვეზი არ აღმოჩნდებოდა, ქუჩაზე ასფალტს …

არმაზ ახვლედიანი: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “ოდეერებთან” ერთად ჩემი შტაბის კოორდინატორს შეხვდა და აიძულა შტაბის დატოვება,” – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ის პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამჟამად ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. არმაზ ახვლედიანის თქმით, ირაკლი ქონიაძემ მასთან შტაბში მუშაობა ივლისის ბოლოს დაიწყო: “აგვისტოს დასაწყისში შეხვდა მას ზურაბ პატარაძე და აიძულებდა …

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა. „თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ …

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …

აგვისტოს ომის ვეტერანი შსს-სგან ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს

რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ვეფხვია აბაშიძე ცნობას ნასამართლეობის შესახებ ვერ იღებს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ვეფხვია აბაშიძემ სამუშაო ადგილი კერძო დაცვის სამსახურში იპოვა, სადაც ცნობა ნასამართლეობის შესახებ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა რომ დასაქმდეს. თუმცა ის ცნობას შესაბამისი უწყებიდან ვერ იღებს. “სამხედრო სამსახურში კონტრაქტი 2010 წელს შემიწყვიტეს. მას შემდეგ უმუშევარ ვარ,” – გვიყვება ვეფხვია აბაშიძე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა …

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს „იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, …

“კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, პირველ სექტემბერს დანიშნული არსებითი განხილვა ე.წ. “კაბელების საქმეზე” და გიორგი უგულავას სარჩელზე, არ შედგა. განხილვა დღის სამი საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ მხარეებს სასამართლოს ადმინისტრაციამ აცნობა, რომ განხილვა არ შედგებოდა. სასამართლოს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ე.წ. “კაბელების საქმეს”, საკონსტიტუციო სასამართლო …

რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის …

საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …

დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში

ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. „დადებით …

ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ

რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან …

როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა

კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო. “ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 …

დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში

“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად,” – ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რაზეც მადონა ბერიძემ “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა გაამახვილა ყურადღება. წინასაარჩევნო გარემოზე დღეს, 31 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების მაჩვენებლებმა იმატა. მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საარჩევნო ადმინისტრაციების …

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, 28 აგვისტოს, გვიან ღამით ავტოავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამავე ავტომანქანაში მყოფი კიდევ სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე მსუბუქ ავტომობილში არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ღამის კლუბში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში, ღამის კლუბ Sector 26-ში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით,  ზ.მ.-ს  და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე. ზ.მ. პროფესიით …

Exit mobile version