შემაჯამებელი ოქმები სასამართლოს განხილვის დასრულებამდე

ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”. პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რომლის მიხედვითაც შემაჯემებელი ოქმი საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის დასრულების შემდეგ უნდა გამოიცეს: “ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია საარჩევნო დავებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საოლქო კომისია არაფრად აგდებს სასამართლოს, ან პირიქით, ისინი ერთობლივად …

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …

რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – …

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში დაიშალა

“თავისუფალი დემოკრატები” დღეს, 12 ოქტომბერს ჯაბა ბერიძემ დატოვა. იგი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. “იმდენი რამ მოხდა ამ პარტიაში, იმდენმა დატოვა, უკვე მეც ვეღარ ვხედავ აქ საკუთარ თავს,” – უთხრა ჯაბა ბერიძემ “ბათუმელებს”.  ამბობს, რომ ეს არჩევანი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, არჩევნების შედეგმა. ჯაბა ბერიძე კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პარტიაში შესვლას. ამბობს, რომ საკრებულოში …

მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა. “ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც …

“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”

„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება …

მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ …

კომისიის თავმჯდომარე მთვრალ ამომრჩეველს: გამოფხიზლდი და ისე მოდი

ხულოში მდებარე #18 უბანზე ერთ-ერთი მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. იგი ხმის მიცემას აპირებდა, თუმცა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, მამუკა მელაძემ სააგენტო „all media“ -დან ეს გააპროტესტა, რაც გაითვალისწინა კომისიამ. „მოფხიზლდი და მერე მოდი,“ – უთხრა ამომრჩეველს კომისიის თავმჯდომარემ, იაგო ბოქლვაძემ, რის შემდეგაც მამაკაცმა საარჩევნო უბანი პროტესტის გარეშე დატოვა.  იაგო ბოლქვაძის თქმით, ამომრჩეველი მართლაც ნასვამი იყო,  იგი გამოფხილზდება და ისე …

„დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაშორებდა რეალობას“

ინტერვიუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მოადგილესთან კონსტანტინე ვარძელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მოსამართლეს შორის, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა. მოსამართლის მანდატი 10 წლის ვადით ამჯერად პრეზიდენტმა ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს გადასცა, უზენაესმა სასამართლომ – თემურ ტუღუშს. სასამართლოს კიდევ ერთ წევრს ახალი პარლამენტი შეარჩევს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უკვე ყოფილმა მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა თავის ბოლო სამუშაო დღეს …

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლეთა ნაწილმა დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე კანდიდატურები არ დასახელებულა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ შემადგენლობას თავმჯდომარის კანდიდატურის დასასახელებლად ორკვირიანი ვადა აქვს, ასარჩევად – ერთი თვე. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა შეარჩია, ხოლო თემურ ტუღუში – უზენაესმა სასამართლომ. კიდევ …

უკანონოდ განთავსებული ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

უკანონოდ განთავსებული საარჩევნო პლაკატების და ბანერების ჩამოხსნას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. ბათუმის მერიამ ამ კუთხით 27 სამართალდარღვევათა ოქმი 3 და 4 ოქტომბერს შეადგინა. მერიაში განმარტავენ, რომ ბანერების ჩამოხსნასა და საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.  საუბარია შემთხვევებზე, როცა საარჩევნო სააგიტაციო მასალები ბათუმის ისტორიულ უბნებში მდებარე შენობებზეა განთავსებული. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებს” უთხრეს, …

“აჭარის ტელევიზიის” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს

ირაკლი ანთიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიის და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. იმის მიუხედავად, რომ მრჩეველთა საბჭოს, ანუ ბორდის სხდომები ღიაა, ირაკლი ანთიძეს მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევა. ირაკლი ანთიძე “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი თანამშრომელია. ტელევიზიაში ამბობენ, რომ მან რამდენჯერმე აგრესიული ფორმით შეუშალა ხელი ბორდის მუშაობას. “დაახლოებით 14 სხდომაზე არ მომცეს დასწრების საშუალება. თავდაპირველად დაპირისპირება ბორდის …

არმაზ ახვლედიანი: ეს ის შემთხვევაა, როცა უმრავლესობა მარტო არ უნდა დატოვო ღუმელთან

„ეს წინასაარჩევნო გარემო არის მეტისმეტად უცნაური,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი. ბათუმელებისგან პარლამენტარის მანდატის მოპოვებას ის დამოუკიდებლად ცდილობს. თვლის, რომ პარტიების კუთხით არჩევანი გართულდა. ბოლო პარტია, რომელსაც დაუპირისპირდა „ქართული ოცნება“ იყო, სადაც იგი აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა. მანამდე ის ორგზის იყო პარლამენტარი. იყო ასლან აბაშიძის თანაშემწეც. არმაზ ახვლედიანი არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ …

“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ნუკრი ბეჟანიძე დებატებში არ მონაწილეობს

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ნუკრი ბეჟანიძე საჯარო დებატში არ მონაწილეობს. ხვალ, 6 ოქტომბერს ბათუმის ცენტრალური უბნის მაჟორიტარი კანდიდატების დებატს არასამთავრობო ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის” აწყობს. წინასაარჩევნო დებატი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში, საღამოს 6 საათზე დაიწყება. “ქართულმა ოცნებამ დღეს უარი გვითხრა დებატში მონაწილეობაზე, თუმცა მათ აქვთ საშუალება შეცვალონ გადაწყვეტილება დღის ბოლომდე. დებატებში 8 კანდიდატი …

მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის …

არმაზ ახვლედიანი “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატში იწვევს

“მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის დებატში, ოღონდ ბატონმა ნუკრი ბეჟანიძემ გაგვაგონოს საკუთარი ხმა და გავიგოთ მისი სათქმელი,” – აცხადებს არმაზ ახვლედიანი. ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში “ქართული ოცნების” კანდიდატს დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. თვლის, რომ დემოკრატიული არჩევნების პრინციპი ირღვევა, რადგან მმართველი გუნდის კანდიდატი არა მხოლოდ მასთან, საერთოდ წინასაარჩევნო დებატებზე უარს ამბობს. “არჩევენებამდე …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის. „იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ …

მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, 29 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც „მარიხუანას მოხმარება არაერთგზის“  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე შეაფასა ანტიკონსტიტუციურად, რადგან მიიჩნია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე უკვე გამოტანილია იდენტური გადაწყვეტილება. 2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ქიქარიშვილის საქმეზე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის …

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დარბაზიდან გავიდა თუ არა, დისკრიმინაციაში მხილებულმა ჟუჟუნა და ზურაბ რუხაძეებმა, ასევე ანგელინა ყურშუბაძემ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ქობულეთში მუსლიმური პანსიონი მაინც ვერ გაიხსნება. როგორ აპირებს ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და უზრუნველყოფს თუ არა იგი მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირებას ხელშეშლის გარეშე – „ბათუმელებმა“ შეკითხვაზე პასუხი აჭარის მთავრობისგან ვერ მიიღო. ქობულეთის პანსიონი ისევ დაკეტილია. მუსლიმი თემი სასამართლო …

რა მიუთითა პროკურატურას მოსამართლემ – ადვოკატს მტკიცებულების განადგურება არ დაუდასტურდა

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე მტკიცებულების განადგურების ნაწილში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ სცნო. ადვოკატს გამოძიება ნარკოშემოწმების დროს ბიოლოგიური მასალის, შარდის განადგურებას ედავებოდა. ირაკლი ზაქარიაძემ ივნისში აჩვენა “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ მას ნარკოტესტირების ჩაბარების პერიოდში, ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ადვოკატის ცემის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ საქმე სასამართლოში შეიტანა. …

მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი

დავით მანელიშვილი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ბოლო 16 წლის განმავლობაში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. სოციალური შემწეობის სისტემას ღიად მას შემდეგ აკრიტიკებს, როცა დეპუტატის მანდატისთვის დაიწყო ბრძოლა. მემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სახელმწიფო სახსრებით მაცივრების შეძენის დაპირებასაც აძლევს მეციტრუსეებს. დავით მანელიშვილი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად …

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით …

პოლიციელი, რომელმაც მანქანით ქალი გაიტანა, ისევ საპატრულოში მუშაობს

ბათუმში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის ქვის ღობე ახლაც მონგრეულია. აქ ყველას ახსოვს 26 აგვისტოს საღამო, როცა პოლიციელმა მანქანით 52 წლის ტურისტი ქალი გაიტანა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომელი ისევ პოლიციაში მუშაობს. „გარეთ გახედვა ვერ მოვასწარი, ისე უცებ ჩამოიქროლა მანქანამ… როცა გამოვედი, მამიდაჩემი მონგრეულ ღობესთან იწვა… აღარ სუნთქავდა. შავი მერსედესით იყო ვიღაც. არც …

დეპუტატობის კანდიდატი: ივანიშვილის ლანძღვამ ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა

ტრისტან ჯინჭარაძე ქობულეთის 71-ა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია „რესპუბლიკური პარტიიდან“. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ უცხოვრია. ამის მიუხედავად ქობულეთელებისგან პარლამენტის მანდატის მიღების მოლოდინი აქვს. ამჟამად არის საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის საკრებულოს წევრი. პოლიტიკურ პროცესებში 2007 წლის შემდეგ ჩავერთე, ცნობილი მოვლენების შემდეგ. მანამდე 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. 2007-ში ჩავთვალე, რომ აღარ შეიძლებოდა მოვლენებისთვის გვერდიდან …

ლიდერები და უცნობები აჭარის საარჩევნო სიებში

პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამ არჩევნებზე საკუთარმა სურვილმა თუ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ აჭარაში ჩამოიყვანა. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძვიან დავით ბერძენიშვილი და დავით თარხან-მოურავი… აჭარის საარჩევნო სიებში რამდენიმე ისეთი ადამიანიც მოხვდა, ვისაც თავად საარჩევნო სიის წევრებიც ვერ იცნობენ… რას ჰპირდებიან ლიდერები და უცნობები აჭარას, აქვთ თუ არა მათ ცალკე საარჩევნო პროგრამა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის? „რაღაც ისე მოხდა, რომ …

როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე

„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო …

მერია 100-მდე გონიოელს მიწას საიდუმლოდ აძლევს

მერიამ 98 გონიოელს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება აღუდინა. ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომა 16 სექტემბერს ჩატარდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ სხდომის და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მერიას საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია. სხდომის ოქმი ასევე არ იძებნება ბათუმის მერიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის საკუთრება იმ გონიოელებს აღუდგათ, …

მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს

“ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას,” – ამბობს გიორგი კირთაძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია და ასევე 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. „ერმაკოვი აცხადებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია აქვს და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასაკეთებელი. ამისთვის ის 2 …

მიიღეს თუ არა “შეღავათიანი კრედიტი” „იპოთეკით დაზარალებულებმა“

“არაფერიც არ მიგვიღია. ჩვენ ისევ საპროტესტო აქციებზე ვართ,” – გვითხრა ნარგიზ დოლიძემ. ის ერთ-ერთ ე.წ. იპოთეკით დაზარალებულებს შორის, ვინც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და “შეღავათიანი კრედიტის” მიღებას ცდილობს. გუშინ, 20 სექტემბერს “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ქობულეთში, “ბათუმელებთან” თქვა, რომ 64 პრობლემური ოჯახიდან 18-მა მიიღო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი: “გეუბნებით ორი-სამი დღის ამბავს. მათ მიეცემათ გრძელვადიანი და …

მაჟორიტარი კანდიდატი: ქობულეთს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული მერი

გიორგი რომანაძე ქობულეთის 71-ე სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ის პირდაპირ ქობულეთის გამგებლად დაინიშნა. ამბობს, რომ ეს თანამდებობა მისმა მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან  გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „გზა ისევ მთავარი პრობლემაა ქობულეთში,“ – ამბობს მმართველი პარტიის კანდიდატი. პოლიტიკური …

აუზში ბავშვისა და მამაკაცის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღეს, 21 სექტემბერს, საცურაო აუზში დაშავებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა თამარის დასახლებაში დღეს დილით მოხდა – საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მდებარე საცურაო აუზში 3 წლის ბავშვსა და 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა. სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი, რომელიც ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა, კონტაქტური იყო და ის ბავშვთა საავადმყოფოშია. …

“რესპუბლიკელები” ბათუმში თურქული სკოლის გახსნაზე

“მოვითხოვთ, დროებით შეჩერდეს სკოლის ფუნქცინირება, ვიდრე კითხვებს არ გაეცემა პასუხი და საქართველოს კანონმდებლობა არ გავრცელდება ამ სკოლაზე,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დღეს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძე ბათუმში ორი დღის წინ თურქული სკოლის გახსნას გამოეხმაურა. “თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა ბევრ …

მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის საქმე ბათუმის სასამართლოში

58 წლის გ.გ.-ს გამოძიება „გერლფრენდის“ ცემას ედავება. ოჯახში ძალადობის შემთხვევას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „კი, ბატონო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. ის საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტიცებულებას სადავოდ არ მიიჩნევს. დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ქალს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს მიღებული. „საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის,“ …

მაჟორიტარი კანდიდატი: როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე?

კობა ნაკაიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. პროფესიით ექიმია. წლების განმავლობაში ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. არ გამორიცხავს, რომ მასზე არჩევანი მმართველმა პარტიამ მისი პროფესიის გამო გააკეთა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც პირველი რიგის ამოცანად ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ასახელებს. 2012 წელს ფატი ხალვაშის წინასაარჩევნო შტაბის …

არმაზ ახვლედიანის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის სარჩელი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა 9 სექტემბერს მისი ერთ-ერთი სააგიტაციო ბანერი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ჩამოხსნეს. არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს მიერ 6 ივლისს მიღებული განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა. ამ განკარგულების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სააგიტაციო მასალის …

Exit mobile version