„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
წუხელ, ბათუმში, ღამის კლუბში კაცი დაჭრეს
ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. გუშინ გვიან ღამით მოათავსეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნ.დ.-ს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დაჭრილი პირი არ გადაუყვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. …
ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა
ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს. „გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე. ბათუმის …
Continue reading “ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა”
ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი
ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო? ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ …
რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს
ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს. ბატონო ნადიმ, 2014 წლიდან …
Continue reading “რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს”
ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. სატვირთო მანქანის მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ექიმებს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო მეორე ქალა ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო მართვის საშუალების …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა”
რატომ გაახსნევინეს ბათუმში ახალი მუზეუმი ენმ-ს მერობის კანდიდატს
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალი მუზეუმი გაიხსნა. ბილალ სემიჰ ბოზდემირის სახელობის მინერალური ქვების მუზეუმის გახსნაზე საზეიმო ლენტის გაჭრა ლევან ანთაძეს მოუწია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატს. „მუზეუმის გახსნაში მივიღე მონაწილეობა, აბა, მთავრობა მოწვეული იყო და არ მოვიდა, როგორც ვიცი,“ – ამბობს ლევან ანთაძე. მისი თქმით, ეს მუზეუმი თურქეთის მოქალაქემ, ბილალ ბოზდემირმა გახსნა, რომელიც გეოგრაფი …
Continue reading “რატომ გაახსნევინეს ბათუმში ახალი მუზეუმი ენმ-ს მერობის კანდიდატს”
უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს – გოგიტა გოგიტიძეს შენიშვნა მისცა. გოგიტა გოგიტიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა. ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა. ოლქი სამართალდამრევის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა თამარ დიასამიძის შემთხვევაშიც. თამარ დიასამიძე …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”
ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა
ბათუმის ოლქმა რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელ წარმომადგენლად არჩეული დავით ქარცივაძე მოხსნა. დამოუკიდებელ წარმომადგენლებს ნებისმიერ საუბნო კომისიაში დაუბრკოლებლად შესვლის და ოლქისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვთ. კანონის მიხედვით, ასეთი წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, დავით ქარცივაძე კი წლების განმავლობაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში. ამჟამად იგი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია. ოლქის გადაწყვეტილებით, დავით ქარცივაძე დამოუკიდებელი წარმომადგენელი …
Continue reading “ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა”
ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. „ამ კადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები საარჩევნო ოლქის წევრები, გამგეობის სამსახურის უფროსები, სკოლის დირექტორები და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებენ, მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის აგიტაციაში. …
Continue reading “ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა”
ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო
„აქამდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ანგელოზი იყო და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია. ახლა პირიქით ფიქრობენ,“ – ასე ხედავს ამომრჩევლის განწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი – მიხეილ ბოლქვაძე. ამავე პარტიის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, იგი ხელვაჩაურში პრემიების გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ პრემიას მხოლოდ წამახალისებელი ფუნქცია ექნება. მიხეილ ბოლქვაძე ბოლო ორი მოწვევის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. …
Continue reading “ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო”
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული
„მერობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. რომც იყო, იმდენი რამე გვაქვს გამოვლილი, პოლიტიკოსი ვართ ყველა,“ – გვითხრა მალხაზ მხეიძემ. მას ვკითხეთ, შეუშლიდა თუ არა ხელს პოლიტიკური გამოცდილების არქონა. მალხაზ მხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. დაპირებები ბევრი აქვს, ფინანსური გათვლები – არა. ამბობს, რომ როცა მერი გახდება, შემდეგ მოიწვევს სპეციალისტებს და ყველაფერ დაიანგარიშებს. თუ თანხა არ ეყოფა, …
ენმ მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე საკრებულოს განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს
მწვანე კონცხის პლაჟის გასხვისებაზე ბათუმის საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. პარტიამ შესაბამისი სარჩელით დღეს, 2 ოქტომბერს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავდროულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება – სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისწარმოების შესაჩერებლად. მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი მიიჩნევს, რომ საკრებულომ პლაჟის გასხვისებით …
„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს
მოსამართლე ლევან გელოვანი ლაშა დეკანაძის საქმეს განიხილავს. ლაშა დეკანაძე 12 მარტის დილას დააკავეს ცნიბილი საპროტესტო აქციის შემდეგ, თავდაპირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის, მოგვიანებით მას სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი. ლაშა დეკანაძე ერთადერთია, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის აღიარებაზე უარს ამბობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იმ სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ლაშა დეკანაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დადგინდა. …
Continue reading “„ბათუმის აქცის საქმის“ ბოლო ბრალდებული, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს”
ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს?
ეკუთვნით თუ არა სოციალური შემწეობა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში თვითნებურად შეიჭრნენ – საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილია, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო მის მიმართ ღირსების უფლებას და თანასწორობის პრინციპს არღვევს. თამარ თანდაშვილს გუდამაყარში, ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში აქვს ფართობი თვითნებურად დაკავებული. მოსარჩელე მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პირი …
ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში
დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და …
Continue reading “ზვიად ქორიძე ხობელ მოსწავლეებზე: ისინი არიან მედიისგან მორალურ ტერორში”
ხობელი მოსწავლეების საქმეზე „ასავალ-დასავალმა“ ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ხობის მე-2 საჯარო სკოლის განცხადება განიხილა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინაააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის ის პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ფაქტის სიზუსტეს, დისკრიმინაციის წახალისებას და ბავშვთა უფლებებს. საქმის განხილვა ქალაქ ხობში შედგა. ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის ბოლოს თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. მოსწავლეები კლიპში პიროვნული, რელიგიური და …
ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ …
ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ
გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ქ. რომელსაც …
Continue reading “ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ”
რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო
„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …
Continue reading “რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო”
ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე 2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, …
უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბათუმში
კონკრეტულ სამედიცინო სერვისებზე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოქალაქეებს უფასო კონსულტაციების მიღება მომავალი კვირიდან შეეძლებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების განრიგი ასეთია: ორშაბათი – ზოგადი ქირურგია, ოფთალმოლოგია; სამშაბათი – გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია; ოთხშაბათი – ანგიოლოგია, კარდიოლოგია; ხუთშაბათი – ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ორთოპედია; პარასკევი – უროლოგია, პროქტოლოგია. უფასო კონსულტაციები დილის 10 საათიდან დაიწყება და შუადღის სამზე დასრულდება. კონსულტაციების მისაღებად წარმოებს …
„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად
ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს. „დავით ქარცივაძის …
ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის 8 სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჩამოწვა 6 საცხოვრებელ სახლთან, აქედან ორი ოჯახი დროებით ახლობელთან გადავიდა საცხოვრებლად. „ერთი ოჯახი ლეღვაში ცხოვრობს, მეორე – წყავროკაში. ამჟამად ადგილს სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა მეწყერი. სულ 17 ერთეული ტექნიკური საშუალება მუშაობს,“ …
Continue reading “ქობულეთის 8 სოფელში გზებზე მეწყერი ჩამოწვა”
შვილები დედების წინააღმდეგ
ავტორი: ჯაბა ანანიძე „ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ. ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ …
წვიმიანი ამინდი ბათუმში რამდენიმე დღე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი დღეები წვიმიანი იქნება. სინოპტიკოსები დღეს ღამით ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, ასევე ქარს – 15-20 მეტრი წამში სიჩქარით. ობსერვატორიაში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის გამოიდარებს ბათუმში. დღეს, 27 სექტემბერს ბათუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსია. ხვალისთვის სინოპტიკოსები 18-23 გრადუს სითბოს ელიან. ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეს და ხვალ ზღვაზე შტორმიც …
Continue reading “წვიმიანი ამინდი ბათუმში რამდენიმე დღე გაგრძელდება”
სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება
ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა. ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ. ტრენინგი დღის 4 …
Continue reading “სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება”
27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბათუმში გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ. ხეივანში შეკრებილებმა ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი …
რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები – გამოკითხვა ბათუმში
რა არის პრიორიტეტი ქალი ამომრჩევლებისთვის – ამის გასარკვევად სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საქართველოს 10 რეგიონში გამოკითხვას ატარებს. ბათუმში ქალ ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ანონიმურად 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეუძლიათ. „მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, მაგრამ ბოლო კვლევების მიხედვით ქალების ჩართულობა არჩევნებში ძალიან დაბალია. ჩვენი მიზანია, გაიგონ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა, რა საჭიროებები აქვთ ქალ ამომრჩევლებს. სამწუხაროდ, …
Continue reading “რას ითხოვენ ქალი ამომრჩევლები – გამოკითხვა ბათუმში”
„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს
დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე სახელმწიფო შესყიდვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაცხადა. სერიალის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარია. აქედან, სავარაუდოდ, 200 ათას ლარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წელს გადაიხდის, 331 848 ლარს – მომავალ წელს. „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზადაა. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება. რამდენი დაიხარჯა დეტექტიური სერიალის სცენარის მომზადებისთვის? – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ …
„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა
„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის …
რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე
სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებს შეხვდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ხოფის ახალი გუბერნატორიც. „გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს მიმდინარე მოვლენებს და ვიდეო ჩანაწერებსაც პირადად ნახავს. ის დაპირდა მებაჟეებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან ის მებაჟეები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამ შეხვედრის დაწყებისთანავე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა მოიხსნა,“ – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი, …
Continue reading “რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე”
ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი
„ეს იყო შეცდომა ჩვენი მმართველობის დროს“ და „რა ვნახეთ ამ 5 წლის განმავლობაში?“ – ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ახსენა ინტერვიუს დროს ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. იგი წინა ხელისუფლების დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლევან ანთაძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, სადაც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, 40-მილიონი სოციალურ …
Continue reading “ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი”
თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე
სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე შექმნილ პრობლემას თურქეთის საკონსულო ეხმაურება. სარფში საზღვრის გადაკვეთაზე დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობს. ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. სწორედ მაშინ სცადეს მებაჟეებმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმმვა, როცა მას …
Continue reading “თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე”
ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ
„ამ წუთებში სარფის საბჟო გახსნილია და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. ქართველი მებაჟეები იმყოფებიან თურქეთის მხარეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი. ხატია მოსწრაფიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი თურქეთის საბაჟოს მხრიდან განმარტების მიღებაა, რატომ შეაჩერეს საქართველოს მოქალაქეები: „დღევანდელი შეფერხება არ მომხდარა საბაჟოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის …
Continue reading “ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ”
„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს
„თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ, ასევე ჩემი ოპერატორის – ანდრო ქაჩიბაიას მიმართ, წამართვეს პასპორტი და აღარ მიბრუნებდნენ, ასევე მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ ვიდეოკამერის და მიკროფონის წართმევას,“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი. დღეს, 25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნა. მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს”