მთავარი,სიახლეები

ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ

01.11.2017
ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ

ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა.

„გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან ეგრევე პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა მითხრა, რასაც იმსახურებ, ის გითხრესო, იმანაც ლანძღვა დამიწყო. აი, ამ ქვას ავიღებ და ჩაგარტყამ-მეთქი. მოვიდა და ხელი რამდენჯერმე დამარტყა. მისი ვინაობა არ ვიცოდი, მაგრამ პოლიციაში წავედი საჩივრის დასაწერად. რუსთაველის ქუჩაზე რომ პოლიციის განყოფილებაა, იქ მივედი, მაგრამ არ შემიშვეს, ჩვენ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრებს არ ვიღებთო, დამცინოდნენ… მერე გენერალურ ინსპექციაში დავრეკე“, – გვიყვება ეკატერინე გოცაძე.

ტრანსგენდერი ქალის ამბავს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ ინციდენტზე პოლიციაში ინფორმაცია არ შესულა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეკატერინე გოცაძის ცემის ფაქტზე გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს. ტრანსგენდერი ქალი გვიყვება, რომ იგი მეგობარი მამაკაცის ცოლმა სცემა და დანით დაჭრა რამდენიმე დღის წინ.

ეკატერინე გოცაძე: „მეგობარი მამაკაცის ცოლი ბინაში შემომივარდა, ამ დროს მისი ქმარი ჩემთან არ იყო. მაგინებდა, მცემდა და პურის საჭრელი დანა ჩამომისვა რამდენჯერმე ხელზე. მერე პოლიციას თვითონ გამოუძახა, ეს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა და მიხედეთ, ოჯახს მინგრევსო. გამომძიებელმა განყოფილებაში დამკითხა, ექსპერტიზაც ჩამიტარეს. მსუბუქი ნაკაწრები აღმოჩნდა, მძიმედ დაჭრილი არ ვყოფილვარ. გამომძიებელმა მითხრა, იმ ქალს დავაჯარიმებთო. მერე რა ქნეს, აღარ ვიცი…“

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: