დღეს ბათუმის 23-ე სკოლის შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საკლასო ოთახებში აზიური ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. „წინა დღეებშიც იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დაგვხვდა. თითქმის ყველგან არის ფაროსანა, მაგრამ მეორე სართულზე განსაკუთრებით. ამიტომ სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და იქ შევიყვანეთ მოსწავლეები. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რესურსცენტრში მითხრეს, რომ დღის მეორე …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
რომელი ფილმები დასახელდა საუკეთესოდ ბათუმის კინოფესტივალზე
ბათუმის საერთაშორისო, საავტორო კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის გრან პრი მიიღო სერგეი ლოჟნიცას ფილმმა “ნაზი არსება”. “სპეციალური გაჟღერების” პრიზით კინოფესტივალის ჟიურიმ ორი მხატვრული ფილმი დაასახელა: მარიამ ხიჭვანის “დედე” და სალი პოტტერის “წვეულება” (დიდი ბრიტანეთი). საუკეთესო მსახიობ ქალად ეჩემ უზუნი დასახელდა. ეს მსახიობი მთავარ როლს თამაშობდა თურქი რეჟისორის, იეშიმ უსტაოღლუს ფილმში “შუქჩრდილი”. რეჟისორი იეშიმ უსტაოღლუ ამავე ფილმისთვის საუკეთესო …
Continue reading “რომელი ფილმები დასახელდა საუკეთესოდ ბათუმის კინოფესტივალზე”
„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, ტრადიციულად, ანტითურქული იყო. აქციის მონაწილეთა სიმცირეც დავით თარხან-მოურავმა თურქეთს დაუკავშირა. „ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა“, – აღნიშნა მან. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა და ჰკითხა, რის გამო უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. აქციაზე შეკრებილმა …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ”
ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ტრამვაის სისტემის მოწყობას პირდება. „ბათუმელები“ ლევან ანთაძეს ესაუბრა, რატომ შეიძლება იყოს ტრამვაი ბათუმში საინტერესო და აქვს თუ არა კანდიდატს შესაბამისი ფინანსური გათვლები. „საუბარია თანამედროვე ტრამვაიზე, რომელიც ძალიან უხდება ქალაქს, განსაკუთრებით – ტურისტულ ქალაქს. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ტრამვაი ესთეტიურად იქნება ძალიან ლამაზი, იგი განტვირთავს ქალაქში მოძრაობის ნაკადს. …
Continue reading “ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება”
მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა
წვიმის შედეგად ქობულეთში 30 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ყველაზე მეტი მეწყრული კერა სოფელ ქობულეთშია, სადაც ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და დროებით მეზობელთან გადავიდა. ქობულეთის გამგეობაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შემდეგ სულ 60 შეტყობინება შევიდა. „უყურადღებოდ არ დავტოვებთ არავის. აუცილებლად შეისწავლიან მდგომარეობას გეოლოგები და შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ ოჯახებს. შესაძლოა იქ სპეციალური …
Continue reading “მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა”
ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია. „ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, …
Continue reading “ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა”
ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა
ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10] „ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2] „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] „ერთიანი ნაციონალური …
Continue reading “ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა”
ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის
მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი? 2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე …
მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე
ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს? ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ… დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ? განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის …
Continue reading “მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე”
რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა
დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმების ნახვა შეგიძლიათ: 12.00 საათზე: „თავისუფლების დღე“, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ. 14.00 საათზე: BIAFF საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმები 16.00 საათზე: „როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი “კუნძი“ მოხუცებულთა თავშესაფარში“, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.. 18.00 საათზე: „აფრენა“, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017, 84 წთ. 20.00 …
Continue reading “რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა”
რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს
სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს. „ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და …
Continue reading “რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს”
„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო სია – არჩევნები 2017
ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრები – თემურ ყურაშვილი და ირაკლი ჩავლეიშვილი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში აღარ არიან. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ახალ სახეებზე გააკეთა არჩევანი. მოვწყინდით უკვე ალბათ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს თემურ ყურაშვილმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა. თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო პარტიულ სიის სათავეში ეკონომისტი ლარისა ანდღულაძეა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია მას შემდეგ, …
Continue reading “„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო სია – არჩევნები 2017”
საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა
6 მაისის პარკში ბათუმელი მუშები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ სლოგანით აქცია „აუდიტორია 115“-მა კიდევ ერთხელ გამართა, სადაც მუშებმა თქვეს, რომ კომპანია „მეტროსთან“ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით გუშინ, გვიან ღამით დასრულდა და აქციის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავენ. საუბარია კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ორი მუშა 8 სექტემბერს გადმოვარდა და დაიღუპა. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე …
Continue reading “საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა”
მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …
Continue reading “მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა”
ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას
75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს. …
Continue reading “ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას”
„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია: არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაურ გაბაიძე …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017”
„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017
ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისa და სპორტის მინისტრის მოადგილე. სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია …
Continue reading “„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017”
რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას
ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ. დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა …
Continue reading “რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას”
ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს
„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს. კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა …
Continue reading “ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს”
ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს
პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის …
Continue reading “ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს”
სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ
2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს …
მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო
ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. „12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. …
Continue reading “მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო”
მშენებლობიდან ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ჩამოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ორი, 30 წლამდე მშენებელი ჩამოვარდა. ორივე მათგანი გარდაცვლილია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექიმებს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ახალგაზრდები გარდაცვლილი დახვდათ. პროზექტურასთან შეკრებილი დაღუპულების ახლობლების თქმით, ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობიდან ამწის მოწყვეტამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდაა და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. …
Continue reading “მშენებლობიდან ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ჩამოვარდა და დაიღუპა”
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს
2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ – საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება. 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი. …
Continue reading “შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს”
ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით
სექსის შეთავაზება ირაკლიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან მიიღო. გვიყვება, რომ ქალი მას სალომეს სახელით გაეცნო, სახეც აჩვენა და შიშველი სხეულის ფოტოებიც. სალომე ირაკლის დაუვიწყარ სექსს მთელი ღამით 100 ლარად დაჰპირდა. ირაკლიმ მომსახურების თანხა წინასწარ, სალომესგან მითითებულ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა. მას შემდეგ ირაკლი სალომეს ეძებს. ირაკლი არ არის ერთადერთი, ვინც ინტერნეტსივრცეში „დაუვიწყარი ღამის“ დაპირება მიიღო …
„ქართული ოცნების“ ქალი კანდიდატები ბათუმის საარჩევნო სიაში
„ქართული ოცნებიდან“ ორი ქალი კანდიდატი იბრძოლებს საკრებულოს წევრობისთვის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. ორივე მათგანმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრობა სურთ „ქართული ოცნებიდან“. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი,“ – გვითხრა ნერიმან ცინცაძემ. მან მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა კითხვებზე, პარტიული სიაში რომელი …
Continue reading “„ქართული ოცნების“ ქალი კანდიდატები ბათუმის საარჩევნო სიაში”
ავტოავარიების შედეგად ოთხი თვის განმავლობაში 624 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 58 არასრულწლოვანია. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურამ 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას …
ხულოელმა მოჭიდავემ ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო
ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ხულოელმა მოჭიდავემ – ოთარ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მონაწილეობდა ჭაბუკთა შორის. ოთარ აბულაძე 17 წლისაა. მსოფლიო ჩემპიონატი ათენში გრძელდება. დღეს, 6 სექტემბრის საღამოს ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის კატეგორიაში ბათუმში მცხოვრები თემურ ხოზრევანიძე მიიღებს მონაწილეობას. „ის იბრძვის მესამე, ან მეხუთე ადგილისთვის. ხვალიდან გოგონებს შორის იქნება შეჯიბრი. ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე …
Continue reading “ხულოელმა მოჭიდავემ ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო”
შაჰინის ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება. ლიცეუმის დახურვის შემდეგ შენობა კომპანია „ვი თი ჯგუფმა“ შეიძინა. ამ კომპანიაში განმარტავენ, რომ ლიცეუმის შენობის ტერიტორიაზე კერძო და საზაფხულო სკოლები გაიხსნება. „ვი თი ჯგუფი“ არსებული შენობის ინფრასტრუქტურის განახლებას, მოდერნიზაციას და მაღალკვალიფიციური გუნდის შექმნას აპირებს. „კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც …
Continue reading “შაჰინის ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება”
სიკვდილი გზაში
„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“ – წერდა „ბათუმელები“ იმ დღესაც, როცა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. [checklist] 26 მარტიდან დღემდე ამ ქუჩის ერთ მონაკვეთში, „თიბისი ბანკთან“ მისვლამდე, ექვს ქვეითს დაეჯახა ავტომანქანა, მათ შორის, სამი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა ექიმებს ასევე ბათუმში, თამარის …
რა ხდება, როცა თეატრის დირექტორობის კანდიდატს მინისტრი იწუნებს
ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრს ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოზიციაზე თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხაიძემ თემურ მახარაძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს, რომელმაც დირექტორის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი. თოჯინების თეატრს ბოლო 10 წლის განმავლობაში მედეა ჩარკვიანი ხელმძღვანელობდა. თეატრის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით [4 წელი] ინიშნება. 29 აგვისტოს განათლების და კულტურის მინისტრმა, …
Continue reading “რა ხდება, როცა თეატრის დირექტორობის კანდიდატს მინისტრი იწუნებს”
სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე
გრიბოედოვის თეატრი 172-ე სეზონს ბათუმში გასტროლით ხსნის სპექტაკლით „ალჟირი“ [აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის]. სპექტაკლი 6 და 7 სექტემბერს გაიმართება საღამოს რვა საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე. სპექტაკლი ალჟირის ტყვეებს ეძღვნება, ქალბატონებს საქართველოდან … „ალჟირი“ – ავთანდილ ვარსიმაშვილის დოკუმენტური დრამაა. გაცოცხლებული ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. იგი მოგვითხრობს სტალინური ეპოქის ყველაზე საშინელი ადგილის – გულაგის ერთერთი „კუნძულის“ შესახებ. თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „ბანაკის …
Continue reading “სპექტაკლი ალჟირის ბანაკის ქართველ ტყვე ქალებზე – ბათუმის თეატრის ახალ სცენაზე”
პროგნოზი: დღეს ღამით ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიის ამინდის პროგნოზის მიხედვით, „6 სექტმებერს მოსალოდნელია წვიმა. დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა და ქარი“. ობსერვატორიის მონაცემებით, დღეს ღამით გაწვიმდება და ხვალ საღამომდე იწვიმებს. „გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრი წამში, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი 4-5 ბალი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით შემცირდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ობსერვატორიაში. 8, 9 და …
Continue reading “პროგნოზი: დღეს ღამით ბათუმში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი”
ბათუმში ამ დროისთვის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული
6 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კახაბერ ცისკარიძე „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტიამ“ წარადგინა. 27 აგვისტოს კახაბერ ცისკარიძემ დამოუკიდებელი კანდიდატობის სურვილი დააფიქსირა, თუმცა საარჩევნო პროცედურების მიხედვით, დამოუკიდებელი კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე გასული იყო. ბათუმს დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი არ ეყოლება. სხვა პარტიებს მერობის კანდიდატები საარჩევნო ოლქში ჯერ არ დაურეგისტრირებიათ. ცნობილია, რომ …
Continue reading “ბათუმში ამ დროისთვის მერობის მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული”
ენმ: საოლქო კომისიებმა „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიებით მიიღეს გადაწყვეტილება
„ეს კადრები ადასტურებს იმას, რომ საოლქო კომისიები წინასწარ გამზადებული სიების მიხედვით აკეთებენ არჩევანს. პოლიტიკურად ნეიტრალური და პროფესიონალი კადრების შერჩევის ნაცვლად, საოლქო კომისია „ქართული ოცნებისგან“ გამზადებული სიით მუშაობს,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო კომისიების სხდომების ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 6 სექტემბერს წარმოადგინა. საოლქო კომისიებმა თავიანთი წარმომადგენლების შერჩევა საუბნო კომისიებში გუშინ, …
კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს კერძო დაცვის სამსახურები საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან. მოსარჩელეები არიან შპს „გიგანტი სექიურითი“ და „იუნაითედ სექურითი“. ისინი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ჩანაწერს ასაჩივრებენ, რომელიც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ იმოქმედოს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე, როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორეს მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაც, …
Continue reading “კერძო დაცვის სამსახურები შსს-ს და პარლამენტის წინააღმდეგ”