ზღვასა და ნავთობტერმინალს შორის, მდინარე ბარცხანაში, ნავთობის შემცველი ნივთიერება იღვრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მოქალაქემ აცნობა. ადგილზე „ბათუმელებს“ ნავთობტერმინალის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ პერიოდულად წმენდნენ მდინარეს და დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება. იგივე გვითხრეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მდინარის კალაპოტი მხოლოდ ზედაპირულად დაათვალიერეს და წასვლამდე მოკლედ განმარტეს, პერიოდულად მეორდება ნავთობის შემცველი პროდუქტის ჩაღვრა ბარცხანის ხიდთან. …
Continue reading “მდინარე ბარცხანაში ნავთობი იღვრება – სახელმწიფო პრობლემას არ აგვარებს [ვიდეო]”