ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო. ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ.
ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათასი ტონაა.
სახელმწიფო სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეს არასტანდარტულ მანდარინში. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს საწარმო გადაიხდის, დარჩენილი 10 თეთრი კი, სუბსიდირების სახით ანაზღაურდება.