მთავარი,სიახლეები

რომელი რელიგიის წარმომადგენელი მიიღებს „უჩიპო“ პირადობას – იუსტიციის განმარტება

30.12.2019
რომელი რელიგიის წარმომადგენელი მიიღებს „უჩიპო“ პირადობას – იუსტიციის განმარტება

რომელი რელიგიის აღმსარებელს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა „ჩიპების“ გარეშე და რა სახის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ იუსტიციის სახლში? – ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს მას შემდეგ მივმართეთ, როცა მინისტრ თეა წულუკიანის ხელმოწერით ბრძანება გავრცელდა. ამ ბრძანების მიხედვით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობა „შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.“

იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ეხება. სამინისტროს პრესცენტრში არ გვიპასუხეს, რა სახის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ, მაგალითად, ნათლობის, ან ჯვრისწერის მოწმობა საკმარისია თუ არა „უჩიპო“ პირადობის მისაღებად, თუ სხვა სახის მოწმობა უნდა გასცეს საპატრიარქომ, ან რომელიმე სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ?

„ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს,“ – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში, სადაც დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, როცა ეს ექნებათ.

„ჩიპებიან“ პირადობის მოწმობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 26 დეკემბერს მიიღო. სასამართლომ ე.წ.  „ციფრული პასპორტების“ წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 დეკემბრიდან მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ბიომეტრიულ პასპორტებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: