სახლების ჩამონგრევაზე ენმ პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს

ენმ ფერიაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ხელვაჩაურის თვითმმართველობას აკისრებს, ამის შესახებ ენმ-ს წევრმა მიშა ბოლქვაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა. „2014 წლის მეათე თვეში მაშინდელმა, იგივე დღევანდელმა უმრავვლესობამ მხარი არ დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ პროგრამას, სოციალურად დაუცველი (57 000 ქულამდე) ოჯახების საკუთრებაში არსებული სახლების, ავარიული სახურავების მოწყობის შესახებ. ჩვენ მოვითხოვთ უახლოეს პერიოდში ჩატარდეს საკრებულოს …

ქობულეთში ელექტროენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება

ბოლო მონაცემებით, ქობულეთში ელექტროენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება. ქობულეთის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე წმენდენ ქალაქის ქუჩებსა და სოფლების ცენტრებთან მისასვლელ გზებს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები,კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. ქობულეთის …

ხულოში, სოციალურ სახლში, ბინებს ეკომიგრანტთა ბაზაში დარეგისტრირებულები მიიღებენ

სოფელ ვაშლოვანში დასრულებულ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობების განაწილების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა განცხადებებს 24 თებერვლის ჩათვლით მიიღებს. პროექტში მონაწილეობის მსურველი ოჯახები დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული უნდა ჰქონდეთ პრიორიტეტულობის ქულები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ხულოში მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებს , ვინც დღემდე არ არის დარეგისტრირებული ეკომიგრანტი …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი]. 2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის …

ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.  ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი. როგორც შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ დღეს ბათუმის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. მგზავრობის საფასურის …

საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბი ბათუმის ამერიკულ კუთხეში

უკვე მეორე თვეა, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბის შეხვედრები იმართება. ბავშვები აქ ყოველ ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე იკრიბებიან და ამერიკელ მოხალისე ლეა შაპიროსთან ერთად, სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობას გადიან, რაც საბოლოოდ მათ ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება. ახლა კლუბი 8-10 წლის ოცამდე ბავშვს აერთიანებს და როგორც ამერიკულ კუთხეში გვითხრეს, ახალი წევრების მიღება – კვლავაც შესაძლებელია: …

ენმ უნივერსიტეტის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს

ცოტა ხნის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რევაზ ხარაზმა, უნივერსიტეტის შენობის 4 მილიონ ლარად გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ პროცესის შესაჩერებლად ისინი სარჩელს ამზადებენ: “4 მილიონ ლარად ყიდიან უნივერსიტეტის იმ ქონებას, რომელიც ათეულობით მილიონი ლარი ღირს… ჩვენ აუქციონის დღესაც და მანამდეც ვგეგმავთ შესაბამისი სარჩელის მომზადებას, დღესვე წერილობით მივმართავთ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს. იმისთვის რომ გავასაჩივროთ …

ნათია სირაბიძე – დელეგატი აჭარიდან ევროპის კულტურის პარლამენტში

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა პარლამენტის ახალ წევრად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე დაამტკიცა. ნათია სირაბიძე ბლიც-ინტერვიუში თავად განმარტავს, რას გულისხმობს ევროპის კულტურის პარლამენტის დელეგატობა და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მის წევრებს. ქალბატონო ნათია, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, აჭარისთვის  ევროპის კულტურის პარლამენტში კიდევ ერთი დელეგატის ყოლას? მართალია რეგიონების მიხედვით დაყოფა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება, რომ წევრად …

გასულ წელს ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული ცენტრების მომსახურებით 2016 წელს 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე  94%-ით მეტია. დეპარტამენტის ცნობით, რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადად რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის განსაკუთრებული მოთხოვნა მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებზე იყო. ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მასშტაბით, 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი …

აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

20-22 იანვარს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები, ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ADVENTUR 2017”-ზე წარადგინა. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში გავრცელებული ტურიზმის სახეობების, პროდუქტებისა და დასვენების შესაძლებლობების შესახებ. დეპარტამენტის ცნობით, წელს “ADVENTUR 2017”-ში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელთა ტურისტულ პროდუქტს 24 787 ადამიანი გაეცნო. „აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ …

ყაჩაღობაში ბრალდებულების დაკავებისას შსს-მ ცივი იარაღი და დიდი ოდენობით თანხა ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით ორი პიროვნება შსს-მ 19 იანვარს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და …

სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა

დღეს, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა. საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მოხდა მიწისძვრით დაზარალებული 134 …

როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად [ფოტო]

ახლახან ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მოვლისა და ფილაქნების სარეველებისგან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიაზე, დაზიანებული ფილების აღდგენა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების, რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომლებიც მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმებით დაიწყება. ბათუმის ბულვარის მოვლა შენახვისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 7 590 300 ლარი დაიხარჯება, რომლის …

დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა პროექტის პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს,  თუ როდის დაიწყება უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშნებლობა, ჯერ ვერ ასახელებენ. „სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ეს ჯერ არ ჩანს, რადგან სანამ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, იქამდე მას სჭირდება მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ველოდებით მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. პირველ რიგში დაიწყება პროექტის კვლევითი კომპონენტი – მონიტორინგი როგორც მდინარე ჭოროხის …

“ტურიზმის განვითარების სკოლა” მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ახალი პროექტის “ტურიზმის განვითარების სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ღლონტის განმარტებით “ტურიზმის განვითარების სკოლის” ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის განვითარება იქნება. როგორც შეხვედრზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის რეგიონში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის სოფლად არსებული განთავსების, კვების და სერვისის სხვა მიმწოდებელი ობიექტების საჭიროებების გამოვლენა და ამ ობიექტების პერსონალის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით. …

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, რომელიც სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტების სხვა დანიშნულების ადგილებში გამგზავრებას გულისხმობს, 2012 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეფასდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჯანდაცვითი ინიციატივების“ დირექტორმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდო რამირესმა ბათუმში ჩატარებულ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამედიცინო ტურიზმის საქართველოს ბაზარზე და რა პერსპექტივები …

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მერია ეძებს კომპანიას, რომელიც სცენას მორთავს

ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა რჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გაუწევს ორგანიზებას საახალწლო ღონისძიებებს, რადგან ამ მომსახურებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კრეატივ-ჯგუფმა“ ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დისკვალიფიკაცია მიიღო. საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 340 000 ლარია გამოყოფილი, აქედან ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე 105 755 ლარი …

უსკომ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი დადგენილებით განსაზღვრა

დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიამ (უსკო) დადგენილებით განისაზღვრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც უსკო ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა …

კომისიებსა და ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვის პროცედურები დაიწყო

აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურები დღეს არის ჩანიშნული. განხილვის პროცედურებს მინისტრობის ოთხივე კანდიდატი დაესწრება. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებსა და ბიუროს საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის 111-ე მუხლის თანახმად, ამ საკითხზე მსჯელობისთვის ჯამში 7-დღიანი ვადა აქვთ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის შემადგენლობა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგინა, მან ფინანსთა …

ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. დიდთოვლობის დროს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ამ წუთებში თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზა იწმინდება ზედა მახუნცეთში. რაც შეეხება საუბნო გზებს, ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 6-მდე ლოკაციაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში, პირობებიდან გამომდინარე დაიწყება გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში გზები ყველა მიმართულებითაა გაწმენდილი, მოძრაობა შესაძლებელია როგორც მაღალი …

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს:  “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”. 16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 …

სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება – პირდაპირი სიგნალი პოტენციური მოძალადისთვის

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008  წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში – 1 613. 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ტრანსგენდერს მისი გენდერული იდენტობის გამო კლავენ. ტრანსგენდერი თემის საჭიროებებზე „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი ეკა აღდგომელაშვილი გვესაუბრა. – ქალბატონო ეკა, ბოლო დროს ტრანსგენდერ ადამიანებზე …

ქედაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული თოვლის შემდეგ გამოიდარა, თუმცა სასწავლო პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო შეწყდა მერისის საბავშვო ბაღში, ხოლო გათბობის სისტემის დაზიანების გამო დანდალოს #1 საჯარო სკოლაში. მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, დღეს ქედაში ქედაში -4 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.  ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან უკვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები მახუნცეთისა …

შუახევის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება კვლავ შეფერხებულია

დღეს, 9 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტშიც გამოიდარა, თუმცა გუშინ მოსული დიდი თოვლის გამო შუახევის მაღალმთიან სოფლებში, მათ შორის: „წელათში, მაწყვალთასა და ნაღვარევში მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია სოფელ წაბლანასა და სოფელ ნაღვარევის სკოლებში. „ჩვენ თემის რწმუნებულებთან გვაქვს სატელეფონო კონტაქტი, თუ ვინმე იქნება ისეთი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ გადაყვანას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან კიდევ სხვაგან, …

„ილუსტრირებული სიტყვები” ბათუმის ქუჩის გალერეაში

ბათუმის ქუჩებში, 9 ლოკაციაზე, პროექტი Streetart.ge-ს ფარგლებში განთავსებულ არტბოქსებში, გრაფიკოს-დიზაინერ ბექა ბერიძის „ილუსტრირებული სიტყვები” გამოიფინა. პროექტის ფარგლებში თვეში მინიმუმ ერთი გამოფენის მოწყობა იგეგმება. საგამოფენო არტბოქსები, რაშიც არტისტების ნამუშევრებია განთავსებული, ბათუმის შედარებით უფრო ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, მათ შორის: მემედ აბაშიძის ქუჩის 32 ნომერში, დუმბაძის ქუჩის 12-14ა-ში (კაფე Vinyl-თან), აბაშიძის გამზირზე 17 ნომერში (კინოთეატრ „აპოლოსთან”), მელაშვილის ქუჩის 32 …

ბათუმში „სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ საერთაშორისო გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „BATUMI BUILD 2016” იხსნება.  გამოფენის ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო  კომპანია “Expo Batumi”. მათი ინფორმაციით გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს მომხმარებელს გააცნონ თავიანთი სერვისი და პროდუქცია, გაცვალონ ბიზნესკონტაქტები, გაეცნონ სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს. გამოფენაში საერთაშორისო და …

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

ბათუმში ჰაერში ოქტომბერში აზოტის დიოქსიდის საშუალოთვიური კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას  7.5-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგისა კი 1.2-ჯერ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან მიღებული შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საქართველოს გარემოს დაბინძურების მოკლე მიმოხილვაში წერია, რომ  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებდა ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. მათ შორის უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის …

მიმდინარე სეზონზე აჭარიდან ექსპორტზე 10 500 ტონა ციტრუსია გატანილი

  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის მდგომარეობით აჭარიდან ექსპორტზე გავიდა 10 500 ტონა ციტრუსი, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს.  ეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, ციტრუსის ექსპორტისა და გადამუშავების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლებია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო   ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს …

საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა

ახალი წლის ღონისძიება ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანი სივრცე შესაბამისი თემატიკით მოირთვება, ასევე შეიქმნება პატარა, საახალწლო სოფლის იმიტაცია. სივრცეში განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი, ნაძვის ხე, დიდი და პატარა სცენები, ასევე მოეწყობა სანტას კუთხე, კარნავალი და ქუჩის სხვადასხვა აქტივობა. საახალწლო სოფელი ერას მოედანზე 25 დეკემბერიდან მოეწყობა, სივრცეში დაიდგმება ოცამდე ქოხი, რომლებშიც განთავსდება საკვები …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტოინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს 17:30 საათის მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 533 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 417 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 82 – ნიშანში დგომის გამო, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 5 – კი ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო 10 …

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურული მემკვიდრეობის მოვლისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 139 590 000 ლარით განისაზღვრა. განხილვაში მონაწილეობდა როგორც მერიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უშუალოდ მოქალაქეები. “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას თქმით, ბიუჯეტის პროექტში, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამორჩენილი, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში …

ქედის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო

“ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!”- ამ სახელწოდების აქციას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ადგილობრივი თვითმარველობის და “ქალთა ოთახის” ორგანიზებით ქედის სააქტო დარბაზში დღეს შეხვედრა გაიმართა. აქცია მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტარდება. ქედის გამგებლის დავით დუმბაძის განმარტებით, ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და 16 დღის განმავლობაში, ქედის სოფლებში  თემატური შეხვედრები ჩატარდება მოსახლეობასთან – “16 დღის …

ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებმა ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

დღეს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 20 ქლაქში, ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობები ეწყობა, ქობულეთში საპროტესტო აქციას, ახალგაზრდებთან ერთად, ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებიც შეუერთდნენ. ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ქობულეთში, 13:00 საათზე, ასოციაციის ოფისთან (რუსთაველის 36) დაიწყო. პოსტერების ნაწილი, ასოციაციის ბენეფიციარებმა დღეს დილით მოხატეს: ამავე თემაზე: „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

ქედის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ბიუჯეტის 93% აითვისა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ დღეს ქედის საკრებულოს, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეული სამი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. გამგეობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქედის ფაქტიურმა შესრულებამ 7 მილიონ 127 887 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის გეგმის 92, 8 %-ია. ქედის ადგილობრივმა თვითმართველობამ ცხრა თვის განმავლობაში გათანაბრებითი ტრანსფერით ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 016 900, ხოლო …

Exit mobile version