სიახლეები

სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა

19.01.2017
სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა
დღეს, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა.
საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა.
ამავე პროგრამით მოხდა მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, გაიცა კომპენსაციები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: