სიახლეები

როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად [ფოტო]

19.01.2017 • 5125
როგორ გამოიყურება ახალი ბულვარი გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად [ფოტო]

ახლახან ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მოვლისა და ფილაქნების სარეველებისგან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიაზე, დაზიანებული ფილების აღდგენა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, უკვე არსებობს ახალი ბულვარის განვითარების, რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომლებიც მოსახლეობასთან, ბათუმელებთან შეთანხმებით დაიწყება.

ბათუმის ბულვარის მოვლა შენახვისთვის 2017 წლის ბიუჯეტიდან 7 590 300 ლარი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ფეხით მოსიარულეთა ბილიკის ტერიტორიის ბაზალტის ბორდიურებით მოწყობა, ბულვარის გარე განათების სისტემების შეცვლა და სხვა.

წელს ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირგამაგრების სამუშაოებიც უნდა დაიწყოს.

იქამდე კი ბათუმის ახალი ბულვარი ასე გამოიყურება:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: