7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]

სულ ახლახან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოში პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების პარკებით სრულად ჩანაცვლება დააანონსა. გასულ თვეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს  საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი  გააცნო, რომელიც  პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, …

რა ელის ნურიგელის ტბას

მას შემდეგ, რაც ნურიგელის ტბაში  აერაციის სისტემა დამონტაჟდა, მასში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და დღეს უკვე ნორმის ფარგლებშია. გარდა ამისა, მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, რამდენიმე დღეა ტბაში აღარ ჩაედინება დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყალი, რომელიც ტბის წყალში მარილიანობას ზრდიდა და …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 482 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  378 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 62 – ნიშანში დგომისთვის, 26 ტროტუარზე დგომის გამო, 11  დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და კიდევ 5 ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობში.

ქობულეთში ზღვაზე გადასასვლელები მოეწყობა

ქობულეთში,  ზღვის სანაპიროზე, 5 გადასასვლელი მოეწყობა, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და მოეწყობა განათების სისტემა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 765 996 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბილეთო სისტემა მაისიდან ამოქმედდება

მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალ საბილეთო ელექტროსისტემაზე სრულად გადასვლის ვადა მაისამდე გადაიწია. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი. შპს “ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონული ბარათით სარგებლობა ახალი სისტემის პარალელურად, მგზავრთა მოთხოვნით კიდევ ორი თვე იქნება შესაძლებელი. ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი …

„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“

8 მარტს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, პროფესიით პილოტმა მერი ჩენდლერმა  ამერიკასა და საქართველოში ქალების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მერი ჩენდლერმა საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ  World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მონაცემებით, 144 ქვეყნას შორის გენდერული თანასწორობის განმსაზღვრელი სხვადასხვა ინდიკატორით აშშ მე-40, საქართველო კი 90-ე ადგილზეა. მერი, რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა საქართველოსა და …

საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა [ინფოგრაფიკა]

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებით, ჯამში 887 338 ადამიანია. ამავე მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობას იღებდა 459 618 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით თითქმის 83 ათასი ადამიანით მეტია.

წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ბათუმში (ჰილტონთან, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ და ბათუმის პორტთან), ერთი შეკვეთილში, ერთი ყულევში, ერთი მდინარე სუფსის შესართავთან. დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, დღეს მათ ცხელ ხაზზე კიდევ ერთი შემთხვევის (მდინარე ჭოროხის შესართავთან) შესახებ შევიდა ინფორმაცია, რომლის სიზუსტესაც ამ დროისთვის სააგენტოს სპეციალური …

შეზღუდვები ქობულეთის სასმელი წყლით მომარაგებაში

მეორე დღეა ქობულეთში წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება. წყლის ცენტრალური მილი,  შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, გუშინ დაზიანდა, რის გამოც წყალმომარაგება რუსთაველის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით,  დაზიანებული მილების აღსადგენად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მობილური ჯგუფები. შპს „ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგება დღის ბოლომდე …

გამოფენა “სამი კუთხე“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა „სამი კუთხე“ მოეწყობა. გამოფენაზე ერთ სივრცეში განთავსდება სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, უფრო ზუსტად კი სამ მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა, …

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

3 და 8 მარტს ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამოფენის გამო ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება და ქუჩა მთლიანად ყვავილებით მოვაჭრეებს დაეთმობა. 

ბათუმველოს ფასდაკლების აქცია ქალებისთვის

3-დან 8 მარტს ჩათვლით, დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქალები ბათუმველოს 20-ლარიან ბარათებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ბათუმველოს ბარათების შეძენა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრშია შესაძლებელი. ბათუმველოს სააბონენტო ბარათის შევსება გარდა  ამ კონკრეტული ტურისტული-საინფორმაციო ცენტრისა, შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. დღეის მდგომარეობით ბათუმველოს 370 ველოსიპედი და 23 ველოტერმინალი აქვს, რომლებიც ბათუმის ზღვისპირა პარკში ან ქალაქის ცენტრალურ უბნებშია …

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა. …

კონკურსი ხელოვანებისთვის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის დასაფინანსებლად

აჭარის განათლებისა და კულტურისა სამინისტროში  „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ გამოცხადდა, რომელიც აჭარაში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებს, ინდივიდუალური შემსრულებლებს, მხატვრებსა და სხვებს,  შესაძლებლობას აძლევს კონკურსის წესით მოიპოვონ დაფინანსება საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. „ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი“ ეტაპობრივად ტარდება, ამჟამინდელი მდგომარეობით დასრულებულია კონკურსის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადებების მიღება მიმდინარე წლის …

კლიმატის ცვლილება და სანაპირო ზონის განვითარება – კონფერენცია ბათუმში

ამ წუთებში,  კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე, ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია კავკასიის გარესმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი – CENN. კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა: კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარის სანაპირო ზოლზე; ტურიზმის გავლენა ზღვის სანაპირო ზონის ეკოლოგიური მდგომარეობის გეოგრაფიულ თავისებურებებზე აჭარაში; აჭარის სანაპირო ზონის თანამედროვე მორფოდინამიკა და სხვა. კონფერენციაზე სპეციალისტები იმსჯელებენ და …

წლობით შეუკეთებელი გზები ბათუმის გარეუბანში [ფოტო]

მიუხედავად ბათუმის ქუჩებზე პერიოდულად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ქალაქში დღემდე რჩება ქუჩები, რომლებზეც ათეულობით წლებია გზა არ დაგებულა. ერთ-ერთი ასეთია გიორგი სააკაძის ქუჩა “ჭაობის” უბანში. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დაპირებებისა,  50 წელია ამ ქუჩაზე გზა არ დაგებულა, რის გამოც წვიმის დროს სახლები სისტემატიურად იტბორება. იგივეს ამბობენ ალექსეი ოსტროვის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა განმარტებითაც, მათი …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 478 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 424 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომისთვის, 1- ტაქსისა და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, კიდევ 4 კი  ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოების ნაწილი გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

2016 წელს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის 93 161 ადმიანი დააჯარიმეს. მათგან ათლარიანი ჯარიმა მხოლოდ 24 906-მა გადაიხადა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურისტის შორენა ავჯიშვილის განმარტებით, პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს, ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 …

EMBLAS: შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვებ ნორმას აჭარბებს

შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგებით შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვენ ნორმას აჭარბებს – ეს ინფორმაცია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროექტმა EMBLAS, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. “ნიმუშები შემოწმდა თანამედროვე მეთოდოლოგიით, 2000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებაზე. დაბინძურების ნიმუშები შეიცავდა სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს, წამლებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, არაალებად მატერიებსა და სხვა ნივთიერებებს მთელი შავი …

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტით (EMBLAS), რომლის მიზანიც შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგია, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობის მარინორიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ გასულ წელს აჭარის სანაპიროს მთელ პერიმეტრში, 8 წერტილში აღებული სინჯებიდან ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის …

მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრმა მედეა ვასაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 5 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მედეა ვასაძის თქმით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ცეცხლაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კიდევ ოთხ საწარმოში ეკავა დირექტორის თანამდებობა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო მოქმედი, …

რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვს შეხვედრა. 21 თებერვალს საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, შეხვედრის შედეგად მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალ მათი იურისტები …

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი, რომლის ბენეფიციარები არიან ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, იგი ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება. პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოების ამოქმედებას და იქ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას, …

ორდღიანი საპოლიციო კონტროლის დროს 60-მდე ადამიანი დააკავეს

 21-22 თებერვალს შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა, რომლის დროსაც, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი; ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და …

სასტუმრო “პრინცესას” მიერ მითვისებული ტროტუარი

“სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი თითქმის სრულად არის ათვისებული, რის გამოც გამვლელები იქვე გაჩერებულ მანქანებს გარსუვლიან და მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ სტანდარტის მიხედვით ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80 სანტიმეტრი და მაქსიმუმ 150 …

მახინჯაურის, ჩაქვისა და განთიადის აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

   ბათუმის მერიის ინფომრაციით, ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა მახინჯაურის, ჩაქვისა და განთიადის აბონენტებს.     მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სასმელი წყლის მიწოდება, ეტაპობრივად, რამდენიმე საათში აღდგება.

სასკოლო კლუბების ინიციატივების დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისთვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს. სამინისტრო “სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს დააფინანსებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა  შეადგენს 1000 ლარს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით  შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა წარადგინონ. განათლების …

გონიოს მუზეუმში არქეოლოგიური უბნების განათება იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პროგრამული ბიჯეტით 2017 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში არქეოლოგიური უბნების განათება იგეგმება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქ ასევე მოეწყობა რომაელ ლეგოინერთა იმიტირებული ბანაკი, სადაც აფსაროსში მდგარი რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება იქნება განსახირებული. ამ ყველაფრისთვის ბიუჯეტიდან 444 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს, გონიო -აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმის განვითარების ახალი პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის ორ კოშკს, კეთილმოეწყო …

მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობაში მერია 200 ათასამდე ლარს დახარჯავს

მიმდინარე წელს ქალაქის ტერიტორიაზე 2664 ცხოველის დაჭერასა და ტრანსპორტირებისთვის ვეტერინარულ კლინიკამდე სპეციალური ავტომანქანით, მათ სტერილიზაცია-კასტრაციისთვის, კვებისთვის, ვაქცინაციის, რევაქცინაციისა და დაბირკვისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 200 ათასამდე ლარს გადაიხდის. ამ სამუშაოს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების მომსახურებისთვის ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 199 ათას 800 ლარია. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 9 …

ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მისივე განმარტებით, „მარდი ჰოლდინგის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე, კვლავ რჩება კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე, იგი კომპანიაში ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს. ნათია, კონკრეტულად რა სფეროებს უხელმძღვანელებთ კომპანიაში? ირაკლი რჩება ასევე მარდი ჰოლდინგში, უბრალოდ, მიმართულებები გადავინაწილეთ. მე ვიქნები აღმასრულებელი, ირაკლი კი ფინანსურ …

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესის დარღვევისთვის

ბათუმში დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის, ჯამში, 425 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 355 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 44 ნიშანში დგომისთვის, 17 ტროტუარზე დგომისთვის და კიდევ 9 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.    

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

დღეს, თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ბინები კენჭისყრის წესით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაწილდა. ბენეფიციართა განცხადებები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა და 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაციაც გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ამ ოჯახებთან საკუთრების …

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ მედიატურს აწყობს

9-11 თებერვალს, ბათუმში, შემოსავლების სამსახური ჟურნალისტებისთვის მედიატურს მართავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის, მომსახურებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მედიატურის მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ წარუდგენენ პრეზენტაციებს. სიახლეები საგადასახადო კოდექსში მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ცვლილებსა და აუდიტის რეგლამენტს შეეხება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10 თებერვალს, სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის გაფორმების …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან [ინფოგრაფიკა]

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ …

მერია მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობას იწყებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობა დაიწყება. სამონტაჟო სამუშაოები 120 შენობაზე ჩატარდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს ბათუმის მერიამ 12 და 9-სართულიან სახლებზე ჯამში 33 თოვლდამჭერი დაამონტაჟა. აჭარაში მოსული დიდი თოვლის გამო, ქალაქის მერიამ გუშინ გაფრთხილებაც გაავრცელა, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან გავლას, ჩამოცურებული …

პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხეში 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ონლაინტრენინგი ჩატარდება. ერთსაათიან ონლაინსესიაზე ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კოდინგის საფუძვლებს და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ კომპიუტერული პროგრამები. ონლაინტრენინგზე გამოყენებული იქნება code.org-ზე განთავსებული სასწავლო მასალები. თებერვლის თვეში ჯამში ორი სესია გაიმართება (5 და 26 თებერვალი). კვირას, 5 თებერვალს, 13:00 საათზე, ტრენინგი ჩატარდება ბათუმის …

Exit mobile version