ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art  სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება.   სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. …

7 წესი უსაფრთხო ონლაინ შოპინგისთვის [ინფოგრაფიკა]

საახალწლო ფასდაკლებების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, უსაფრთხო ონლაინ-შოპინგისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, რადგან სწორედ ამ პერიოდში აქტიურდებიან ინტერნეტ-თაღლითებიც, რომლებიც სეილის ნაცვლად თქვენს შეცდომებს დარაჯობენ.  

ქალების „უჩინარი“ სექსუალური დისკრიმინაცია

ეკა: „ღამე სიარულის დროს „სმენას ვაძლიერებ“, რომ ვაკონტროლო ვინ შეიძლება მომიახლოვდეს და საიდან. როცა ხდება ისე, რომ საეჭვო სიტუაციაა, ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს არ მეშინია. ერთი-ორჯერ მე თვითონ შევედი კომუნიკაციაში და ვკითხე, რამე ხომ არ უნდოდა და ამით, როგორც ჩანს, დაფრთხნენ და თავი დამანებეს.“ ლიკა: „საეჭვო ადგილებში ყურსასმენებით აღარ დავდივარ – ასე ვეღარ ვაკონტროლებ, უკნიდან …

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი“ ტარდება

დღეს, ბათუმში, პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხნა, სახელწოდებით – „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება. კონფერენცია ეძღვნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების პრობლემებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპიკერთა მონაწილეობთ. სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს ადამიანების სხვა ქვეყნებში გამგზავრებასსამედიცინო დახმარების მიღების …

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

„ბათუმის მუზეუმი“, რომელიც ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოების შენობაში, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება. ამის მიზეზად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მუზეუმის კონცეფციისა და შენობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებაში დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს. სააგენტოს ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ რემონტის შემდეგ, საკმარისი სივრცის არსებობის შემთხვევაში, მუზეუმის …

შსს-მ სოფელ სარფში 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გუშინ ღამით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 …

პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში დღეს 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის გამო, 576 ადამიანი დაჯარიმდა : პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 485 ადამიანი, ორმაგი პარკირებისთვის – 1, ნიშანში დგომის გამო – 54 ადამიანი, ტროტუარზე დგომისვის – 18 ადამიანი, ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო – დაჯარიმდა 1 ადამიანი, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 16 და …

ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება

  ბათუმში, 12-13 ნოემბერს, კონფერენცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით „ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა“ ჩატარდება. კონფერენციის მიზანია სხვადსხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, რელიგიების დამოკიდებულებისა და ხედვის წარმოჩენა მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის აუცილებლობის თაობაზე, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის  ადამიანებში ტოლერანტული, შემწყნარებლური გარემო წახალისება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „მედიის როლი რელიგიურ და კულტურული …

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” [ფოტო]

  დღეს ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში 2016″ იმართება. სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები ამ წუთებში ქედის გამარჯვების პარკში იმართება. დღეს საპატიო ქედელის სტატუსი მიენიჭა  ბიბლიოთეკარს, პედაგოგს და ფრიდლნ ხალვაშის სახლმუზეუმის დირექტორს – ზურიეთ ბერიძეს, ექიმ-გინეკოლოგ მარინა პოლიაკოვას, გაზეთ “აჭარის” კორესპოდენტს ჟურნალისტ ოთარ ცინარიძეს, ისტორიკოს პუბლიცისტს შალვა აბაშიძეს და საგზაო ინჟინერს ვახტანგ ბერიძეს. თამბაქოს საჭრელი კაიმაღის გამოხდა სეფერატორიდან

ბათუმში 104 აბი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში 1976 წელს დაბადებული მ. კ., დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია

4 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლის შენობაში მამაკაცმა სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით დააზიანა. ფაქტს იუსტიციის სახლის პრესსამსახურში ადასტურებენ:  “მოქალაქემ აგრესიული ქმედება გამოავლინა, დააკავეს ჩვენთან და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოძიება მიმდინარეობს. იმედია, სახელმწიფო ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება”. სულ  ოთხი ჯიხურის შუშებია ჩამტვრეული. როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ინციდენტს სამუშაო პროცესების შეფერხება არ მოჰყოლია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოქალაქის პროტესტი ID ბარათში …

100 აბი „სუბოქსინის” შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

3 ნოემბერს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1980 წელს დაბადებული პ.ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,792 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. …

როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ …

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა …

,,ჰელოუინის წვეულება” ბათუმის ამერიკულ კუთხეში

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმის ამერიკული კუთხში ,,ჰელოუინის წვეულება” მოეწყო, რომელშიც ასამდე მოზარდი მონაწილეობდა. წვეულება მოზარდებმა ამერიკელ მოხალისესთან ერთად აღნიშნეს. წვეულების მონაწილე ბავშვები მოხალისე მხატვრებმა სხვადასხვა პერსონაჟებად მოხატეს. ჰელოუინი ტრადიციულად 31 ოქტომბრის ღამეს, “საშიში” თემატიკის კოსტიუმირებული წვეულებებითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება. ამავე თემაზე: „ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში  

როგორ დავაღწიოთ თავი წარსულ ტრავმებს

საქართველოში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [პტსა] მკურნალობაზე ძირითადად აგვისტოს ომის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ ომის ვეტერანებისა და დევნილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების გარდა, პტსა შესაძლოა ისეთი ტრავმული მოვლენების დროსაც განვითარდეს, როგორიცა სექსუალური ძალადობა ან მისი მცდელობა, წამება, ტყვეობა, სტიქიური უბედურებები თუ ავტოკატასტროფები. რა არის პტსა და როგორ უნდა დააღწიოთ თავი წარსულ ტრავმებზე მოგონებებს, …

17 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 30.79%-მა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევანი გააკეთა 95 041- მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 30,79% – ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 42 857 ამომრჩეველი, 26.95% ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი-16 708 ამომრჩეველი, 33. 87 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი-15 636 ამომრჩეველი, 32. 49 % ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი(ხულო,ქედა,შუახევი)- 19 840 …

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.54 %-მა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 12 საათისთვის აჭარაში 38 713 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ( 308 576) 12.54%-ია. ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის ასე გამოიყურება: 2016 წლის 30 ოქტომბერი – მეორე ტური: არჩევნებზე მივიდა 38 713 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 12. 54 % ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 17 912 ამომრჩეველი, 11,26 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, …

სოფლის ტურიზმის ფესტივალი საღამომდე გაგრძელდება

დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” იმართება. ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყო სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იყო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად …

შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა

თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, …

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება [ფოტო]

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება. ამავე თემაზე: ფესტივალი „განდაგანა“ – რას ნახავთ ხვალ ევროპის მოედანზე [პროგრამა]

უმცირესობების მოლოდინები არჩევნების შემდეგ

არჩევნების შედეგად საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა. მიუხედავად იმისა, თუ ვის ექნება საკანონმდებლო უმრავლესობა, ფაქტია – პარლამენტის საკანონმდებლო ტრიბუნასთან დგომის უფლება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიასაც კი მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით აწარმოებდნენ. “ბათუმელები” შეეცადა გაეგო, თუ რა მოლოდინები აქვთ უმცირესობებს მიკუთვნებულ ჯგუფებს და როგორი იქნება მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, მომდევნო ოთხი წელი …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 547 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 49 – ნიშანში დგომისთვის, 18 – ტროტუარზე დგომის გამო, 11 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 25 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

საკონვენციო ბიურო აჭარაშიც შეიქმნა

საკონვენციო ბიურო, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვიტარებისთვის იმუშავებს, აჭარაშიც შეიქმნება. დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია ბათუმში ჩაატარა. საკონვენციო ბიუროს მთავარი ამოცანაა – საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა. რაც გულისხმობს სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფეენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება-სტიმულირებას. ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფომრაციის …

ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, …

უსკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე,  2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო; მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 585 400 (პროპ.მაჟ.). ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: მაჟორიტარული – 7 212, პროპორციული – 5 410, ჯამში 12 622, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4%-ია. …

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

დღეს, აჭარის ა.რ. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 30 ოქტომბერი. აჭარის  უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე 2 საარჩევნო სუბიექტის, ანუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. უსკოს ცნობით, დამტკიცდა აჭარის …

ხულოს მუნიციპალიტეტში ქალებისა და ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ. კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინოფრმაციით, აქციის ფარგლებში …

ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ცნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა, რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა და მას ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი. შს …

ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები. “შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში …

21 წლის კობას დასახმარებლად

21 წლის კობა ჯინჭარაძე, რომელიც სამი დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა  მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მანქანის დაჯახების შედეგად კობამ დაკარგა მარჯვენა ფეხი და მიიღო სხეულის სხვა მძიმე დაზიანებები. კობას მამა დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ მკურნალობის ხარჯები უკვე 10 000 ლარს აღწევს, რის გადახდასაც დამოუკიდებლად ვერ შესძლებენ: „მას ერთი ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა, აქვს სხვადასხვა ორგანოების დაჟეჟილობა და მრავალნაირი მოტეხილობები, თავზეც ტრავმა აქვს მიღებული.  საჭირო ოპერაციები ჩაუტარდა …

ბსუ-ში ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი საინჟინრო გაანგარიშებების შესახებ საჯარო ლექციებს ჩაატარებს

18, 19 და 20 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ჩვიდმეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სასწავლო პუბლიკაციის ავტორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციების თემაა „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია …

ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება

დღეს, ბათუმში „ეზოს ფეხბურთის“ საშემოდგომო ლიგა იწყება, რომელიც 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში 10 ადმინისტრაციული ერთეულის სამი ასაკობრივი ჯგუფი იასპარეზებს. მასში მონაწილეობას 30 გუნდი, ჯამში 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. პროექტი „მასობრივი სპორტის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.

20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი

უსკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 52,5%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 77, 998 ამომრჩეველი, 49% N71 – ქობულეთის ოლქი- 27, 677 ამომრჩეველი, 56,1% N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 24, 459 ამომრჩეველი, 50,8% N73 – ხულოს ოლქი- 31, …

17 საათის მონაცემებით აჭარაში 132 316-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით,აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 42,9%-მა, ანუ 132 316-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება: N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 63 852 ამომრჩეველი, 40,1% N71 – ქობულეთის ოლქი – 22 439 ამომრჩეველი, 45.5% N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 20 060 ამომრჩეველი, 41.7% N73 – ხულოს ოლქი- 25,965 ამომრჩეველი, …

დავით ბერძენიშვილი: „ოცნება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა”

ბათუმში მდებარე #51-ე უბანთან შელაპარაკება მოხდა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი: “ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. …

Exit mobile version