ირაკლი ჭეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს

ცოტა ხნის წინ  აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგი მოაწყო. მან მიმდინარე არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ არჩევნები აჭარაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა კი მაღალია. მან ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა.  

პაატა ბურჭულაძის ბლოკი „ოცნების” მხრიდან მათი კანდიდატების ანტიკამპანიაზე საუბრობს

#69 საარჩევნო ოლქში პაატა ბურჭულაძის ბლოკიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“  წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი, ნინო ტავლალაშვილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მათი კანდიდატების წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიაზე საუბრობს . “ტრადიციულად ფიქსირდება ტექნიკური დარღვევები, რომლებიც ნებისმიერი არჩევნების დროს არის, მაგალითად, ბიულეტინის ნაკლებობით მიტანა, უბნებზე გარკვეული შიდა დარღვევები, მაგრამ ყველაზე დიდი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, არის 73-ე მაჟრიტარულ ოლქში (ეს არის მაღალმთიანი აჭარა), სადაც …

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 19.3%-მა მისცა ხმა

უსკოს, 12:00 საათის მონაცემებით 59 547-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506 ამომრჩეველი) 19.3%-ია. მათ შორის: N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) –  29 047 ამომრჩეველი, 18.27 % N71 – ქობულეთის ოლქი –   10 106  ამომრჩეველი, 20.4% N72 – ხელვაჩაურის ოლქი –  9 604 ამომრჩეველი,   19.9% N73 – ხულოს ოლქი –  10 790 …

ენმ ბათუმში: ორ უბანზე დაფიქსირდა მარკირებაგავლილი ამომრჩევლის ხმის მიცემის მცდელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის მცდელობის შემთხვევები: „დავაფიქსირეთ რამდენიმე ფაქტი – 90-ე უბანზე, სადაც სამი ამომრჩეველი მივიდა, რომელთაც უკვე ჰქონდათ მარკირება გავლილი, ასევე მე-6 უბანზე იყო ორივე ხელზე მარკირება გავლილი ამომრჩეველი, რომელიც მე-6 უბანზე აპირებდა დამატებით (მესამედ) ხმის მიცემას. შესასვლელში ჩვენი დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები არიან …

უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი

8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს: 6-ს მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით. ცოტა ხნის წინ, უსკო-მ საარჩევნოდ მზადების პროცესი შეაჯამა და გამოაცხადა, რომ არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით  7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული. ასევე, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან. არჩევნებში მონაწილეობს …

6 მაისის პარკის ტბაში აერაციის სისტემა მონტაჟდება

დღეს, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟი დაიწყო. ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა ტბის წყალს ჟანგბადით გააჯერებს, ეს კი ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს. აერაციის სისტემის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 10 სიღრმისეული დანადგარის მონტაჟი, რაც 10 დღის განმავლობაში დასრულდება. ტბაში ციანობაქტერიის დონე მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა, რამაც ტბის ზედაპირზე ნადები …

ველომოყვარულთათვის “არამეგობრული” ბათუმი

ბათუმში ველოინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ველოსიპედისტები მომრავლდნენ, მაგრამ დღემდე მათთვის განკუთვნილ ველობილიკებზე არანაკლები რაოდენობით შეხვდებით ქვეითებსა და წესების დარღვევით პარკირებულ ავტომობილებს. უკვე ხუთი წელია ბათუმის ზღვისპირა პარკსა და ქუჩებზე ჯამში 20 ათასი კვ/მეტრი სიგრძის წითლად გამოყოფილი ველოტრასები და ფასიანი ველოტრანსპორტი – „ბათუმველო“ ფუნქციონირებს. თუმცა, ველოსიპედი, როგორც საქალაქო ტრანსპორტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც ვერ იქცა. ევროპის ქალაქებში ხშირად …

ბათუმში ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული სრულდება

დღეს, ბათუმში, “ბავშვთა ადრეული განვითარების კვირეულის” ფარგლებში გამართული სამეცნიერო სკოლა „ნეიროგანვითარებითი დარღვევები” მთავრდება. ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეული ბათუმში 2 ოქტომბერს დაიწყო და სამეცნიერო სკოლის გარდა, აჭარის რეგიონებში ადრეული ინტერვენციის პროფესიონალების მოსამზადებლად სამკვირიანი კურსიც დაიგეგმა, რომელიც 20 ოქტომბერს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია” და აშშ-დან და პორტუგალიიდან მოწვეული  ექსპერტები უძღვებიან. თელავის “ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის …

მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. „დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში …

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში …

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა …

სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე

აჭარაში ჩამოსული ტურისტების ნაკადის მხრივ წლებია სომხეთი პირველ ხუთეულშია, 2016 წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ციტრუსის რეალიზაციის მხრივაც. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აჭარიდან სომხეთში 785 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 3,06%-ია. რამდენად მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობა აკავშირებს სომხეთსა და აჭარის …

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.  იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,თბილისს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა წინა თამაშებში მოპოვებული ქულებით ჩემპიონი გახდა. ტურნირმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბერს დასრულდა. მასში საქართველოს 8 რეგიონალურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. თითოეული გუნდი 6 მოჭადრაკისგან იყო დაკომპლექტებული, ტურნირის საპრიზო ფონდმა …

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, …

ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

 28 სექტემბერს დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, შეკეთდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს. „მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის, სულ 611 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომის გამო,  17 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

ბიუჯეტის გაფლანგვა, პრიორიტეტების არასწორი განაწილება, განუხორციელებელი და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საარჩევნო კოდექსის დარღვევა, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, ბიუროკრატია მერიაში, ქალაქის იმიჯის შელახვა და ა.შ. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რომელსაც გიორგი ერმაკოვს უყენებენ  საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და მის გადაყენებას მოითხოვენ. “მისი მერის თანამდებობაზე დარჩენა ქალაქში ახალი პრობლემების შექმნისა და ადამიანებისთვის გართულებული ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმების …

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა. შეკრების მიზანი კვლავ რჩება ავტომანქანების მფლობელებისთვის იმის შეხსენება, რომ უსაფრთხო სივრცე ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ და რომ მათი მოძრაობის დროს, დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ველომოყვარულები ანბანის კოშკთან 18 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან, ქალაქის ქუჩებში ორგანიზებული ველომსვლელობა კი 19:00ს საათზე დაიწყება. Critical Mass Batumi-ს ძირითადი წესებია – ველოსიპედისტები არ ასწრებენ ერთმანეთს, არ იფანტებიან და ყველანი …

ბათუმში რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩატარდა

ბათუმში, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყებასთან და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილების დეპარტამენტთან თანამშრომლობით – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის 3 დღიანი საწვრთვნელი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნები 22 სექტემბერს დასრულდა. “იმის გამო, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებობს უსაფრთხოების მზარდი რისკები, ვფიქრობ ეს წვრთნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული. …

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, წინასაარჩევნოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ ვერ მოხვდა პრიორიტეტებში. როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია …

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

ცოტა ხნის წინ, ბათუმის მერიამ, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩის დატბორვასთან დაკავშრებით, განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ბათუმის მერიის ბოლო მონაცემებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის გამო …

“არმინდოდა”, “მეწყინა” და სხვა სახელები ქალებისთვის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 31 ადამიანს ჰქვია “არმინდა”, მათ შორის 30 ქალია. “მეწყინა” ჰქვია 17 ადამიანს და 17-ვე ქალია; “ვაკონა” (მეგრულად – არ უნდათ) ჰქვია 77 ადამიანს, მათგან 74 ქალია; “არმინდოდა” ჰქვია ერთ ქალს; 24 ადამიანია რეგისტრირებული სახელით “გულსარა” – ყველა მათგანი ქალია; სამ ადამიანს ჰქვია “კმარა” – ყველა მათგანი ქალია; ასევე, 12 …

აჭარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, 16 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  12:00-დან 17:00 საათამდე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიქარეულში, მასაურსა და წინსვლაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდბა 250 აბონენტს. 19 სექტემბერს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგია შეუწყდება 1730 აბონენტს ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში – წონიარისი, ცხმორისი და დანდალო. 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება ბათუმში მცხოვრებ 7577 აბონენტს – ურეხის დასახლებაში, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, ორბელიანის, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძის, პუშკინის, …

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ჭავჭავაძის ქუჩა ბათუმში [ვიდეო]

  ამავე თემაზე: ბათუმის დატბორილი ქუჩები [ფოტო] ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა კვლავ დაიტბორა [ვიდეო]

ბათუმის დატბორილი ქუჩები [ფოტო]

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის მემედ აბაშიძის გამზირი, 26 მაისის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, მაიაკოვსკის, პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების მონაკვეთები.              

ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა კვლავ დაიტბორა [ვიდეო]

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის დატბორილია მემედ აბაშიძის, 26 მაისის და ფარნავაზ მეფის ქუჩები ნაწილი. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მოსული ძლიერი წვიმის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა, გამოძახებები ძირითადად სარდაფების დატბორვას უკავშირდება. ბათუმში ამ დროსაც გადაუღებლად წვიმს.

საინფორმაციო შეხვედრა Green Card-ის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამის შესახებ

დღეს, 16 სექტემბერს, 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მწვანე ბარათის/Green Card საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართება. პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებს ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლები უპასუხებენ. საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით არის ცნობილი, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს. ბათუმის ამერიკულ კუთხის მისამართია ვაჟა-ფშაველას …

ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით, ბათუმში, ყინულის სასახლეში,  აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – “Agro Batumi 2016” გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. „Agro Batumi 2016”- ის მონაწილე კომპანიები,  საკუთარ პროდუქციას სამი დღის განმავლობაში გამოიტანენ გამოფენაზე. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და ასევე, შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან. გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO–ს“.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 563 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის – 465 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 57 – ნიშანში დგომისთვის, 20 – ტროტუარზე დგომის გამო, 8 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 11 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – ავტობუსის გაჩერებაზედგომისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

უსკოს ცნობით რეგისტრაცია 5 საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით, დღეს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) არ წარადგინეს უსკოში პარტიული სია. საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაუუქმდათ: …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გუშინ ირაკლი ჭეიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-3 ნომრად დასახელდა.  

ლადო მგალობლიშვილი თანამდებობიდან გადადგა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა, ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გუშინ ლადო მგალობლიშვილი, აჭარაში „ქართული ოცნების“ სიის პირველ ათეულში, მე-6 ნომრად დასახელდა.  

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” სიის პირველი ათეული აჭარაში: 1. კალაძე გიორგი [შპს “მანგანუმ” , “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 2. ბერიძე ჯემალი [აჭარის მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი  გირჩი”] 3. ნაკაშიძე მალხაზი [ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო] 4. ფატლაძე რაული – [“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”] 5. გიგლა გაბაიძე [პროფესორი, “ახალი პოლიტიკური ცენტრი …

როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან უტარდება. სამუშაოების შედეგად თეატრის შენობას ახალი გათბობა-ვენტილაციის სისტემა ექნება, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, წლების განმავლობაში ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამ ეტაპზე შენობა უკვე დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით. დამონტაჟდება განათებისა და გახმოვანების ახალი აპარატურა. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა …

Exit mobile version