ყირიმში აფეთქდა რუსეთის იარაღის საცავი დრონის მოხვედრის შედეგად

უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობის უფროსმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს უკრაინის 11 უპილოტო საფრენი აპარატი. თუმცა საბრძოლო დრონი ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავს დაესხა თავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის შეჩერებულია მოძრაობა რკინიგზაზე ჯანკოის რაიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია აფეთქებიდან 5 კილომეტრის …

ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ

დღეს, 23 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ლუკაშენკომ პუტინის მოახსენა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, „დაძაბულები“ არიან. ბელარუსის ლიდერი პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ დაქირავებულები თითქოსდა პოლონეთში „ექსკურსიას“ ითხოვენ. „შეიძლება თქმადაც არ ღირს, მაგრამ „ვაგნერელების“ გამო ჩვენც დაძაბულები ვართ. ისინი ითხოვენ წასვლას დასავლეთში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა …

ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ოკუპანტებს ამ ხიდით იარაღი გადააქვთ. მისი თქმით, ეს სამიზნე უნდა „განეიტრალდეს“. „მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს არის ჩვენი სუვერენული ტერიტორია… ქერჩის ხიდი არ არის პატარა ლოჯისტიკური გზა, იგი გამოიყენება საბრძოლო მასალის მიწოდებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციისთვის. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც …

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს. სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში. „თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები …

ლომი ბერლინში – 220 პოლიციელი ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს

ბერლინის გარეუბანში პოლიცია ისევ ეძებს მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს. სამუშაოებში ჩართულნი არიან სპეციალისტები, პოლიცია იყენებს ვერტმფრენებსა და დრონებს, თუმცა ცხოველის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 220 პოლიციელია ჩართული. მტაცებელ ცხოველს, სავარაუდოდ ლომს, 20 ივლისიდან ეძებენ ბერლინის გარეუბანში, მას შემდეგ, რაც 19 ივლისს, საღამოს, მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს დიდი ზომის …

ხვალ ბათუმში ფერიის დასახლებას გაზი შეუწყდება

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 21 ივლისს, დილის 10 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ფერიის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 21 ივლისს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 21 ივლისს, დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ჩვენ რუსების 7-8 გასროლას მხოლოდ ერთი გასროლით ვპასუხობთ – სირსკი ბახმუტის დაბრუნებაზე

„ბახმუტის დასაბრუნებლად შექმნილია ყველა პირობა, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე დამპყრობლებს სჭირდებოდათ ქალაქის ასაღებად“ – განაცხადა BBC-ის უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ. სირსკიმ „ბიბისისთან“ თქვა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის ძირითადი მიმართულებებისა და გზების ცენტრი. კერძოდ, ქალაქზე გადის გზები დებალცევოდან, სევერსკიდან, გორლოვკადან, …

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ღამით ოდესა და ნიკოლაევი იყო – დაშავდა 19 ადამიანი

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა 18 საჰაერო სამიზნე 38-დან, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში 20 ივლისის ღამეს გაუშვა. ამჯერად რუსეთის სამიზნე ოდესა და ნიკოლაევი იყო, სადაც რუსეთმა, უკრაინის თავდაცვის ცნობით, 19 ფრთოსანი რაკეტა და 19 დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს 18 სამიზნის განადგურება, მათგან 2 „კალიბრის“, 3 „ისკანდერ-K“-ს და 13 „შაჰედის“. 20 ივლისის ღამეს …

შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს ცნობით, 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. „განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. …

როგორ ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 16 – 21 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი …

„მათთვის დადგება განკითხვის დღე“ – მედვედევის მუქარა ყირიმის ხიდის დაზიანებაზე 

უკრაინაში ყირიმის ხიდის დაზიანებას რუსული მედია ტერორიზმად აფასებს. ამ ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც. კრემლის პროპაგანდისტული „რია ნოვოსტის“ თანახმად, დიმიტრი მედვედევი ამჯერადაც შურისძიებით ემუქრება უკრაინას. „მსოფლიო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორიზმს არ შეიძლება ებრძოლო საერთაშორისო სანქციებით, შეშინებით თუ შეგონებით. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით. ამიტომ აუცილებელია მათი სახლების, ასევე მათი …

ყირიმის ხიდი დაზიანებულია – თავდასხმა დრონებით

17 ივლისს, ღამე, აფეთქება მოხდა უკრაინაში, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხიდს დრონებით დაესხნენ თავს. უკრაინული და დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს. ოფიციალურად, ყირიმის ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ამ დრომდე არ აუღია. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ხიდის საყრდენი დაზიანებულია, აფეთქებისას დაიღუპა ორი ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული …

კვირას მოსალოდნელია წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. კვირას და ორშაბათს, 16-17 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 16 – 21 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: …

„ქერა“ და კიდევ 12 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს – შსს

შსს-ს ცნობით, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. „პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული …

ზედიზედ მესამე ღამეა რუსეთი კიევს დრონებით ესხმის თავს

13 ივლისს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისევ შეუტიეს კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით. კიევის საჰაერო სივრცეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათამდე ირანული დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევები ჩამოცვივდა დედაქალაქის 4 რაიონში. ერთ მისამართზე უკრაინელმა მაშველებმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი დაკვამლიანების დროს მოიწამლნენ, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. გარდა …

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 494 ბავშვი დაიღუპა – პროკურატურა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 1052 ბავშვი დაიჭრა, 494 დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს. ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია დარუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის …

რამდენი საათით შეწყდება ხვალ გაზი ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩაზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 12 ივლისის 15:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ენვერ ხაბაძის ქუჩაზე, გაზმომარაგება შეწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 17:00 სთ-დან და სრულად აღდგება 12 ივლისის დღის ბოლომდე. გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ავტოავარია გორგილაძის ქუჩაზე – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 11 ივლისს, საღამოს, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა კლინიკაში ავტოავარიის ადგილიდან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა „გლოვოს“ კურიერი.

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Scalp-ის შორი მანძილის რაკეტებს

საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 11 ივლისს, ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე. Scalp-ის რაკეტები, რომელთა გადატანა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ვარიანტია. ბრიტანეთი ამ რაკეტების მიწოდებას კიევს მაისში დაჰპირდა და, როგორც ჩანს, უკრაინა ამჟამად იყენებს ამ ტიპის რაკეტებს.. „ბიბისის“ ცნობით, Storm Shadow-ი  ერთობლივად შეიქმნა დიდი …

ღამით რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს – სამხედრო ადმინისტრაცია

11 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჰაერიდან შეუტიეს კიევს. ეს უკვე მეორედ მოხდა ივლისში. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერადაც ირანული „შაჰედები“ გამოიყენა თავდასხმისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს ტელეგრამზე. „ირანული დრონები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქიდან გაუშვეს. კიევის მიმართულებით მოძრავი ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. კიდევ ერთხელ მადლობა …

ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 24 – 29 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 …

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა მალაყმაძეების ოჯახში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მწყერი ძლიერ ნალექს მოჰყვა – დღეს ბათუმში თითქმის მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, რასაც ქალაქის ზოგიერთი ქუჩის დატბორვა მოჰყვა. მალაყმაძეების ოჯახში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ ეზოში მეწყერი ჩამოწვა – იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ …

ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა – ის რეანიმაციაშია

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 6-7 წლის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ბათუმში ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანებს დაეცა | ფოტო

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, სევერიანე აჭარელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა. ხემ ასევე დააზიანა და წააქცია ელექტროგადამცემი ბოძი. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

უკრაინელმა დამცველებმა ერთ კვირაში გაათავისუფლეს 14 კვ. კილომეტრი – მალიარი

3-9 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 14 კვადრატული კილომეტრი; სამხრეთით – 10,2 კვადრატული კილომეტრი და ქვეყნის აღმოსავლეთით – 4 კვადრატული კილომეტრი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს ტელეგრამზე. „აღმოსავლეთით, ოპერატიული (ტაქტიკური) პოზიციის გაუმჯობესებისა და ფრონტის ხაზის გასწორების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობი კვირაში 4 კვ.კმ-ით გაიზარდა. მთლიანი გაწმენდილი ტერიტორია აღმოსავლეთით 24 …

ავარია ჩაქვის გვირაბში – 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები

დღეს, 10 ივლისს, ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბში, სადაც ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 3 არასრულწლოვანია – ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.  

უკრაინაში „ბაირაქტარის“ დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყეს

უკრაინაში დაიწყო „ბაირაქტარების“ მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა – ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა დღეს, 10 ივლისს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში. მისი განმარტებით, საუბარია მშენებლობაზე და არა შემდეგ ეტაპზე. ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება, ქარხანაში ააწყობენ თავდასხმით დრონს – Bayraktar TB2-ს, მძიმე დრონს – Akıncı-ის და Kızılelma-ს, გამანადგურებელ დრონს. თურქული წარმოების Bayraktar …

დაჭრილი რუსები ნელა გაჰყავთ ფრონტიდან, რაც მათი სიკვდილის მიზეზი ხდება – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 10 ივლისს წერს, რომ რუსეთი არ იყო მზად ფრონტიდან ამ რაოდენობით დაჭრილების სამედიცინო მომსახურების გასაწევად. დაზვერვის ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან, ყოველდღიურად, საშუალოდ 400-მდე ადამიანი ტოვებს ბრძოლის ველს [საუბარია როგორც დაღუპულებზე, ასევე დაშავებულებზე] და ეს იწვევს საავადმყოფოების გადატვირთვას, განსაკუთრებით ფრონტის წინა ხაზზე. გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჰოსპიტლებში …

უკრაინა ფრონტზე სამი მიმართულებით უტევს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 9 ივლისს უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე. ISW-ი, რომელიც მიმოხილვის მომზადებისას ძირითადად ეყრდნობა უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინული ძალები წარმატებით აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით და, ასევე, უკრაინული …

„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან

„აზოვის პოლკის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ [რედისი], რომელიც გუშინ დაბრუნდა უკრაინაში თურქეთიდან, განაცხადა, რომ ისევ აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში. „ჩვენ კვლავ ვიტყვით ჩვენ სათქმელს ბრძოლაში“, – თქვა მან. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე მან დაამატა: „ჩვენ სწორედ ამისთვის დავბრუნდით“. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია ეს არის გუნდური ძალისხმევაა. დღეიდან ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად კიდევ ვიტყვით ჩვენ …

რა რეაქცია აქვთ კრემლში „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნებაზე

პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნება არის თურქეთის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა. რუსული პროკრემლისტური „რია ნოვოსტი“ პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნებაზე რუსეთს არავინ შეატყობინა. „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში გაშვებით თურქეთმა დაარღვია შეთანხმებები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას ეს არავინ შეატყობინა“, – განაცხადა …

ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა

თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან ის სამხედრო მეთაურები, რომლებიც „აზოვსტალს“ იცავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. „თურქეთიდან ვბრუნდებით სახლში და ჩვენ გმირებს სახლში ვაბრუნებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „აზოვსტალის“ დამცველები იმავე თვითმფრინავით ბრუნდებიან, რომლითაც პრეზიდენტი. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა რუსეთის ტყვეობიდან …

მილიარდერი საიმონსი ბათუმის პორტს 100 მილიონიანი იახტით ეწვია

ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს. საიმონსი თავადაც ბათუმშია. „ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance …

რუსეთში ასაფეთქებლების მწარმოებელ ქარხანაში 6 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 7 ივლისს, რუსეთში სამარას რეგიონში, ჩაპაევსკში, „პრომსინტეზის“ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. ეს ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა. რუსული მედიის ცნობით,  „პრომსინტეზის“ ქარხანა სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთსა და დსთ-ეს ქვეყნებში.

Exit mobile version