დღეს, 9 აგვისტოს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, ამჟამად დგინდება ვერტმფრენის ტიპი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს და დონეცკის რეგიონების სამი დასახლების მიმართულებით და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. თავდაცვის ძალებმა ურაჟაინოვოს, პრიიუტნოიეს და ვერბოვეს …
Author Archives: ბათუმელები
დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
„მოგზაური ბიბლიოთეკა“ იწყებს შეხვედრების ახალ სერიას სახელწოდებით – „რატომ ევროპა“. პროექტის ფარგლებში, მედიაგამოცემები „ბათუმელები & ნეტგაზეთი“, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, გიწვევთ ბათუმში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე – „ქართული და ევროპული იდენტობა“. საჯარო ლექცია გაიმართება, 9 აგვისტოს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“. ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია შეეხება საკითხებს: რატომ არის ევროპა საქართველო, რა ადასტურებს ამას …
Continue reading “დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება”
ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიით 183 ადამიანი დაიღუპა
2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 183 ადამიანი დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. მათგან 90 – ბოლო სამ თვეში. შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ სამ თვეში აჭარაში 14 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. მეორე კვარტალში ავტოავარიაში დაღუპული 90 ადამიანიდან 18 ქვეითი იყო. ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი რკინიგზის …
Continue reading “ექვს თვეში საქართველოში ავტოავარიით 183 ადამიანი დაიღუპა”
რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ქალაქ პოკროვსკიზე 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 67 პირი
7 აგვისტოს, ღამე, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე. ბოლო ცნობებით, ორი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში, დაიღუპა 7 ადამიანი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად 67 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის 29 პოლიციელია, 7 მაშველი და ორი ბავშვი. უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილ პოლიციელებს შორის არის ვლადიმერი, რომელიც იყო მსტისლავ ჩერნოვის ფილმის – …
ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს 21 საათიდან 9 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 აგვისტოს …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება”
ახალი განრიგი ოზურგეთი-გომისმთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ 32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით: ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, …
Continue reading “ახალი განრიგი ოზურგეთი-გომისმთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 აგვისტოს …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა
ახალგაზრდა კაცი ღვარცოფში ზურგზე ბავშვით – ფოტო „მთის ამბებმა“ გაავრცელა 3 აგვისტოს, რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ. მედიის ცნობით, კაცი ზურგზე ბავშვით, დავით ჯალაძეა, რომელმაც დისშვილი გამოიყვანა სტიქიის ზონიდან. მან ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ის ორჯერ წაიღო მეწყერმა: „შოვიდან მოვდიოდით, მინერალურია წყალია და იქ გავჩერდით, რომ დავიძარით, ხიდზე გადმოვედით და ვეღარ წამოვედით. წინიდანაც და უკნიდანაც ზვავი …
Continue reading “„ორჯერ წამიღო მეწყერმა“ – რას ამბობს კაცი, რომელმაც ღვარცოფიდან ბავშვი გამოიყვანა”
დღეს ბათუმში წყალი გაითიშება 5 ქუჩაზე
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ღამის 00:00 საათამდე დღეს, 3 აგვისტოს, წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმის ცენტრში მდებარე რამდენიმე ქუჩას. კერძოდ, წყალი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: პეტრე მელიქიშვილის ქუჩა რუსთაველის ქუჩა მემედ აბაშიძის ქუჩა კლდიაშვილის ქუჩა 26 მაისის ქუჩა „ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“ – წერს კომპანია ფეისბუქზე.
ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა …
Continue reading “ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში”
მტერი იძულებული გახდა, უკან დაეხია ანდრეევკასთან – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ანდრეევკას სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან აიძულეს უკან დაეხიათ. „ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით. თავდაცვის ძალების შეტევისას მტერი იძულებული გახდა, პოზიციებიდან უკან დაეხია ანდრეევკას სამხრეთით და უშედეგოდ შეეცადა აღადგინა დაკარგული პოზიციები კლეშჩეევკას ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე, კურდიუმოვკას ჩრდილო-დასავლეთით. მძიმე …
Continue reading “მტერი იძულებული გახდა, უკან დაეხია ანდრეევკასთან – უკრაინის გენშტაბი”
რუსეთი დრონებით დაესხა თავს ოდესისა და იზმაილის პორტებს
2 აგვისტოს, ღამე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტზე მიიტანეს იერიში. რუსეთის მიერ გაშვებული ირანული „შაჰედების“ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა, ლიფტი და მარცვლეულის საცავები. ასევე, რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში მდინარე დუნაის დელტაში მდებარე ისმაილის პორტის ადმინისტრაციულ შენობაზე. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი ცდილობს სწორედ პოსტის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს დუნაის პირას, რათა უკრაინიდან ვერ მოხერხდეს მარცვლეულის …
Continue reading “რუსეთი დრონებით დაესხა თავს ოდესისა და იზმაილის პორტებს”
შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“
შავ ზღვაში რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა გაარღვია სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა, მათგან ერთს თურქულ-ქართული რეგისტრაცია აქვს, ერთ – ისრაელის, ერთს კი – საბერძნეთის – ამის შესახებ „ფორბსი“ წერს. გამოცემის ცნობით, გემებმა ღუზა ჩაუშვეს უკრაინის პორტში, იზმაილში, მარცვლეულის გადასატანად. მდინარე დუნაის დელტაში მდებარე ეს პორტი რუმინეთთანაა ახლოს. გემი, სახელწოდებით YILMAZ KAPTAN-ი, რომელიც „ფორბსის“ …
Continue reading “შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია სამმა გემმა და უკრაინაში შევიდა – „ფორბსი“”
„მასკვა სიტიში“ ცათამბჯენს დრონი დაესხა თავს – მოსკოვის მერი
დღეს, პირველ აგვისტოს, რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, ე.წ. „მასკვა სიტიში“ მდებარე ცათამბჯენს დრონი დაესხა. ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი წერს ტელეგრამზე. „საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გაფრენის მცდელობისას ჩამოაგდო. ერთი დრონი მიფრინდა სიტიში. დაზიანდა ფასადი 21-ე სართულზე და ჩაიმსხვრა მინა 150 კვადრატულ მეტრზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის“ – წერს მოსკოვის მერი. …
Continue reading “„მასკვა სიტიში“ ცათამბჯენს დრონი დაესხა თავს – მოსკოვის მერი”
„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
დღეს, 31 ივლისს, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა, აქციის მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, ხვალ დილითვე ჩაინიშნოს აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესი და საზოგადოებას მოუწოდეს სასამართლოსთან მხარი დაუჭირონ დაკავებულებს სოლიდარობის ნიშნად. „ჩვენი მოთხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს დღეს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, …
Continue reading “„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან”
ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია
საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს შორის არის ბექა გრიგორიადისი, ლაზარე გრიგორიადისის მამა. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. მას პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას …
Continue reading “ბათუმში აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს – საია”
თავდასხმა კრივოი როგზე – 4 პირი დაიღუპა, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
დღეს, 31 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგს ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. ერთი რაკეტა მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე – სასწავლო დაწესებულებას. სარაკეტო შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევების ქვეშ მაშველები ადამიანებს ეძებენ – სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ცნობებით, დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებდი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 აგვისტოს …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში
როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, …
Continue reading “როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში”
დისკვალიფიკაცია მისცეს უკრაინელ სპორტსმენს, რომელმაც რუსს ხელი არ ჩამოართვა
უკრაინელ სპორტსმენს, 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს ექვსგზისა და ევროპის რვაგზის ჩემპიონს, ოლგა ხარლანს, მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ხელი ჩამოერთვა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი სპორტსმენისთვის, ანა სმირნოვასთვის. მედიის ცნობით, 27 ივლისს, ოლგა ხარლანმა, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/32 ფინალში ანა სმირნოვა დაამარცხა ანგარიშით 15:7, თუმცა უკრაინელმა სპორტსმენმა დამარცხებულ …
Continue reading “დისკვალიფიკაცია მისცეს უკრაინელ სპორტსმენს, რომელმაც რუსს ხელი არ ჩამოართვა”
უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი რუსეთში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი. ამის შესახებ რუსული მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ჯამში უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტ მებრძოლს რუსეთმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე. რუსული მედია წერს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული მამუკა მამულაშვილს, …
Continue reading “უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი რუსეთში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით – წვიმა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება – PHR
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ-ს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა. მას სტკიოდა კბილი და …
„დავიცვათ ქვეყნის ღირსება, გელოდებით ყველას“ – „ლელო“ ბათუმში საკრუიზო გემის შემოსვლაზე
პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენო თებიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს დღეს, 27 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ საკრუიზო გემთან, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შეუერთდნენ აქციას „რუსული ოცნების თავგასულობის“ წინააღმდეგ. „ბათუმელებო! დღეს, 20:00 საათზე, გელოდებით ბათუმის ნავსადგურში, ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოცნების თავგასულობა! შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანას აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს დილის 06:00 …
ხვალ ბათუმში გაავდრდება, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით უმეტესად – უნალექოდ, დღისით – წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი …
Continue reading “ხვალ ბათუმში გაავდრდება, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა | ამინდის პროგნოზი”
რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას – ISW
ISW-ის მიერ მომზადებულ, რუსეთ-უკრაინის ომზე 26 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მექანიზებული კონტრშეტევა წამოიწყეს ზაპორიჟიეს ოლქის დასავლეთით და, როგორც ჩანს, გაარღვიეს რამდენიმე წინასწარ მოწყობილი რუსული თავდაცვითი პოზიციები ორეხოვოს სამხრეთით. ანალიტიკოსები წერენ, რომ სავარაუდოდ, უკრაინელებმა ახალი ძალები შეიყვანეს რობოტინოს რაიონში, სადაც რუსული ჯარები რჩებიან როტაციის, დახმარებისა და მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე, რამაც, შესაძლოა, უკრაინას …
Continue reading “რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს შავ ზღვაში უკრაინის ბლოკადას – ISW”
„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას
„ჩვენ ვართ ევროპა“, „შინ, ევროპისკენ“ – ეს სიტყვები ბოლო დროა ყველა ასაკის ადამიანისგან გვესმის საქართველოში. რატომ მიაჩნიათ მოქალაქეებს, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ევროპული ღირებულებები თანხვედრაშია, რატომ ვამბობთ – „შინ, ევროპისკენ“? „ბათუმელები“ ამ თემაზე იმ ახალგაზრდებს ესაუბრა, რომლებიც ბოლო დროა აქციებზე იცავენ ამ იდეას და ამბობენ, რომ არ მისცემენ რუსეთს უფლებას, კალაპოტი შეუცვალოს ქვეყნის ევროპულ …
Continue reading “„ქართული ოცნება“ გვთავაზობს რუსეთს, მასკარადულ ჩოხაში – რატომ ვირჩევთ ევროპას”
ტყის ხანძარი საბერძნეთსა და იტალიაში – როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
იტალიაში, საბერძნეთსა და ალჟირში, ჯამში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ევაკუირებულია ხმელთაშუა ზღვის კურორტებიდან ტყის ხანძრის გამო – იუწყება „ბიბისი“. საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა როდოსი არაა ერთადერთი კუნძული, სადაც ხანძარს ებრძვიან, ტყის ხანძარია კორფუსა და ევიაზეც. საბერძნეთში სიცხე არ იკლებს, პირიქით, უახლოეს დღეებში საბერძნეთის რიგ ტერიტორიებზე ტემპერატურამ შესაძლოა 44C-ს მიაღწიოს. ტყის …
Continue reading “ტყის ხანძარი საბერძნეთსა და იტალიაში – როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა”
„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო
„ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და შანსი იყო, რათა უფრო განვითარებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გავმხდარიყავი. ამ ცოდნითა და გამოცდილებით წინსვლა უფრო გამიადვილდება“, – ამბობს ანა ცივაძე, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებული პროექტში მონაწილეობდა. ანას მსგავსად „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტში 800-მდე ახალგაზრდას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა, მათ …
Continue reading “„ეს ჩემთვის დასაქმების შანსი იყო“ – Links -ის პროექტში 800-მდე ახალგაზრდა ჩაერთო”
თურქეთმა 6 მლნ-მდე დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე
თურქული მედიის ცნობით, თურქეთმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში 5 823 665 აშშ დოლარის ღირებულების ხამსა [ქაფშია] გაიტანა ექსპორტზე, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თურქეთს ქაფშია 23 ქვეყანაში გააქვს, მთავარი იმპორტიორები ამ პერიოდში იყვნენ: საფრანგეთი, ბელგია და შეერთებული შტატები. თურქეთში ხამსა შედის საქართველოდანაც. საქართველოში, შავ ზღვაში, თევზჭერის ლიცენზიას 5 ქართული კომპანია …
Continue reading “თურქეთმა 6 მლნ-მდე დოლარის ხამსა გაიტანა ექსპორტზე”
შავ ზღვაში არსებობს ძალადობის ზრდის რისკი – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეცვალა თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან – წერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა დღეს, 26 ივლისს ტვიტერზე. „თანამედროვე სამხედრო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ განლაგდა შავ ზღვაში, სამხრეთით და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დააკავებს იმ კომერციულ …
Continue reading “შავ ზღვაში არსებობს ძალადობის ზრდის რისკი – ბრიტანეთის დაზვერვა”
იწყება შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი
28 ივლისს დაიწყება რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალი. წელს ფესტივალს სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს სივრცე -„Stage 17″, რომელსაც დაიკავებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლეგენდარული მარკუს მილერი, ბრუკლინ ფანკ ესენშელი, სოულ თრეინი და ბედფორდ ფოლსი. ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს დაიძრება. მგზავრების მუსიკალურ განწყობაზე მატარებელში სალიო იზრუნებს. მუსიკის გარდა მგზავრებს დახვდებათ სხვა სიურპრიზებიც. ჯაზმატარებელზე ბილეთების …
Continue reading “იწყება შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი”
28 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება
28 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 70 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო ხომალდი რეგულარულ ფრენას ყოველდღიურად შეასრულებს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72 დღეს პირველად დაეშვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ავიარეისებს კომპანია „ჯეო სქაი“ შეასრულებს. განრიგი ასე გამოიყურება: ბილეთის ფასი აგვისტოში 155-დან 220 ლარამდე მერყეობს [ერთი გზა]. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ფრენის განრძლივობა 55 წუთი იქნება. შპს „ავიაკომპანია …
Continue reading “28 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისები შესრულდება”
უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკის მიმართულებით – გენშტაბი
დღეს, 25 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი კოვალევმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა წარმატებას მიაღწიეს სამხრეთ ფრონტზე სტარომაიორსკის მიმართულებით და, ასევე, უტევენ ბახმუტთან. „სტარომაიორსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს და ხაზებზე მაგრდებიან. მტერი აგრძელებს ძლიერ წინააღმდეგობას, გადაჰყავს ნაწილები და იყენებს რეზერვებს“ – თქვა მან. მისივე თქმით, უკრაინული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ქალაქ …
Continue reading “უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს სტარომაიორსკის მიმართულებით – გენშტაბი”
უკრაინა ყირიმის ხიდზე დარტყმებს გააგრძელებს – რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე დარტყმებს, მტრის ლოჯისტიკის ჩამოსაშლელად. „ყველა ეს სამიზნე ოფიციალურია, რადგან [მათზე დარტყმა] შეამცირებს რუსების უნარს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში და დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლეს… მოწინააღმდეგის ლოჯისტიკური მარშრუტების შეფერხება ნორმალური ტაქტიკაა, საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების და ა.შ. მიღების შესაძლებლობის …
Continue reading “უკრაინა ყირიმის ხიდზე დარტყმებს გააგრძელებს – რეზნიკოვი”
ერთ კვირაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 16 კვ. კმ გაათავისუფლეს – ანა მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, სამხრეთ ფრონტზე და ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. მალიარმა დღეს, 24 ივლისს, განაცხადა, რომ გასულ კვირას (17-დან 23 ივლისამდე) უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და ბახმუტის მიმართულებით კიდევ 4 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. მისი თქმით, უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა …
Continue reading “ერთ კვირაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 16 კვ. კმ გაათავისუფლეს – ანა მალიარი”