მთავარი,სიახლეები

უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ

07.07.2023
უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტი მანძილით წაიწიეს წინ.

„თავდაცვის ძალები იქ [ბახმუტის მიმართულებით] ინარჩუნებენ ინიციატივას, მტერზე ზეწოლას, ახორციელებენ თავდასხმით ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგების გასწვრივ წინსვლას.

კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტია გავლილი“ – განაცხადა ჩერევატიმ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში.

დღეს, 7 ივლისს, ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას  და მაგრდებიან კლეშჩეევკას რაიონში, ბახმუტის მიმართულებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: