უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 616 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
- ტანკი – 8 592 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 16 760 ერთეული [+24]
- საარტილერიო სისტემა – 17 636 ერთეული [+22]
- MLRS – 1 176 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 507 ერთეული [+36]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 557 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 881 ერთეული [+56]
- სპეცტექნიკა – 2 991 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 641 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 30 920 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 801 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 434 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 898 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 501 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ასს მიაღწია, 7 ადამიანი დაიღუპა