უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 621 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 8 624 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 16 869 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 17 725 ერთეული [+31]
- MLRS – 1 177 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 658 ერთეული [+42]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 587 ერთეული [+7]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 24 044 ერთეული [+37]
- სპეცტექნიკა – 3 024 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 642 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 31 044 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 822 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 435 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 14 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 25 584 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს