სად შოულობენ სტუდენტები ჯიბის ფულს

მოამზადა ქეთი ლაბაძემ 

 

 <!** Image 1 align="left" alt="გოჩა სურგულაძე" sub="გოჩა სურგულაძე" width="150" height="1041" >

გოჩა სურგულაძე:  ზაფხულში გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ გართობა მაშინ შეწყდა, როდესაც მატერიალურ შესაძლებლობაზე დავფიქრდი… წელს მინდა სწავლის საფასური მე თვითონ დავფარო, ყოველდღიურადაც მჭირდება ჯიბის ფული, სტუდენტურ დასაქმებაში მიღებული ჰონორარი და ასევე ოჯახის საზაფხულო შემოსავალი ვეღარ წვდება ხარჯებს. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გარკვეული სახის შემოსავალი მეც შემომეტანა საკუთარი თავისთვის მაინც და ოჯახს მხრებზე მძიმედ არ დავწოლოდი. საკუთარ ქვეყანაში სამუშაო ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე უცხოეთში მეცადა ბედი…. ამჟამად ვმუშაობ სტამბულში. ვიმედოვნებ, მომავალში მაინც გამიმართლებს და დავისვენებ მეგობრებთან ერთად.

საწვავი და მონოპოლისტები

 ეთერ თურაძე 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნათიქ ჯავადლის ინფორმაციით, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 45 კაპიკი, ანუ 95 თეთრი ღირს. რატომ ღირს საქართველოში 1 ლიტრი დიზელის საწვავი 2,3 ლარი, როდესაც საწვავის ეს სახეობა თითქმის ასი პროცენტით აზერბაიჯანიდან შემოდის?ვინ იგებს ამით და ვინ ზარალდება? – გასულ კვირას „ბათუმელები” ამის გარკვევას შეეცადა. 

“სად წავიდა სკამები?”

 

ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული  პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოსა და საპარლამენტო   არჩევნებში მონაწილეობს. მოძრაობაში განხეთქილების შემდეგ ნოღაიდელმა  სიტყვა „მოძრაობა“ შეცვალა და  ახალი პარტია – „სამართლიანი საქართველოსთვის“ დაარსა. ამჟამად ნოღაიდელი  მის მიერ დაფუძნებული მოძრაობის რიგითი წევრია და ამავე დროს 2011 წლის 24 იანვარს დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე. პარტია, რომელსაც ექსპრემიერი ხელმძღვანელობს,  არჩევნებში არ მონაწილეობს. ყოფილი თანამებრძოლები კი ნოღაიდელს სასამართლოში ედავებიან და 350 ათასი  დოლარის დავალიანების დაფარვას სთხოვენ. ნოღაიდელი დავალიანებას არ აღიარებს.

 

ავტოავარია ბათუმში

 <!** Image 1 align="middle" width="600" height="2448" >

 

დღეს ავტოავარია მოხდა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. „ნიკორას“ ფურგონი და BMW -ეს ტიპის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, შეჯახების შედეგად დაშავებულები არ არიან.  

 

ქეთი ლაბაძის ფოტო  

 

 

კობა დავითაშვილის და ჯონდი ბაღათურიას პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს გამოეთიშენ

 ნათია ზოიძე

 

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია  სამ პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს. ესენია  ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, კობა დავითაშვილის   „ხალხის პარტია“  და  მამუკა  ხიმშიაშვილის  ახლად დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტი  „სახალხო მოძრაობა.“ 

 

 

რეგისტრაციას გაუქმების მიზეზი კი ის არის, რომ ამ პარტიებმა 1 სექტემბრის    დღის 18 საათისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას არ წარუდგინეს პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. 

 

 

კობა დავითაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებდით „ქართულ ოცნებასთან“  კონკურენციას  და სიტყვა შევასრულეთ“. 

 

 

„ბათუმელების“ კითხვაზე –  მაშინ რატომ   გაიარა  რეგისტრაცია  პარტიამ უსკოში,  დავითაშვილი ასე პასუხობს:  „იყო საფრთხე, ქართული ოცნება არ გაეტარებინათ  რეგისტრაციაში და მაშინ ჩვენი მეშვეობით მოხდებოდა არჩევნებში მონაწილეობა“. დავითაშვილი  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პიროვნულად შეუერთდა, ის ბლოკის საპარლამენტო სიაშია. 

 

 

ჯონდი ბაღათურია კი მიზეზად რესურსის  საპარლამენტო არჩევნებისთვის  კონცენტრაციას ასახელებს და ასევე  ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო მაინც  უფუნქციოა. „ქართული დასის“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ  პარტია არ წარადგენს  საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმის  ოლქში და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მურმან დუმბაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.  ის აცხადებს,  რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო  და „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები  არ განახლებულა. 

 

 

რატომ გამოეთიშა „სახალხო მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „ბათუმელებისთვის“ მიზეზი  უცნობი დარჩა. მოძრაობის დამფუძნებელი, მამუკა ხიმშიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

 

უსკოს ბოლო მონაცემებით  აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებისთვის 8 პოლიტიკური სუბიექტი აგრძელებს  ბრძოლას: დემოკრატიული სიმართლის პარტია; შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტური პარტია; ახალი მემარჯვენეები; საარჩევნო ბლოკი  ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება;  სამართლიანი საქართველოსთვის; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს; საარჩევნო ბლოკი გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო. 

 

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიას  პარტიული სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გატარებისთვის დრო 6 სექტემბრამდე აქვს.

 

 

სტუდენტური ოლიმპიადა კონსტიტუციურ სამართალში

დღეს, ბათუმის სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გაიხსნა II საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში. ღონისძიება კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ოლიმპიადაში  შვიდი სახელმწიფოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

 

ქეთი ჟვანია  

ვის ემუქრება „საშუალო ასაკის“ კრიზისი


საშუალო ასაკის კრიზისი – ასე უწოდებენ 40 წელს გადაცილებული ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აჯამებს განვლილ ცხოვრებას და გარკვეული იმედგაცრუება შეძლება დაეუფლოს. რუსუდან კეჭეყმაძე, ფსიქოლოგი, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ საშუალო ასაკის კრიზისი ყველას არ ემუქრება. „ბათუმელებს“ იგი ამ თემის შესახებ ესაუბრა. 

„მოდერნიზებული” მატარებელი თბილისი-ბათუმი

მთელი წელი ველოდებით მეგობრები ზღვაზე წასვლას. მგზავრობა წარმოგვიდგენია სასიამოვნო – ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში აუცილებელია კომფორტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში ე.წ. „მოდერნიზებული“ მატარებლით წავსულიყავით.  

 

ქეთა ფერაძე  

ბათუმის მერის ხუთი წელი და მასთან დაკავშირებული სკანდალები

 რობერტ ჩხაიძე, უკვე ყოფილი მერი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატია. იგი აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს. უფლებამოსილების შეწყვეტის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძის ექვსწლიან მუშაობას მერის თანამდებობაზე, „ძალიან ნაყოფიერი„ უწოდა. ვინ არის რობერტ ჩხაიძე – მასთან დაკავშირებული სკანდალები და საკრებულოს წევრების შეფასება. 

 

ლელა დუმბაძე

უმაღლესი საბჭოს არჩევნები – ვის აირჩევს აჭარა

 სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ უსკოსთვის წარდგენილი სიების პირველი ათეული 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: რობერტ ჩხაიძე –  ბათუმის მერი, ასმათ დიასამიძე – მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კვერღელიძე – კომპანია `ორბი ჯგუფის~ დირექტორი, ფრიდონ სირაბიძე – ქედის საავადმყოფოს დირექტორი, პეტრე ზამბახიძე – მოქმედი დეპუტატი, ეკა თარგამაძე – ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მურმან ბერიძე – მოქმედი დეპუტატი, გელა დეკანაძე – მოქმედი დეპუტატი, ვაჟა ბოლქვაძე  მოქმედი დეპუტატი, გიორგი შარაშიძე – არასაუწყებო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი. 

 

 

„ქართული ოცნება“: ავთო ბერიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი, გია მასალკინი – ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი, მედეა ვასაძე – ადვოკატი, სულხან ღლონტი -საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპეციალისტი, ჯემალ ფუტკარაძე – ფარმაცევტი, დავით ბაციკაძე – ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე ჩიტიშვილი – ინჟინერი, ირაკლი (მაილო) ჯაში –  ბიზნესმენი, სვეტა კუდბა – წმინდა ნინასა და ფრანჩესკას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, მერაბ აბაშიძე – ფილოსოფოსი.

 

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“: ნიაზ ზოსიძე – მოქმედი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე – მოქმედი დეპუტატი, მურმან დავითაძე – უმაღლეს საბჭოში სამდივნოს უფროსი, ზაზა შაშიკაძე – მოქმედი დეპუტატი, გიორგი მახარაშვილი –  ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რუსლან ბარამიძე – უმაღლეს საბჭოში ფრაქციის კოორდინატორი, ნინო მელქაძე – პარტიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნადეჟდა ჯაბნიძე – პედაგოგი, ნუგზარ ბაჯელიძე –  პარტიის ქობულეთის ორგანიზაციის კოორდინატორი, რობერტ ხოზრევანიძე – პარტიის ხულოს ორგანიზაციის კოორდინატორი.

 

მეკობრეების პირისპირ

„ბერეგზე“ პატარა სასწავლო გემი „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე“ ირწევა. აქ მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის, „ანრის“ კურსანტები გადიან საზღვაო პრაქტიკას. ეკიპაჟს გამოცდილი  კაპიტანი ბადრი ბერიძე მეთაურობს. მისი საზღვაო ცხოვრება მდიდარია საინტერესო მოვლენებით. ზოგი მოგონება ისეთია, ფილმის გადაღება მოგინდება კაცს.

 

ბადრი თევზაძე

რა ელის არასერთიფიცირებულ მასწავლებელს

 ვადა კიდევ ერთი წლით გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებს სასურველი სერტიფიკატის მიღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცემათ. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არასერტიფიცირებულ პედაგოგებს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ. განსხვავებულად ფიქრობენ დირექტორები, მათი თქმით „მასწავლებელი, რომელმაც სახელმწიფოს თავისი კვალიფიკაცია დაუმტკიცა, სკოლაში არასერტიფიცირებულ მასწავლებელს შეავიწროებს.“

 

ცაგო კახაბერიძე

სახლი ხის პალოებზე

 ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანში, ყოფილი სკოლის ორსართულიან შენობაში წლებია ოთხი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ერთი შეხედვითაც შესამჩნევია, რომ სახლი დეფორმირებულია, ქვის კაპიტალური საძირკველი ჩამოშლილია და აქ მცხოვრებ ადამიანებს ხის პალოებით აქვთ გამაგრებული.

თუმცა ჩანს, რომ ასეთი გამაგრება სახლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, კედლებს ხვრელები გაუჩნდა და როგორც მოსახლეობა ამბობს, იმის შიშით, რომ სახლი არ ჩამოიშალოს, სახლის სახურავს ზამთარში მცირე ნალექის მოსვლისასაც კი ხშირ-ხშირად წმენდენ. სახურავიდან წყალი ჩამოდის და წვიმისგან თავის დასაცავად ოთახებში მეტალისა და პლასმასის ჭურჭელი დევს.  

 

ეკა ბარამიძე  

წინ, შუა საუკუნეებისაკენ!

ზაზა ჩავლეიშვილი

 

<!** Image 1 align="left" width="400" height="2430" > 

კარს მოგვადგა მორიგი არჩევნებიც. და ისევ სურს ხელისუფლებას მორეკოს ფარა, შერეკოს საარჩევნო უბნებში, შეაკრიჭოს საარჩევნო ხმები და გარეკოს  საკუთარი გომურებისკენ, მომავალ არჩევნებამდე. აი რამდენ ხანს ეყოფათ ,,ღვთიურ ცხოველებს” ერთი დღის საყოფი ბღუჯა ბალახი, ამაზე თვითონ იფიქრონ. რომ ხვდებოდნენ, არც  მათ მომვლელ,  ,,დედალი ყოჩებს”  უნდა ეყოთ თვეზე მეტს ხანს ნაჩუქარი სარჩო, მაგრამ რას იზამ, აბა ცხვარი, რისი ცხვარია?! აი მათი მწყემსებისა კი გამკვირვებია. როგორ ცხოვრობენ უშფოთველად ამდენი ცხვრის გარემოცვაში? ნუთუ მათი ბღავილი მაინც არ აწუხებთ?! 

შავფაროსნები – დაცემა სიკვდილის ტოლფასია


<!** Image 1 align="" alt="ზვიად ჯაფარიძე" sub="ზვიად ჯაფარიძე" width="300" height="1030" >ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც მსოფლიოს სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა. თითქმის მივიწყებულის აღდგენა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო თბილისში, კახა ზარნაძისა და ლაშა კობახიძის თაოსნობით და პირველი ორგანიზაცია სწორედ მაშინ შეიქმნა. 2007 წლიდან კი „კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება“ ბათუმშიც შეიქმნა, თუმცა მას დღეს უკვე ქართული საბრძოლო ხელოვნება – „შავფაროსნების“ აჭარის ფედერაცია ეწოდება, რომელიც გოჩა გოგიბერიძისა (პრეზიდენტი) და ზვიად ჯაფარიძის (მთავარი მწვრთნელი) ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ბათუმელები ზვიად ჯაფარიძეს ესაუბრა.

 

ირაკლი დარცმელიძე

მუჰაჯირების ფოლკლორი

თინა შიოშვილი, რსუ-ის პროფესორი

 

 

<!** Image 2 align="" width="500" height="643" > 

3-23 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუდმივმოქმედმა კომპლექსურმა ექსპედიციამ იმუშავა თურქეთის რესპუბლიკაში – უნიეს, ორდუსა და ფაცას რეგიონებში – მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებთან (ექსპედიციის მეცნიერ-ხელმძღვანელები: რსუ პროფესორები მამია ფაღავა და ზაზა შაშიკაძე; წევრები: რსუ პროფესორები: თინა შიოშვილი, მაია ბარამიძე, ნუგზარ მგელაძე, მალხაზ ჩოხარაძე; ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი გიორგი მახარაშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე, რსუ მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი მარიამ ჩოხარაძე.

ექსპედიციამ გამოავლინა საინტერესო ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, დიალექტოლოგიური და ისტორიული მასალა, რაც დიდად წაადგება აჭარიდან მიგრირებული ჩვენებურების ყოფისა და კულტურის მეცნიერულ შესწავლას.  

ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ქართველ მუჰაჯირთა შორის გავრცელებულ ზეპირსიტყვიერებას, რომელიც მე ჩავიწერე. ექსპედიციის მიერ მოპოვებული ფოლკლორული მასალის ეს მცირედი ნაწილიც საკმარისია დასკვნისათვის: ისტორიული ბედუკუღმართობის გამო აჭარიდან ლტოლვილი ჩვენებურების ზეპირსიტყვიერება ერთიანი ქართული (უფრო კი – აჭარული) ფოლკლორული სივრცის ორგანული ნაწილია.

გაყალბებული არჩევნებიდან დაბრუნებულები – ამბის გაგრძელება

 ბათუმის #79 ოლქის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, საინფორმაციო დაფაზე უკვე გამოაკრეს იმ პირთა სია, რომლებიც საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად შეარჩია. ამ სიაში ის ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც ცესკომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ დარღვევების გამო დაითხოვა, ოლქის შედეგები კი მთლიანად გააბათილა.   

 

ცაგო კახაბერიძე

საავტორო კინოს სექტემბერი ბათუმში

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 2012 წლის 16-23 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოსა“ და სასტუმრო „რედისონის“ დარბაზებში გაიმართება. ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია და მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შეიძლება მოხდეს.  პროგრამა კი, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ,  კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

დისკუსია ეკოლოგიურ პრობლემებზე არ შედგა

<!** Image 1 align="left" alt="დისკუსია პრესკაფეში " sub="დისკუსია პრესკაფეში" width="400" height="3456" >„ … ნაციონალურმა მოძრაობამ ბოდიში მოგვიხადა, ამ დისკუსიაში ვერ შემოგიერთდებით და შემდეგისთვის მოვალთო; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ კი იმ კანდიდატის ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა, ვინც დღეს აქ  უნდა მოსულიყო; ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის პასუხი იყო ერთნაირი, მათი წარმომადგენლები გზაში არიან და აუცილებლად შემოგვიერთდებიან. “ –  ასე დაიწყო დღეს მოდერატორმა ზვიად ქორიძემ დისკუსია თემაზე „ეკოლოგიური პრობლემები და ეკომიგრაცია.“   

 

 

დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ნედ“ის დაფინანსებით პროექტის – „დემოკრატიული იდეების განვითარებისთვის“ ფარგლებში შედგა. საბოლოო ჯამში კი დისკუსიაში მონაწილეობა მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელებმა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ რომან ბოლქვაძემ და „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბადრი ცინცქილაძემ მიიღეს. შესაბამისად, ვერ შედგა დებატებიც. 

 

 

მოდერატორის კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ დისკუსიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გარემოსდაცვით პრობლემებზე მათი მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მსგავსია და მათ უფრო მეტი კითხვა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ჰქონდათ. 

 

 

 მათივე თქმით, მათ გასაკუთრებით აჭარაში დაგეგმილი ჰიდროპროეტების განხორცილების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემები და ეკომიგრანტების რაოდენობის  კიდევ გაზრდის შესაძლებლობა აწუხებთ.  

 

ცაგო კახაბერიძე   

 

ამავე თემაზე:  საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

 

ხელვაჩაურის გამგებელი გადადგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ დუმბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისo განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე საკრებულომ უკვე დააკმაყოფილა. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე გურამ საფარიძე ასრულებს.

 

ცაგო კახაბერიძე  

ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს მერის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტეს. რობერტ ჩხაიძე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 

 

პეტრას ციხეზე მოიჯარემ უარი თქვა

Georgien Invest International Companiy პეტრას ციხის იჯარის წესით მიღებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებთან“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა განაცხადა, უარის თქმის მიზეზებზე კი საუბარი არ ისურვა. კითხვას, ხომ არ გახდა ამის მიზეზი ეკლესიის, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულების დაფიქსირება ციხის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მან არ უპასუხა. 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გამოცემული განკარგულებით Georgien Invest International Companiy-ს პეტრას ციხე 45 წლის ვადით იჯარის წესით, სიმბოლურად ფასად, 1 ლარად უნდა გადასცემოდა.

 

კომპანიას იჯარის წესით უნდა მიეღო ასევე პეტრას ციხესთან არსებული 32 179 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე განკარგულებით განსაზღვრული იყო ასევე ვალდებულებები, რომლის თანახმადაც მოიჯარეს ციხის ჩრდილოეთის კედლის აღდგენა, ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი ბილიკის მშენებლობა, ძეგლის დაზიანებული ნაწილების გამაგრება, მისასვლელი ადგილის მშენებლობა, სალარო გაყიდვის ჯიხურის მოწყობა, განათების სისტემისა და პარკინგის მოწყობა ევალებოდა. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანიას არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა. 

ლეიბორისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ემზადებიან

27 აგვისტოს ლეიბორისტულმა მოძრაობამ  აჭარის უმაღლესი საბჭოს  არჩევნებზე დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.  პარტიული სია შემდეგი კანდიდატებით არის დაკომპლექტებული: ქედის მუნიციპალიტეტში „ლეიბორისტებს” ზაირა ძნელაძე წარმაოდგენს, ქობულეთში – ბელა ბერაძე, შუახევში – თამარ მიქელაძე, ხელვაჩაურში – ბიძინა დუმბაძე, ხულოში – ზაურ დეკანაძე, ბათუმში კი დავით რობაქიძე იყრის კენჭს. 

 

ლეიბორისტული მოძრაობის წევრმა, სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სიაში გენდერული თანასწორობა დაცულია. მისი განცხადებით „ლეიბორისტული მოძრაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ქალების პოლიტიკაში მოსვლას  და ღირსეული ადგილის დაკავებას, როგორც საკრებულოებში, ასევე პარლამენტში“. 

 

რამდენიმე დღეში ლებორისტული პარტიის თავმჯომარემ, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარობის კანდიდატები  და პარტიის სია უნდა წარადგინოს. 

 

 ქეთი არჯევანიძე 

 

 

ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სხვენს ცეცხლი წაეკიდა. ამ ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მათი თქმით, სახანძრო ქუჩაზე 20 წუთის დაგვიანებით გამოჩნდა.  

მითომანის საათი

ირმა ტაველიძე, მწერალი, მთარგმნელი 

 

ამელი ნოტომი 41 წლის ბელგიელი მწერალია, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ სამ ფერს აღიქვამს: შავს, თეთრს და ალისფერს. მეტიც, მის რომანებში ეს ფერები პირველქმნილი სახით გვხვდება, ერთმანეთს არ ერევა, არც შეხების ადგილას იდღაბნება. თემების, იდეების მაქსიმალური სისუფთავე, თვალისმომჭრელი სიმკვეთრე მისი პროზის სტილური მახასიათებელია. ხშირ შემთხვევაში, მკითხველს გზის გაგნება უჭირს: ერთფეროვნება თვალს სჭრის, ყურში ხვდება ზღვარს გადასული გულწრფელობა… სიმართლეს კი ყოველ ჯერზე პირდაპირ მარცხენა საფეთქელში დაახლიან ხოლმე.  

 

 

„ოსტატი და მარგარიტა“ ბათუმის თეატრში

დღეს, საღამოს 8  საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში მოსკოვის დამუკიდებელი თეატრის სპეკტაკლი, „ოსტატი და მარგარიტა” გაიმართება. ბილეთის ფასი 50-100 ლარია. როგორც თეატრში აცხადებენ, ამ დროისათვის ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია. 

 

 

მოსკოვის დამოუკიდებელი თეატრმა მუშაობა 2003 წელს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას” ჩვენებით დაიწყო. 2003 წლიდან დღემდე სპექტაკლი 700-ჯერაა ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – აღნიშნულია თეატრის ვებგვერდზე.

 

 

ვოლანდის როლს სპექტაკლში რუსეთის სახალხო არტისტი, ვიქტორ ავილოვი ასრულებს, მარგარიტას კი ოლგა კაბო, რუსეთის დამსახურებული არტისტი. სპეკტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვალერი ბელიაკოვიჩი.

საავტორო კინოს ფესტივალი 15 სექტემბრიდან

ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი 2012 წლის 16-23 სექტემბერს გაიმართება. ძირითად პროგრამაში წელს სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება 40-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი და 40-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაახლოებით 20-22 ქვეყნიდან.

  

 

კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის და მოკლემეტრჟიანი ფილმების შერჩევა. ცნობილია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე სიტორა ალიევა იქნება, რუსეთში არსებული კინოფესტივალის, „კინოტავრის” პროგრამების დირექტორი. ჟიურის წევრები არიან: ქშიშტოფ კოპჟინსკი, პოლონელ რეჟისორი, პოლონური კინოს ინსტიტუტის ექსპერტი, ირინა რომანჩენკო, თეატრმცოდნე  უკრაინიდან, მიხაილ კლიმკიევიჩი – პოლონელი რეჟისორი და დათო ჯანელიძე, ქართველი კინორეჟისორი.

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება  – საქართველო“, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, კომპანია „აირზენა”, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი. 

 

ქირავდება „ბინა“

ძველი ბათუმის ვიწრო ქვაფენილიან ქუჩაზე პატარა ჭიშკარია, რომლის შეღებაც მეპატრონის გარეშე უცხო ადამიანისთვის სახიფათოა. ეზოში ავი, ყავისფერი ნაგაზია. „ნუ გეშინიათ, ახლა ჩავკეტე და მერე გავაცნობ თქვენს თავს, არ იქნება პრობლემა.“ – ამშვიდებს მეპატრონე ბინის ქირაობის მსურველებს.

 

 

ქეთი ჟვანია 

კოლხური ბზის ტყეები გადაშენების პირას

კოლხური ბზის გადაშენების საფრთხეებზე ოთხი თვის წინ საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტშიც იმსჯელეს, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სპეციალისტები შიშობენ, რომ დაავადების გავრცელების მასშტაბები საგანგაშოა, თუმცა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზის გადასარჩენად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

 

ცაგო კახაბერიძე

პრეზიდენტი ქართველი კლასიკოსების გვერდით

 მარცხნივ – შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და საქართველოს დროშა, მარჯვნივ – აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე, ცენტრში, ქართველ კლასიკოსებზე ოდნავ მაღლა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი – საჯარო სკოლის დერეფანში ამ თანმიმდევრობით განლაგებული ფოტოების ამსახველი კადრი გასულ კვირას გამოქვეყნდა.  

 

ლელა დუმბაძე 

მდგომარეობა აზერბაიჯანში მაგალითებით

 

ნათიქ ჯავდლი,

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,ცაიტისა და ბუცერიუსის ფონდების პრიზის მფლობელი 

 


აზერბაიჯანში, დამოუკიდებელი ტელევიზია იმ მიზეზით არ არსებობს, რომ სატელევიზიო არხებს მმართველი – ალიევების ოჯახი აკონტროლებს. სატელევიზიო კრიტიკის განხილვის საგანი ხდება მხოლოდ კომუნალური მმართველობა, მინისტრების, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კრიტიკა კი დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე სატელევიზიო თუ ინტერნეტარხი (Obyektiv TV, Kanal 13), რომლებიც კვირაში ორჯერ მაუწყებლობენ გადაცემით „აზერბაიჯანის საათი“ და თურქული Mediya TV. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სიმძიმე მხრებზე აწევთ 3-4 გაზეთსა და ერთ საინფორმაციო სააგენტოს.  

 

ბათუმური „ეზოს ისტორიები“


მეორე დღეა ბათუმში, ახმედ მელაშვილის ქუჩაზე „ეზოს ისტორიები“ ცოცხლდება. „ეზოს ისტორიები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში.

 

 

მანანა ქველიაშვილი  

 

The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

 რადიოს კიბეებიდან ყვითელმაისურიანი ბიჭი ქუჩაში გადმოხტა. ცოტა ხანში ლურჯმაისურიანიც მოვიდა. პაატა ძიძიგური და ილია შავიშვილი მუსიკალურ ბენდ The Nemo -ს წევრები არიან. „ძირითადად ვუკრავთ დასავლურ პოპულარულ ჰიტებს. გვაინტერესებს დაკვრა კლუბებში, პაბებში და სხვა – მუსიკაზე ორიენტირებულ ადექვატურ ადგილებში,“ – წერია მათი ფეისბუქის ფანგვერდზე. გაცნობიდან 3 წუთში იქვე, პატარა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. პაატა ისტორიაა ჰყვება, როგორ და რატომ შეიქმნა ჯგუფი, ცოტა ხანში მირზა სელიმბა მოდის, დრამერი. ჯგუფის მეოთხე წევრი, ირაკლი ჩხეტია შეხვედრაზე არ მოვიდა. მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებულიო – მითხრეს.  

 

მანანა ქველიაშვილი 

  

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ

 კონსერვატიული პარტიის წევრი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი სულიკო მიქელაძე აცხადებს, რომ მას დღეს ხელვაჩაურის პოლიციიდან დაუკავშირდნენ და პოლიციაში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად დაიბარეს. როგორც მისი ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, დაწყებულია წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362 მუხლით, კონკრეტულად ავტოგრაფის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. 

 

ლელა დუმბაძე   

 

 

ფანჯარა ეზოს მხარეს

„რამინის და თამარის ქორწილი“ – რეჟისორი გიორგი ქათამაძე პარკიდან ძველ ვიდეოკასეტას იღებს და მასზე წარწერას კითხულობს. „რამინის არა რომანის“ – უსწორებს მელაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები. 

 

მანანა ქველიაშვილი 

Exit mobile version