ნეტგაზეთი • RU

ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის სხვენს ცეცხლი წაეკიდა. ამ ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მათი თქმით, სახანძრო ქუჩაზე 20 წუთის დაგვიანებით გამოჩნდა.  

ამ წუთებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობის განმარტებით, ხანძრის მიზეზი სახლის სხვენზე არსებული ელექტროგაყვანილობა გახდა, თუმცა სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამას არ ადასტურებენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მოსახლეობისა და პოლიციის ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სახანძრო სამსახური ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე