უნივერსიტეტის რექტორი განცხადების დაწერის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს

ლელა დუმბაძე

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან წასვლის თხოვნით რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭოს მიმართა, თუმცა საბჭომ რექტორის განცხადება არ დააკმაყოფილა.

 

 

ალეკო ბაკურიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მან აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სხვა თანამდებობაზე არჩევის გამო მიმართა: „რექტორად არჩევის შემდეგ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს, რაც შეუთავსებადია რექტორობასთან, რადგან ასოციაციაში არის ათი ათასამდე თანამშრომელი და ათასი საქმეა გადასაკეთებელი, როგორც საინიციატივო, ასევე საკანონმდებლო კუთხით, რაც მოითხოვს თბილისში ყოფნას. მაგრამ ვემორჩილები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას და უარს ვამბობ ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და რექტორის პოსტზე ვრჩები“.

 

 

ალეკო ბაკურიძე განცხადების დაწერის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს: „განცხადების დაწერის არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე მიზეზი არ ყოფილა“. ალეკო ბაკურიძე რექტორად აკადემიურმა საბჭომ გასული წლის მაისში აირჩია. იგი რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო, უნივერიტეტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

 

საია სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ლელა დუმბაძე

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევა შეეხებოდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზს. კვლევაში მოხვდა 2011 წლის მაისში  აქციის დროს დაკავებულ პირთა მიმართ წარმოებული საქმეები.

 

<!** Image 1 align="" alt="შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“" sub="შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“" width="300" height="300" >

 

„სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზმა გამოავლინა კანონის დარღვევა და უარყოფითი ტენდენციები როგორც საგამოძიებო ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას“ – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

„გავაანალიზეთ 2011 წლის 21 მაისთან დაკავშირებული ყველა საქმეები და ანგარიშში ასევე მოხვდა აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი ინცინდენტის და ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ამ ინცინდენტთან დაკავშირებით იქნა დაკავებული. ყველა იმ საქმეში, რომელიც საიამ შეისწავლა, არსებობს სისხლის სამართლის და პროცესუალური ნორმების აშკარა დარღვევები, მართლმსაჯულება წარიმართა დიდი ხარვეზებით და ყველა საქმეში აშკარა ფაქტებია იმისა, რომ ბრალდება მოხდა პოლიტიკური მოტივებით“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე.

 

„ამ ანგარიშით საია არა მარტო ამ საქმეებს აანალიზებს, არამედ წარმოადგენს რეკომენდაციებსაც, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მისით მანიპულირება და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაცია, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.

 

საიას ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის კანონში, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც მეტ დაცულობას მიანიჭებს განსასჯელს, რომ მის მიმართ დაიღვეს კანონმდებლობა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ის თუ როგორ ხდება იძულებით საპროცესო შეთანხმების დადება პირებთან და ამის შემდეგ არანაირი ძიება საქმესთან დაკავშირებით არ ხდება. პირის აღიარება და საპროცესო შეთანხმება არის საკმარისი მტკიცებულება, რომ პიროვნებას მსჯავრი დაედოს, რაც არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა. ჩხრეკასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები, ასევე საქმე, რომელიც უნდა გავაანალიზოთ, შეეხება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარებას. მათზე არ ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“ – ამბობს ეკატერინე ფოფხაძე.

 

საიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამმა პირმა მიმართა, რომლებსაც აქვთ სურვილი რომ მათ საქმეებზე განახლებული პროცესი დაიწყოს, რადგან დაისაჯონ ის პირები, ვინც მათ საქმეეში, როგორც კანონდამრღვევები ფიგურირებდა.

 

შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, ჟურნალისტები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

„მძღოლო, გახსოვდეს, რომ სახლში გელოდებიან!”

ქეთი ლაბაძე

 

დღეს ბათუმის ნომერ მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ბალავარის” წევრებმა აქცია გამართეს, სახელწოდებით – „მძღოლო, გახსოვდეს!”

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი წარუდგინა. თანამშრომელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აბესალომ გურგენიძე ამ პოსტზე პედიატრმა მალხაზ ხალვაშმა შეცვალა. 

 

მალხაზ ხალვაში აჭარის რეგიონის მკვიდრია. იგი 1972 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში დაიბადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ხელმძღვანელს სამედიცინო საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი ბიზნეს სექტორში იყო დასაქმებული. მალხაზ ხალვაშის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაფერი გაკეთდება პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გასაწევად.

 

შპს  ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავდმყოფოს 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყდნობით

თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა

ლელა დუმბაძე



ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება ორნახევარჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით, გოგონებს შორის. საქართველოს მასშტაბით, მწეველთა რაოდენობით ბათუმი ლიდერობს. „ბიჭებში კლების ტენდენციაა, იმიტომ რომ ფიზიკურ აქტივობაზე გადავიდნენ“-აცხადებს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე. მისი განცხადებით, კანონი რომელიც საჯარო ადგილებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს, არ მოქმედებს, „საჯარიმო სანქციების გარეშე კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. 2011 წელს, 13 სამართალდარღვევის ოქმი იყო შედგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დაცვის პოლიტიკური ნება არ არსებობს“.  

 

<!** Image 1 align="" width="300" height="1944" >

ექიმების პროტესტი ბათუმში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მათი მომავლის გარკვევა მოითხოვეს. ექიმები შიშობენ, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიერ ახლადგახსნილი კლინიკები  რესპუბლიკური საავადმყოფოდან კადრების გადინებას გამოიწვევს. გარდა ამისა მათთვის უცნობია დარჩება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. 

დისკუსია აჭარის უფლებების გაფართოებაზე

ლელა დუმბაძე



საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის პრობლემა, – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტიპენდიანტმა, სულხან ფალავანდიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, დღეს დეცენტრალიზაციის პრობლემა აქტუალურია, რადგან ავტონომიურ ერთეულებში რეალური თვითმმართველობა, არ ხორციელდება. „თუ ვერ მოხდება შეთანხმებული პროცედურების გავლა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ ერთეულების ხელმძღვანელებს შორის, ეს რეალურად შექმნის პრობლემას“ -ამბობს სულხან ფალავანდიშვილი.

 

 

„ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა მარტო აჭარის ავტონომიურ ერთეულებზე, არამედ, მთლიანად საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე. აჭარაზე უფრო მეტად იმიტომ გამახვილდა ყურადღება, რომ ეს არის ერთადერთი ავტონომიური ერთეული, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, ავტონომიის სტატუსის განსაზღვრა და უფლებების გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის“.

 

სულხან ფალავანდიშვილის აზრით, უნდა განისაზღვროს თვითმმართველობებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების წესი, შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო პაკეტების მომზადება უფლებამოსილების გაფართოების მიზნითაც. „ვეთანხმები იმ აზრს რომ ავტონომიურ ერთეულებს არ უნდა ჰქონდეს ცალკე, დამოუკიდებელი ძალოვანი სტრუქტურები და გასამხედროებული პოლიციური ძალები, რადგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, მაგრამ სხვა სფეროებში, უფლებამოსილების გაფართოებაზე უნდა ვიფიქროთ“.

 

 

დისკუსია დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

აქცია „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“

 ბათუმელები

 

25 იანვარს ტარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფახსაცმელი შეგროვდება. ასევე, ზამთარში გამოსადეგი სხვა ნივთები, შესაძლებელია ფულადი დახმარების გაცემაც. 

 

აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 25 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეუერთდნენ აქციას 12 საათიდან დღის სამ საათამდე. საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევს სტუდენტი ედიშერ მჟავანაძე. 

 

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებ“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს.  

 

<!** Image 1 align="middle" width="500" height="614" >

აქცია ანსამბლის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით

მანანა ქველიაშვილი

 

ამ წუთებში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინ აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლის მსახიობთა ნაწილია შეკრებილი. მსახიობები   ანსამბლის ხელმძღვანელის, ამირან პაიჭაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. 

კირთაძის პასუხი უმაღლეს საბჭოს და პასუხის პასუხი ავთანდილ ბერიძისგან

ცაგო კახაბერიძე

 

სასწრაფოდ განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში, რომელთა ნუსხაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს გადაუგზავნა, პირველ ნომრად მემედ აბაშიძის ძეგლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა- გადატანაა მითითებული. ავთანდილ ბერიძის წერილს დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ბრიფინგით გამოეხმაურა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კომპეტენციის აღრევაში დაადანაშაულა.

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ცაგო კახაბერიძე


ახალი გამგებლის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება თექვსმეტმა თანამშრომელმა დაწერა.  

დავით ბაციკაძე: “აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა”

მანანა ქველიაშვილი

 

საქართველოს პარლამენტში აჭარის საზოგადოებრივი მუწყებლის შექმნის შესახებ შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სამუშაო  ჯგუფი შეიქმნა.   ამის შესახებს დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ბაციკაძემ განაცხადა. მისივე თქმით სამუშაო ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს მუშაობას იმ „პატარ-პატარა ხარვეზების აღმოსაფხვრელად“ რომელიც კანონპროექტს ჰქონდა.

 

<!** Image 1 align="left" alt="დავით ბაციკაძე" sub="დავით ბაციკაძე" width=" 300" height="546" >

აღსრულების ეროვნული ბიუროს სემინარი ჟურნალისტებისათვის

აღსრულების ეროვნული ბიურო დასავლეთ საქართელოში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტებისათვის მედია სემინარს მართავს.

 

17 იანვარს, ხუთშაბათს, 16.00სთ.-ზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ევროკავშირის პროექტის- “დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის”, მხარდაჭერით სააღსრულებო თემაზე მედია-სემინარს მართავს.

 

 

მედია სემინარის მიზანი ქართული მედიისთვის სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და ყველა იმ სიახლის გაცნობაა, რომელიც ბიუროში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

 

 

მედია-სემინარზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:

 

 

• აღსრულების ეროვნული ბიურო;
• სააღსრულებო წარმოება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ქცევის კოდექსი;
• გამარტივებული წარმოება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• კერძო აღმასრულებელთა საქმიანობის თავისებურებანი;
• ელექტრონული აუქციონი.



მედია-სემინარის მსვლელობის დროს დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს, სააღსრულებო პროცესისა და ბიუროს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ახალი სერვისების შესახებ. მედია სემინარი ბიზნეს ვახშამით დასრულდება.

 

 

მისამართი: ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლის სადემონსტრაციო დარბაზი.



 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

204 ათასი ადამიანი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად

ცაგო კახაბერიძე

 

დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძესა და  აჭარის მთავრობის წევრებს შორის. შეხვედრა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის ფინანსური შეწირულობის შეტანის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად.

 

<!** Image 3 align="left" alt="პაატა ბურჭულაძე " sub="პაატა ბურჭულაძე " width="300" height="1414" >

ჰესების მშენებელი კომპანია მოსახლეობას და საჯარო რეესტრს უჩივის

ცაგო კახაბერიძე


იურისტის განმარტება წინასაარჩევნოდ დარეგისტრირებული ნაკვეთების კანონიერებაზე.


<!** Image 1 align="" alt="ირინე ურუშაძე" width="300 " height="457" >



რეჟისორი ზაზა ხალვაში თეატრიდან წავიდა

ლელა დუმბაძე

 

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ზაზა ხალვაში თანამდებობიდან გადადგა. როგორც ზაზა ხალვაში „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, მან განცხადება ოფიციალურად სამ იანვარს დაწერა. თეატრიდან წასვლის მიზეზად იგი შემოქმედებით გეგმებს ასახელებს.

 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს

 ცაგო კახაბერიძე

 

სასამართლო ნაკვეთების წინასაარჩევნოდ რეგისტრაციის კანონიერებაზე იმსჯელებს – ამის შესახებ სოფელ აჭარისწლის მოსახლეობას სასამართლოდან აცნობეს.  ამ დროისათვის  უწყება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მხოლოდ 18 ოჯახს მიუვიდა, თუმცა სოფელში შიშობენ, რომ  მსგავსი ტენდენცია  შეიძლება სხვა ოჯახების საკუთრებაზეც გავრცელდეს.

მაისიდან ბათუმში საცხენოსნო კლუბი ამოქმედდება

ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმელმა ცხენოსნობის მოყვარულებმა საკრებულოს  დახმარებით აიპი დააფუძნეს. თავლისა და საჯინიბოს რეკონსტრუქციისათვის კი, რომლის შენარჩუნებასაც უკვე მეათე წელი მოყვარულები საკუთარი ხარჯებით ცდილობდნენ,  ბათუმის ბიუჯეტიდან 150 ათას ლარს მიიღებენ.  

უმაღლესი საბჭოს ძველი თანამშრომლები ზეპირ ტესტირებას გაივლიან

ლელა დუმბაძე



ხვალ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აპარატის 34 თანამშრომელი ზეპირ ტესტირებას გაივლის. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, რამაზ ბოლქვაძის თქმით კომისიის შემადგენლობაში უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები  არიან. 

 

<!** Image 1 align="" alt="უმაღლეს საბჭოში ძველი თანამშრომლების ზეპირი ტესტირება, ხვალ დაიწყება" sub="უმაღლეს საბჭოში ძველი თანამშრომლების ზეპირი ტესტირება, ხვალ დაიწყება" width="448" height="336" >

 

ბათუმში ღამით მოხალისეების ჯგუფი მიუსაფარ ადამიანებს დაეხმარება

ბათუმში დღეს აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებმა უსახლკარო ადამიანებისათვის თბილი ტანსაცმელი და თანხა შეაგროვეს.  აქცია გუშინ დაიგეგმა და დღეს მასში მონაწილეობა ძირითადად ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობის თანამშრომლებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტროს და რამდენიმე სხვა სამთავრობო სტრუქტურის თანამშრომლებმა მიიღეს.  

 

 

ხვალ – დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს

ბათუმში 100-მდე ადამიანს არ აქვს თავშესაფარი, ეს ადამიანები დღევანდელ სუსხშიც ქუჩაში ათევენ ღამეს.

 

გასულ წლებში სწორედ ამ მიზეზით ორი ადამიანი გაიყინა ქუჩაში და გარდაიცვალა.

 

ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მიუსაფარი ადამიანებისთვის ხვალ, 10 იანვარს, შეაგროვოს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პლედები, ფული. შეგროვილი ნივთები გადაეცემა ბათუმში არსებულ თავშესაფარს, სადაც მიუსაფარი ადამიანები შეძლებენ სველი ტანსაცმლის გამოცვლას.

 

თბილი ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ბათუმში, აჭარის მთავრობის ოფისის წინ.

 

ჟურნალისტებს ვთხოვთ ამ აქციის გაშუქებას, რათა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეიტყოს აქციის შესახებ.

 

შეკრება დაიწყება 14:00 საათიდან.

არ მინდა ადამიანები ჩემი ქალაქის ქუჩებში იყინებოდნენ

ნათია როყვა, მე-9 არხის ჟურნალისტი აჭარაში

<!** Image 1 align="" alt="ნათია როყვა" sub="ნათია როყვა" width="300" height="768" >

 

 

რამდენიმე კვირის წინ, დილის გადაცემის პროდიუსერმა დამირეკა – სიახლე ხომ არ გაქვთ – ნიუსი გვინდა ბათუმიდანო. საინფორმაციოსთვის გადანახული, საღამოს გადაღებული ვიდეო მქონდა: ჯემალ ანანიძე – ბათუმის მერი, სტუმრებს მასპინძლობდა. სტუმრობის მიზეზი გამოცდილების გაზიარება იყო. თემა: უსახლკარო ადამიანებისთვის სახლის მშენებლობა ბათუმში. 

დავეხმაროთ სიცივეში დარჩენილ ადამიანებს

 

„ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია, რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება – ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს”, – ეს სიტყვები დედა ტერეზას ეკუთვნის, რომელიც ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო.

„ჩემი მუზა? – შეგიძლიათ მტრებით დაიწყოთ”

ნინო ბერიძე, 14 წლის.  გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლის მოსწავლე   


ინტერვიუ პოეტ ანდრია ფენთან 


<!** Image 2 align="middle" alt="ანდრია ფენი, პოეტი " sub="ანდრია ფენი, პოეტი " width="400" height="600" >

ამნისტია და საზოგადოება

თათია ბოლქვაძე, 14 წლის. გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლის მოსწავლე   


საქართველოში მალე დაიწყება მასშტაბური ამინისტია. ხალხის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით გაყოფილი იყო. ნაწილი ფიქრობდა, რომ ამინისტია აუცილებელი იყო, ნაწილი კი ამნისტიას ეწინააღმდეგებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით ადვოკატ რამინ პაპიძეს მივმართე. 



<!** Image 2 align="middle" alt="რამინ პაპიძე, ადვოკატი " sub="რამინ პაპიძე, ადვოკატი " width="350" height="540" >

ხანძარი ბუკნარში

მაია მიქელაძე, ჩაქვი 

 

4 იანვარს, ღამის პირველ საათზე ხანძრის შედეგად ბუკნარში მდებარე ბარაკების სტილის ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

დაითხოვენ თუ არა ხელვაჩაურის გამგეობაში თანამშრომლებს?


<!** Image 1 align="left" alt="ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა" sub="ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა" width="600" height="750" >




























ეთერ თურაძე


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან შემოსული შეტყობინების თანახმად, ამ მუნიციპალიტეტში ლევან ლორთქიფანიძის დანიშვნისთანავე,  მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაიბარეს და სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ბინებს უქირავებენ

<!** Image 1 align="left" alt="ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მცხოვრები წუწუნავების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა" sub="ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მცხოვრები წუწუნავების სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა" width="600" height="550" >

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მიწისძვრი შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. 

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილებით მიწისძვრის შედეგად დაზრალებულ 28 ოჯახს ბინის ქირისათვის თანხა 300 ლარის ოდენობით ყოველთვიურად გამოეყოფა“, – წერია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.

 

 

 

ხელვაჩაურის გამგებლად „ქართული ოცნების“ წევრს ნიშნავენ

რამდენიმე წუთში საგანგებო სხდომა დაიწყება ხელვაჩაურის საკრებულოში. სხდომაზე დაამტკიცებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს, რომელიც ლევან ლორთქიფანიძე იქნება.

 

 

ლევან ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც თემურ კახიძე ხელვაჩაურის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების დროს.

 

თემურ კახიძე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა.

 

არჩევნების შემდეგ ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობაზე საკრებულომ გურამ საფარიძე დანიშნა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 27 დეკემბერს დატოვა. 12 დეკემბერს ის „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

 

 

როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები „ბათუმელებთან“ ამბობენ, ისინი სხდომის ჩატარების შესახებ ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია და ეს ინფორმაცია მხოლოდ კერძო საუბრებიდან შეიტყვეს.

 

 

ხევლაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის უმრავლესობაში.

განხილული საჩივრები და დაუსჯელი საარჩევნო მოხელეები

<!** Image 1 align="left" alt="არჩევნები ბათუმში" sub="არჩევნები ბათუმში" width="300" height="300" >


ცაგო კახაბერიძე



სხვის ნაცვლად გაყალბებული დოკუმენტით ხმის მიცემა და ასობით ნაკლები ბიულეტენი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე – დარღვევების ეს ტედენდენცია  ბათუმში საარჩევნო დღეს დამკვირვებლების საჩივრებში გამოკვეთა. ბათუმის საოლქო კომისიამ არჩევნებიდან მესამე დღეს, საარჩევნო უბნებიდან შესული ასამდე საჩივარი განიხილა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, რომლებიც საარჩევნო პროცესს წინა წლებშიც აკვირდებოდნენ,  კომისია კანონდამრღვევი საარჩევნო მოხელეების მიმართ ამჯერადაც ლოიალური იყო და ერთი საარჩევნო მოხელის მიერ რამდენიმე უხეში დარღვევის ფაქტის განხილვის შემდეგაც მხოლოდ დისციპლინარული სასჯელით შემოიფარგლა. 



“აჭარ-ენერჯი 2007” “ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

შპს „აჭარ-ენერჯი-2007“-ის განცხადება 2012 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „ბათუმელებში“ (#49 (469)) გამოქვეყნებულ სტატიაში (სახელწოდებით „რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას“) დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ბათუმს ტრანსფერები შეუწყდა

ლელა დუმბაძე


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსფერები აჭარისთვის ზედმეტი ფუფუნება იყო.

 

 

ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტი 202 მილიონიდან 87 მილიონზე ჩამოვიდა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ბიუჯეტის შემცირების მიზეზად ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების შეწყვეტას ასახელებს. „ბიუჯეტის პროექტის დაგვიანების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ათ დეკემბერს მერიას ბიუჯეტი უნდა წარმოედგინა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან ვერც საქართველოს და ვერც აჭარის მთავრობიდან ვერ მივიღეთ პასუხი, ფულს გვაძლევდნენ თუ არა. ახლა გავიგეთ, რომ 6 მილიონი ლარია გამოყოფილი მხოლოდ აჭარის ბიუჯეტიდან, ცენტრალურიდან კი _ ნული. აქედან გამომდინარე ბათუმის ბიუჯეტი ჩამოვა სადღაც 80 მილიონ ლარზე“.


მოსწავლეები კინოს იღებენ

ლელა დუმბაძე

 

 

შორენა, მეგი, სოფო, ჯაბა და მარიამი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათთვის სასკოლო ფილმების მომზადება ერთგვარი აზარტიც არის და თვითდამკვიდრების გარკვეული ფორმაც. „რატომ ვიღებთ სასკოლო ფილმებს? – ალბათ იმიტომ, რომ გვინდა, ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს, მოგვარდეს. საზოგადოებაც ჩვენ ირგვლივ შეიცვალოს. მართალია, მოსწავლის აზრს დღეს არ აქვს დიდი გავლენა, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ“ – ამბობენ მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

<!** Image 1 align="" alt="ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები" sub="ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები" width="400" height="576" >

 

 

 

 

სასკოლო ოლიმპიადების მოტივაციას ზრდის

ლელა დუმბაძე


რატომ განსხვავდება სკოლისა და ილიმპიადის დონეები ერთმანეთისგან

სკოლის მოსწავლეებისთვის ოლიმპიადები დაიწყო. წელს ოლიმპიადას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ორგანიზებას ორგანიზაცია „კინგ’ს-ი იუწევს. პირველი ოლიმპიადა „კინგს“-მა გასულ წელს ჩაატარა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალაგზრდულ საქმეთა სამინისტრო იყო, ინტელექტუალურ მხარდაჭერას კი საერთაშორისო სკოლა „ბრითიშ ქონექშენი“ უწევდა.

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ინგლისური ენის ოლიმპიადას მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მასში გასულ წელს 12 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა: „ამიტომ „ქინგსმა“ გადაწყვიტა, რომ წელსაც ჩაგვეტარებინა ოლიმპიადა. წელს შევთავაზეთ ორი პროექტი:King’s English და King’s Math.“-ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი კვინიკაძე.
რა პრინციპით ადგენენ ოლიმპიადის ტესტებს?

 

„ქინგსის“ მიერ მოწოდებული განმარტებების მიხედვით, ოლიმპიადის ტესტებს ლონდონის ინგლისური ენის სკოლა ადგენს: „აღნიშნული ტესტები შეთავსებადია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დადგენილ სასწავლო გეგმასთან“. თუმცა, როგორც გასული წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, ოლიმპიადის ტესტების დონე გაცილებით მაღალია სკოლის პროგრამაში გათვალისწინებულ დონეზე. `„ენაში პირველი კლასიდან რეპეტიტორებთან ვემზადები, მხოლოდ სკოლის დონით შეუძლებელია ოლიმპიადის ტესტების დაძლევა“ – გვითხრა მაშინ პროექტის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა მოსწავლემ, ანა რამიშვილმა.

 

„რა თქმა უნდა მხოლოდ სასკოლო დონის შესაბამისად ვერ დაიწერება ოლიმპიადის ტესტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიჭიერ ბავშვებს ვერ გამოვავლენთ“ _ აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათივე თქმით, მოსწავლეების აქტივობამ გასულ წელთან შედარებით იკლო, რასაც „კინგსის“ წარმომადგენლები არ უკავშირებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის ხარჯებს. პირველ ტურში მონაწილეობა არის უფასო, მეორე ტურში გადასული მოსწავლეები კი იხდიან 15 ლარს. დასკვნითი ტური ტარდება თბილისში, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. „წელსაც იგივე იქნება გადასახადი, პირველი ტური იმიტომ არის უფასო, რომ ბავშვებმა გააანალიზონ ოლიმპიადის დონე და განსაზღვრონ, უღირთ თუ არა შემდგომ ეტაპში მონაწილეობა. ფინალის ხარჯებიც გავითვალისწინეთ, ამიტომ თბილისის გარდა მესამე ტური ჩატარდება ქუთაისშიც“.

 

როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სასკოლო პროგრამა ზოგადი უნარ-ჩვევების სწავლებას არ ითვალისწინებს, ოლიმპიადის ტესტების მესამე ეტაპი კი სწორედ უნარ-ჩვევებზე გათვლილი ამოცანებით არის შედგენილი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის თქმით, „სკოლის პროგრამები პირველ და მეორე ტურში უთანაბრდება ოლიმპიადის დონეს, მაგრამ მესამე ტურში არის ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ არ აქვთ სკოლაში მოსწავლეებს ნასწავლი. ვერ ვეტყვი, რომ ამის გამო სკოლას უფრო მეტი მოეთხოვება, ეს ალბათ გათვლილია მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობაზე, დამატებით განათლებაზე. ფაქტია, რომ ოლიმპიადები მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციას ზრდის. ჩვენი სკოლიდანაც ბევრი მონაწილეობს და გვყავდა გამარჯვებულებიც“.

 

მედეა გვენეტაძის თქმით, უნარ-ჩვევები ცალკე არ ისწავლება, „სასკოლო პროგრამაში შეიძლება მართლაც ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, შეიძლება მართლა ვერ სწვდება, იმას რასაც თანამედროვე სწავლის ბაზარი მოითხოვს, არის რაღაც დეტალები შესაცვლელი და იმედი გვაქვს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება“.

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს 2013 წლის პრიორიტეტები

ლელა დუმბაძე

 

განათლების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 33 მილიონ ლარს შეადგენს. 2012 წელს სამინისტროს დაფინანსება 27 მილიონი ლარი იყო. რა შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტებში და რა რეკომენდაციები მისცეს განათლების მინისტრს  არასამთავრობო ორგანიზაციებმა? – ბიუჯეტის პროექტის განხილვა გასულ კვირას დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შედგა.  “

 

<!** Image 1 align="" width="300" height="512" >

Exit mobile version