ნეტგაზეთი • RU

ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგი საარჩევნო დარღვევებზე

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დღის განმავლობაში არჩევნებზე მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევათა სიას ავრცელებს. ისინი ორი გადასატანი ყუთის გაბათილებას მოითხოვენ და მოუწოდებენ მათ მომხრეებს, დაიცვან საკუთარი ხმები.

 

გიორგი კირთაძის თქმით, მათ დამკვირვებლებს დღის განმავლობაში ხელი ეშლებოდათ ვიდეო გადაღებაში, რაც კანონით დაუშვებელია, მისივე თქმით პრობლემები იყო საჩივრების დაწერასთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, რამდენიმე უბანში მდივანი არ არეგისტრირებდა საჩივარს და არ იძლეოდა დამოწმებულ ცნობას.

 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახლა ქართული ოცნება გეგმავს ე.წ. “კარუსელის” ჩატარებას – “მათ წინასაარჩევნოდ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ გაეგოთ, თუ რომელი ამომრჩევლები არ მივიდოდნენ უბანზე. მაგალითად #82 უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს, მის ნაცვლად ხმა უკვე მიცემული დახვდა” – ამბობს ის. თუმცა მათ მიერვე მოწედებული ინფორმაციით, ამ დარღვევაზე საჩივარი არ დაწერილა.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"