სიახლეები

ლაშქრობა და საინფორმაციო ტური ქედაში მოსწავლეებისთვის

10.06.2015 • 1524
ლაშქრობა და საინფორმაციო ტური ქედაში მოსწავლეებისთვის

 

საინფორმაციო ტური, რომელშიც  დაბა ქედის, პირველი მაისისა და მერისის საჯარო სკოლების 16 მოსწავლე მონაწილეობდა, სოფელ წონიარისში ჯაიმელას ისტორიული ხიდის მონახულებით დაიწყო. პარალელურად ახალგაზრდებმა, საჯარო მოხელეებთან ერთად, ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოსწავლეებმა შემდეგ სოფელ ვაიოში ლადო შავიშვილის ღვინის მარანი და სოფელ ზვარეში წმინდა გიორგის ეკლესია დაათვალიერეს.

 

„გამგეობის მიზანია ადგილობრივი ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაცია  და ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიულ და ღირშესანიშნავ ადგილებზე ინფორმაციის მიწოდება. დღევანდელი ტურიც ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, საინფორმაციო ტურის მსვლელობისას ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ვაჟა ფარტენაძე ახალგაზრდებს ისტორიას აცნობდა. მსგავსი საინფორმაციო ტიპის პროგრამა წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და მასში სხვადასხვა  სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან“ –  აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო ხაბაზმა.

 

საინფორმაციო ტური მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 


 

გადაბეჭდვის წესი